შესავალი
სტატიაში გაიგებთ:
- რა არის ოვერბეთი?
- როდის და როგორ გამოვიყენოთ?
- როგორ დავაბალანსოთ ოვერბეთი?
ოვერბეთი პოკერში საკმაოდ იშვიათი ფსონის სახეობაა, შესაბამისად ბევრმა მოთამაშემ არც თუ ისე კარგად იცის მათი გამოყენების დრო და სპეციფიკა. სტატიის დასასრულს თქვენ მათ სიაში ნამდვილად არ იქნებით - ოვერბეთზე ყველაფერი გეცოდინებათ.
როდის და ვის წინააღმდეგ გამოვიყენოთ ოვერბეთი? რისთვის არის საერთოდ საჭირო? მომდევნო თავებში სწორედ ზემოთქმულ ასპექტებზე გავაკეთებთ აქცენტს.
ოვერბეთის განსაზღვრება
ოვერბეთინგი - ფსონის, ისეთი ზომის გაკეთება, რომელიც მიმდინარე ბანკზე დიდი(ზოგჯერ არსებითად) გახლავთ.
მაგალითი 1
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
Hero (BU) ($25)
SB ($25)
BB ($25)
Pre-flop: Hero is BU with A, K
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds, UTG calls $1.25
Flop: ($2.85) A, A, K(2 players)
UTG checks, Hero bets $6.00
რა მიზანი აქვს ოვერბეთს?
როგორ ყოველთვის, ფსონს ორი შესაძლო მიზანი აქვს:
- ველიუ (დებთ, რათა მეტი მოუგოთ უარეს ხელებს)
- ბლეფი (დებთ, რათა აიძულოთ უკეთეს ხელებს დატოვონ გათამაშება)
მოცემული ფაქტორების გარდა, თქვენ, ალბათ, უკვე გაეცანით სხვადასხვა ფსონის უპირატესობებსა და სისუსტეებს და შეგიძლიათ სწორად შეარჩიოთ ფსონისა და რეიზის სიდიდე. ულიმიტო ჰოლდემში ამ უკანასკნელთა ოდენობა, როგორც წესი, მიმდინარე ბანკით არის განპირობებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის რივერამდეა, სანამ მაგიდაზე ყველა კარტი არ არის გახსნილი. მსგავს შემთხვევებში თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
- დაცვა (თქვენ გსურთ ოპონენტს მისცეთ „ცუდი“ ოდსები, რათა მან არასწორი ქოლები აკეთოს)
თქვენი ოპონენტები არ უნდა იღებდნენ საშუალებას იაფად ნახონ მომდევნო კარტები, რომლებსაც შეუძლიათ მათი დრო-ხელების გაძლიერება. ფსონის გაკეთებით, თქვენ მოწინააღმდეგეს სთავაზობთ გარკვეულ ოდსებსა და არჩევანს - ან ქოლით მიიღოს თქვენი ფსონი, ან კარტი დაყაროს.
წესით უკვე უნდა იცოდეთ, თუ რა ოდსები არის საჭირო, რათა თავი დაიცვათ ამა თუ იმ დროხელისგან. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მაქსიმალური თავდაცვა მიიღწევა ფსონით, რომელიც მიმდინარე ბანკზე დიდი არ არის.
ბანკის ტოლი ფსონით თქვენ ოპონენტს სთავაზობთ ოდსებს 2:1-თან. ასეთი ოდსებით თქვენს მოწინააღმდეგეს გაუჭირდება დრო-ხელით ფსონი გაგისწოროთ, თუკი შესაძლო მოსალოდნელი ოდსები არ გააჩნია.
თუ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ფსონის სახეობებს შევადარებთ მათ მიზანს ოვერბეთით, მივალთ შემდეგ დასკვნებამდე:
- ველიუ
ოვერბეთით მიიღებთ მეტ ველიუს, თუკი თქვენი მოწინააღმდეგე დაგთანხმდებათ გაბერილი ფასის გადახდაზე უარესი ხელით.
- ბლეფი
ბლეფის დანიშნულებაა ფოლდ-ექუითის გენერირება. ოვერბეთი ქმნის მეტ ფოლექუითის, ვიდრე უფრო მცირე ფსონი.
- დაცვა
ოვერბეთის საშუალებით თქვენს ოპონენტს საკმაოდ „ცუდ“ ოდსებს სთავაზობთ. თუკი მას მართლაც დრო-ხელი უჭირავს, მაშინ თქვენ მისგან მაქსიმალურად იცავთ თავს.
