ბლოკ–ფსონები
ამ სტატიაში
- ბლოკ–ფსონები რივერზე აკავებს მოწინააღმდეგეს მოშორებით;
- არ ღირს ბლოკ–ფსონებით გართობა;
- პასიური ოპონენტები – იდეალური სამიზნეა.
რივერზე ჩვენ ვიმყოფებით უპოზიციოდ და ჩვენ გვაქვს ხელი რომელიც ფლობს გარკვეულ შოუდაუნველიუს, მაგრამ ჩვენმა მოწინააღმდეგემ უკვე აჩვენა თავისი ხელის სიძლიერე ვაჭრობის წინა ეტაპებზე, შეიძლება უბრალოდ ჩვენი დიდი ფსონების დაქოლვით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა გავაკეთოთ ბლოკ–ფსონი.
ბლოკ–ფსონი, თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს არის ფსონი, რომელიც მოწინააღმდეგეს უზღუდავს გარკვეულ მოქმედებას, რომელიც თავის მხრივ გააკეთებდა უფრო დიდი ფსონს, თუ უნდა, რომ გადალახოს ეს ბლოკ–ფსონი, რაც ზუსტად შეესაბამება ჩვენს მიზნებს ამ სიტუაციაში.
ერთი მხრივ, ჩვენი ოპონენტის მოქმედებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით ზუსტად საუკეთესო ხელი გვაქვს თუ არა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ არ გვინდა დავყაროთ კარტი, ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობს ალბათობა იმის, რომ ჩვენ ვიმყოფებით წინ. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება იაფად მივიდეთ შოუდაუნამდე.
თუ ჩვენ გავაკეთებდით ჩექს ოპონენტის წინ, მაშინ ეს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩვენს სისუსტეს და ნებისმიერ აგრესიულ მოთამაშეს შეუძლია გააკეთოს დიდი ფსონი, რომელიც აღემატება ბანკის 2/3-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგებით ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე გადავიხადოთ ქოლით მეტი თანხა, ვიდრე გვინდოდა, თუ დავყაროთ ჩვენი სავარაუდოდ უფრო ძლიერი ხელი.
რა, თქმა, უნდა, ჩვენი სურვილი გავექცეთ მსგავს გადაწყვეტილებებს, ამიტომ ვსარგებლობთ შესაბამისი შემთხვევით და ვაკეთებთ ე. წ. ბლოკ–ფსონს რივერზე. ფაქტიურად ჩვენ ვაკეთებთ შედარებით ნაკლები სიდიდის ფსონს, რათა თავი დავაღწიოთ დიდი ფსონისგან, რომელიც კი შეიძლებოდა გაეკეთებინა ოპონენტს.
ბლოკ–ფსონის უპირატესობა
- ხშირ შემთხვევებში, ოპონენტს შეიძლება შეეშინდეს და შემოიფარგლოს მხოლოდ ქოლით. ჩვენ ფაქტიურად ვღებულობთ იმ შედეგს, რომელსაც მივიღებდით ჩექ/ქოლ თამაშის შემთხვევაში. მაგრამ ამასთან ვიხდით ნაკლებ თანხას შოუდაუნამდე.
- თუ ოპონენტი ქოლავს ჩვენს ფსონს, მაშინ იშვიათად ექნება მას უკეთესი ხელი, ამავე დროს შესაძლებელია ჩვენ ვიყოთ წინ მის სუსტ კომბინაციასთან. ამ შემთხვევაში ჩვენი ბლოკ–ფსონი ამავე დროს ფაქტიურად ხდება – ფსონი ველიუსთვის, ვინაიდან ჩვენ ვღებულობთ უფრო მეტ თანხას სუსტი ხელიდან, რომლითაც ჩვენი ოპონენტი ითამაშებდა საპასუხო ჩექით.
- თუ ჩვენი ოპონენტი აკეთებს რეიზს, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მას ყავს საუკეთესო ხელი და ჩვენ უნდა დავყაროთ ჩვენი კარტები.
