თერნზე თამაში ულიმიტო ჰოლდემის ერთ–ერთი ყველაზე რთული სპექტია, თქვენ შეიძლება დაუშვათ ძალიან ბევრი შეცდომა თერნზე. თუმცა, ამავე დროს შესაძლებელია ვაიძულოთ ოპონენტი, რომ სწორედ მან დაუშვას შეცდომა.
ამ სტატიაში, თქვენ გაეცნობით, როდის და რა ტიპის ოპონენტებთან შესაძლებელია ფსონი თერნზე უფასო შუდაუნისათვის.
რა არის ფსონი უფასო შოუდაუნისთვის?
მაგალითი 1:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks&Stats
UTG ($25)
MP($25)
CO($25)
Hero($25)
SB($25)
BB ($25)
Preflop: HeroisBUwith 6 , 6
2 folds, CO raises $1.00, Hero calls $1.00, 2 folds
Flop: ($2.35) 3, 4, 7 (2players)
CO bets $1.50, Hero calls $1.50
Turn: ($5.35) 8 (2players)
CO checks, Hero bets $3.25
ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ფსონს თერნზე, რომ ვნახოთ უფასო შოუდაუნი.
ფსონი უფასო შოუდაუნისთვის არის, როდესაც აკეთებთ ფსონს ველიუსთვის თერნზე და ამავე დროს ხართ პოზიციაში. თუ თქვენი ოპონენტი დაყრის ხელს, თქვენ მოიგებთ პატარა ბანკს საშუალო სიძლიერის ხელით, ხოლო თუ ოპონენტი თქვენ ფსონს მიიღებს ქოლით, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ განმეორებით ჩექი რივერზე უფასო შოუდაუნისთვის, რადგან თქვენი ხელი ზედმეტად სუსტია მეორე ველიუ ფსონისთვის.
მაგალითი 2:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks&Stats
UTG($25)
MP($25)
CO($25)
Hero($25)
SB($25)
BB ($25)
Preflop: HeroisBUwith 6 , 6
2 folds, CO raises $1.00, Hero calls $1.00, 2 folds
Flop: ($2.35) 3 , 4 , 7 (2players)
CO bets $1.50, Hero calls $1.50
Turn: ($5.35) 8 (2players)
CO checks, Hero bets $3.25. CO calls $3.25
River: ($5.35) Q (2players)
CO checks, Hero checks
რა არის მიზანი?
თქვენი ფსონის მიზნებია:
- ველიუ ფსონი
- დაცვა
- float დაბალანსება
- აგრესიული თამაშის გაგრძელება
ველიუ ფსონი:
ამ ფსონის ყველაზე მთავარი მიზანია ველიუს მიღება.
შესაძლებელია ითქვას, რომ ეს ველიუ ფსონი ითვლება ლაით ველიუ ფსონად. თქვენ რომ გყავდეთ ძლიერი ხელი, სიტუაცია იცვლება. მსგავს შემთხვევებში, თქვენ აკეთებთ ველიუ ფსონს და შემდეგ აფასებთ თქვენ ხელს რივერზე. შესაძლებელია გააგრძელოთ აგრესია და გააკეთოთ მორიგი ველიუ ფსონი, ან შესაძლებელია საამისოდ სუსტად ჩათვალოთ თქვენი ხელი და ნახოთ შოუდაუნი.
ხოლო როდესაც ვაკეთებთ ფსონს შოუდაუნისთვის, ის სპექტრი რომლითაც ოპონენტმა შეიძლება გააკეთოს call-ი არ არის ისეთი ფართო. წინა მაგალითის მსგავსად, მთავარი კითხვა არის: რომელი უარესი ხელები გაგვიკეთებდნენ call-ს?
მაგალითად: ფლეშ დრო , ოვერკარტები A4, 55, 45, 35,…
არსებობს ბევრი ხელი რომლებმაც შეიძლება გააკეთონ ქოლი, მაგრამ თუ ოპონენტი გადაწყვიტავს რომ გადაყაროს თავისი ხელი, ეს სიტუაცია არ იქნება ცუდი თქვენთვის იმიტომ, რომ ოპონენტი უარს ამბობსEquity-ზე, რომელიც იცვლება 2 აუტიდან (55) 15 აუტამდე (A T ).
