ამ სტატიაში
- ბლეფური კონტბეთის მიზანი
- პოზიციის მნიშვნელობა
- გაგრძელებული ფსონი თერნზე
ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ბლეფურ კონტბეთზე, ანუ გაგრძელებული ფსონის იმ შემთხვევაზე, როდესაც ფლოპზე არ გვეყოლება ძლიერი მზა ხელი და ძლიერი დროუ.
ჩვენ ზოგადად უკვე გავეცანით გაგრძელებული ფსონის რაობას
არა წყვილი სასტარტო ხელით, ფლოპზე რაიმეს დავიჭერთ (მზა ხელი, ძლიერი დროუ) მხოლოდ 1/3 შემთხვევებში, დანარჩენ შემთხვევებში ჩვენ არაფერი არ გვეყოლება, მაგრამ ასევე იშვიათად გაძლიერდებიან ოპონენტებიც.
ასეთ სიტუაციებში ძირითადად იმარჯვებს ის ვინც პირველი იწყებს ბლეფს. ხოლო ბლეფი პრეფლოპ აგრესორის შესრულებით უფრო დამაჯერებელია.
ინიციატივით თამაშისას, თუ შეიძლება ასე ითქვას ოპონენტებს ეშინიათ ჩვენი და ფლოპზე აგრესიის გაგრძელების პირობებში ხშირად გადაყრიან მარგინალურ ხელებს, მაგალითად საშუალო წყვილებს და ტოპ წყვილსაც სუსტი კიკერით.
პრეფლოპ აგრესიის ფლოპზე ლოგიკურ გაგრძელებას გაგრძელებული ფსონი, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ კონტბეთი ეწოდება.
ამ სტატიის მიზანია თუ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ბლეფური კონტბეთის მომგებიანობა თუ წამგებიანობა, სტატიაში გაეცნობით მსგავსი სვლის წინაპირობებს და მათემატიკურ ხედვას. ასევე განხილული იქნება კონტბეთის ვარიაციები - გადადებული გაგრძელებული ფსონი ანუ ფსონი თერნზე და ასევე "Second Barrel" ანუ მეორე ბლეფური ფსონი თერნზე მას შემდეგ რაც ოპონენტი დაქოლავს პირველ კონტბეთს.
თეორიული საფუძვლები
ბლეფური კონტბეთის განსაზღვრება და მუშაობის პრინციპი
გაგრძელებული ფსონი (კონტბეთი)- ეს არის ფსონი რომელსაც ფლოპზე აკეთებს მოთამაშე, რომელმაც უკანაკსნელმა დაარეიზა პრეფლოპზე. აგრესორი აგრძელებს აგრესიას პოსტფლოპზე იმ მიზნით რომ სწრაფადვე მოიგოს ბანკი. ბლეფური გაგრძელებული ფსონის მახასიათებლები:
- ეს არის პირველი ფსონი ფლოპზე, რომელსაც აკეთებს პრეფლოპ აგრესორი.
- მოთამაშეს რომელიც ამ სვლას იყენებს არ ჰყავს არც ძლიერი მზა ხელი და არც ძლიერი დროუ.
იმის გამო რომ პრეფლოპ აგრესორმა გამოავლინა ძალა, ის ხშირად მოიგებს ბანკს.
მათემატიკა
როგორც ნებისმიერი სხვა ბლეფის დროს ფსონის სიდიდე და მოსალოდნელი მოგება ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
მაგალითად:
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
Hero ($51.00)
SB ($48.00)
Preflop: Hero is CO with KA
6 folds, Hero raises to $2.00, 1 folds, SB calls $1.75, 1 folds.
Flop: ($4.50) T29 (2 players)
SB checks, Hero ...
კონტბეთის წინაპირობები სახეზეა იბადება მხოლოდ შეკითხვა, რამდენად ხშირად უნდა მოვიგოთ ბანკი ფლოპზე, იმისთვის რომ გაგრძელებულ ფსონს ქონდეს დადებითი EV (მათემატიკური ლოდინი)
სცენარი A: Hero აკეთებს კონტბეთს $1.50-ის (ბანკის მესამედი) ოდენობით. ის რისკავს $1.50-ს იმისთვის რომ მოიგოს $4.50. ეს შეესაბამება პოტ ოდსებს 3:1. იმისთვის რომ სვლა იყოს მომგებიანი, Hero-მ უნდა მოიგოს ბანკი 25%-ზე მეტ შემთხვევებში.
სცენარი B: Hero აკეთებს კონტბეთს $2.25-ის (ნახევარი ბანკი) ოდენობით. ის რისკავს $2.25-ს იმისთვის რომ მოიგოს $4.50. ეს შეესაბამება პოტ ოდსებს 2:1. იმისთვის რომ სვლა იყოს მომგებიანი, Hero-მ უნდა მოიგოს ბანკი 33%-ზე მეტ შემთხვევებში.
სცენარი C: Hero აკეთებს კონტბეთს $3-ის (2/3 ბანკი) ოდენობით. ის რისკავს $3-ს იმისთვის რომ მოიგოს $4.50. ეს შეესაბამება პოტ ოდსებს 1,5:1. იმისთვის რომ სვლა იყოს მომგებიანი, Hero-მ უნდა მოიგოს ბანკი 40%-ზე მეტ შემთხვევებში.
სცენარი D: Hero აკეთებს კონტბეთს $4.5-ის (მთლიანი ბანკი) ოდენობით. ის რისკავს $4.5-ს იმისთვის რომ მოიგოს $4.50. ეს შეესაბამება პოტ ოდსებს 1:1. იმისთვის რომ სვლა იყოს მომგებიანი, Hero-მ უნდა მოიგოს ბანკი 50%-ზე მეტ შემთხვევებში.
თქვენ შეატყობდით ლოგიკურ დამოკიდებულებას: რაც უფრო დიდ ფსონს გავაკეთებთ მით უფრო ხშირად უნდა დაწვნენ ოპონენტები.
დამატებითი აუტსები
თუ ოპონენტი დაქოლავს ჩენს გაგრძელებულ ფსონს, მაშინ ჩვენ გვექნება რამდენიმე აუტსი დარიგების მოსაგებად. მაგალითად წინა მაგალითში ჩვენ გვყავს ოვერკარტები. Heads-Up (ერთი ერთზე) სიტუაციაში ეს დაახლოებით 4 დისკონტირებული აუტსია. გათვლებისას ამ აუტსების გამოყენებაც აუცილებელია.
