შესავალი
ამ გაკვეთილში
- რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ფლოპზე თამაშისას?
- როგორ შევაფასოთ ბორდი?
- აგრესიული თუ პასიური თამაში?
მას შემდეგ რაც ჩვენ თავი გავართვით ფლოპამდე სავაჭრო რაუნდს, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს ფლოპზე. როგორ გავაგრძელოთ ჩვენი ხელის თამაში? რომელი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას? რა საფრთხეები გველოდება და როგორ ავიცილოთ დიდი შეცდომები თავიდან? სწორედ ეს გაკვეთილი გვიპასუხებს ამ კითხვებზე.
რა სიტუაციებში შეიძლება აღმოვჩნდეთ ფლოპზე?
სიტუაციებში, რომლებშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ ფლოპზე, ჩვენი ფლოპამდე მოქმედების შედეგია. თეორიულად, ოთხი შესაძლებელი სცენარი არსებობს:
- დაურეიზებელი პოტი, ჩვენ გვაქვს პოზიცია
- დაურეიზებელი პოტი, ჩვენ არ გვაქვს პოზიცია
- დარეიზებული პოტი, ჩვენ გვაქვს პოზიცია
- დარეიზებული პოტი, ჩვენ არ გვაქვს პოზიცია
პირველი სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როდესაც ჩვენ ფლოპამდე ვასწორებთ ბლაინდს და არავინ, ჩვენს შემდეგ მჯდომი მოთამაშე არ ისურვებს თამაშს (გარდა ბლაინდებისა) ან როდესაც ჩვენს წინ რამოდენიმე ლიმპერია და ჩვენც ვლიმპავთ. ასეთ სიტუაციაში ჩვენ ფლოპზე ვიმყოფებით დაურეიზებელ პოტში და გვაქვს პოზიცია.
თუ ჩვენ ვიმყოფებით ბლაინდზე და არ გვაქვს კარგი ხელი, მაშინ დიდ ბლაინდზე უბრალოდ გავჩეკავთ ან შეიძლება პატარა ბლაინდიდანაც გავათანაბროთ დიდი ბლაინდი. ამ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით დაურეიზებელ პოტში პოზიციის გარეშე (გარე პოზიციაში).
რა თქმა უნდა მეტი პრიორიტეტი ეძლევა თამაშს ფლოპზე, როდესაც ფლოპამდე უკვე იყო რეიზი და აგრესია გამოვლენილი. არამარტო მოწინააღმდეგემ გვანიშნა რომ შედარებით ძლიერი ხელი ყავს, არამედ ახლა პოტიც გაცილებით დიდია და ყოველი გადაწყვეტილება ძვირი გვიჯდება, ვიდრე დაურეიზებელ პოტში.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც ორი ლოგიკური სცენარია: ჩვენ გვაქვს პოზიცია ან არ გვაქვს პოზიცია.
ვინ არის აგრესორი?
დარეიზებული პოტის შემთხვევაში, ჩვენ კიდევ გვაქვს განსხვავებული სიტუაციები:
ვიყავით ჩვენ ბოლო აგრესორი ფლოპამდე და გვაქვს ინიციატივა? თუ ჩვენ დავქოლეთ რეიზი რომ გვენახა ფლოპი? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინ არის მოთამაშე რომელიც ელოდება პოტის წაღებას გაგრძელებული ფსონით?
რაღა თქმა უნდა ნათელია რომელ სიტუაციაში გვირჩევნია ყოფნა ფლოპზე:
ჩვენ ვართ დარეიზებულ პოტში, (სასურველია ვიმყოფებოდეთ პოზიციაში) და ვართ აგრესორი. ჩვენ გვაქვს შანსი ბანკი მოვიგოთ მაშინაც კი თუ ფლოპი არ დაგვეხმარა უბრალოდ გაგრძელებული ფსონით, ან გავაკეთოთ ფსონი ველიუსათვის (უფრო მეტის მოსაგებად) თუ ძლიერი მზა ხელი გვექნება.
კითხვები ფლოპზე
კიდევ ერთხელ გადავხედოთ კითხვებს, რომლებსაც აქვთ გავლენა ჩვენს გადაწყვეტილებებზე ფლოპზე თამაშისას:
- ვიმყოფებით ჩვენ დარეიზებულ თუ დაურეიზებელ პოტში?
- ვართ ჩვენ პოზიციაში თუ გარე პოზიციაში?
- ფლოპამდე ჩვენ ვიყავით აგრესორი თუ ჩვენი მოწინააღმდეგე?
