რამდენს ვდებთ?

ამ სტატიაში

  • რატომ არის ფსონის სიდიდე მნიშვნელოვანი
  • ველიუ ფოლდ-ექუითის წინააღმდეგ

ფსონთა ტიპების შესახებ სტატიაში, თქვენ შეისწავლეთ რა სიტუაციაში და რა მიზეზით იდება ფსონი. თუმცა ღია დარჩა საკითხი ამ ფსონების სიდიდესა და პარამეტრების შესახებ. ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით და მიმოვიხილავთ რამდენიმე სტანდარტულ ფსონის სიდიდეს და შეისწავლით რატომ ენიჭება ფსონის სიდიდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფსონის სიდიდე?

ფსონის სიდიდე მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო. მისი სიდიდე ვარირებს იმის მიხედვით თუ რა მიზანს ემსახურება ესა თუ ის ფსონი. თქვენთვის უკვე ცნობილია, სხვადასხვა ტიპის ფსონები. წინა სტატიის ყველა ძირითადი ასპექტი, ეხება ფსონის სიდიდის განსაზღვრასაც.

ველიუ (მოგება)

თუ თქვენი ვარაუდით გყავთ უძლიერესი ხელი, მაშინ ცდილობთ მოუგოთ რაც შეიძება მეტი ფული მოწინააღმდეგეს. იდეალურ შემთხვევაში, პასიური მოთამაშეშეგიძლიათ აიძულოთ დაქოლოს ორივე ქუჩაზე და მხოლოდ რივერზე ეტყვით ოლინს. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მოიგებთ მოთამაშის მთლიანი სტეკი , მაშინაც კი როცა ის აკეთებდა მხოლოდ ქოლს. იმისთვის რომ ადგილი არ ჰქონდეს დიდ ოვერბეთს რივერზე, უნდა შეარჩიოთ ფსონის შესაბამისი სიდიდე ვაჭრობის წინა რაუნდებზე.

დაცვა

იმ შემთხვევაში თუ ვარაუდობთ რომ მოწინააღმდეგეს ყავს დროუ ხელი, თქვენი ფსონის სიდიდის მეშვეობით , უნდა შესთავაზოთ ცუდი პოტ-ოდსები, რათა გაზარდოთ შანსი იმისა რომ მოწინააღმდეგე დაუშვებს შეცდომას. როგორც აღვნიშნეთ დაცვითი ფსონის განმარტებაში, დაცვის მიზეზი არა მარტო თავდაცვაა შესაძლო დროუ ხელებისგან, არამედ მაქსიმალური ველიუს აკრეფვაც, ამ მიზნების მიღწევა შესაძებელია დიდი და გააზრებული ფსონების გაკეთებით, რადგან თუ რივერზე დროუ არ დაიხურა გაგვიჭირდება ოპონენტის ბლეფზე პროვოცირება და დამატებითი ველიუს მიღება.

ბლეფი

მესამე არჩევანია ფსონი ბლეფის მიზნით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი მიზანი არ არის ველიუს მიღება უარესი ხელებისგან, ფსონის დადებითი მათემატიკური ლოდინი (+EV) მთლიანად დამოკიდებულია ფოლდ-ეკვიტის სიდიდეზე. რასაკვირველია , ასეთ შემთხვევაში, ფსონის სიდიდე თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს: თუ ფსონი არის დიდი, უფრო ხშირად უნდა დაწვეს ოპონენტი. ხოლო თუ ფსონი შედარებით პატარაა ოპონენტი არ დაწვება პატარა ფოლდ-ეკვიტის გამო.

რა სიდიდის უნდა იყოს ფსონი?

თეორიულად, ულიმიტო ჰოლდემში, თქვენ გავქვთ იმის შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს დადოთ მთელი სტეკი. თქვენ შეგიძლიათ თქვათ ოლინი პრეფლოპზეც, ფლოპზეც და სხვა შემთხვევაშიც. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: რისი მიღწევა გსურთ?

არსებობს სამი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი:

  • გსურთ მიიღწიოთ იმას რომ მიიღოთ მაქსიმალურად მეტი ფული?
  • იცავთ თქვენს ხელს?
  • ბლეფობთ იმისთვის, რომ ოპონენტს გააკეთებინოთ ფოლდი?