ოვერბეთის სხვა ასპექტები
ნახსენები ფაქტორების გარდა, ოვერბეთს სხვა თავისებურებებიც გააჩნია. ჩვეულებრივ როგორ ათამაშებთ ნახევარბლეფს? რა ზომის ფსონს არჩევთ? თქვენ კიდევ ერთხელ უნდა გაითვალისწინოთ მრავალი ასპექტი. ოვერბეთი შექმნის მეტ ფოლდ-ექუითის და მოგცემთ საკმაოდ კარგ ოდსებს, რათა ითამაშოთ ბეთ/ქოლი, თუკი ოპონენტი All-in-ს გეტყვით. სტანდარტული ფსონის გაკეთებით კი თქვენ აღმოჩნდებით სიტუაციაში, როდესაც მოწინააღმდეგის All-in-ის გასწორება მომგებიანი აღარ იქნება.
ველიუს, ბლეფისა და დაცვის ასპექტების გარდა, მოცემულ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ნახევარბლეფს.
ოვერბეთის პრობლემები
ახლა თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ოვერბეთი პოკერში ყველა პრობლემის ბრწყინვალე გადაწყვეტაა. კი მაგრამ, თუ ეს ასეა, რატომ არის ასეთი იშვიათი? ყველაფერი მარტივია - მედალს ორი მხარე აქვს.
ძირითადი პრობლემა ის არის, რომ თქვენ იშვიათად გეცოდინებათ მოწინააღმდეგის ხელი. გარდა ამისა, არც თუ ისე ხშირად გექნებათ წარმოდგენა, თუ რა ხელებით არის მზად მოწინააღმდეგე გადაგიხადოთ.
ფლოპზე ოვერბეთი ველიუსთვის ბრწყინვალედ ჟღერს, მაგრამ, თუკი ოპონენტი დაგიყრით ყველა უმაღლეს წყვილს, რომლითაც შეეძლო სტანდარტული ფსონები გაესწორებინა გათამაშების მომდევნო ორ ეტაპზე, მისი „ბრწყინვალება“ მკვეთრად გაქრება. გამოდის, რომ ამგვარად დისტანციაზე ოვერბეთი ნაკლები მოგების მომტანია.
ოვერბეთი ბლეფისთვის მაქსიმალური ფოლდ-ექუითის შესაქმნელად იმედის მომცემად ჟღერს, მაგრამ, თუკი ოპონენტი საშუალო სიძლიერის ხელებითაც ასწორებს ფსონს, აზრს მოკლებული ხდება. უეცრად თქვენი უზარმაზარი ფოლდ-ექუითი გადაიქცა უზარმაზარ ბანკად, რომელიც წააგეთ სუსტ მოწინააღმდეგესთან.
ლოგიკურია, თქვენ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ არც სიტუაცია, როდესაც ქმნით დიდ ფოლდ-ექუითის უარესი მზა ხელების წინააღმდეგ, რომლებსაც შეეძლოთ გადაეხადათ და არც შემთხვევა, როდესაც თქვენ აგებთ დიდ ბანკს უფრო ძლიერ კომბინაციასთან, წარუმატებელი ბლეფის გამო.
ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: ბალანსს.
გნებავთ, რომ თქვენი ოვერბეთები ეფექტურ იარაღად აქციოთ, მაშინ მათი დაბალანსება მოგიწევთ. თქვენი ოპონენტი ვერ უნდა ხვდებოდეს ოვერბეთი ემსახურება ძლიერი ხელით ველიუს მიღებას თუ ბლეფს, მაქსიმალური ფოლდ-ექუითის შესაქმნელად. მაშინ ოვერბეთის გამოყენება ცოტაოდენ უფრო რთული საქმე ხდება.
ოვერბეთის დაბალანსება გაგრძელებულ ფსონთან მიმართებით
ზემოთ აღწერილი პრობლემები ყველა ტიპის ფსონს ეხება. პოსტფლოპზე ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებადი მოქმედება გაგრძელებული ფსონის დადება გახლავთ.
გაგრძელებული ფსონის ზომა მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული, როგორებიც არის მოწინააღმდეგეების ტიპსა და რაოდენობაზე, ბორდის სტრუქტურაზე, თქვენი კომბინაციის სიძლიერესა და სხვაზე. დეტალებში შესვლას აქ არ ვაპირებთ.
გაგრძელებული ფსონის სტანდარტულ ზომად ბანკის 2/3 ითვლება.
