ფსონის სახეები- რატომ ვაკეთებთ ფსონს?
შესავალი
ამ სტატიაში
- რატომ ვაკეთებთ ფსონებს?
- რა სახის ფსონების გამოყენება შეგვიძლია
რითი ვართ შეიარეღებული ულიმიტო ჰოლდემის თამაშისას? რა თქმა უნდა ჩვენი ინტელექტით ჩვენი გამოცდილებით და რიდსებით. მაგრამ რა არის ჩვენი იარაღი პრაქტიკაში? ეს ჩვენი ჩიპებია!
აქედან წარმოიშობა მნიშვნელოვანი შეკითხვა: როდის უნდა ჩავდოთ ბანკში ჩიპები და რა რაოდენობის? ამასთან, ჩვენთვის, მოთამაშეებისათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რატომ ვდებთ ჩიპებს ბანკში და ამით რა მიზანს უნდა მივაღწიოთ.
ამ მიმოხილვით სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რატომ უნდა გავაკეთოთ ფსონები და რომელ სიტუაციაში რა შედეგების მიღება გვინდა ამ ფსონის გაკეთებით
საერთოდ რატომ უნდა გავაკეთოთ ფსონი?
საერთოდ რატომ უნდა გავაკეთოტ ფსონი? არსებობს მოთამაშის ტიპი - ავტომოპასუხე, რომელიც ძალიან იშვიათად აკეთებს ფსონს ან არეიზებს, ნაცვლად ამისა მხოლოდ პასუხობენ სხვის ფსონებს. მაშინაც კი როცა ესეთი მოთამაშეები იგებენ საშუალო თუ მოკლე დისტანციაზე, ისინი გრძელ დისტანციაზე აუცილებალად განიცდიან ზარალს.
ამას აქვს მარტივი ახსნა
- პასიური თამაშის დროს ისინი ვერ მიიღებენ ვერანაირ ფოლდ-ეკვიტის. შესაბამისად ასეთ მოთამაშეებს არ აქვთ საშუალება მოიგონ ბანკი სუსტი ხელებით, ვინაიდან ისინი ყოველთვის მიისწრაფვიან შოუდაუნისკენ.
- ისინი პრაქტიკულად ვერ თამაშობენ ველიუსთვის. მოთამაშე რომელიც ფსონებს ქოლავს, მას შეუძლია მხოლოდ აკონტროლოს ბანკის ზომა. ძლიერი ხელებით მათ არ შეუძლიათ გაზარდონ ბანკი, ვინაიდან ამისათვის საჭიროა რომ მათ თავად გააკეთონ ფსონები და შესაბამისად გადაუხვიონ მათი თამაშის სტანდარტულ ხაზს. ამასთან ყველა დაკვირვებული მოთამაშე ადვილად განსაზღვრავს მათი თამაშის ცვლილებას. ასე რომ ასეთ მოთამაშეებს იშვიათად უხდიან მონსტრ კარტებში.
- მათ არ იციან სად იმყოფება მათი ხელი, ვინაიდან პრეფლოპზე ხშირად შედიან თამაშში მარგინალური ხელებით და ამის შემდეგ პრეფლოპზე ღებულობენ ტოპწყვილებს სუსტი კიკერით ან კიდევ უფრო სუსტ ხელს. შესაბამისად ხშირად უწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად: თუ ოპონენტი აკეთებს ფსონს სამივე ქუჩაზე, მაშინ უღირთ კი მათ გარისკონ მთლიანი სტეკი სუსტი ტოპწყვილით? მაგრამ მსგავსი მოთამაშეებისთვის სუსტი ტოპ წყვილი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დაიყაროს.
საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ მათ უხდებათ დაქოლონ სამივე ქუჩაზე და ინატრონ რომ მათი კიკერი უფრო მაღალი იყოს.