დავუშვათ რომ, ჩვენ საშუალოდ მოვიგებთ 10$-ს იმ შემთხვევაში თუ ოპონენტი დაქოლავს და ჩვენ ამოგვივა ერთ-ერთი აუტსი. ასეთ შემთხვევაში დადგება შემდეგი შედეგები:
შედეგი A: ოპონენტი წვება ფლოპზე და ვიგებთ $4.5-ს.
შედეგი B: ოპონენტი ქოლავს. იმის ალბათობა რომ თერნზე 4-დან 1 აუტს დავიჭერთ დაახლოებით 8.5%-ია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვიგებთ $10-ს. იმის ალბათობა რომ ჩვენ ვერ გავძლიერდებით 91.5%-ის ტოლია, ასეთ შემთხვევაში ვაგებთ ჩვენს ფსონს ფლოპზე ანუ $2.25-ს. 0.085 ალბათობით ჩვენ ვიგებთ $10 და 0.915 ალბათობით ვაგებთ $2.25 (ჩვენს ფსონს), საბოლოო ჯამში გამოგვივა რომ:
0,085 * 10 - 0,915 * 2,25 = -$1,20875
საშუალო წაგება ოპონენტის ქოლის შემთხვევაში იქნება -$1.20875.
აქვე მოვიყვანოთ ნებისმიერი ბლეფის ნულში თამაშის ზოგადი ფორმულა 0=(იმის ალბათობა რომ ოპონენტი დაწვება, ანუ ფოლდ ექუითი)*(ბანკი რომელსაც ვიგებთ)+(ალბათობა რომ ოპონენტი არ დაწვება, ანუ 1-ფოლდ ექუითი)*(კონკრეტული ფსონის შედეგად ჩვენი საშუალო წაგება)
ახლა შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ თუ რამდენს უნდა შეადგენდეს ოპონენტის ფოლდ ექუითი რომ ნულში ვითამაშოთ (Break Even,+/- 0).
0 = Pfold(ფოლდ ექკვიტი) * $4.5(ბანკი ფლოპზე) + (1 - Pfold) * -$1.20875
Pfold = $1.20875 / ($4.5 + $1.20875) = 0.21
Pfold = 0.21
დამატებითი აუტების გათვალისწინებით, ოპონენტმა უნდა დაყაროს 21%-ზე მეტ შემთხვევებში იმისთვის რომ ჩვენი ფსონის მათემატიკური ლოდინი იყოს დადებითი. აუტების გაუთვალისწინებლად კი როგორც გახსოვთ 33% მივიღეთ.
ცხადია ეს ძალიან გამარტივებული დათვლაა. ჩვენ დაახლოებით ვიანგარიშეთ აუტების რაოდენობაც და გაძლიერების შემთხვევაში მოსალოდნელი მოგებაც. ამ მაგალითზე უბრალოდ ნაჩვენებია თუ როგორ მოქმედებენ დამატებითი აუტები კონტბეთის მომგებიანობაზე.
ის ფაქტრორები რომლებიც წარმატებაზე ახდენენ გავლენას
როგორც უკვე ავღნიშნეთ ბლეფური გაგრძელებული ფსონი მაშინ არის გამართლებული როდესაც არსებობს იმის საკმაო ალბათობა რომ ბანკს ფლოპ მსგავსი წარმატება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
- მაგიდის სტრუქტურა - რამდენად დიდი იმის შესაძლებლობა რომ ოპონენტებს მზა ხელი ან ძლიერი დროუ ეყოლებათ
- მაგიდის სტრუქტურა - შეგვიძლია თუ არა ძლიერი ხელის იმიტირება
- ოპონენტების რაოდენობა და მათი თამაშის სტილი, უყვართ მათ ქოლები?
მაგიდის სტრუქტურა
მაგიდის სტრუქტურა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
- დევს თუ არა მაღალი კარტები
- გადაბმულია თუ არ არის გადაბმული (678,26J)
- დევს თუ არა ერთი ფერის კარტები
რაც უფრო ესადაგება მაგიდის სტრუქტურა ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა რომ ოპონენტები მოხვდნენ ფლოპში და შესაბამისად მცირდება მათი დაწოლის ალბათობაც.
მაგალითი 1: ფლოპი ასე გამოიყურება: Q J T. მსგავსი ფლოპი ძალიან საშიშია, რადგან ოპონენტები ძალიან ადვილად გაძლიერდებოდნენ. მაღალი კარტები, გადაბმულობა და ერთფერიანობა სახეზეა. ასეთ ფლოპზე ბლეფური კონტბეთის გაკეთება აზრს კარგავს.
მაგალითი 2: ფლოპი ასე გამოიყურება: K 7 2 . ასეთ ფლოპზე ოპონენტები იშვიათად გაძლიერდებოდნენ. მხოლოდ ერთი მაღალი კარტი ფლოპი არც გადაბმულია და არც ერთი ფერი დევს, შესაბამისად. . ასეთ ფლოპზე ბლეფურ კონტბეთს აქვს აზრი.
მაგალითი 3: ფლოპი ასე გამოიყურება: 7 6 3 . ეს ფლოპიც იშვიათად გააძლიერებდა ოპონენტს, მაღალი კარტი არ დევს და მაგიდაც ცისარტყელასავითაა. რადგან ფლოპი დაბალია მისი გადაბმულობა ჩვენთვის დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგებდეს. გაგრძელებულ ფსონს ასეთ მაგიდაზე ყოველთვის აქვს აზრი ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოვერწყვილის გარდა ვერაფრის იმიტირებას ვერ მოვახდენთ.
მაგალითი 4: ფლოპი ასე გამოიყურება: J J 4 . ასეთ ფლოპზე კონტბეთი მომგებიანია. მაგიდა გადაბმული არ არის, არც ერთი ფერის კარტები არ დევს.ვალეტების წყვილი ოპონენტისთვისაც ისევე საშიშად გამოიყურება როგორც ჩვენთვის. იმის ალბათობა რომ ოპონენტს ვალეტი უჭირავს არც ისე მაღალია. მეორეს მხრივ ჩვენ აქაც მხოლოდ ტრიპსის და ოვერწყვილის იმიტირება შეგვიძლია რასაც ბევრი მოწინააღმდეგე არ დაიჯერებს.