ზემოთქმული ზომა შემთხვევითი არ არის და მას ლოგიკური ახსნა გააჩნია. კონტბეთის დანიშნულება უკვე ნახსენები მიზნების მიღწევაა:
- ძლიერი ხელით ველიუს მიღება
- ბლეფითა ან ნახევარბლეფით ფოლდ-ექუითის შექმნა უკეთესი ხელების წინააღმდეგ
- დრო-ხელებისგან თავდაცვა
- ბალანსი
ოპტიმალური ბალანსი სწორედ ბანკის 2/3 ზომის ფსონით მიიღწევა. ოპონენტს არ შეუძლია „წაიკითხოს“ თქვენი კომბინაციის სიძლიერე ფსონის სიდიდით.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ყოველ ჯერზე ბანკის მეოთხედი დადოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ფსონის შემდეგ სისუსტეებთან შეგუება მოგიწევთ:
- შემცირდება ფოლდ-ექუითი, გათამაშებაში უფრო მეტი ოპონენტი დარჩება, მაშინ, როდესაც თქვენ გერჩივნათ, რომ მათი რაოდენობა შემცირებულიყო
- მზა ხელებით უფრო ნაკლებ ველიუს მიიღებთ
- მოწინააღმდეგეებს კარგ ოდსებს სთავაზობთ, შესაბამისად ისინი იღებენ საშუალებას გააგრძელონ გათამაშება, არასწორი ქოლების გარეშე
თქვენ ყოველთვის უნდა გაურბოდეთ ზემოთქმულ პრობლემებს. ფსონი, რომელსაც აკეთებთ არა მხოლოდ დაბალანსებული, არამედ მომგებიანიც უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტ შესაძლო სიტუაციაში. თუკი ბლეფობთ, აუცილებელია გესმოდეთ, რომ მომგებიანი ბლეფისთვის აუცილებელია ოპონენტმა საკმაოდ ხშირად დაყაროს კარტი.
ამავე დროს თქვენ გსურთ უარესმა ხელებმა ფსონი გაგისწორონ, ამიტომაც ბეთი არ შეიძლება იყოს მეტისმეტად დიდი, რათა ოპონენტის დიაპაზონის რაც შეიძლება დიდი ნაწილი უარესი ხელებისა დარჩეს გათამაშებაში, მაგრამ მაინც საკმარისად დიდი, რათა უარესი ხელებისგან მაქსიმალური ველიუს მიღება შეძლოთ.
განვიხილოთ ბანკის 2/3 ზომის გაგრძელებული ფსონით ბლეფი შემდეგ მაგალითზე:
თქვენ 6$-იან ბანკში 4$-ს დებთ, მაშასადამე, 4$ ფსონით, გსურთ 6$-ის მოგება. ეს ნიშნავს, რომ ოპონენტმა მხოლოდ 40% შემთხვევებში უნდა დაყაროს კარტი, რათა ფსონის მომგებიანობა ნულოვანი იყოს. მოწინააღმდეგე 5 შემთხვევიდან 2-ჯერ თუ დაყრის კარტს, ჯამში მოიგებთ 12$ს(6$*2). შესაბამისად დარჩენილ 3 შემთხვევაში ფსონს ოპონენტი გაგისწორებთ, თქვენ ასევე 12$ს(4$*3) წააგებთ.
ფსონის ასეთი ზომა ითვლება ოპტიმალურად. რა მოხდება, თუ გააკეთებთ ბანკის ზომის ფსონს? თქვენი ოპონენტი უფრო ხშირად დაყრის. თუკი მხოლოდ ბანკის 1/4-ს დადებთ, მოწინააღმდეგე იშვიათად შეელევა ხელს და უფრო ბლეფისკენ გადაიხრება.
ბანკის 2/3 ზომის ფსონის სასარგებლოდ მრავალი ფაქტორი მეტყველებს. ერთის მხრივ, ის მაქსიმალურ ფოლდ-ექუითის ქმნის, მეორეს მხრივ კი, ბლეფის შემთხვევაში ასეთი ფსონი იშვიათად თუ მოგაგებინებთ ბანკს. გარდა ამისა, ის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მნიშვნელოვანი ველიუ უარესი ხელებისგან, რომლებიც გაცილებით მეტად გადაიხრებიან ქოლისკენ, თუკი „ნორმალურ“ ოდსებს შევთავაზებთ. ამავე დროს ოპონენტი დრო-ხელით ქოლისთვის არც კარგ ოდსებს იღებს: ბანკის 2/3 ზომის ფსონი მოწინააღმდეგეს 2.5:1-თან ოდსებს აძლევს.
ოვერბეთის ბალანსი - სიძლიერის თუ სისუსტის ნიშანი?
იმის მიუხედავად, ოვერბეთს აკეთებთ ველიუსთვის თუ ბლეფისთვის, ძალიან საინტერესოა გავარკვიოთ, შესაძლებელია კი მოცემული ქმედების ოპტიმალური დაბალანსება. პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, თუკი ოვერბეთს ხშირად ერთსა და იმავე ოპონენტს უკეთებთ.
იდეალურ სიტუაციაში თქვენი ოპონენტი ვერ უნდა „გკითხულობდეთ“ ფსონის სიდიდით. თუმცა ამის მიღწევა პრაქტიკაში საკმაოდ ძნელია, რადგან „წაუკითხავობა“ არა მხოლოდ ფსონის ზომაზე, არამედ იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს ოპონენტი თქვენს თამაშს.
შეხედეთ ოვერბეთს როგორც განცხადებას. მისი განხილვა შეიძლება როგორც სიძლიერის ნიშნად, მაშასადამე, თქვენ ცდილობთ მაქსიმალური ველიუ მიიღოთ ძლიერი ხელით, ასევე როგორც სისუსტის გამოვლინებად, ესე იგი, გსურთ რაც შეიძლება დიდი ფოლდ-ექუითი შექმნათ.