დაცვა:
დაცვა კი ველიუ ფსონთან ერთად მოდის. თუ თქვენ ოპონენტს მიაკუთვნებთ ზემოხსენებულ სპექტრს, მაშინ შეიძლება ითქვას რომ თქვენ იცავთ ხელს სახიფათო რივერის კარტისგან.
ასერომ, დაცვა ამ ფსონთან მჭირდო კავშირშია, რადგან იარსებებენ ისეთი draw ხელები რომლებიც გააკეთებენ call-ს ჩვენ ფსონზე. როგორც წესი ოპონენტის ხელის შეფასების დროს ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ მის draw ხელების სპექტრს, რადგან მზა ხელებისგან თავს ვერ დავიცავთ. ამ შემთხვევაში კი მზა ხელებთან ერთად მოწინააღმდეგემ შეიძლება გააკეთოს ქოლი ისეთი სუსტი draw ხელით როგორიცაა 55.
აგრესიული თამაშის გაგრძელება:
ბალანსირების გამო, ყოველთვის უნდა დარჩეთ აგრესიულ მოთამაშედ. თუ თქვენ გსურთ, რომ იყოთ მომგები მოთამაშე, თქვენ უნდა აკეთოთ ძალიან ბევრი ფსონი ველიუსთვის, თუნდაც მარგინალურ სიტუაციებში.
"If you want action, you have to give action".
მსგავს სიტუაციებში კი თქვენ გაქვთ რამდენიმე უპირატესობა: მზა ხელი, მოწინააღმდეგე არის უპოზიციოდ და ამასთან ერთად მან არ იცის წინ არის თუ უკან და ყველაზე მთავარი კი ინიციატივაა, რადგან თქვენი გადასაწყვეტია გააკეთებთ მორიგ ფსონს რივერზე თუ ნახავთ უფასო შოუდაუნს.
იყავით აგრესიულები, მსგავსი სიტუაციები არის იდეალური ლაით ველიუ ფსონებისთვის, რომლებიც ჩვენ თამაშის ხარისხს საგრძნობლად გაზრდის.
შემდეგი სვლები
რეალურად, ყველა ხელი ისე ვერ განვითარდება როგორც ჩვენ გვსურს. შესაძლებელია ბევრი რამ წავიდეს ცუდად სწორედ ამიტომ გვჭირდება პატარა გეგემა.
იდეალური იქნებოდა შემთხვევა, თუ მოვლენები განვითარდებოდა მეორე მაგალითის მსგავსად. მოწინააღმდეგე გაჩვენებდათ აცილებულ flush draw-ს რივერზე, მოიგებდით ბანკს და ბედნიერი იქნებოდით ისეთი ჭკვიანური სვლის გამოყენებით, როგორიცაა ფსონი უფასო შოუდაუნისთვის.
რა არ გინდათ რომ მოხდეს?
- მოწინააღმდეგე გვაჩვენებს უფრო ძლიერ ხელს რივერზე (A8, 99 etc.).
- მოწინააღმდეგე აკეთებს check/raises-ს turn-ზე.
- მოწინააღმდეგე აკეთებს check/calls-ს turn-ზე და აკეთებს donk ფსონს რივერზე.
პირველ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ველიუ ფსონი ლაითი. იმის ალბათობა რომ მოწინააღმდეგეს უკეთესი ხელი ეყოლება ნულის ტოლი ვერასოდეს ვერ იქნება. პრობლემა ის არის, რომ გაგვიჭირდება ხელის გაუმჯობესება ძალიან ბევრ რივერის კარტზე, თუ გავათამაშებდით ალტერნატიულ ხაზს, რომელიც არის განმეორებითი ჩექი თერნზე. ხანდახან რივერზე მოვა ისეთი კარტი, რომელიც არაფერს არ ცვლის, სწორედ ამიტომ გაგიჭირდებათ თქვენი ხელის შეფასება.