მაგალითი 5: ფლოპი ასე გამოიყურება: AT5. არ არის ერთი ფერის კარტები, არც მთლად გადაბმული ეთქმის მსგავს ფლოპს. 2 კარტი რომელიც გათამაშების ზონაში შედის ძალიან დამაჯერებელს ხდის ჩვენს გაგრძელებულ ფსონს. ტუზი ძალიან სახიფათოდ გამოიყურება ოპონენტებისთვის, ჩვენ შეგვიძლია ტუზის და შესაბამისად ძლიერი მზა ხელის იმიტაცია მოვახდინოთ და გავაკეთოთ გაგრძელებული ფსონი.
როგორც ხედავთ არამხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი გაძლიერდებოდნენ თუ არა ოპონენტები. არამედ ისიც რა ტიპის ხელის იმიტირება შეგვიძლია. ნებისმიერი ბლეფი, მათ შორის ბლეფური კონტბეთიც მაშინ არის კარგი, როდესაც მისი დაჯერება შესაძლებელია.
ოპონენტების რაოდენობა და მათი თამაშის სტილი
ცხადია რაც უფრო მეტი ოპონენტი გყავთ მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ რომელიმე მათგანი მოხვდა ფლოპში და შესაბამისად არ დაყრის კარტს უბრალოდ კონტბეთზე. ერთი ოპონენტის წინააღმდეგ ბლეფური კონტბეთი სტანდარტულ რეპერტუარში უნდა შეიტანოთ, 2 ოპონენტის წინააღმდეგ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მაგიდის სტრუქტურას და თქვენს პოზიციას, ორზე მეტი ოპონენტის წინააღმდეგ ძირითად შემთხვევებში ბლეფური კონტბეთი აზრს კარგავს.
ცხადია თქვენ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ოპონენტების თამაშის სტილს, თამაშის განმავლობაში უნდა სცადოთ მათი იდენტიფირება (როქია, მანიაკი თუ TAG-ი) ეს დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ რამდენად ხშირად დაყრიან ცუდ ხელებს კონტბეთზე ან რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ თქვენს კონტბეთს რეიზით უპასუხონ. ზოგადი წესი: რაც უფრო აგრესიულია ოპონენტი, მით უფრო იშვიათად დაწვება კონტბეთზე.
სუსტი თაითი (WEAK TIGHT)
სუსტი თაითები თამაშობენ ცოტა საწყის ხელებს და თამაშს ფლოპზე მხოლოდ გაძლიერების შემთხვევაში აგრძელებენ. ისინი საუკეთესო სამიზნეები არიან ბლეფური კონტბეთისთვის. მსგავსი სტილის მოთამაშეებს თქვენ შეგიძლიათ დაუდოთ ბლეფური კონტბეთი, საშიშ ფლოპებზეც. სუსტი თაით მოთამაშეების ამოცნობა ძალიან ადვილია პოკერ ტრეკერის ან ჰოლდემ მენეჯერის სტატისტიკის საშუალებით. მათ აქვთ დაბალი VP$IP(თამაშში შესვლის პროცენტული რაოდენობა), PFR(პრეფლოპ რეიზი) და Went to Showdown (შოუდაუნზე მისვლის პროცენტული მაჩვენებელი) ასევე მაღალი Post-Flop Aggression Factor (AF = (Raise % + Bet %) / Call %, თუ ეს ფარდობა 0,5-ზე ნაკლებია მაშინ ოპონენტი პასიურია, 1-1,5 ნეიტრალური, ხოლო 1,5 მეტი უკვე აგრესიული). თუ თქვენ მსგავს პროგრამებს არ იყენებთ უბრალოდ დააკვირდით მათ თამაშს და გააკეთეთ ჩანიშვნები.
TAG (TIGHT AGGRESSIVE)
ამ სტილის ოპონენტების წინააღმდეგაც კარგია კონტბეთების კეთება. მათაც უყვართ ძლიერი ხელებით თამაში და შესაბამისად ხშირად დაწვებიან კონტბეთის შემდეგ. ტაგებიც ადვილად ამოსაცნობნი არიან, მათი აგრესიის დონე თითქმის ყოველთვის შეესაბამება მათი ხელის სიძლიერეს. თუ ისინი საშუალებას მოგცემენ პრეფლოპზე იყოთ აგრესორი, მაშინ შეგიძლიათ თქვათ რომ რაღაც არ მოსწონთ საკუთარ სასტარტო ხელში და შეუტიოთ ფლოპზე. მაგრამ თუ წინააღმდეგობას წააწყდით სერიოზულად მოეკიდეთ, ისინი იშვიათად ხუმრობენ.
თაით პასიური (TIGHT PASSIVE)
მსგავსი სტილით მოთამაშეებიც ფრთხილად არჩევენ სასტარტო ხელებს და ათამაშებენ საკმაოდ პასიურად, ისე თითქოს სუსტი ხელი ჰყავდეთ. მათ წინააღმდეგაც შესაძლებელია ბლეფური კონტბეთის წარმატებით გამოყენება, მაგრამ თუ ფლოპზე ფსონი გაათანაბრეს, თქვენ თერნზე დარიგებიდან გასვლა მოგიწევთ. მათი ამოცნობაც საკმაოდ ადვილია მათ ყველა ძირითადი პარამეტრის დაბალი მაჩვენებლები აქვთ, კერძოდ VP$IP, PFR, Agression და Went to Showdown.
ლუზ პასიური (LOOSE PASSIVE)
ამ სტილის მოთამაშეები თამაშობენ ბევრ საწყის ხელს, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდებიან აგრესიულები. ისინი ხშირად მიდიან რივერამდე მარგინალური ხელებით და არ უყვართ კარტის დაყრა, დაბალი წყვილიც რომ დაიჭირონ ფლოპზე, ყოველთვის მონახავენ ძალას შეამოწმონ ხომ არ ბლეფობს ოპონენტი. ბლეფური კონტბეთი იშვიათად გამოიღებს შედეგს მსგავსი ავტომოპასუხეების წინააღმდეგ. რადგან როგორც გახსოვთ მსგავსი სვლის წარმატებულობისთვის აუცილებელია ოპონენტს შეეძლოს საშუალო და დაბალი წყვილების, გათშოტის და მსგავსი ხელების დაყრა. ლუზ პასიურ ავტომოპასუხეებს კი არ შეუძლიათ მსგავსი ხელების დაყრა. მათი ამოცნობა ხდება შემდეგი სტატისტიკური მონაცემებით: მაღალი VP$IP, დაბალი PFR, მაღალი Went to Showdown და დაბალი Aggression Factor, თუმცა პოკერ ტრეკერის გარეშეც საკმაოდ ადვილია მათი ამოცნობა.