ოვერბეთი პრეფლოპზე
განვიხილოთ ვაჭრობის პირველი ეტაპი - პრეფლოპი. ის თქვენი პირველი შესაძლებლობაა გააკეთოთ ოვერბეთი. როგორც წესი ის პრეფლოპ-All-in იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი რეიზის შემდეგ 100BB-ის ოდენობის პრეფლოპ-All-inს 3-ბეთის სახით, რა ხელიც არ უნდა გყავდეთ, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს, მსგავსი ქმედების, როგორც ოვერბეთის განხილვა მართებული არ იქნება. სიტუაცია, როდესაც მოწინააღმდეგე თქვენამდე რეიზს აკეთებს, საკმაოდ ხშირად ხდება და არანაირი მიზეზი, რომ სტანდარტული ზომის 3-ბეთს გადაუხვიოთ არ გაგაჩნიათ. გარდა ამისა, მსგავსი გადახრის დაბალანსება საკმაოდ რთულია.
და მაინც, შემთხვევები, როდესაც პრეფლოპ-ფუში უფრო მომგებიანად გამოიყურება, ვიდრე სტანდარტული რეიზი ან 3-ბეთი, არსებობს. განვიხილოთ ერთ-ერთი მაგალითი. ოვერბეთის ძირითადი მიზნის (ველიუ ან ბლეფი) გარდა, ყურადღებას მივაქცევთ ბალანსსაც:
მაგალითი 2: თამაში შორტსტეკის წინააღმდეგ
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
Hero (SB) ($25)
BB ($6) (20/6/1.0/31/400) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is SB with A, Q
4 folds, Hero raises All-In, BB folds
მოცემულ მაგალითში ჩვენ წინააღმდეგ ლუზი შორთსტეკი თამაშობს. რა თქმა უნდა, ჩვენ სტანდარტული რეიზის ვარიანტიც გვაქვს, მაგრამ მსგავს სიტუაციებში პირდაპირ All-in-ის თქმაც შეგიძლიათ.
თაით ავტომოპასუხესთან თამაშისგან განსხვავებით, მაგალითში პირდაპირი ფუშის ფოლდექუითი, სტანდარტული რეიზით შექმნილი ფოლდ-ექუითისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. ორთსტეკის VPIP/PFR მონაცემები 10/8-ზე რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა 3BB რეიზზე ფიქრი, რომელიც რეგულარულად მოგაგებინებდათ მცირე ბანკებს, რადგანაც მსგავსი ოპონენტი ასეთ ფსონზეც კი დაგიყრიდათ კარტს.
თუმცა მოთამაშე 20/6-ზე, სავარაუდოდ, პერმანენტულად ლუზ ქოლს გაგიკეთებთ, თქვენ კი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით ფლოპზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, გარე პოზიციის ნაკლის აღმოფხვრა მარტივად, პრეფლოპ-ფუშის დახმარებით, მიმზიდველად გამოიყურება. პოსტფლოპზე საშუალება არ მოგვეცემა ოპონენტს თამაშით მოვუგოთ, რადგანაც მისი სტეკი ძალიან მცირეა, თანაც ჩვენ გარე პოზიციაში ვიმყოფებით. თერნზე ფსონი ბლეფისთვის არასასურველია, რადგან ეს უკანასკნელი უმრავლეს შემთხვევაში მოწინააღმდეგეს აიძულებს All-in გითხრათ.
ყველა პრობლემას სწორედ პრეფლოპ-ფუში აგვარებს. პირველ რიგში, თქვენ მას ველიუსთვის აკეთებთ: ვარაუდობთ რა, რომ წინ ხართ, ელოდებით მიიღოთ ქოლი უარესი ხელებისგან.
პრეფლოპ-ოვერბეთის დაბალანსება მოცემულ მაგალითში საკმაოდ მარტივია, რადგან თქვენს სიტყვამდე ყველა მოთამაშემ დაყარა კარტი, მცირე ბლაინდზე კი თქვენ პირველი წყვეტთ დაფუშოთ თუ დაყაროთ ხელი.
მაგალითი 3: სქუიზის წინააღმდეგ
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
Hero (CO) ($25)
BU ($25) (30/17/2.0/32/700) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25)
BB ($25) (22/19/3.5/27/800) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is CO with A, K
2 folds, Hero raises to $1.00, BU calls $1.00, SB folds, BB raises to $4.50, Hero raises All-In...
რეალურ თამაშში მსგავსი მაგალითი საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ. აკეთებთ open raise-ს ძლიერი ხელით, იღებთ ქოლს და ვიღაცა გადაწყვეტს სქუიზი გააკეტოს.
როგორ მოვიქცეთ მოცემული ხელით? სხვა სტატებისა და რიდსების გაუთვალისწინებლადაც, თქვენთვის ნათელი უნდა იყოს, რომ დიდ ბლაინდზე მჯდომი მოთამაშის ტიპი, ხშირად გააკეთებს სქვიზს ასეთ სიტუაციაში, ხოლო მოთამაშე ბათონზე კი სხვადასხვა სუსტი ხელით ხშირად გაასწორებს ფსონს, ამიტომაც თქვენ მის დიაპაზონზე წინ ხართ.