მოდით განვიხილოთ ზოგიერთი ფსონის სიდიდე:

ოლინი/ფუში (All in/Push)

ფუში ან ოლინი ნიშნავს რომ ერთი მოძრაობით, მაგიდის ცენტრში თქვენ დებთ მთელ სტეკს. თეორიულად ეს შეიძლება მოხდეს ადრეული პოზიციიდანაც. თუ თქვენ უნდა პირველები შედიხართ თამაშში.

მაგრამ აქვს კი ამას აზრი? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა დავუბრუნდეთ ზემოთნახსენებ სამ ძირითად ასპექტს. ჩვენ თითქმის ვერასდროს ვერ მივიღებთ ველიუს უარესი ხელებისგან. პრეფლოპზე შეგვეძლო ეფექტურად დაგვეცვა ხელი უბრალო რეიზითაც და ასევე ვიღებთ უსარგებლოდ დიდ ფოლდ-ეკვიტის, რომლითაც ბანკიდან ვაგდებთ ყველა უარეს ხელს, რომლებისგანაც შეგვეძლო მიგვეღო დამატებითი ველიუ. 

ბანკის სიდიდის ფსონი/პოტსაიზ ფსონი

მსგავსი ტიპის ფსონი ძალიან ხშირად გამოიყენება - ის ყველა პოკერის მოთამაშის რეპერტუარში უნდა იყოს.

პოტსაიზ ფსონი ტოლია ოპონენტის ფსონის სმმაგ ოდენობას დამატებული არსებული პოტი,

მაგალითად: თუ ფლოპზე პოტია 10$ და ოპონენტი დებს 10$-ს ამ შემთხვევაში პოტსაიზ რეიზი დაითვლება ასე: $10*3+$10=$40.

რატომ არის პოტსაიზ ფსონი ასე მნიშვნელოვანი? ხშირად ჩვენ მსგავს ფსონს ვიყენებთ მაშინ, როდესაც აუცილებელია ხელის დაცვა. მაგალითად: ჩვენ იცით რომ ალბათობა იმისა რომ სთრეით დროუ (8 აუტსი) ან ფლეშდროუ(9 აუტსი) დასრულდება თერნზე არის ერთი მეხუთედი, ხოლო რივერზე ერთი მესამედი. ეს ნიშნავს რომ ძალზე მნიშვნელოვანია რამხელა პოტ ოდსებს ვაძლევთ ოპონენტს ჩვენს მიერ დადებული ფსონით.

როცა აკეთებთ პოტსაიზ რეიზს, პოტ ოდსი რომელსაც ჩვენი მოწინააღმდეგე იღებს არის 2:1. თუ ის დაქოლავს, მათემატიკურად ის დაუშვებს შეცდომას (იმფლაიდ ოდსები არ განიხილება).

განვიხილოთ მაგალითი:

ჩვენი $40-იანი რეიზის შემთხვევაში ოპონენტი იხდის $30-ს რათა ნახოს თერნის კარტი. მისი პოტენციური მოგება არის არსებულ პოტს ($10) დამატებული საკუთარი ფსონი $10 პლუს თქვენი რეიზი $40, ჯამში $60. შეფარდება $60/$30 შეესაბამება ოდს 2:1.

ბანკის 2/3 ფსონი

2/3 ბანკის ფსონის სიდიდის განსაზღვრა, ალბათ უკვე ნათელია თქვენთვის. მაგრამ როდის ვდებთ ასეთი სიდიდის ფსონს?

როგორც იცით ფსონის დადებისას ყოველთვის გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. პოტსაიზ ფსონი საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად დავიცვათ თავი დროუ ხელებისგან, მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ როცა მოწინააღმდეგეს არ ყავს დროუ ხელი? რაც მეტს დებთ მით მეტად იცავთ თავს, მაგრამ ნაკლებ სარგებელს იღებთ  ათგან ვისაც უფრო სუსტი ხელი ყავს.

ბანკის 2/3 ფსონით ოპონენტი იღებს პოტ-ოდსებს 2,5:1.

მაგალითი: პოტი არის $9 ფლოპზე და თქვენ დებთ $6-ს(პოტის 2/3-ს). ოპონენტმა უნდა დაქოლოს $6 რომ მოიგოს $15. ფარდობა $15/$6 აძლევს თქვენს მოწინააღმდეგეს 2.5 ერთთან პოტ ოდსებს. ასეთი პოდ ოდსები არ არის საკმარისად კარგი, მაგრამ ოპონენტს მაინც შეუძლია გააგრძელოს თამაში შედარებით სუსტი ხელითაც.