- ასეთი მოთამაშეები ძალიან ადვილად წაკითხვადები არიან. მათი ნებისმიერი აგრესიის გამოვლენისას ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში უნდა ამოვიდეთ იმ მისაზრებიდან რომ ჩვენ ალბათ უკან ვართ. ამასთან ერთად ასეთი მოთამაშეები ხშირად ქოლავენ მარგინალური ხელებით და ადვილად გვიხდიან ჩვენს საუკეთესო ხელებშიც. ერთის მხრივ მათი მთავარი შეცდომა არის ის რომ ისინი ხშირად ქოლავენ ოპონენტის ფსონებს საშუალო სიძლიერის ხელებით, სუსტი დროუ ხელებით და ზოგჯერ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ხელებითაც, მეორის მხრივ კი იმაშიც, რომ ისინი კმაყოფილდებიან ქოლით ძალიან ძლიერ ხელებშიც კი.
ასე რომ ნათელია, მსგავსი პასიური თამაში წარმატებას ვერ მოგვიტანს. სწორედ ამიტომ ჩვენ
ვცდილობთ ვითამაშოთ აგრესიულად, ავწიოთ ფსონები პრეფლოპზე და გავაგრძელოთ
აგრესიული თამაში პოსტფლოპზე იმისათვის, რომ მოვიპაროთ ბანკი თუ ვერ გავძლიერდით და
იმისათვის რომ გადაგვიხადონ ჩვენს ძალიან ძლიერ ხელებში.
რისი მიღწევა გვსურს ფსონის საშუალებით?
ჩვენ უკვე ვიცით რომ მუდმივად ქოლების კეთება და პასიურად თამაში - არ შეიძლება. შესაბამისად ჩვენ თავად უნდა გავაკეთოთ ფსონები და რეიზები. თუმცა იბადება შეკითხვა: რისი მიღწევა გვსურს ამ ყველაფრით? რა არის ჩვენი ფსონების მიზანი?
დასაწყისისთვის ჩვენი ფსონები უხეშად გავყოთ ორ ნაწილად:
- ფსონები ველიუსთვის
- ბლეფ ფსონები
ფსონები ველიუსთვის
წარმოვიდგინოთ რომ ისეთი ძლიერი ხელი გვყვავს რომ მოხარული ვიქნებოდით, თუ ოპონენტი დაგვიქოლავდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ფსონს იმიტომ რომ მოწინააღმდეგისგან მივიღოთ მაქსიმალური ველიუ. ნათელია რომ ამ დროს ოპტიმალური მოწინააღმდეგები იქნებიან ავტომოპასუხეები, ვინაიდან ისინი ძალიან ხშირად დაქოლავენ ჩვენს ფსონებს მარგინალური ხელებით, ამ დროს კი არ ეცოდინებათ რეალურად სად იმყოფება მათი ხელი. თუ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი მოწინააღმდეგები არიან სუსტი მოთამაშეები, მაშინ მშვიდად ვაკეთებთ ფსონებს ძლიერი ხელებით ფლოპზე და თერნზე და შედეგად ვცდილობთ რივერზე ვთქვათ ოლინი. ეს ლოგიკურია ვინაიდან, ჩვენ გვინდა მივიღოთ ოპონენტისგან მეტი ფული და საუკეთესო ვარიანტია თუ მთლიან სტეკს მოვუგებთ.
ასეთი მსჯელობა არის პოკერის ქვაკუთხედი, ანუ ამ ლოგიკაზე დგას ეს თამაში. ძლიერი ხელით ოპონენტს უნდა წავართვათ იმდენი, რამდენიც მაქსიმალურად არის შესაძლებელი, მაგრამ თუ ოპონენტი არ აპირებს თავად ჩადოს ფული ბანკში, მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს
მის მაგივრად. ასე რომ ჩვენ ვაკეთებთ ფსონებს და შეძლებისდაგვარად ვარეიზებთ რათა
მივიღოთ მაქსიმალური მოგება.