თქვენ განსაზღვრულად წყვეტთ სტეკზე ითამაშოთ მოცემული ხელით, რაც AK-ის შემთხვევაში წარმოადგენს ველიუსა და ბლეფის ნაზავს. სიტუაციების აბსოლუტურ უმრავლესობაში AK-ის ჩინებული ექუითი აქვს, მაგრამ თქვენ არც იმის საწინააღმდეგო გაქვთ, რომ უკეთესი ხელი(ნებისმიერი ჯიბის წყვილი) გათამაშებიდან გავიდეს.
ჩნდება კითხვა: რომელია უკეთესი გზა სტეკის მაგიდის ცენტრში გადასაადგილებლად? 4ბეთითა თუ პირდაპირი ფუშით? მოცემულ სიტუაციაში ფუში ცოტაოდენ მომგებიანად გამოიყურება. მაშ ასე, თუ თქვენ აკეთებთ open raise-ს, ხოლო მოთამაშე X 3-ბეთით გპასუხობთ, თქვენ 3 ძირითადი ვარიანტი გაქვთ: ფოლდი, ქოლი და 4-ბეთი.
თქვენი 4-ბეთის დიაპაზონი შეიძლება ძალიან ფართო იყოს. შეგიძლიათ 4-ბეთი ველიუსთვისაც გააკეთოთ და ბლეფისთვისაც. ბლეფისთვის გაკეთებული 4-ბეთი რომ მომგებიანი იყოს, აუცილებელია შეარჩიოთ ოპტიმალური ზომა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კარტი დაყაროთ საპასუხო ფუშის შემთხვევაში. როგორც წესი, 4-ბეთის ზომა 2.5-3-ჯერ დიდია 3-ბეთზე.
ზემოთქმული ნიშნავს: 4BB open raise => 12BB 3-ბეთი => 30BB 4-ბეთი.
ოპონენტი ვალდებულია რთული გადაწყვეტილება მიიღოს. თუ All-in-ს გეტყვით, თქვენ დამატებით 70BB-ის გადახდა მოგიწევთ, რათა იბრძოლოთ 200BB ზომის ბანკისთვის, ესეიგი, აუცილებელია 35% ექუითი.
AKo ხელისთვის ზემოთქმული ძალიან თაითი დიაპაზონის წინააღმდეგაც ქოლს ნიშნავს.
Equity analysis | |||||
Equity | Win | Split | Loss | Hand | |
Player 1 | 61.176% | 40.496% | 41.359% | 18.145% | QQ+, AKs, AKo |
Player 2 | 38.824% | 18.145% | 41.359% | 40.496% | AKo |
სუფთა ბლეფისთვის კი ფოლდს:
Equity analysis | |||||
Equity | Win | Split | Loss | Hand | |
Player 1 | 68.856% | 68.635% | 0.443% | 30.922% | QQ+, AKs, AKo |
Player 2 | 31.144% | 30.922% | 0.443% | 68.635% | 65s |
როგორც ხედავთ, ბლეფისთვის კარგია, თუკი 4-ბეთის ზომით შეიქმნით ცუდ ოდსებს საპასუხო ფუშის გასწორებისთვის. დავუშვათ, თქვენ იმდენად დიდ 4-ბეთს აკეთებთ, რომ ბანკში ნახევარ სტეკს დებთ. ოპონენტის All-in-ის შემთხვევაში, იმდენად ცოტა გექნებათ დასამატებელი, რომ 25% ექუითიც კი საკმარისი იქნება მომგებიანი ქოლისთვის. 65s ხელითაც კი ვეღარ შეძლებთ კარტის დაყრას, მაშინ, როდესაც მსგავსი ხელით თქვენი 4-ბეთის მიზანი სტეკზე თამაში სულაც არ არის.
დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. სქუიზის შედეგად ბანკი საკმაოდ გაიზარდა. მიზეზი არა მხოლოდ ბათონიდან 4BB-ის ქოლი, არამედ ისიც არის, რომ სქვიზერი ვალდებულია 3-ბეთი ცოტაოდენ დიდი ზომის გააკეთოს. დავუშვათ თქვენ 4-ბეთი *2.5 ზომისაა:
- 4BB Open raise / 4BB Call => 18BB 3-Bet => 45BB 4-Bet (2.5 მეტი ვიდრე 3-bet-ი)
პრობლემა ისაა, რომ ახლა თქვენ მხოლოდ 27.5% ექუითიც გყოფნით ქოლის გასაკეთებლად. დასკვნა: 4-ბეთის გაზრდილი ზომა, არ გაძლევთ საშუალებას ითამაშოთ 4-ბეთ/ფოლდი. თქვენი ოპონენტისთვის ნათელია, რომ ამდენად დიდი 4-ბეთის შემდეგ, თქვენ კარტის დაყრა უკვე აღარ გძალუძთ, ამიტომაც არ შეუძლია საკუთარი ფუშისგან დიდ ფოლდ-ექუითის ელოდოს. სწორედ ამიტომ თქვენი მხრიდან პირდაპირი All-in უმჯობესია დიდ 4-ბეთთან შედარებით.