- თუ ჩვენი ოპონენტი დაყრის კარტს, მაგალითად დაუსრულებელ დროუ ხელს, შედეგად ვერცერთი მოთამაშე ვერ ხედავს, ასეთი მეთოდით ჩვენს მიერ გათამაშებულ ხელს. შესაბამისად მოწინააღმდეგეებისთვის რთული წასაკითხი იქნება მსგავს დარიგებაში ჩვენი ხელის წაკითხვა. მოწინააღმდეგის ფოლდის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვყავდა საუკეთესო ხელი.
- ჩვენ ვიღებთ ინიციატივა/კონტროლს სიტუაციაზე.
ბლოკ–ფსონის ნაკლი
- ჩვენ ვაძლევთ ჩვენი მოწინააღმდეგის საუკეთესო ხელებს, რომლითაც ის ითამაშებდა საპასუხო ჩექს – დამატებით ველიუს.
- ბლოკ–ფსონი საკმაოდ ადვილი წასაკითხია და ზოგჯერ ოპონენტმა შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენოს ბლეფ–რეიზი და ჩვენ იძულებულნი ვიქნებით დავყაროთ კარტი.
- დაუმთავრებელ დროუ–ხელს შეუძლია მშვიდად დაყაროს, მაშინ როდესაც ჩვენი ჩექის შემდეგ მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ბლეფ–ფსონი.
- ბლოკ–ფსონის გამოყენება ხშირად არ შეიძლება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ის ხდება წაკითხვადი. გარკვეულ სიტუაციებში ჩვენ ვჩუქნით ჩვენს ველიუს სუსტ ხელებს, რომლითაც მოწინააღმდეგეს შეეძლო დაექოლა დიდი ფსონიც.
როდის აქვს ბლოკ–ფსონს აზრი?
ყველ სიტუაციაში ბლოკ–ფსონის გამოყენება არ არის აუცილებელი. როგორც უკვე ითქვა, ჩვენ ამ მეთოდს ვიყენებთ, როდესაც ვცდილობთ მაქსიმალურად იაფად მივიდეთ შოუ–დაუნამდე და ამ დროს გავურბივართ ოპონენტის შესაძლო ფსონებს.
ხშირად იმ შემთხვევებში, როდესაც ვაკეთებთ ფსონს თერნზე სავარაუდოდ საუკეთესო ხელით და რივერზე ამოდის ჩვენთვის სახიფათო კარტი ამასთან რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კარტი ჩვენი ოპონენტისთვისაც შეიძლება გამოიყურებოდეს სახიფათოდ. მაგალითად: თუ რივერზე ამოდის მესამე კარტი გარკვეული ფერის, მაშინ ჩვენმა ოპონენტმა შესაძლებელია უარი თქვას რეიზზე თუ მას ხელში ჰყავს სეტი. ვინაიდან მას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უკვე გვყავს მზა ფლეში.
მაგალითად: დაუშვათ ჩვენ გვყავს მეფეების ოვერწყვილი და რივერზე ამოდის ტუზი, ამ სიტუაციაში KK–თი, როგორც წესი, ჩვენ ვიქნებოდით აგრესორები პრეფლოპზე და ჩვენ ოპონენტს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა რომ ჩვენ ხელში გვაქს ძლიერი ტუზი.
თუ ჩვენ რივერზე ვაკეთებთ ბლოკ–ფსონს, მაშინ ჩვენი ოპონენტი პატარა ტუზით (მაგ: A6) შეიძლება შემოიფარგლოს ქოლით, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს დიდ ფსონი. ასე, რომ ჩვენ შოუდაუნისთვის ვიხდით გაცილებით ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტი აკეთებს რეიზზს, მაშინ ჩვენ სუფთა სინდისით შეგვიძლია დავყაროთ კარტი. შესაძლებელია მოწინააღმდეგეს არ ყოლოდა ზუსტად ტუზების წყვილი და შესაძლებელია, რომ მან უკვე ააწყო სეტი ან ორი წყვილი. რივერზე ტუზის ამოსვლის დროს რეიზის გაკეთება პრეფლოპ აგრესორის მიმართ მიუთითებს ოპონენტის საკმაოდ ძლიერ ხელზე.