LAG (LOOSE AGGRESSIVE)
მათ წინააღმდეგ ბლეფურ კონტბეთს კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვს წარმატებისთვის. მსგავსი სტილის მოთამაშეები არამარტო ღრმად შედიან სუსტი ხელებით, არამედ ბლეფობენ კიდეც. ასე რომ მათ წინააღმდეგ გაგრძელებულ ფსონს (არამარტო ბლეფურს) ხშირად მოჰყვება რეიზი. ამ სტილის ექსტრემალური წარმომადგენლის მანიაკის წინააღმდეგ კი ბლეფურ კონტბეთზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი და ძიერ ხელს დაველოდოთ. ისინი კონტბეთს არ განიხილავენ როგორც საფრთხეს, არამედ პირიქით აღიქვამენ როგორც მოსაწვევს ბლეფისთვის. ლუზ აგრესიულ მოთამაშეებს ძირითადად მსგავსი სტატისტიკა აქვთ: მაღალი VP$IP, PFR, Aggression Factor და (ხშირად) Went to Showdown. კარგ ლაგებს Went to Showdown გაცილებით დაბალი აქვთ, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ კარგი ლაგები დაბალ ლიმიტებზე არ თამაშობენ.
ყველა ფაქტორის გათვალისწინებით - ოპონენტების რაოდენობით, მათი თამაშის მანერით და ფლოპის სტრუქტურით, შეგვიძლია შევაფასოთ როგორი შანსები აქვს ბლეფურ კონტბეთს და შესაბამისად ითამაშოთ. მაგალითებს ქვევით მოვიყვანთ
კონტბეთის სწორი სიდიდე
როგორც ნებისმიერი ბლეფისას, ბლეფური კონტბეთის დროსაც ჩვენს ოპონენტს უნდა მოვუყვეთ საინტერესო ისტორია ჩვენი ხელის შესახებ, შესაბამისად ფსონის სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს იმ ხელის სიძლიერეს, რომლის წარმოჩენაც ვცდილობთ. მაგალითად თუ ძლიერი მზა ხელის დროს მთლიან ბანკს დადებდით, ბლეფური კონტბეთის შემთხვევაშიც მთლიანი ბანკი უნდა დადოთ. ბლეფური კონტბეთის სიდიდე სიტუაციის შესაბამისად უნდა მერყეობდეს ნახევარი ბანკიდან მთლიან ბანკამდე დიაპაზონში, რადგან ჩვენი ფსონები დაცვისთვის ან ველიუსთვის სწორედ ამ დიაპაზონში იქნება.
მაგრამ მსგავსი ხედვა პროდუქტიულად მუშაობს ადეკვატური ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც აკვირდებიან თქვენს თამაშს და შესაბამისად ფსონების სიდიდესაც. გამოუცდელი მოთამაშეები დაბალ ლიმიტებზე არ აქცევენ დიდ ყურადღებას ოპონენტებს და არც მათი თამაშის შესწავლა სურთ . ისინი მხოლოდ საკუთარ კარტს უყურებენ და ფიქრობენ: დიდი ფსონი ნიშნავს დიდ ხელს, პატარა ფსონი ნიშნავს სუსტ ხელს.
მსგავსი ოპონენტების წინააღმდეგ კონტბეთის სტანდარტული სიდიდე ½ ან 2/3 ბანკს შეადგენს, მსგავსი სიდიდის ფსონით, ჩვენ მივანიშნებთ ოპონენტს, რომ ადვილად დანებებას არ ვაპირებთ და ასევე ვინარჩუნებთ +EV ხაზს.
პოზიციაში
თქვენ უკვე ნახეთ თუ რამდენი ფაქტორი მოქმედებს ბლეფური კონტბეთის წარმატებულობაზე. ახლა დროა გავარკვიოთ თუ როგორ მოქმედებს პოზიცია მსგავს სიტუაციებში.
აქვე მოყვანილია პოკერ ტრეკერის სტატისტიკა: VP$IP / PFR / Total Aggression Post-flop / Went To Showdown.
მაგალითი 1
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
SB – 35.3 / 0.9 / 0.6 / 15.0
Hero ($53.20) SB ($51.25)
Pre-flop: Hero is MP1 with KQ.
3 folds, Hero raises to $2.00, 4 folds, SB calls $ 1.75, 1 folds.
Flop: ($4.50) 855(2 players)
SB checks, Hero?
კლასიკური სიტუაცია გაგრძელებული ფსონისთვის: მშრალი მაგიდა, რომელიც იშვიათად გააძლიერებდა ოპონენტს, ერთი ლუზ პასიური მოთამაშე (რომელიც თაითი ხდება ფლოპზე, დააკვირდით Went To Showdown-ს), და რამდენიმე აუტსი, რომელსაც ოვერკარტებით ვიღებთ. თქვენ რომ AK გყავდეთ, თქვენს ფსონს შეგიძლიათ ველიუ ფსონიც უწოდოთ, რადგან მსგავს ოპონენტს ძალიან ხშირად თქვენზე სუსტი ხელი ეყოლება. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ბლეფური კონტბეთია, რადგან ჩვენი მიზანია დარიგებიდან გავიდეს ძალიან ალბათური მაღალი კარტი ტუზი. კონტბეთის კარგი სიდიდე ბანკის 1/2 ანუ $2.50 იქნებოდა.
მაგალითი 2
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
SB – 5.3 / 0.7 / 1.6 / 17.1
Hero ($67.70) SB ($41.25)
Pre-flop: Hero is MP1 with TT.
3 folds, Hero raises to $2.00, 4 folds, SB calls $ 1.75, 1 folds.
Flop: ($4.50) AKQ(2 players)
SB checks, Hero?
მსგავს სიტუაციაში არ არსებობს არცერთი ლოგიკური მიზეზი რის გამოც აზრი აქვს ბლეფურ კონტბეთს. თქვენი პრეფლოპ რეიზი დაქოლა თაით პასიურმა მოთამაშემ. მსგავსი ფლოპი ძალიან კარგად ერგება მისი ქოლის დიაპაზონს, შესაბამისად დიდი ალბათობით ჩვენ უკან ვართ.