მსგავს სიტუაციებში ოვერბეთი ფუშის ნაირსახეობაა, რომლის დაბალანსებაც თავისთავად ხდება: თქვენ All-in-ს ამბობთ საკუთარი დიაპაზონის ყველა ხელით, რომლითაც მზად ხართ გათამაშება 4-ბეთით განაგრძოთ, თანაც უმნიშვნელოა, ბლეფობთ თუ ფუშს ველიუსთვის აკეთებთ.
მაგალითი 4: საშუალო სტეკის წინააღმდეგ
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
Hero (BU) ($25)
SB ($25)
BB ($15) (25/25/4.5/22/100) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is BU with J, J
3 folds, Hero raises to $1.00, SB folds, BB raises to $3.00, Hero raises All-In.
უკანასკნელი მაგალითი პრეფლოპ-ოვერბეთისა პირველი ორის ნაზავია. მსგავსი მოთამაშის წინააღმდეგ ფუშის მართებულობა მეორე მაგალითშია ახსნილი. მესამე მაგალითში კი ჩვენ ავხსენით რატომ არ აქვს ჩვეულებრივ 4-ბეთს აზრი მსგავს შემთხვევაში. მოცემულ სიტუაციაში თქვენ არ შეგიძლიათ ფუშის გარდა რაიმეს დაბალანსება, რადგანაც 4-ბეთის შემდეგ არ გაქვთ უფლება კარტის დაყრისა, ამას კი თქვენი ოპონენტიც ხვდება.
გადაწყვიტეთ მსგავს მოთამაშეებთან, რომლებიც მაგიდაზე საშუალო სტეკით სხედან, სტეკზე თამაში, მაშინ თქვენ მოგიწევთ ოვერბეთისა და პირდაპირი All-in-ის გაკეთება.
ოვერბეთი ფლოპზე
პრეფლოპ-მოქმედებების უმრავლესობა თუ სუფთა მათემატიკაზე არის აგებული, ფლოპზე გათამაშება რამდენადმე ძნელი ხდება.
- თქვენ შეიძლება ვალდებული იყოთ გარე პოზიციიდან ითამაშოთ
- შეიძლება აღმოჩნდეთ მულტიპოტში
- თქვენი ხელის სიძლიერის შეფასებისას შესაძლებელია სირთულეები გაჩნდეს
- ველიუსა და ბლეფის გარდა, უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ნახევარბლეფი, დაცვა და ბანკის კონტროლი (აშკარაა, რომ ივერბეთი და ეს უკანასკნელი ერთდროულად ვერ იარსებებს)
უპირველესად უნდა გამოარკვიოთ, სად იმყოფებით თქვენი კომბინაციით ოპონენტთა დიაპაზონთან მიმართებით და მხოლოდ შემდეგ იფიქროთ ოვერბეთზე.
ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტად, რა თქმა უნდა, დაცვა გვევლინება. განსაკუთრებით მულტიპოტებში ხშირად აქვს აზრი „დახუროთ“ ვაჭრობა ფლოპზევე, გააკეთებთ რა ოვერბეთსა თუ ფუშს, შესთავაზებთ ოპონენტებს შეუძლებელ ოდსებს და აიძულებთ დიდი შეცდომები დაუშვან.
თერნზე თქვენთვის არასასურველი კარტის, რომლისთვისაც ოპონენტები მზად არიან წარმოუდგენელი ფასი გადაიხადონ, ამოსვლის ალბათობა რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტი უნდა იფიქროთ ოვერბეთის ვარიანტზე. ამასთანავე ხშირად უმნიშვნელოა, დანამდვილებით ემუქრება კარტების ზემოთქმული ნაწილი თქვენს კომბინაციას, თუ მათ უბრალოდ შეუძლიათ თქვენი მოწინააღმდეგეების სურვილი გააგრძელონ გათამაშება, მკვეთრად გაანელონ.
ფლოპზე ოვერბეთის მაგალითები:
მაგალითი 5: დაცვა
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
Hero (BU) ($25)
SB ($25) (30/10/1.5/30/1000) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25) (24/12/2.5/31/1000) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is BU with A, A
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, BB calls $1.00
Flop: ($3.00) 4, 5, A(3 players)
SB bets $2.25, BB calls $2.25, Hero raises All-in.
თქვენ გიპირისპირდებათ ორი მოთამაშე, რომლებსაც არ უყვართ მზა ხელებთან და ძლიერ დროებთან გამომშვიდობება. ფუშის მიზანი აშკარაა: ველიუ და დაცვა.