სხვა მაგალითში ჩვენ გვყავს სეტი. ჩვენი ოპონენტი ადვილად აკეთებს ქოლს ჩვენს ფსონზე და რივერზე ამოდის ფერის მესამე კარტი, ამავე დროს მაგიდაზე არ დევს ჩვენთვის სასურველი ფულჰაუსი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ოპონენტმა დაქოლა ფლეშ–დროუ. და მან შეძლო აეწყო მისთვის სასურველი კომბინაცია.
თუ ჩვენ გავაკეთებთ ჩექს, ჩვენ მივცემთ ოპონენტს შესაძლებლობას გააკეთოს ბლეფ–ფსონი, ან უბრალოდ მივიღოთ უფასო შოუ–დაუნი სუსტი ხელებით საპასუხო ჩექის თამაშით. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავაკეთებთ დიდ ფსონს, მაშინ ოპონენტი დაყრის ყველა სუსტ ხელს და გააკეთებს რეიზს, მხოლოდ მზა ფლეშით.
ფლოკ–ფსონის შემთხვეაში, კი შესაძლებელია, რომ ოპონენტმა დაქოლოს ძლიერი წყვილით, რომელსაც დაყრიდა ჩვენი ჩვეულებრივი ფსონის შემთხვევაში ან ითამაშებდა საპასუხო ჩექით, თუ ჩვენ ჩექს გავაკეთებდით. ამ შემთხვევაში ჩვენი ფსონი ფაქტიურად არის ფსონი ველიუსთვის. ამასთან ერთად არსებობს არსებობს ალბათობა, რომ მოთამაშე სუსტი მზა ფლეშით შემოიფარგლება მხოლოდ ქოლით და მოგვცემს ჩვენ შედარებით იაფ შოუდაუნს, მაშინ როდესაც ძლიერი მზა ფლეშით ის გააკეთებდა რეიზს. ასე, რომ ოპონენტის სუსტი ხელის წინააღმდეგ, ჩვენი ფსონი დამატებით ითვლება ასევე როგორც ფსონი ველიუსთვის.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აგრესიული მოთამაშეების წინააღმდეგ, საუკეთესო ვარიანტს რივერზე ჩვენთვის წარმოადგენს ჩექ/ქოლი იმ მიზნით, რომ პროვოცირება გაუკეთოთ ოპონენტს ბლეფისთვის. მსგავსი მოთამაშეები უფრო მეტად აკეთებენ ბლეფს ჩექის შემდეგ, ვიდრე ბლოკ–ფსონის შემდეგ, რომელიც შეიძლება ასევე იყოს ფსონი ველიუსთვის. ამას გარდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ იძულებული ვიქნებით დავყაროთ ჩვენი კარტი რეიზის შემთხვევაში, და ძალიან აგრესიული ოპონენტის წინააღმდეგ ჩვენ, რა, თქმა, უნდა, გვსურს განვერიდოთ მოვლენების განვითარების ასეთ ვარიანტს.
მაშ ასე: აგრესიული მოთამაშეების წინააღმდეგ ჩვენ რივერზე ხშირად უნდა ვითამაშოთ ჩექ/ქოლი, იმ მიზნით, რომ პროვოცირება გავუკეთოთ ოპონენტს ბლეფისთვის, ხოლო პასიური მოთამაშეების წინააღმდეგ ჩვენ შეგვიძლია ხშირად გავაკეთოთ ბლოკ–ფსონი/ფსონი ველიუსთვის.
როდის არ აქვს ბლოკ–ფსონს აზრი
ბლოკ–ფსონს არ აქვს აზრი იმ შემთხვევაში, როცა ჩვენს ოპონენტს აქვს ძლიერი ხელი ან მონსტრი ხელი. ამ შემთხვევაში, ოპონენტი სიამოვნებით მიიღებს თქვენს ფსონს და მეტად სავარაუდოა, რომ გააკეთებს რეიზს. ბლოკ–ფსონის მიზანი იმაშია, რომ საშუალო სიძლიერის ხელით ავერიდოთ დიდ ფსონს ოპონენტის საშუალო სიძლიერის ხელისგან. თანაც ამ დროს თუ ის ჩვენზე ძლიერი ხელია. მონსტრი ხელის წინააღმდეგ მსგავსი ფსონი კარგავს აზრის, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შედარებით დარწმუნებული ვართ, რომ მაღალი ალბათობით ოპონენტს აქვს ძალიან ძლიერი ხელი, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა მივიდეთ შოუ–დაუნამდე, მაშინ ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჩექ/ქოლი.