ბლეფ ფსონები
მეორე შემთხვევა ემყარება საპირისპირო აზრს. ჩვენ არ გვაყავს ძლიერი ხელი და ჩვენი ხელი განეკუთვნება უფრო სუსტ ან გამოუსადეგარი ხელების კატეგორიას რომლითაც პრაქტიკულად ვერასდროს ვერ მოვიგებთ გათამაშებას თუ შოუდაუნამდე მივალთ. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ ველიუზე, ვინაიდან არ არსებობს უფრო სუსტი ხელი ვისაც ჩვენ მოვუგებდით. მაშინ რა არის ჩვენი მიზანი მსგავს დარიგებებში?!
ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. ერთის მხრივ ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ვითამაშოთ ჩექ/ფოლდი და მივცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს ბანკი. ჩვენ არ დაგვჭირდება ზედმეტი ფულის ჩადება, რითიც ავირიდებთ თავიდან ზედმეტ პრობლემას და არ მოვიშლით ნერვებს. მაგრამ თუ ამას რეგულარულად გავაკეთებთ, არც ისე კარგად წავა საქმეები. ამ შემთხვევებში ჩვენ ვხდებით წაკითხვადები ოპონენტებისათვის და შესაბამისად ჩვენს ქმედებებში უნდა შევიტანოთ გარკვეული მოტყუებითი სვლები. თუ ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ძლიერი ხელებით გავაკეთებთ ფსონს და სუსტი ხელებით გადავალთ ჩექ/ფოლდ რეჟიმში, მაშინ ვიქნებით ძალიან ადვილად წაკითხვადები და არაფერი საერთო არ გვექნება პოკერის კარგ მოთამშესთან, რადგან ნებისმიერი ადეკვატური მოთამაშე ნახევარ საათში შეიმუშავებს კონტრსტრატეგიას და ჩვენს სისუსტეებს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.
ანუ გამოდის რომ სუსტი და გამოუსადეგარი ხელებითაც დრო და დრო უნდა გავაკეთოთ ფსონები და რეიზები. მსგავსი ფსონების ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში რომ, იძულებული გავხადოთ ოპონენტი დაყაროს კარტი. ჩვენთვის იდეალურ სიტუაციაში ოპონენტმა შეიძლება დაყაროს ძლიერი კარტი, ვინაიდან ვერ შეძლებს ჩვენი ბლეფის წაკითხვას. ასე რომ ჩვენ მსგავს ფსონებს ვაკეთებთ იმ მიზნით რომ ვაიძულოთ მოწინააღმდეგე დაყაროს ძლიერი კარტი და მოვპაროთ ბანკი.
რა თქმა უნდა ფსონების ორ ასეთ ჯგუფად დაყოფა უხეშია და შემდეგში შევეცდებით მოგაწოდოთ უფრო დაწვრილებითი კლასიფიკაცია.
თუმცა არასდროს არ უნდა გაუშვათ თვალთახედვიდან ეს ძირითადი აზრები. ჩვენ უნდა გვესმოდეს რა შესაძლებლობები გვაქვს რათა გამოვიყენოთ ჩვენი ჩიპები.
ფსონის სახეების დაწვრილებითი კლასიფიკაცია
მაშ ასე, ფსონების ორ ჯგუფად დაყოფა, როგორც ავღნიშნეთ არის საკმაოდ უხეში. ქვემოთ ჩვენ უფრო დაწვრილებით გავაანალიზებთ იმ მიზნებს რომლებსაც უნდა ისახავნდნე ჩვენი ფსონები თუ რეიზები.
- ფსონები ველიუსთვის
- ფსონი დაცვისთვის
- ბლეფ ფსონები
- ნახევრად ბლეფ ფსონები
- გაგრძელებული ფსონები
- სასინჯი ფსონები
- პოზიციური ფსონები
- ფსონები ინფორმაციის მისაღებად
- ბლოკ ფსონები
- დონქბეთი
ფსონები ველიუსთვის განყოფილებაში გამოვყოთ ფსონები დაცვისათვის, განყოფილებიდან ბლეფ ფსონები - გამოვყოთ ნახევრადბლეფ ფსონები და გაგრძელებული ფსონები და ასევე ცალკ-ცალკე განვიხილოთ ფსონის კიდევ რამოდენიმე სახეობა. რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ამა თუ იმ ტიპის ფსონი, ამას დამოუკიდებლად გაიაზრებთ, თუ ყურადღებით გაანალიზებთ თითოეული ფსონის მიზანს.