მსგავსი სიდიდის ფსონი ხშირად გამოიყენება გაგრძელებული ფსონის დადებისას. რადგან ჩვენ გვინდა რომ ფსონის სიდიდე აკმაყოფილებდეს სამივე ძირითად ასპექტს: ბლეფს, დაცვას და ველიუს.

თუ ფლოპზე ერთი-ერთზე ვთამაშობთ იმ პირობებში, როცა ინიციატივა გვაქვს, მაშინ დაცვა ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში როცა თოპ წყვილი გვყვავს, მაგრამ შესაძლოა ოპონენტმა დაქოლოს უარესი ხელებით ან უბრალოდ დაყრის, თუ არ ეყოლება ძლიერი ხელი.

თუ ერთი ერთზე თამაშისას ჩვენ ყოველთვის პოტსაიზ ფსონებს გავაკეთებთ. მაშინ ოპონენტი უნდა დაწვეს 50%-ზე მეტ შემთხვევებში, ანუ ჩვენ დავდებთ $10-ს იმისთვის რომ მოვიგოთ $10. მაგრამ თუ ჩვენ ბანკის 2/3-ს დავდებთ მაშინ ჩვენი ფსონის წარმატებისთვის საკმარისი იქნება თუ ოპონენტი 40%-ზე მეტ შემთხვევებში დაწვება.

მნიშვნელოვანია

რაც უფრო მეტს დავდებთ, მით უფრო ხშირად უნდა დაწვეს ოპონენტი.

მეორეს მხრივ ჩვენ ასევე გვესაჭიროება გარკვეული ფოლდ-ეკვიტი. მაგალითად თუ ჩვენ $1-ს დავდებთ $10-იან ბანკში, მაშინ ლოგიკურად ასეთმა ფსონმა უნდა იმუშავოს ერთხელ 10 შემთხვევიდან. პრობლემა იმაში მსგომარეობს რომ ოპონენტი თითქმის არასდროს არ დაყრის კარტს მსგავსი ფსონის პირობებში და მეტიც ასეთმა ფსონმა შეიძლება ბლეფის პროვოცირება მოახდინოს. შესაბამისად ჩვენს კონტბეთს თან უნდა ახლდეს საჭირო ფოლდ-ეკვიტი და თანაც არ უნდა იყოს ძალიან დიდი.

ყველაფრის გათვალისწინებით, რომელიც მყარდება თამაშის გამოცდილებით ფსონი ბანკის 2/3-ის ოდენობით იდეალურად ერგება გაგრძელებულ ფსონს.

პატარა ფსონები

ცხადია თუ ყველაფერს შევაჯამებთ მივალთ დასკვნამდე რომ პატარა ფსონებსაც შეუძლიათ მოიტანონ წარმატება. მაგალითად თუ თქვენ თვლით რომ ½ ბანკსაც შეუძლია მოგვცეს აუცილებელი ფოლდ-ეკვიტი, შესაძლებელია მსგავსი ფსონის გამოყენებაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ უფრო გულდასმით უნდა შევისწავლოთ ოპონენტი. რაც უფრო ნაკლებია ფსონის სიდიდე, მით უფრო დაბალი ფოლდ-ეკვიტის მატარებელია ის და უფრო ცოტა ველიუს ვკრიფავთ უარესი ხელებისგან. ამასთან ერთად თუ ჩვენ ბანკის ½ დავდებთ ოპონენტი მიიღებს პოტ ოდსებს 3:1 თან და შესაბამისად არც თუ ისე ძლიერად დავიცავთ საკუთარ ხელს.

ოვერბეთი

ოვერბეთი ეწოდება ფსონს, რომლის სიდიდეც აღემატება მიმდინარე ბანკის სიდიდეს. ცხადია მსგავს ფსონს თან ახლავს დიდი ფოლდ-ეკვიტი, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვკარგავთ გარკვეულ ველიუს სუსტი ხელებისგან, რადგან მსგავს ხელებს ვუსპობთ ქოლის გაკეთების შესაძლებლობას. ხელის დაცვის კუთხით წმინდა თეორიულად ოვერბეთი მიჩნეულია ოპტიმალურ გამოსავლად, მაგრამ ბანკის სიდიდის ფსონიც საკმარისად იცავს ჩვენს ხელს, ასე რომ ძირითად შემთხვევებში არ ღირს ოვერბეთების კეთება.

Tags