მაგალითი 3
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
UTG - 14.2 / 8.1 / 3.2 / 17.9
BB – 42.3 / 10.8 / 1.2 / 33,9
UTG ($27.22)
Hero ($79.30) BB ($22.75)
Pre-flop: Hero is MP3 with AK.
UTG raises to $1.50, 4 folds, Hero raises to $5.00, 3 folds, BB calls $4.50, UTG calls $3.50.
Flop: ($15.25) 9T5(3 players)
BB checks, UTG checks, Hero?
მსგავს სიტუაციაში რამდენიმე ფაქტორი მიგვანიშნებს ბლეფური კონტბეთის წინააღმდეგ: პირველ რიგში ფლოპი საკმაოდ საშიშია და შესაძლოა გაეძლიერებინა ორივე ოპონენტი. ასევე თქვენ 2 ოპონენტს ეთამაშებით, რომლებმაც პრეფლოპ 3 ბეთი დაქოლეს და შესაძლებელია მათ უკვე მზა ხელი (ოვერწყვილი, სეტი) ყავთ. იმისთვის რომ ოვერწყვილის იმიტაცია მოვახდინოთ ჩვენ უნდა დავდოთ მინიმუმ ბანკის 2/3, მსგავსი სიდიდის ფსონით ბანკს მივებმებით (ოლინ რეიზის შემთხვევაში, დაყრა შეცდომა იქნება). 2 ოპონენტის წინააღმდეგ ფოლდ ექუითი ძალიან პატარაა, საუკეთესო გადაწყვეტილება პოზიციის ხარჯზე უფასო კარტის ნახვა იქნება.
მაგალითი 4
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
MP2 - 14.2 / 8.1 / 3.2 / 17.9
MP3 – 17.3 / 10.8 / 1.3 / 19.8
MP2 ($45.45)
MP3 ($55.22)
Hero ($109.30)
Pre-flop: Hero is Button with QJ.
4 folds, MP2 calls $0.50, MP3 calls $0.50, 1 folds, Hero raises to $3.00, 2 folds, MP2 calls $2.50, MP3 calls $2.50.
სცენარი A:
Flop: ($9.75) 5AT(3 players)
MP2 checks, MP3 checks, Hero?
ამ მაგალითშიც 2 ოპონენტის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ორივე ოპონენტი ლიმპით შევიდა თამაშში, ასე რომ არ არის აუცილებელი მათ ძლიერი მზა ხელი ყავდეთ, დიდი ალბათობით დროუ ხელი ან დაბალი ჯიბის წყვილი ყავთ, რომლებითაც ვერ გაძლიერდებოდნენ ფლოპზე. ასევე მაგიდაც ხელს გვიწყობს ტუზის იმიტირება მოვახდინოთ და ასევე გვაქვს 4 სუფთა აუტსი მზა სტრეიტისთვის. ფოლდ ექუითისთან ერთად ჩვენ გვაქვს აუტსები და პოზიციის საშუალებით უფასო რივერის ნახვის შესაძლებლობაც. მსგავს სიტუაციაში 2 ოპონენტის წინააღმდეგ ბლეფური კონტბეთის იდეალური დიაპაზონი ბანკის 1/2-2/3 დიაპაზონშია. საუკეთესო გამოსავალი $6-ის დადება იქნება.
სცენარი B:
Flop: ($9.75) 827(3 players)
MP2 checks, MP3 checks, Hero?
იგივე სიტუაცია განსხვავებული ფლოპით. მსგავს ფლოპზე დიდი ალბათობით გაძლიერდებოდნენ ერთი ფერის კონექტორები და დაბალი ჯიბის წყვილები. მსგავს სიტუაციაში მხოლო ოვერწყვილის იმიტირება შეგვიძლია. თქვენ კი გაქვთ აუტსები ოვერკარტებზე, მაგრამ მათი დისკონტირება მოგიწევთ მსგავსი ფლოპის გამო, რადგან ვალეტი სტრეიტს დაასრულებს ნებისმიერი აგური კი ფლეშს, ასევე შესაძლებელია თქვენ სეტს ან ორ წყვილს ეთამაშებოდეთ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ჯობია თავი შევიკავოთ გაგრძელებული ფსონის გაკეთებისგან და უფასოდ ვნახოთ თერნის კარტი.
მაგალითი 5
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
MP2 - 24.2 / 5.1 / 1.2 / 19.9
BB – 27.4 / 10.8 / 2.3 / 22.6
MP2 ($65.50)
BB ($45.22)
Hero ($48.27)
Pre-flop: Hero is Button with AJ.
4 folds, MP2 calls $0.50, 2 folds, Hero raises to $2.50, 1 folds, BB calls $2.00, MP2 calls $2.00.
Flop: ($7.75) QQ5 (3 players)
BB checks, MP2 checks, Hero?
პირველი შეხედვით ფლოპი ძალიან საშიშია, მაგრამ ის ასევე საშიშია ოპონენტებისთვისაც. თუ ოპონენტებს დამა არ ჰყავთ ან არ დამალეს მაღალი ჯიბის წყვილები, ერთი ფსონით ბანკის მოგების საკმაოდ მაღალი შანსები გვაქვს. ოპონენტები არ არიან ძალიან აგრესიულები შესაბამისად ბლეფ ჩექ/რეიზ ხაზს არ უნდა ველოდოთ. გაგრძელებული ფსონი მსგავს სიტუაციებში გამართლებულია, ოპტიმალური სიდიდე ნახევარ ბანკზე ოდნავ მეტი $4 იქნება.
გარე პოზიციაში
ძირითადი სხვაობა პოზიციაში ბლეფურ კონტბეთსა და გარე პოზიციაში კონტბეთს შორის მდგომარეობს იმაში რომ, პოზიციაში თამაშისას ჩვენ გვაქვს კარტის უფასოდ ნახვის შესაძლებლობა, შესაბამისად გარე პოზიციაში თამაშისას უფრო ხშირად უნდა გავაკეთოთ კონტბეთი, ვიდრე პოზიციაში თამაშისას.
მაგალითი 1
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
MP2 – 35.3 / 0.9 / 0.6 / 15.0
Hero ($53.20) MP2 ($51.25)
Pre-flop: Hero is MP1 with KQ .
3 folds, Hero raises to $2.00, MP2 calls $ 2.00, 5 folds.