შეხედეთ ფსონის ყველა სახეობის განმარტებას და შეაფასეთ, რა მიზანს გინდათ რომ მიაღწიოთ ამ ფსონების საშუალებით. ბლეფ ფსონებისა და ველიუ ფსონების განმარტება ზემოთ უკვე მოვიყვანეთ.
ფსონი (რეიზი) დაცვისათვის
„დაცვისათვის“ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ხელი. თუ ფლოპზე ჩვენ ვღებულობთ ხელს, რომელიც მოცემული მომენტისთვის დიდი ალბათობით საუკეთესოა, მაშინ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის. ნათელია რომ დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც მაგიდაზე დევს საშიში კარტი. (ორი ერთფეროვანი კარტი ან სთრეითდროუ). ამასთან ჩვენ გამოვდივართ იმ მოსაზრებიდან რომ ოპონენტს ნამდვილად დროუ ხელი ყავს და მას ჩვენ წინააღმდეგ აქვს აუტსების დიდი რაოდენობა.
ნათელია რომ როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ფსონს დაცვისათვის, ფაქტიურად ჩვენ ვაკეთებთ ასევე ფსონს ველიუსთვის. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ფსონს ველიუსთვის, მაშინ ჩვენ ამოვდივართ იმ მოსაზრებიდან რომ მივიღოთ ფული უფრო სუსტი ხელებისგან, რომელსაც ცხადია განეკუთვნება დროუ ხელები. ამასთან ჩვენ მივისწრაფვით რომ არ მივცეთ ოპონენტს კორექტული პოტ-ოდსები, რომელიც შეესაბამება მის აუტსებს. ამასთან ჩვენ გვინდა ოპონენტის პროვოცირება რომ მან შეცდომა დაუშვას ქოლის გაკეთებით, რის ხარჯზეც, ჩვენ დისტანციაზე მოვიგებთ ფულს.
ნახევარბლეფ ფსონები (რეიზები)
ნახევარბლეფი ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დროუ ხელი და შესაბამისად გარკვეული რაოდენობის აუტსები და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ფსონის გაკეთებით ვაიძულებთ ოპონენტს დაყაროს უკეთესი ხელი.
ნახევარბლეფების ეფექტურობა გამოიხატება იმაში რომ, ერთის მხრივ ჩვენ ვიყენებთ ფოლდ- ეკვიტის, მეორეს მხრივ კი ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ შემდეგ ქუჩებზე და გავაგრძელოთ თამაში მაქსიმალური ველიუს მისაღებად.
პირველ რიგში ამ ტიპის ფსონები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ არ ვიყოთ წაკითხვადები. თუ ჩვენ ერთნაირად გავათამაშებთ დროუ და ძლიერ მზა ხელებს, ამით პროვოცირებას გავუკეთებთ ოპონენტებს რომ დაუშვან შეცდომა. თუ ჩვენ მხოლოდ ძლიერი მზა ხელებით გავაკეთებთ ფსონს, ხოლო დროუ ხელებით გავაკეთებთ ჩექ/ქოლს, მაშინ ოპონენტები აღარ გადაგვიხდიან ჩვენს ძლიერ ხელებში და ადვილად გაარკვევნ როდის ვათამაშებთ დროუ ხელებს.
ნახევარბლეფი ნამდვილი ბლეფისგან განსხვავდება იმით რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ავაწყოთ ძლიერი ხელი შემდეგ ქუჩებზე და შესაბამისად თერნზე და რივერზე გადავერთოდ ისეთ თამაშზე, რომელიც მაქსიმალურ ველიუს მოგვიტანს.
გაგრძელებული ფსონი
მიუხედავად იმისა რომ არსებობს განსხვავებული აზრები გაგრძელებული ფსონის განმარტებასთან, ჩვენ მაინც შევეცდებით კვლავ განვმარტოთ ის.