- ამ ხელში ჩვენ მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე გვყავს თუ რამოდენიმე?
ხელთან დაკავშირებული ფაქტორები
ამ საბაზისო გარჩევის შემდეგ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ როგორ სიტუაციაში ვიმყოფებით ფლოპზე. ამისათვის რამოდენიმე სპეციფიკური საკითხია მნიშვნელოვანი:
- რა ტიპის ხელი გვაქვს?
- გვეხმარება ფლოპი?
- არის ფლოპზე დროუ შესაძლებელი, თუ ნაკლებად სახიფათო ფლოპია?
- რა ტიპის ხელს ვფიქრობთ, რომ ჩვენს ოპონენტს ყავს?
- რა ტიპის მოწინააღმდეგე გვყავს?
რა ტიპის ხელი გვაქვს? / გვეხმარება ფლოპი?
კითხვა თუ რა ტიპის ხელი გვაქვს, ჩვენ ფლოპამდე თამაშისას უნდა დავუსვათ ჩვენს თავს. ფლოპზე თამაშისას კი უნდა ვიკითხოთ: რა ღირებულება გააჩნია ჩვენს ხელს ამ ტიპის ბორდზე?
განსაკუთრებით სუსტი ხელით, ჩვენ ხშირად აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როდესაც ნამდვილად რთული იქნება დავადგინოთ რა ღირებულება (ძალა) გააჩნია ჩვენს ხელს. ჩვეულებრივ, ამის დადგება ტუზების წყვილით ან ოვერწყვილით, არც თუ ისე ძნელი იქნება, მაგრამ საშუალო წყვილით სიტუაცია გაცილებით რთულდება.
არის ბორდზე დროუ შესაძლებელი? თუ ბორდი უსაფრთხოა? (მშრალი)
რათქმაუნდა ჩვენ ვიცით განსხვავება სველ (draw-heavy) და მშრალ ბორდებს შორის, წინა გაკვეთილებიდან.
სახიფათო სველი ბორდი: 6 7 8
მშრალი ბორდი: K 9 3
მაგრამ, ჩვენ მხოლოდ იმას კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ბორდი მშრალია თუ სველი, არამედ იმასაც, შეიძლება თუ არა ჩვენს მოწინააღმდეგეს დროუ ტიპის ხელი ჰქონდეს.
ამ ყველაფერზე პასუხის გასაცემად, შემდეგი ორი კითხვაა საინტერესო:
- რა ტიპის მოწინააღმდეგე გვყავს დარიგებაში?
- რა ტიპის ხელს ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს აქვს?
ამ კითხვების საფუძველზე, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ:
- ეხმარება თუ არა ჩვენს მოწინააღმდეგეს ბორდი.
- ჩვენს მოწინააღმდეგეს სავარაუდოდ ყავს, ძლიერი/სუსტი დროუ.
- ჩვენს მოწინააღმდეგეს შეუძლია დაყაროს სუსტი ხელი / დროუ ხელი.
- ჩვენი ისევ წინ ვართ.
მაგალითი: სახიფათო ბორდი, თუ არც ისე?
გადავხედოთ შემდეგ ბორდს და ვცადოთ დავადგინოთ, არის ბორიდი სახიფათო თუ არც ისე სახიფათოა. ჩვენ კარგი მზა ხელი გვაქვს და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე VPIP/PFR და AF:
EXAMPLE 1
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
BU ($25) (13/10/2.1) [VPIP/PFR/AF]
MP ($25)
UTG ($25)
BB ($25)
Hero ($25)
CO ($25)
Pre-flop: Hero is SB with Q , Q
3 folds, BU raises to $1.00, Hero raises to $3.50, 1 fold, BU calls $2.50
Flop: ($2.10) 4 , 5 , 8 (2 players)
მაგალითი 2
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
BU ($25)
MP ($25)
UTG ($25) (20/2/0.4) [VPIP/PFR/AF]
BB ($25)
Hero ($25)
CO ($25)
Pre-flop: Hero is SB with Q , Q
UTG calls 0.25$ 3 folds, Hero raises to $1.50, 1 fold, UTG calls $1.25
Flop: ($2.10) 4 , 5 , 8 (2 players)
მაგალითი 3
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
BU ($25)
MP ($25)
UTG ($25)
BB ($25) (67/21/5.4) [VPIP/PFR/AF]
Hero ($25)
CO ($25)
Pre-flop: Hero is SB with Q , Q
4 folds, Hero raises to $1.00, BB calls $0.75
Flop: ($2.10) 4 , 5 , 8 (2 players)
ამ სამ განსხვავებულ სიტუაციაში, ფლოპი იგივეა. ერთი შეხედვით ფლოპი ძალიან სახიფათოა და ჩვენ სველი ბორდის კატეგორიაში უნდა შევიყვანოთ.