Flop: ($4.75) 855 (2 players)
Hero?
ეს სიტუაცია ალბათ გახსოვთ. მაგრამ ამჯერად გარე პოზიციაში ვიმყოფებით მიუხედავად ამისა ეს დიდს არაფერს ცვლის, მაგიდა უსაფრთხოა ოპონენტი კი იშვიათად მიდის შოუდაუნამდე, ამ შემთხვევაშიც $2.50 უნდა დავდოთ.
მაგალითი 2
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
Button - 14.2 / 8.1 / 3.2 / 17.9
BB – 17.3 / 10.8 / 1.3 / 19.8
Button ($45.45)
BB ($55.22)
Hero ($109.30)
Pre-flop: Hero is CO with QJ .
6 folds, Hero raises to $2.00, Button calls $2.00, 1 folds, BB calls $1.50.
Flop: ($6.25) 5AT (3 players)
BB checks, Hero?
როგორც გახსოვთ პოზიციაში თამაშისას ჩვენ გავაკეთეთ ბლეფური კონტბეთი. აქ უკვე გარე პოზიციაში ვიმყოფებით, შესაბამისად ვკარგავთ თერნზე უფასო კარტის აღების შესაძლებლობას რაც რივერის ერთი ფსონის საფასურად ნახვის საშუალებას მოგვცემდა. თანაც ოპონენტებს არ გაულიმპავთ, მათ დაქოლეს თქვენი რეიზი პრეფლოპზე, რაც საკმაოდ აძლიერებს მათ დიაპაზონს. ამ ორი მიზეზის გათვალისწინებით ფლოპზე გაგრძელებული ფსონი აზრს კარგავს.
მაგალითი 3
Party Poker No-Limit Hold'em (NL$50) (10 handed)
PT Stats:
MP2 - 24.2 / 4.2 / 2.6 / 21.8
Button – 17.3 / 10.8 / 1.3 / 19.8
MP2 ($45.45)
Button ($55.22) Hero ($109.30)
Pre-flop: Hero is BB with KQ.
4 folds, MP2 calls $0.50, 2 folds, Button calls $0.50, 1 folds, Hero raises to $3.00, MP2 calls $2.50, Button calls $2.50.
Flop: ($9.25) 5AT (3 players)
Hero?
კვლავ მსგავსი სიტუაცია. მაგრამ აქ ჩვენი ხელი გაცილებით ძლიერად გამოიყურება. ორივე ოპონენტმა გალიმპა პრეფლოპზე, რაც ძირითადად მარგინალურ ხელს ნიშნავს, ჩვენი პაპის და დამის აუტსები დიდი ალბათობით კვლავაც ცოცხლობენ, ასევე გვყავს გათშოტი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აქვს აზრი ძლიერ ბლეფურ კონტბეთს $6-ის ოდენობით, რითიც ჩვენ მოვახდენთ ტოპ წყვილის იმიტირებას.
გადადებული გაგრძელებული ფსონი
გაგრძელებულ ფსონს გადადებულს უწოდებენ იმ შემთხვევაში თუ ის კეთდება არა ფლოპზე არამედ თერნზე. არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც ფლოპზე ჩექის გაკეთება სჯობია, რათა განსაზღვროთ მოწინააღმდეგეთა სიძლიერე.
მსგავსი სიტუაციის მაგალითები:
- 2 ან მეტი ოპონენტი ფლოპზე.
- ძალიან საშიში მაგიდა.
- თქვენ გაქვთ ცუდი იმიჯი მაგიდასთან (თამაშობდით ზედმეტად აგრესიულად).
- ოპონენტებს უყვართ ქოლი ან აგრესიულები არიან.
თუ თქვენ აგრესიული მოთამაშე ხართ და ფლოპზე კოტბეთის ნაცვლად ჩექს გააკეთებთ, ოპონენტებმა შეიძლება იფიქრონ რომ თქვენ მახეს აგებთ და სლოუფლეის გათამაშება გადაწყვიტეთ. ხშირად მსგავს მსჯელობას მივყავართ იქამდე, რომ ოპონენტი ჩექავს და ჩვენ უფასოდ ვნახულობთ მომდევნო კარტს. ამასთან თერნზე გაკეთებულ კონტბეთი უფრო ეფექტურია ვიდრე ფლოპის კონტბეთი, ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ფლოპზე ოპონენტებმა უკვე აჩვენეს სისუსტე. მსგავსი სვლის ერთადერთი უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ოპონენტებმაც უფასოდ ნახეს თერნის კარტი.
სუსტი და დაუკვირვებელი მოთამაშეების წინააღმდეგ მსგავს სვლას წარმატების ნაკლები შანსები აქვს. ასეთი მოთამაშეები ფლოპზე ჩექს აღიქვამენ ძალიან დიდ სისუსტედ და ხშირად ეცდებიან იბლეფონ თერნზე. ამიტომ დაბალ ლიმიტებზე ხშირად არ ღირს გადადებული კონტბეთის გამოყენება.
მაგალითი 1:
PartyPoker No-Limit Hold'em (NL$400) (6 handed)
PT Stats:
Button – 23.7 / 16.8 / 8.3 / 19.5 (ლიმიტის ლაგი რეგულარი. ხშირად ქოლავდა ან არეიზებდა ოპონენტის კონტბეთს.)
BB - 35.9 / 5.3 / 1.4 / 27.1 (სუსტი ლუზ პასიური მოთამაშე. მან ნახევარი სტეკი წააგო წინა დარიგებაში, როდესაც საშუალო წყვილით დაქოლა სამივე ქუჩაზე)
Hero ($449.25)
Button ($646.75) BB (218.77)
Pre-flop: Hero is CO with KJ.
2 folds, Hero raises to $14.00, Button calls $14.00, 1 folds, BB calls $10.
Flop: ($44) AT8 (3 players)
BB checks, Hero?
ეს არის კარგი სიტუაცია გადადებული გაგრძელებული ფსონისთვის. ბათონი ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც თითქმის არასდროს არ დაწვება სტანდარტულ კონტბეთზე. იმის გამო რომ Hero ხშირად დებდა გაგრძელებულ ფსონს ფლოპზე და გარე პოზიციაში წვებოდა თერნზე, ოპონენტი ეჭვის თვალით შეხედავს ჩექს ფლოპზე. BB ძალიან პასიურია, შესაბამისად არ ღირს მის ფსონზე ნერვიულობა თუ ბათონი დაჩეკავს ფლოპს. უფასო კარტი მოგვცემს გათშოტის დასრულების შესაძლებლობას, მაგიდაზე არ დევს დროუ ხელები, შესაბამისად შეგვიძლია ოპონენტებს მივცეთ უფასო კარტის ნახვის შესაძლებლობა.