ფსონის ზომა
ბლოკ–ფსონის ეფექტურობა განისაზღვრება მისი სიდიდით. ამასთან არც ისე მარტივია მოვნახოთ მსგავსი ფსონის
ოპტიმალური სიდიდე. ამიტომ უკეთესია გამოვიყენოთ, შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
- რაც უფრო დიდია ჩვენი ფსონი უფრო ახლოსაა ჩვენი ველიუ/ჩვენი დანაკარგი თამაშის ვარიანტთან ჩექ/ქოლი რივერზე.
- რაც უფრო ნაკლებია ჩვენი ფსონი, მით მეტი ალბათობაა იმის, რომ მივიღებთ რეიზს ოპონენტის უფრო სუსტი ხელისგან.
- რაც უფრო დიდია ჩვენი ფსონი, მით უფრო ნაკლებია ალბათობა მივიღოთ ბლეფ/რეიზი (მაგ: ლოგიკურია, რომ ჩვენი ფსონი არ უნდა იყოს ისეთი მცირე, როგორიცაა ბანკის ოდენობის 1/5) ასე, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვნახოთ კომპრომისი. ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ დავდოთ ნაკლები, რომ მივიდეთ შოუ დაუნამდე და მეორე მხრივ, დავდოთ რაც შეიძლება მეტი, რათა თავიდან ავიცილოთ ოპონენტის რეიზი.
გამომდინარე იქიდან, რომ ოპონენტის „ნორმალური“ ფსონი რივერზე არის ბანკის ოდენობის 1/2–დან 3/4–მდე ფარგლებში მაშინ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ ეკონომიაზე, თუ გავაკეთებთ ფსონს ბანკის ½–ზე ნაკლები ოდენობით და ოპონენტი შემოიფარგლება ქოლით. რაც უფრო ნაკლებია მით უკეთესია ჩვენთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოპონენტი გააკეთებს ქოლს. ამასთან ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მცირე ფსონი ადვილად წასაკითხია და ოპონენტს მარტივად შეუძლია გააკეთოს რეიზი. საბოლო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალური ეკონომიით მივიდეთ შოუდაუნამდე.
ბლოკ–ფსონის ოპტიმალური სიდიდე იმყოფება ბანკის სიდიდის ¼-დან დაახლოებით ½-მდე. პრინციპში ხშირად შეიძლება გამოვიყენოთ ბანკის ოდენობის მესამედიც.
ყოველთვის არ ღირს ბლოკ–ფსონის გამოყენება
უნდა შევნიშნოთ, რომ ბლოკ–ფსონი არ უნდა მივიღოთ, როგორც უნივერსალური საშუალება. არსებობს სიტუაციები, როცა ამის გაკეთებას აქვს აზრი. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ის ნიშნავს ოპონენტისთვის ნაჩუქარ ველიუსს.
ბლოკ–ფსონი მოითხოვს ოპონენტის თამაშის დიდ გამოცდილებასა და ცოდნას. იმისათვის, რომ გავაკეთოთ მსგავსი ფსონები სწორ სიტუაციაში. ამ მასალამ უნდა გაგხადოთ თქვენ უფრო ყურადღებიანი ამ მეთოდთან მიმართებაში, ვინაიდან მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ შეიტანოთ გარკვეული მრავალფეროვნება თქვენს სტანდარტულ თამაშში და ამასთან თქვენ გახდეთ ნაკლებად წაკითხვადი, ვიდრე თქვენი ოპონენტები.
არავითარ შემთხვევაში არ აკეთოთ მხოლოდ ბლოკ-ფსონები!