მაგრამ, კითხვა რომელიც ჩვენს თავს უნდა დავუსვათ შემდეგია: რამდენად ხშირად ექნება ჩვენს მოწინააღმდეგეს დროუ ასეთ ფლოპზე. ამ ფლოპზე მხოლო ორი დროუა შესაძლებელი, რომელთაგან ერთი საკმაოდ უვნებელია:
რა თქმა უნდა ფლეშდროუ აშკარაა და სახიფათოც. მაგრამ სტრეიტ დროუ სახიფათო მაშინ იქნებოდა თუ ჩვენს მოწინააღმდეგეს 2 3 ექნებოდა. ხელები როგორიცაა 6x ან 7x მხოლოდ შიდა სტრეიტ დროუა და მხოლოდ 4 აუტსი გააჩნია ( 67 რათქმაუნდა უკვე მზა სტრეიტია).
პირველ მაგალითში ჩვენ 3-ბეთ ხელში ვიმყოფებით. ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან თაითია, მისი ხელების დიაპაზონი დაახლოებით საშუალო და მაღალი წყვილების სეგმენტშია, ასევე ბროდვეი (ნახატი კატები) შეიძლება იყოს. ერთი ფერის კონექტორები მსგავსი ოპონენტის წინააღმდეგ ნაკლებალბათურია და თითქმის წარმოუდგენელია რადგან ასეთ მოთამაშეს, თითქმის არასოდეს ექნება 2 3 ასეთ დარიგებაში. რადგან Q ჩვენ გვაქვს, ხელი ყველაზე მეტი დროუ პოტენციალით A K - ია. აქედან გამომდინარე ბორდი არც ისეთი სახიფათოა როგორც გამოიყურება.
მაგრამ, მაგალით 2 და 3-ში, სიტუაცია სხვაგვარად გამოიყურება. ძნელია ამ მოთამაშეებზე რამის თქმა, საკმაოდ ძნელია ასევე მეორე მაგალითში, ავტომოპასუხემ რა ხელით შეიძლება ითამაშოს ლიმპ / ქოლი და ძნელია ვთქვათ მესამე მაგალითში, ძალიან ლუზი დიდი ბლაინდი რითი გაასწორებდა ჩვენს რეიზს. ამ შემთხვევაში ეს ფლოპი ძალიან სახიფათოა, აქ ჩვენ ვერც 2 3 - ს გამოვრიცხავთ. ასევე ძალიან სახიფათო ხელები როგორციაა A 6 ან 5 7 , რომელთაც ბევრი აუტსები აქვთ ჩვენს წინააღმდეგ, ნამდვილად არიან ჩვენი მოწინააღმდეგის სათამაშო ხელის დიაპაზონში.
როგორც ვხედავთ, ყოველთვის მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული თუ რამდენად სახიფათოა ბორდი. შემდეგი კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ გვინდა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ხელი თუ არა.
გეგმის შემუშავება
მას შემდეგ რაც ჩვენ შევაფასეთ ჩვენი ხელის ძალა და გვაქვს წარმოდგენა რამდენად ძლიერი ხელი გვაქვს კონკრეტულ ბორდზე და კონკრეტული ოპონენტის წინააღმდეგ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ გეგმა.
გეგმა უნდა შეიცავდეს: რისი მიღწევა გვინდა ამ ხელში და უფრო მეტად როგორ ვაპირებთ ამის მიღწევას.
რა თქმა უნდა გეგმაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ კიდევ ორი სავაჭრო რაუნდი გვაქვს წინ.
გადაწყვეტილებას რომელსაც ჩვენ მივიღებთ ფლოპზე თამაშისას, გავლენას მოახდენს ჩვენს თამაშზე თერნზე და რივერზე.
როგორ განვახორციელებთ გეგმას, მხოლოდ ერთია, მაგრამ რა გეგმა გვაქვს? რა მიდგომები გვაქვს?
განვიხილოთ 8 ტერმინი. რამოდენიმე მათგანი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
ჩვენ გვექნება ორი განსხვავებული გეგმა:
- აგრესიული გეგმა
- პასიური გეგმა
აგრესიული გეგმა
თავდაპირველად გადავხედოთ ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან აგრესიული თამაშის ტერმინს:
- ველიუ
- დაცვა
- ბლეფი
- ნახევრად ბლეფი
ჩვენ უკვე ვისწავლეთ რას ნიშნავენ ეს ტერმინები.