მაგალითი 3:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks&Stats
UTG($25)
MP($25)
CO($25)
Hero($25)
SB($25)
BB ($25)
Preflop: HeroisBUwith 6 , 6
2 folds, CO raises $1.00, Hero calls $1.00, 2 folds
Flop: ($2.35) 3 , 4 , 7 (2players)
CO bets $1.50, Hero calls $1.50
Turn: ($5.35) 8 (2players)
CO checks, Hero checks
River: ($5.35) 3 (2players)
CO bets $2.50, Hero...
თუ თქვენ ხშირად გააკეთებთ call-ს მსგავს სიტუაციებში, თქვენ აღმოჩნდებით ისეთი ხელების წინააღმდეგ როგორიცაა 99 ან A8. ხანდახან შესაძლებელია იბლეფოს რომელიმე draw ხელმა რომელიც ვერ გაუმჯობესდა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ ამ draw ხელებს ჩვენ უფასო რივერის ნახვის შესაძლებლობა მივეცით.
რას მოიმოქმედებთ თუ ოპონენტი გააკეთებს check/raise-ს თქვენ თერნის ფსონზე? ასეთ სიტუაციებში, თქვენ უნდა დაყაროთ ხელი. ფსონი უფასო შოუდაუნისთვის არის ლაით ველიუ ფსონი, რომელიც ვერ უძლებს ოპონენტის check/raise-ს. ასევე არ შეგიძლიათ გააკეთოთ ქოლი რივერზე მოწინააღმდეგის donk ფსონზე თუ ჩვენი ხელი არ გაუმჯობესდა. თუ მსგავს სიტუაციაში მოხვდებით, ხელის გადაყრა მოგიწევთ.
რა ოპონენტების წინააღმდეგ?
მოწინააღმდეგეების შერჩევაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტია.
ისედაც მარტივი გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი EV როდესაც ვაკეთებთ ფსონს თერნზე, ვიდრე განმეორებით ჩექს და შემდეგ გვიწევს ქოლის გაკეთება რივერზე. თუ ფიქრობთ, რომ ფსონი არის –EV და გადაწყვიტეთ დანებება, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ თუ საქმე შოუდაუნამდე მივა ჩვენი EV=0 და უმჯობესია არ გადავუხვიოთ გეგმას რომელიმე ქუჩაზე.
ასეთი ფსონისთვის კლასიკური: მძიმე ბორდია პასიურ მოწინააღმდეგესთან. საწინააღმდეგო კი მშრალ ბორდი აგრესიულ მოწინააღმდეგესთან. ასეთ დროს, განმეორებითი ჩექი ბლეფის პროვოცირების მიზნით შეიძლება უკეთესი იყოს.
რომელ ბორდებზე?
მთავარი კითხვა არის: არსებობს ისეთი სუსტი ხელები რომლებიც გააკეთებენ call-ს?
ეს არის ყველაზე საჭირო ასპექტი, როდესაც საქმე ეხება ველიუ ფსონს. პასუხი მარტივია: რაც უფრო მძიმე(drawheavy)
ბორდია, მით უფრო მეტი სუსტი ხელი გადაგვიხდის.
ალტერნატივები
ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც გვაქვს თერნზე არის განმეორებითი ჩექი. რივერის მოსვლის შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია:
- დანებება (check, fold)
- შოუდაუნის ნახვა (check, call)
- ბლეფი (თუ რივერზე მოვიდა შესაბამისი კარტი) (bet, raise)
- ველიუ ფსონი (კარგ რივერის კარტზე) (bet, raise)
ვარიაცია მსგავს სიტუაციებში მაღალია, და ხშირად მოგიწევთ თქვენი ხელის სიძლიერის შეფასება, მაგრამ აუცილებელია საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა: თუ თქვენი ხელის სიძლიერე არ შეიცვალა რივერზე, რატომ აკეთებთ ველიუ ფსონს ახლა და არა თერნზე?