ამ შემთხვევაში თქვენი ოპონენტები, შეამჩნევენ, რომ თქვენ ყოველთვის ყრით კარტს რეიზის დროს და ყოველთვის გამოიყენებენ ამ მეთოდის თქვენი ბლოკ–ფსონების წინააღმდეგ.
თავიდან თქვენ უნდა გააკეთოთ რამდენიმე ნორმალური ფსონი. ასევე ითამაშოთ ჩექ/ქოლი მხოლოდ ამის შემდეგ ანალოგიური სიტუაციაში გააკეთეთ ბლოკ–ფსონი.
მაგალითები
მაგალითი 1:
Preflop: Hero is SB with K, A
8 folds, Hero raises to $3.00, BB calls.
Flop: ($6.00) K, 3, 7(2 players)
Hero bets $3, BB raises to $7.00, Hero calls.
Turn: ($20.00) 5 (2 players)
Hero checks, BB bets $13, Hero calls.
River: ($46.00) 4 (2 players)
Hero bets $16
მოწინააღმდეგე ფლოპზე აკეთებს რეიზს და იგივეს აგრძელებს თერნზე. აქ მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მას საკმაოდ ძლიერი ხელი აქვს. ბორდის კარტი საკმაოდ მშრალია და ამ სიტუაციაში ჩვენ ხშირად შეიძლება ვიყოთ წინ. ასე რომ ჩვენ რივერზე ვაკეთებთ ფსონს ბანკის ¼-ის ოდენობით თუ ოპონენტი აკეთებს რეიზს, მაშინ მეტად სავარაუდოა რომ მას ჰყავს ორი წყვილი ან უფრო უკეთესი ხელი, თუ ოპონენტი ქოლავს მაშინ ხშირ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება ვიყოთ წინ, და თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეკონომიას გაუკეთებთ გარკვეული ოდენობის თანხას. თუ ოპონენტი დაყრის, ესეც კარგია. ამის შემდეგ არავინ არ იცის, თუ რა გვქონდა ხელში, და მომავალში ჩვენი ხელის წაკითხვა მათთვის იქნება რთული.
მაგალითი 2:
Preflop: Hero is SB with K, A
5 folds, MP3 raises to $3.00, 2 folds, Hero calls, BB calls.
Flop: ($9.00) 4, Q, A(3 players)
Hero checks, BB checks, MP3 bets $6, Hero calls, BB folds.
Turn: ($21.00) Q (2 players)
Hero checks, MP3 bets $13, Hero calls.
River: ($47.00) 8 (2 players)
Hero bets $15, MP3 raises to $58.00, Hero folds.
რივერზე ოპონენტი აკეთებს რეიზს ჩვენი ფსონის საწინააღმდეგოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავყაროთ ხელი, ვინაიდან მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენს ოპონენტს ყავს დამა და ჩვენი ხელი უკვე დამარცხებულია. ასევე შესაძლებელია, რომ ოპონენტმა ჯერ კიდევ ფლოპზე დაიჭირა 4-იანების სეტი. ან რივერზე მან შეძლო ფლეშ/დროუს აწყობა. ასეა თუ ისე ნებისმიერი ამ ხელის წინააღმდეგ ჩვენ ვიმყოფებით უკან.
მაგალითი 3:
Preflop: Hero is CO with J,T
6 folds, Hero raises to $4.00, BU calls, 2 folds
Flop: ($9.50) T , 2 , 8 (2 players)
Hero bets $6, BU calls.
Turn: ($21.50) T (2 players)
Hero bets $13,BU raises to $29, Hero calls.