ველიუ და დაცვა ახლოს არიან ერთმანეთთან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით რომ წინ ვართ და ვცდილობ მოგების მაქსიმალიზაციას. ამავდროულად არ გვინდა ოპონენტს მივცეთ უფასო ან შედარებით იაფი კარტი.
ბლეფით და ნახევრად ბლეფით ჩვენ ვცდილობთ მოგება ვნახოთ ფოლდ ექვიტის ხარჯზე, მაგრამ ნახევრად ბლეფის შემთხვევაში ჩვენ კიდევ გვაქვს აუტსები რომლებიც ძლიერ ხელს მოგვცემენ.
ლოგიკა ნათელია: ჩვენ ვაკეთებთ ფსონს! და ჩვენ ვიცით რატომაც.
რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
სამწუხაროდ ჩვენი მოწინააღმდეგე ყოველთვის იმას არ აკეთებს რასაც ჩვენ მოველით მისგან. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ფსონს ჩვენი ძლიერი ხელით, გვინდა რომ გადაგვიხადონ და მეტი მოვიგოთ. როდესაც ვაკეთებთ ფსონს სუსტი ხელით ჩვენ გვინდა რომ მოწინააღმდეგემ დაფოლდოს.
პასიური გეგმა
აქაც ტერმინებით დავიწყოთ:
- ბევრად წინ / ბევრად უკან
- პოტ-კონტროლი
- ბლეფის პროვოცირება
- პასიური დროუს თამაში
პოტ-კონტროლი ნიშნავს, რომ შევინარჩუნოთ პოტი პატარა და ვაკონტროლოთ იგი. ეს უკეთესად გამოდის როდესაც პოზიციაში ვიმყოფებით.
ბლეფის პროვოცირება აღნიშნავს პასიურ თამაშს რომლითაც ვაძლევთ მოწინააღმდეგეს ბლეფის საშუალებას მომდევნო სავაჭრო რაუნდზე. რა თქმა უნდა ეს არ უნდა გავაკეთოთ სახიფათო სველი ბორდის შემთხვევაში, რადგან ჩვენ არ გვინდა ასეთ ბორდზე მოწინააღმდეგეს უფასო კარტი მივცეთ. ასევე ჩვენ გვჭირდება ხელი რომელსაც აქვს შანსი მოიგოს შოუდაუნი და ვთვლიდეთ რომ მოწინააღმდეგეს სავარაუდოდ უფრო სუსტი ხელი აქვს.
ბევრად წინ / ბევრად უკან აღნიშნავს სიტუაციას რომელშიც ან ძალიან წინ ვართ ან ძალიან უკან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს დროუსი, რადგან ჩვენს მოწინააღმდეგეს ძალიან ცოტა აუტსები ექნება ჩვენს წინააღმდეგ ან პირიქით ჩვენ გვექნება ძალიან ცოტა აუტსები ოპონენტის წინააღმდეგ. აგრესიული დაცვის ლოგიკა კარგავს მნიშვნელობას და შეგვიძლია მოწინააღმდეგეს უფასო კარტი მივცეთ. როგორც მიხვდით სიტუაცია ბევრად წინ / ბევრად უკან, არის კომბინაცია პოტკონტროლისა და ბლეფის გამოჭერის.
პასიური ჩეკ / ქოლით, ჩვენ ვცდილობთ პოტი პატარა შევინარჩუნოთ და მივიღოთ ბლეფი ოპონენტისგან უფრო სუსტი ხელით. ამ გზით ჩვენ უფრო მეტს მოვიგებთ სუსტი ხელისაგან და წავაგებთ უფრო ცოტას ძლიერ ხელთან.
დროუს პასიური გათამაშება, თვითონვე ამბობს თავისთავზე. როდესაც ჩვენ ვთამაშობთ დროუს აგრესიულად ეს ნახევრად ბლეფია, ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვათამაშებთ დროუს პასიურად და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი აუტსი გამოჩნდება შემდეგ სავაჭრო რაუნდზე.
დასასრულს
ჩვენ შევისწავლეთ ფლოპზე თამაშის ძირითადი პრინციპები. ასევე ვნახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ შევიმუშაოთ გეგმა ხელის გათამაშებისათვის. როდის ჯობია აგრესიული თუ პასიური გათამაშება, დამოკიდებულია ჩვენს პოზიციაზე, ჩვენს მოწინააღმდეგეზე, ბორდზე და რაღა თქმა უნდა ჩვენს ხელზე.