ერთის მხრივ გაგრძელებული ფსონი არის ფსონი ფლოპზე, მას შემდეგ რაც ჩვენ ვიყავით პრეფლოპ აგრესორები და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ინიციატივა. თუ ჩვენ ვაკეთებთ პრეფლოპრეიზს და ამის შემდეგ ფლოპზეც ვაგრძელებთ აგრესიას, მაშინ ჩვენს ფსონს თან ახლავს საკმაოდ მაღალი ფოლდ-ექუითი.
თუ ამასთან ერთად ჩვენ ვცდილობთ ვაიძულოთ ოპონენტი დაყაროს უკეთესი ხელი, მაშინ გამოდის რომ ჩვენ პრაქტიკულად ვაკეთებთ ბლეფს. თუმცა რა იქნებოდა მაშინ თუ ფლოპზე მოგვივიდოდა ძლიერი კარტი? ამ შემთხვევაშიც ჩვენ კვლავ ვაკეთებთ ფსონს, მაგრამ ამ დროს გვინდა რომ ოპონენტმა დაქოლოს. ამიტომ არ შეიძლება გაგრძელებული ფსონი განვიხილოთ როგორც მხოლოდ ბლეფი.
პრინციპულად ნებისმიერი ფსონი ფლოპზე, პრეფლოპ აგრესორისგან ინიციატივით - არის გაგრძელებული ფსონი. ამასთან, სულერთია, ვაკეთებთ ბლეფს და ვიყენებთ ჩვენს ფოლდ-ექუითის, თუ ჩვენ დავიჭირეთ ძლიერი მზა ხელი და ვაკეთებთ ფსონს ველიუსთვის.
ამიტომ ნათელია, მაშინაც კი თუ ფლოპში ვერ მოვხვდით, ჩვენ ძირითად შემთხვევებში მაინც ვაგრძლებთ აგრესიას, რათა არ გავხდეთ ადვილად წაკითხვადები. ჩვენ იშვიათად მოვხვდებით იღბლიან ფლოპში და იშვიათად გადაგვიხდიან, თუ ფლოპზე მხოლოდ მზა ხელებით
გავაკეთებთ ფსონს. ნათელია ისიც რომ ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი, თუ ყველა ცუდ
ფლოპზე გავაკეთებთ ჩექ/ფოლდს.
სასინჯი ფსონი
სასინჯი ფსონი ეს არის პატარა ფსონი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვინდა შევხედოთ, შეგვიძლია კი ჩვენ მოვიგოთ ბანკი. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ფსონი კეთდება პატარა ბანკში, მარგინალური ხელებით, რომლითაც ჩვენ აუცილებელი არ არის მივიდეთ შოუდაუნამდე, ამასთან გვინდა გავექცეთ მოწინააღმდეგის დიდ ფსონებს.
მაგალითად თუ გალიმპულ ბანკში, რამოდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ ჩვენ ვღებულობთ საშუალო წყვილს, და ჩვენ გვაქვს პირველი სიტყვა (ჩვენ დავამატეთ პატარა ბლაინდის პოზიციიდან ან გავჩექეთ დიდ ბლაინდზე), მაშინ ხშირ შემთხვევებში უნდა გავაკეთოთ პატარა ფსონი. ამასთან უმრავლეს შემთხვევაში თუ ამას მოყვება რეიზი, ჩვენ უნდა დავყაროთ კარტი. აქ ჩვენი ფსონი წააგავს ბლეფს. ამ შემთხვევაში ძალიან იშვიათად მივიღებთ ველიუს ასეთი სუსტი კარტით, თუმცა გააჩნია ოპონენტს. რადგან შესაძლებელია რომელიმე ოპონენტს ყავდეს დროუ ხელი ან საშუალო წყვილი ცუდი კიკერით. შესაბამისად გამოდის, რომ საცდელ ფსონს აქვს რამდენიმე მიზანი ერთდროულად. თუ ჩვენ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს ბანკის წაღების შესაძლებლობა, ან არსებობს იმის ალბათობა, რომ უარესი ხელები გააკეთებენ ქოლს, მაშინ წყნარად შეგვიძლია გავაკეთოთ მსგავსი ტიპის ფსონი.