River: ($79.50) A (2 players)
Hero bets $23
თერნზე ჩვენ დავიჭირეთ ტრიპსი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ოპონენტს შეექმნა შესაძლებლობა რომ აეწყო ფლეში. აქ ჩვენი მოწინააღმდეგე აკეთებს რეიზს თერნზე. ამ სიტუაციაში ტრიპსით ოლინის გაკეთება არის სისულელე, ვინაიდან თუ ჩვენ ოპონენტს უკვე ყავს მზა ფლეში, მაშინ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან უკან. იმ შემთხვევაში თუ ოპონენტი აკეთებს ნახევარ ბლეფ– რეიზს მაშინ ის უბრალოდ დაყრის თავის კარტს და ჩვენ მოვიგებთ ბანკს, თუმცა თუ ოპონენტს არ ყავს ფლეში ჩვენ ამ ბანკს მოვიგებთ ყველა შემთხვევაში.
გადაწყვეტილება: ჩვენ ვქოლავთ ოპონენტის რეიზს, მაგრამ ამის შემდეგ რივეზე ვაკეთებთ ბლოკ–ფსონს. აქ ჩვენმა ოპონენტმა შეიძლება გააკეთოს ოლინი მზა ნათს/ფლეშით. მიუხედავად იმისა, რომ მაგიდაზე არის წყვილი. უფრო დაბალი ფლეშით მოწინააღმდეგე ხშირად გააკეთებდა ქოლს და ჩვენ გავაკეთებდით ჩვენი თანხის გარკვეული ნაწილის ეკონომიას. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ოპონენტს ჰყავს ოვერწყვილი (JJ, QQ, KK კი არსებობს ხალხი, რომლებიც არ აკეთებენ რეიზს KK–თი პრეფლოპზე) ანუ არსებობს ალბათობა, რომ ოპონენტი ქოლავს ჩვენს ფსონს და ჩვენ ვღებულობთ ველიუს სუსტი ხელისგან.
მაგალითი 4:
Preflop: Hero is BB with K,3
UTG folds, UTG+1 calls $1.00, 7 folds, Hero checks.
Flop: ($2.50) 7 , 5 , T (2 players)
Hero checks, UTG+1 checks.
Turn: ($2.50) K (2 players)
Hero bets $1.50, UTG+1 calls $1.00.
River: ($4.50) 9 (2 players)
Hero bets $1.80, UTG+1 raises to $4.00, Hero folds.
ამ შემთხვევაში, UTG+1 აკეთებს რეიზს, ჩვენი ბლოკ–ფსონის შემდეგ. ეს რეიზი წარმოადგენს საკმაოდ ზუსტ მაჩვენებელს იმისა, რომ ჩვენ ვთამაშობთ ძლიერი ხელის წინააღმდეგ. შეიძლება ფლეშის წინააღმდეგაც კი, ან ორი წყვილის, ან საუკეთესო მეფეების. ასე, რომ ეს ჩვენთვის არის იოლი ფოლდი.
მაგალითი 5:
Preflop: Hero is BB with 8,7
6 folds, BU calls $1.00, SB folds, Hero checks.
Flop: ($2.50) A, T , 6 (2 players)
Hero bets $2, BU calls.
Turn: ($6.50) 2 (2 players)
Hero bets $6, BU calls.
River: ($18.50) 3 (2 players)
Hero bets $8, BU raises $30, Hero folds.
ფლოპზე ჩვენ ვღებულობთ, გათშოთს, სთრეით ფლეშ დროუს ამ სიტუაციაში ჩვენ ვთამაშობთ ნახევარ ბლეფს, რათა მოვიპაროთ ბანკი გაუძლიერებლად, თუ ამ შემთხვევაში ოპონენტი დაქოლავს ჩვენს ფსონს, ჩვენ მაინც გვაქვს შანსი ავაწყოთ საუკეთესო ხელი. გარდა ამისა, ჩვენ ვზრდით ბანკს, რაც ჩვენ გვაძლევს უფრო მეტ ველიუსს, იმ შემთხვევაში, თუ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ავაწყობთ ჩვენს ბოლო ხელს.