დარიგება შემდეგნაირად გრძელდება:
სცენარი A:
Flop: ($44) AT8 (3 players)
BB checks, Hero checks, Button checks.
Turn: ($44) 3 (3 players) BB checks, Hero?
არცერთ ოპონენტს ძალა არ გამოუვლენია. თერნზე ბლანკი ამოვიდა, რომელიც ვერ გააძლიერებდა ოპონენტებს. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ბანკის 2/3 (დაახლ. $30) და გავაკეთოთ გადადებული გაგრძელებული ფსონი.
სცენარი B:
Flop: ($44) AT8 (3 players)
BB checks, Hero checks, Button checks.
Turn: ($44) 9 (3 players) BB bets $40, Hero?
პასიური BB დებს თერნზე თითქმის მთლიან ბანკს. თერნის კარტმა დაასრულა სტრეიტი და ორ წყვილამდე გააძლიერა კონექტორები (98/T9). ამიტომ ეს ადვილი ფოლდია.
იბადება შეკითხვა, ხომ არ ჯობდა ფლოპზე კონტბეთის გაკეთება? არა არ ჯობდა, ყველაფერი რაც ბათონზე ვთქვით ძალაში რჩება, ასევე მსგავს ფლოპზე შესაძლოა გაძლიერებულიყო დიდი ბლაინდიც, ფლოპზე კონტბეთის გაკეთებით მხოლოდ დამატებით ფულს დავკარგავთ.
ფლოპზე კონტბეთის წინააღმდეგ მუშაობს მთავარი ფაქტორი ჩვენი პოზიციაა: ჩვენ ორი მოთამაშის შორის ვართ მოქცეულნი, აქიდან აგრესიულ მოთამაშეს ჩვენთან მიმართებაში პოზიცია აქვს.
შევცვალოთ პირობები და განსხვავებულ სურათს მივიღებთ:
მაგალითი 2
Party Poker No-Limit Hold'em (NL$400) (6 handed)
PT Stats: CO – 23.7 / 6.8 / 2.3 / 19.5 (ნახევრად ლუზი პასიური მოთამაშე. არ გვაქვს განსაკუთრებული ინფორმაცია.)
BB - 35.9 / 5.3 / 1.4 / 27.1 (სუსტი ლუზ პასიური მოთამაშე. მან ნახევარი სტეკი წააგო წინა დარიგებაში, როდესაც საშუალო წყვილით დაქოლა სამივე ქუჩაზე.)
Hero ($449.25)
CO ($646.75) BB (218.77)
Pre-flop: Hero is Button with KJ.
2 folds, CO calls $4.00, Hero raises to $16.00, 1 folds, BB calls $12, CO calls $12.
Flop: ($50) AT8 (3 players)
BB checks, CO checks, Hero?
სიტუაცია შეიცვალა: აგრესიული ოპონენტი პასიურით შევცვალეთ და ამჯერად ჩვენ პოზიციაში ვართ. ასევე მაგიდაზე დევს ბექდორ ფლეშ დროუ რაც დამატებით აუტსებსაც გვაძლევს. ეს ფაქტორები გვიბიძგებენ ფლოპზევე გავაკეთოთ გაგრძელებული ფსონი. ორი სუსტი მოთამაშის წინააღმდეგ საკმარისი ფოლდ ექუითი გვაქვს, ასევე თუ რომელიმე დაქოლავს, დიდი ალბათობით თერნზე უფასოდ შეგვეძლება კარტის ნახვა, რაც საშუალებას მოგვცემს დავასრულოთ ჩვენი ხელი.
როგორც შენიშნავდით, გადადებული კონტბეთის ეფექტურობა ძლიერ არის დამოკიდებული ოპონენტების თამაშის სტილსა და თქვენს პოზიციაზე. თქვენ ასევე დარწმუნებულნი უნდა იყოთ რომ ოპონენტი მოტყუვდება თქვენი ჩექით ფლოპზე და არ აღიქვამს მას ისეთად როგორიც სინამდვილეში არის, ანუ სისუსტედ. თუ თქვენი ოპონენტები არ აქცევენ დიდ ყურადღებას ვაჭრობის წინა რაუნდებს ან საკმარისად კარგად გიცნობენ, გადადებული კონტბეთი არ იქნება მომგებიანი.
„Firing The Second Barrel"
თუ ერთი ოპონენტი ასწორებს ფსონს ფლოპზე, ზოგ სიტუაციებში აზრი აქვს თერნზე აგრესიის გაგრძელებას, მაშინაც კი როდესაც არაფერი არ გვეყოლება. ასეთ ბლეფს ეწოდება . „Firing The Second Barrel" (მეორე ლულიდან სროლა), „Two Barrel Bluff“ ან უბრალოდ Second Barrel (მეორე ბარელი).
თუ ოპონენტი აკეთებს ქოლს ფლოპზე, ეს ნიშნავს რომ მას ან მზა ხელი ან დროუ ხელი ყავს. მისი ქოლის მიზანი ასევე შეიძლება იყოს ფლოატი (float - ბლეფის ნაირსახეობა: ქოლი ფლოპზე, თერნზე ოპონენტის ჩეკის შემდეგ ფსონის გაკეთების მიზნით). ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ფსონით ვერ შევძელით ოპონენტის დარწმუნება, იმისთვის რომ ეს შევძლოთ საჭიროა შესაბამისი სიტუაცია.
მეორე ბარელის წარმატებაზე იგივე ფაქტორები მოქმედებს რაც ფლოპის კონტბეთის დროს: მაგიდის სტრუქტურა, დამატებითი აუტსები, ოპონენტთა რაოდენობა და თამაშის სტილი.
მაგალითი 1
Party Poker No-Limit Hold'em (NL$200) (5 handed)
PT Stats: Button – 23.7 / 8.8 / 1.8 / 24.5 (ნახევრად ლუზი პასიური ოპონენტი)
Hero ($222.21)
Button ($146.95)
Pre-flop: Hero is MP with AQ .
1 folds, Hero raises to $7.00, Button calls $7, 2 folds.