ერთერთი ძირითადი აზრია: თუ რომელიმე ქუჩაზე ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ჩექ/ქოლი, უმჯობესია ამის მაგივრად, ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ ფსონი.
პოზიციური ფსონი (რეიზი)
პოზიციური ფსონი რაღაცით გავს საცდელ ფსონს, თუმცა მათ შორის ორი ძირითადი განსხვავებაა.
ერთის მხრივ დასახელების შესაბამისად, ასეთ ფსონს ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც გვაქვს უპირატესობა პოზიციაში, ე.ი გაქვთ ბოლო სიტყვა. ამასთან მსგავსი ფსონები ასევე კარგად მუშაობენ დარეიზებულ დარიგებებში, თუ პრეფლოპ აგრესორები ჩვენს წინ აკეთებენ ჩექს, რითაც გვაძლევენ საშუალებას გავაკეთოთ ფსონი პირველებმა.
თუ ჩვენ გვაქვს კარტი რომელსაც არ აქვს შოუდაუნ-ველიუ (შოუდაუნზე მოგების პოტენციალი) ანუ ისეთი ხელი რომლითაც არ გვინდა ვუპასუხოთ ფსონებს შემდეგ ქუჩებზე, მაშინ ხშირ შემთხვევებში ჩვენთვის უკეთესი იქნება გავაკეთეთოთ პოზიციური ფსონი. ასე რომ, პოზიციური ფსონი ეს არის ერთგვარი ბლეფი, რომელიც პირველ რიგში უნდა ფლობდეს შესაბამის ფოლდ-ექუითის.
თუ ჩვენ მონსტრი ხელი გვყვავს, მაშინ ჩვენ ვაკეთებთ ფსონს ველიუსათვის. თუ ჩვენ ვთამაშობთ ერთი ერთზე საშუალო სიძლიერის ხელით, მაშინ ამ სიტუაციაში შეიძლება გავაკეთოთ საპასუხო ჩექი, რითაც გადავიხრებით ხაზისკენ wa/wb (ძალიან წინ/ძალიან უკან), ვინაიდან თუ ჩვენ მზა ხელებით გავათამაშებ ფსონი/ფოლდი ხაზს, მაშინ ამით ჩვენს მზა ხელს
ფაქტიურად ვუთანაბრებთ სუფთა ბლეფს (ვინაიდან სუფთა ბლეფზეც ჩვენ მსგავსი ხაზით ვითამაშებდით)
ფსონსა და ჩექს შორის ზღვრულ გადაწყვეტილებამდე მივდივართ, როდესაც ვათამაშებთ ძლიერ დროუ ხელებს. ერთის მხრივ ჩვენ აქ შეგვიძლია ვითამაშოთ საპასუხო ჩექითაც, იმის იმედად რომ შემდეგ ქუჩებზე დავასრულებთ დროუს და მივიღებთ სასურველ ველიუს კარგი პოზიციის ხარჯზე. თუმცა აქ დიდ როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ ფსონის გაკეთების შემდეგ, ხშირ შემთხვევებში მივიღებთ შესაძლებლობას ვნახოთ ორი კარტი (თერნის და რივერის) ერთი ფსონის ფასად. ვინიადან ხშირად ფლოპზე ფსონის შემდეგ ოპონენტები გაჩექავენ თერნზე.
ფსონი (რეიზი) ინფორმაციის მისაღებად
არსებობს ბევრი დისკუსიები ინფორმაციის მისაღებად გაკეთებული ფსონების შესახებ. თუ ვივარაუდებთ რომ მსგავს ფსონებს მაინც აქვს აზრი, მაშინ ჩვენ მივადგებით იგივე პრობელემებს რომელიც განვიხილეთ პოზიციური ფსონებისას.