ამ ხელით ჩვენ უკვე თერნზე ავაწყეთ ფლეში. ამ სიტუაციაში ჩვენ ვალდებული ვართ გავაკეთოთ დიდი ფსონი რათა დავიცვათ ჩვენი ხელი. ჩვენი ოპონენტი იშვიათად გააკეთებს ფსონს, მაგიდის ასეთ კარტებზე და უპირატესობას მიანიჭებს უფასო კარტის მიღებას. ამიტომ ჩვენ აქ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ჩექ/რეიზი. რივერის კარტი ჩვენთვის ცუდია. ამ შემთხვევაში ჩვენ წავაგებთ ნებისმიერ გულთან, რვიანზე ზემოთ. რომელიც მეტად სავარაუდოა, რომ ყავდეს ჩვენს ოპონენტს. ამ სიტუაციაში ჩვენ კვლავ ვაკეთებთ ბლოკ–ფსონს, იმისათვის, რომ გავიგოთ სად ვიმყოფებით. გულის ფერის საშუალო კარტი უმეტეს შემთხვევაში შეეცდება ქოლით ჩვენი ფსონის წინააღმდეგ. შესაძლებელია ასევე ჩვენ დაგვიქოლოს ტუზების ორმა წყვილმა ან სეტმა (რომელიც ამ შემთხვევაში გათამაშებული იყო ძალიან ცუდად), რაც აკეთებს ჩვენს ბლოკ–ფსონს, როგორც ფსონს ველიუსთვის.
თუ ჩვენი ოპონენტი დაყრის კარტს, ჩვენ ვიგებთ მთელ ბანკს და მან არ იცის რა ხელით ვთამაშობდით ამ შემთხვევაში. თუ ოპონენტი გააკეთებს შედარებით დიდ რეიზს, მაგიდის კარტის სტრუქტურის გათვალისწინებით, ამ სიტუაციაში, ის ამას ითამაშებდა მხოლოდ მაღალი გულის კარტებით.
ბლეფრეიზი მსგავს სიტუაციაში დაბალ ლიმიტებზე პრაქტიკულად გამორიცხულია.
ჩვენ კვლავ მივყვებით წესს: თუ ოპონენტი აკეთებს რეიზს, ჩვენი ბლოკ–ფსონის შემდეგ, ჩვენ უნდა დავყაროთ კარტი. მაშინაც კი თუ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მზა ფლეშზე. ამ სიტუაციაში ჩვენ ხშირ შემთხვევებში ვართ უკან, იმისათვის რომ გავაკეთოთ ქოლი, აქ იმის ალბათობა არის მაღალი, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს ყავს A, რაც მთლიანად შეესაბამება მისი თამაშის ხაზს.
დასკვნა
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბლოკ–ფსონები რივერზე, იმისათვის, რომ გაექცეთ დიდ ფსონებს ოპონენტის მხრიდან. რა თქმა უნდა ამას აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მზად ხართ, მიიღოთ ოპონენტის ფსონი ქოლით. თუ კი თქვენს ხელს არ აქვს შოუდაუნ ველიუ მაშინ თქვენ უნდა გააკეთოთ უბრალოდ ჩექი, ან გააკეთოთ დიდი ბლეფ-ფსონი. რათა გამოიყენოთ თქვენი ფოლდ-ექუიტი სრული დატვირთვით.
- თუ ბლოკ–ფსონზე გიკეთებენ რეიზს, ჯობია დაყაროთ!
- ბლოკ–ფსონი უსარგებლოა მონსტრის წინააღმდეგ!
- ბლოკ–ფსონის სიდიდე უნდა იყოს ბანკის 1/3-დან ბანკის ოდენობამდე ზომის.
- ყველა მსგავს ფსონის შემთხვევაში უკეთესია წინასწარ იფიქროთ მის მიზანშეწონილობაზე.
ბლოკ–ფსონის გაკეთება ღირს მხოლოდ შემდეგ სიტუაციებში:
- რივერზე ამოდის კარტი, რომელიც აძლევს ჩვენს ოპონენტს საშუალებას, დახუროს თავისი დროუხელი;
- ჩვენ გვაქვს მარგინალური ხელი;
- ჩვენი ოპონენტის არც ისე აგრესიული მოთამაშეა (თამაშის პრე-ისტორია მაგიდაზე და მოთამაშის იმიჯი);
- აქამდე ჩვენ ხშირად არ ვაკეთებდით მსგავს ფსონებს;
- ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ ჩექ/ფოლდი.