Flop: ($17) 286 (2 players)
Hero bets $10, Button calls $10.
Turn: ($37) K (2 players) Hero?
ეს არის კარგი სიტუაცია განმეორებითი ბლეფისთვის თერნზე. ოპონენტი არც ძალიან ლუზია და არც აგრესიული. არ არის აუცილებელი მას ძლიერი კარტი ყავდეს, მისი რეინჯი პრეფლოპზე ქოლის შემდეგ ოვერკარტებით და ჯიბის წყვილებით შემოიფარგლება.
თუ პაპამ ის ვერ გააძლიერა ჩვენ დიდი შანსი გვაქვს ტოპ წყვილის იმიტირება მოვახდინოთ და დავდოთ ბანკის 2/3 ანუ $25. თუ ის კვლავ დაქოლავს ჩვენ გვრჩება 3 აუტსი ტუზისთვის და ზოგ შემთხვევებში 3 აუტსი დამისთვის.
ჩვენი პოტ ოდსები მსგავსი ფსონის შემდეგ 37:25 ზეა, რომ დავამრგვალოთ 1.5:1 თან. ჩვენ ბანკი უნდა მოვიგოთ შემთხვევების 40%-ში იმისთვის რომ სვლას ჰქონდეს დადებითი მათემატიკური ლოდინი. თუ აუტსებსაც გავითვალისწინებთ და იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება მაგალითად 97-ზე წინ ვიყოთ, საბოლოო რეზულტატი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება.
მეორე ბარელი არის გაგრძელებული ფსონის კონკრეტული შემთხვევა, ასეთ ბლეფს მხოლოდ ერთი ოპონენტის წინააღმდეგ აქვს აზრი, თანაც მსგავსი სვლისთვის სასარგებლო სიტუაციაში. ორი ან მეტი ოპონენტის წინააღმდეგ ძირითადად არ ღირს მეორე ბარელის დადება, რადგან ერთ ერთს მაინც ეყოლება ისეთი ხელი რომელსაც არ დაყრის თერნზე.
ქვევით არის მოყვანილი მაგალითი როცა არ ღირს მეორე ბარელის დადება:
მაგალითი 2
Party Poker No-Limit Hold'em (NL$200) (5 handed)
PT Stats:
BB – 43.9 / 3.5 / 0.8 / 40.7
Hero ($222.21) BB ($146.95)
Pre-flop: Hero is MP with AQ.
1 folds, Hero raises to $7.00, 2 folds, BB calls $5.00.
Flop: ($15) 286 (2 players)
BB checks, Hero bets $10, BB calls $10.
Turn: ($37) J (2 players) BB checks, Hero?
ერთი ავტომოპასუხის წინააღმდეგ ბლეფურ კონტბეთს კიდევ აქვს გარკვეული აზრი, მაგრამ აგრესიის თერნზე გაგრძელებას უკვე აღარანაირი ლოგიკური საფუძველი აღარ აქვს. ოპონენტი აშკარად არ აპირებს კარტის თერნზე დაყრას, ჯობია გამოვიყენოთ შანსი და ავიღოთ უფასო კარტი, რადგან შესაძლოა ჩვენი აუტსი ამოვიდეს ან საერთოდ ტუზით შევძლოთ ბანკის მოგება.
როდის ხდება გაგრძელებული ფსონი, ფსონი ველიუსთვის
სუსტი მოთამაშეების წინააღმდეგ ხშირად აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როდესაც ვერ გავძლიერდით ფლოპზე, მაგრამ ჯერ კიდევ წინ ვართ.
მაგალითი
Hero has AK. Villain has 89
The flop is: Q75.
ცხადია ეს კლასიკური სიტუაციაა გაგრძელებული ფსონის გასაკეთებლად. თუ ოპონენტი დაქოლავს იმის იმედად, რომ დაასრულოს თავისი გათშოტი, მაშინ ჩვენი გაგრძელებული ფსონი უკვე ველიუ ფსონად გადაიქცევა. ექუითის გათვალისწინებით ჩვენ აქ აშკარა ფავორიტები ვართ (დაახლლოებით 2:1)
ასე რომ ზღვარი სტანდარტულ კონტბეთსა და ველიუ ბეთს შორის საკმაოდ ვიწროა და ხშირად კვეთენ ერთმანეთს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს გარემოება განსაკუთრებით სუსტი ლუზ მოთამაშეების წინააღმდეგ.
დასკვნა
ულიმიტო ჰოლდემი - ეს ის თამაშია სადაც მუდმივად უნდა მოახდინოთ სიტუაციის ანალიზი. ცხადია ეს ეხება იმს სიტუაციასაც საჭიროა თუ არა გაგრძელებული ფსონის გაკეთება. იმ ფაქტორებს რომლებიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ მსგავსი ფსონის დროს თქვენ უკვე გაეცანით, ესენია: ფლოპის სტრუქტურა, თქვენი იმიჯი მაგიდასთან, პოზიცია და დამატებითი აუტსები, ასევე ცხადია ოპონენტების რაოდენობა და მათი თამაშის სტილი.
როგორც ულიმიტო ჰოლდემის ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, აქაც მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ ოპონენტის ხელების სავარაუდო დიაპაზონი და ის მოქმედებები რომელსაც მისგან ყველაზე მეტად უნდა ველოდოთ. მსგავს სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი თანდათანობით მოდის პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან ერთად. თუ თქვენ არ გაქვთ წარმოდგენილი ოპონენტების შესაძლო რეაქცია, ჯობია თავი შეიკავოთ გაგრძელებული ფსონისგან და დარიგება სესიის ბოლოს გაანალიზოთ (მსგავსი სიტუაციების გაანალიზებისთვის ჩვენი ფორუმი გამოგადგებათ), მსგავსი მიდგომით თქვენ უკვე მზად იქნებით შესაბამის სიტუაციებში სწორი ქმედებებისთვის.
როგორც ყველა სხვა ბლეფის დროს ბლეფური კონტბეთის დროსაც არ უნდა მოგივიდეთ ზედმეტი. კარგი ბლეფი ყოველთვის მოულოდნელი და ძნელად წაკითხვადია. თუ თქვენ ნებისმიერ ფლოპზე გააკეთებთ კონტბეთს, ოპონენტები სწრაფად წაიკითხავენ თქვენს თამაშს და აუცილებლად მოძებნიან კონტრსტრატეგიას.