თუ ჩვენ გვაქვს მზა ხელი რომელიც გათამაშებაში ჯერ კიდევ შეიძლება იყოს საუკეთესო, მაშინ ფსონი/ფოლდი ხაზი იქნება ყველაზე სუსტი თამაში. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვენს ხელს ვუთანაბრებთ ბლეფს, რომლის დროსაც ასევე ითამაშებდით ფსონი/ფოლდ-ს. მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს სიტუაციები რომლებშიც ჩვენ მონდომებით დავიცავთ საკუთარ ხელს და ამავე დროს ოპონენტის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში დავრწმუნდებთ რომ ჩვენ არ გვყავს საუკეთესო ხელი.
ასე რომ აქ ერთმანეთს კვეთს რამოდენიმე აზრი. ვაკეთებთ თუ არა ფსონს ველიუსთვის? ვიცავთ თუ არა ჩვენს ხელს? ვბლეფობთ? სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხელს თუ პირიქით?
ბლოკ ფსონი
ბლოკ ფსონი ეს არის ფსონი რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ უპოზიციოდ, იმ მიზნით რომ შეძლებისდაგვარად მივიღოთ მაქსიმუმი ინფორმაცია. ასეთი ფსონით ჩვენ ვცდილობთ აღმოვფხრათ ჩვენი უპოზიციობიოს ნაკლი. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ფსონი კეთდება რივერზე.
თუ ფლოპზე და თერნზე ვაკეთებთ ფსონს ძლიერი ხელით დაცვისათვის და ველიუს მისაღებად სუსტი ხელებისგან, მაშინ ხშირად რივერზე ჩვენ ზუსტად არ ვიცით გვიღირს კი კიდევ ერთი ფსონის გაკეთება ველიუს მისაღებად. ამასთან თუ რივერზე დაიხურა დროუ ხელი, მაშინ ჩვენ არ გვინდა ოპონენტს მთლიანად გადავუხადოთ დასრულებულ დროუ ხელში. თუ გავაკეთებთ სტანდარტული ზომის ფსონს, მაშინ 100ВВ სტეკის პირობებში, პოტ-ოდსების გათვალისწინებით იძულებულნი ვიქნებით ვუპასუხოთ რეიზს. თუ ჩვენ ჩექ/ქოლი-ს თამაში გვაქვს გადაწყვეტილი, მაშინ შეიძლება ოპონენტმა დიდი ფსონი გააკეთოს და შესაბამისად დიდ ბანკზე თამაში მოგვიწევს, რომელზე თამაშიც ჩვენ არ გვინდა მსგავსი სიძლიერის ხელით. ამავე დროს ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ფართო შესაძლებლობას, რომ ოპონენტმა დაქოლოს ჩვენი მორიგი ფსონი ბანკის 2/3-ის ოდენობით - უარესი ხელებით.
მაშინ რა ვარიანტი გვრჩება? ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ბლოკ ფსონი ე.ი. ჩვენ ვაკეთებთ ფსონს ბანკის 1/4-1/2,5 დიაპაზონში. ამასთან ჩვენი ლოგიკა მდგომარეობს იმაში რომ: ოპონენტი, თუ მას ყავს საუკეთესო ხელი, უმრავლეს შემთხვევაში გააკეთებს რეიზს და შესაბამისად ჩვენ მშვიდად დავყრიდით კარტს, რადგან მივხვდებით რომ ჩვენი ხელი საკმაოდ უკან არის. უპირველესად ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმით რომ მთლიანობაში მოთამაშისათვის უფრო ადვილია გააკეთოს ბლეფ ფსონი, ვიდრე ბლეფ რეიზი.
მეორე მხრივ ჩვენ ვიმედოვნებთ ასევე რომ ჩვენს პატარა ფსონს, ოპონენტი დაქოლავს სუსტი ხელებით. ასე რომ ბლოკ ფსონი ერთდროულად წარმოადგენს ფსონს ინფორმაციის მისაღებად და ფსონს ველიუსათვის.
დონქბეთი
ვირული (Donkey) ფსონი მან ასეთი დასახელება იმიტომ მიიღო რომ მსგავსი ფსონი ეწინააღმდეგება ვაჭრობის წინა რაუნდებზე განვითარებულ ლოგიკას. თეორიულად მოთამაშე რომელიც ავლენს აგრესიას პრეფლოპზე, რომელსაც აქვს ინიცატივა, მან პირველმა უნდა გააკეთოს ფსონი შემდეგ ეტაპზე. თუ სხვა მოთამაშე აგრესორთან მიმართებაში გარე
პოზიციიდან პირველი აკეთებს ფსონს, მაშინ ასეთი ფსონი მიდის გათამაშების ლოგიკის საწინაარმდეგოდ, სწორედ ასეთ ფსონს უწოდებენ დონქბეთს.
რა თქმა უნდა ასეთი ქმედება არ იზღუდება წესებით და შეიძლება ეყრდნობოდეს სხვადასხვა მიზეზებს. გამოუსადეგარი ხელით მოთამაშეს შეუძლია გაათამაშოს დონქ/ფოლდ ხაზი, როგორც სუფთა ბლეფი.
ასევე შეიძლება მოთამაშემ ითამაშოს დონქ/ფოლდი საშუალო სიძლიერის ხელებით იმისათვის რომ გაიგოს სად იმყოფება მისი ხელი. ამ შემთხვევაში ასეთი ფსონი უტოლდება ფსონს ინფორმაციის მიღებისათვის და შესაბამისად კვლავ შეიძლება დააყენოთ ეჭვის ქვეშ ასეთი ქმედების აზრი, ვინადაინ ეს კვლავ უტოლებს ჩვენს ქმედებას ბლეფს. ამასთან უმრავლეს შემთხვევაში ოპონენტი დაყრის თავის სუსტ ხელს და ჩვენ ვერ მივიღებთ სასურველ ველიუს. ძლიერი ხელები უბრალოდ დაარეიზებენ. ამას გარდა ჩვენ ვაძლევთ ოპონენტს საშუალებას გააკეთოს ბლეფ რეიზი რომელზედაც იძულებულნი ვიქნებით დავყაროთ კარტი.
მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი ძლიერი ხელი გავათამაშოთ დონქ/3ბეთ ხაზით. გათამაშების ეს ლოგიკა მაშინ მუშაობს, თუ მოთამაშის რეპერტუარში გვხვდება დონქ/ფოლდები ფლოპზე. ასეთ შემთხვევაში დონქ/3ბეთ ხაზით ჩვენ შეგვაქვს ბალანსი თამაშში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ოპონენტები ხშირად იბლეფებენ ჩვენი დონქბეთების შემდეგ.
დასკვნა
მაშ ასე, დღეს ჩვენ განვიხილეთ, ფსონის რამოდენიმე სახეობა და ის მიზანი რომელსაც ისინი ისახავენ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ რამოდენიმე ძირითადი მომენტი და თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდბლად განაგრძოთ ანალიზი ამ თემაზე.
მნიშვნელოვანია ყურადღებით ავწონ დავწონოთ ყველა ის უპირატესობა თუ ნაკლი, რომელსაც თითოეული ფსონი მოიცავს. ამასთან, ბუნებრივია, რომ ფსონი ძალიან იშვიათად მისდევდეს რაღაც ერთ განყენებულ მიზანს. ჩვენს თავს მუდმივად უნდა დავუსვათ შეკითხვა, რა მიზანი აქვს ჩვენს ფსონს? ფსონს ვაკეთებთ ველიუსათვის, ანუ სუსტი ხელის წინააღმდეგ თუ ვაკეთებთ ამას იმისათვის რომ ვაიძულოთ ოპონენტი დაყაროს ხელი. უნდა დავიცვათ ხელი, თუ ასეთი ქმედებით თამაშიდან გავაგდებთ უარეს ხელებს და შესაბამისად დავკარგავთ ველიუს?
თუ თქვენ ზუსტად გესმით რა მიზანს ისახავს თქვენი ფსონი, კონკრეტულ სიტუაციაში, მაშინ თქვენ იოლად შეაფასებთ თქვენი ფსონის მომგებიანობას.