თერნზე შესაძლებელია ამოვიდეს მრავალი კარტი, რომელიც თქვენ სულაც არ მოგეწონებათ და გსურთ, რომ მათთვის მოწინააღმდეგეებმა ფლოპზევე გადაგიხადონ. თერნზე კიდევ ერთი აგური ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გათამაშება წააგეთ. თუმცა ველიუსთვის დადება უკვე აღარ შეგეძლებათ, რადგანაც მაღალ ალბათურია, რომ ძლიერი მზა ხელებიც კი, როგორებიცაა 44/55/45/A4/A5 გათამაშებას დატოვებენ.
არასასიამოვნო სიტუაციის პრევენციისთვის ფლოპზე მაქსიმალური აგრესიის გამოვლენა მოგიწევთ.
მაგალითი 6: ნახევარბლეფი
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25) (24/19/2.9/28/1200) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero (BU) ($25)
SB ($25)
BB ($25)
Pre-flop: Hero is BU with A, K
2 folds, CO raises to $1.00, Hero raises to $3.00, 2 folds, CO calls $3.00
Flop: ($6.35) 2, 2, 6 (2 players)
CO bets $4.00, Hero raises All-in.
მოცემულ მაგალითში თქვენი თამაშის საფუძველი არა ველიუ ან დაცვა, არამედ ნახევარბლეფი გახლავთ. თქვენ გსურთ შექმნათ ფოლდ-ექუითი უკეთესი ხელების წინააღმდეგ, მაგრამ ძლიერ ნუ დაგწყდებათ გული, თუკი საშუალო სიძლიერის ხელი ფსონს გაგისწორებთ:
Equity analysis | |
Board | 2, 2, 6 |
Equity | Win | Split | Loss | Hand | |
Player 1 | 48.687% | 48.687% | 0.000% | 51.313% | A K |
Player 2 | 51.313% | 51.313% | 0.000% | 48.687% | 99-JJ |
ბალანსი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ძლიერი ხელსაც სწორედ ამ ხაზით გაათამაშებდით. რთულად წარმოსადგენია, 3-ბეთ ბანკში, რეიზ/ფოლდ ხაზი აირჩიოთ, მით უმეტეს, რომ პრეფლოპ აგრესორი ბრძანდებით, თანაც ოპონენტის ფუშის შემთხვევაში თქვენი ოდსები ქოლისთვის საკმაოდ მიმზიდველია. შესაბამისად, შესაძლებელია პირდაპირი All-in-ის თქმა და ფოლდ-ექუითის უპირატესობის გამოყენება.
თუმცა მომდევნო მაგალითში ფოლდ-ექუითი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
მაგალითი 7: ბლეფი
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25) (24/19/2.9/28/1200) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero (BU) ($25)
SB ($25)
BB ($25)
Pre-flop: Hero is BU with 4, 5
2 folds, CO raises to $1.00, Hero raises to $3.00, 2 folds, CO calls $3.00
Flop: ($6.35) Q, 7, 3 (2 players)
CO bets $4.00, Hero raises All-in.
აქ, გაქვთ რა მხოლოდ ფოლდ-ექუითის იმედი, ათამაშებთ სუფთა ბლეფს. უცნობი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მსგავსი ქმედების ბოროტად გამოყენება არ ღირს, ამიტომაც მოცემულ მაგალითს მნიშვნელოვანწილად სკეპტიკურად მიუდექით. გათამაშებაში გადაწყვიტეთ ბლეფის გაკეთება, რადგანაც გაქვთ ოპონენტზე გარკვეული რიდსები და თვლით, რომ ფუში ბლეფის ყველაზე უფრო მომგებიანი ვარიანტია.
მაშ ასე, შევაჯამოთ განვლილი. მოთამაშე, რომელიც თვლის, რომ სტანდარტული რეიზი უკეთესია, ვიდრე პირდაპირი All-in, რადგან ის მეტისმეტად მარტივად წასაკითხია, აშკარაა არ დაფიქრებულა, რომ ოვერბეთი ფლოპზე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორ ველიუს მისაღებად და დაცვისთვის, ასევე ნახევარბლეფისთვის ძლიერი დრო-ხელით ან სუფთა ბლეფისთვისაც კი.
შესაბამისად, ბალანსის პრობლემა თავისთავად გადაიჭრება, თქვენ მხოლოდ უნდა დაფიქრდეთ, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება ოვერბეთი ამა თუ იმ სიტუაციაში, ასევე აკმაყოფილებს კი პერიფერიული ფაქტორები(ბორდის სტრუქტურა, ოპონენტების რაოდენობა და ნაირსახეობა) მოცემული ქმედების მომგებიანობას.
მცირე და საშუალო სტეკის მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში
ახლა, როდესაც თქვენ უკვე იცით, თუ როგორ ითამაშოთ დიდი სტეკების წინააღმდეგ, ნათელი უნდა იყოს, რომ უფრო მცირე სტეკების პირისპირ ოვერბეთი მეტად მარტივი და ეფექტური ხდება. ბლეფს თუ აპირებთ, თქვენ მოგიწევთ უფრთხილდეთ მხოლოდ საშუალო სტეკის მქონე ავტომოპასუხეებს.
გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ რაიმე სახის მზა-ხელი დაყარონ, ამასთანავე ისინი იღებენ ცოტა უკეთეს ოდსებს ქოლისთვის, რადგანაც არც თუ ისე დიდი სტეკით სხედან. მსგავსი მოთამაშეების წინააღმდეგ სჯობს საერთოდ უარი ვთქვათ ასეთ გათამაშებაზე, როგორც ეს მე-7 მაგალითშია.
თუმცა თქვენ აუცილებლად მოგიწევთ რეგულარულად გამოიყენოთ ნახევარბლეფი. საეჭვოა, რომ შეძლოთ თავი დააღწიოთ მსგავს აგრესიულ გათამაშებებს მცირე სტეკების წინააღმდეგ, გახსოვდეთ, ოვერბეთი საშუალებას გაძლევთ შექმნათ მაქსიმალური ფოლდ-ექუითი.
ოვერბეთი თერნზე
თერნზე ოვერბეთის განსახილველად დამატებითი მაგალითები საჭირო არ არის. ძირითადი პუნქტები
- ველიუ
- ბლეფი
- ნახევარბლეფი
- დაცვა
აქაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფლოპზე.
თუმცა თქვენ მოგიწევთ ყურადღება მიაქციოთ შეცვლილ პირობებს. ფსონი ველიუსთვის უცვლელად ისევ ველიუბეთად დარჩა, მაგრამ ახლა თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ სამი სხვა ფაქტორი, წინ მხოლოდ ერთი ეტაპიღაა, დარჩენილი სტეკების ზომა კი ბანკთან შედარებით მცირე გახდა.
შესაბამისად, ბლეფმა აუცილებლად დიდი ფოლდ-ექუითი უნდა შექმნას. ყოველთვის უნდა არსებობდეს ლოგიკური ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტეთ ოვერბეთის გაკეთება თერნზე და არა პირდაპირ ფლოპზე. აქვს კი აზრი ისტორიას, რომელიც გსურთ ოპონენტს დააჯეროთ?
იგივე ეხება ნახევარბლეფსაც. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ექუითი ცოტა შემცირდა, რადგანაც მხოლოდ რივერი დარჩა გასახსნელი. ნათელია, დრო-ხელი თუ უკვე თერნმა გაგიძლიერათ, შეგიძლიათ ოვერბეთის ველიუსთვის გამოყენება.
ოვერბეთი რივერზე
რივერზე ოვერბეთის განხილვა განცალკევებით სჯობს.
უპირველესად აღვნიშნოთ ის რაც ისედაც ცხადია. ოვერბეთის გამოყენება რივერზე მხოლოდ ორი მოსაზრებით შეიძლება:
- როგორც ბლეფი
- ველიუსთვის
ნახევარბლეფმა და დაცვამ აზრი დაკარგეს, რადგან მაგიდაზე ყველა კარტი გახსნილია. თქვენ და თქვენმა ოპონენტმა იცით, რომ რივერზე ოვერბეთი ემსახურება უარესი ხელებისგან მაქსიმალური ოდენობის ველიუს ამოღებას ან მაქსიმალურად დიდი ფოლდ-ექუითის შექმნას უკეთესი ხელების წინააღმდეგ.
ოვერბეთის შესაძლებლობა, პირველ რიგში, განისაზღვრება ოპონენტის ტიპზე დაყრდნობით. ოვერბეთი გაცილებით ეფექტურია ავტომოპასუხეების წინააღმდეგ. ბლეფის მიზნით კი ოვერბეთი კარგად იმუშავებს თაითი მოთამაშის წინააღმდეგ, მაგალითად „როქის“, რომელიც მზად არის რივერზე პრაქტიკულად ნებისმიერი ხელი დააგდოს.
რივერზე ოვერბეთ-ფუშის მომგებიანობისთვის, აუცილებელია შემდეგი პირობების შესრულება:
- თქვენი ხელი უნდა იყოს ძალიან ძლიერი
- ოპონენტი მზად უნდა იყოს ფსონი გაგისწოროთ უარესი ხელით
- იდეალურ შემთხვევაში ბორდის სტრუქტურა უნდა გულისხმობდეს დიდი რაოდენობის შესაძლო ძლიერი კომბინაციის არსებობას
- შესაფერისია ბორდზე ფლეში შესაძლო სტრიტით ან ფულ-ჰაუსი შესაძლო ფლეშით
რივერზე ოვერბეთის მაგალითები
მაგალითი 8: ველიუსთვის
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
Hero (BU) ($25)
SB ($25) (30/10/0.9/32/1100) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25)
Pre-flop: Hero is BU with 8 , 8
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00,
Flop: ($2.25) 5 , 6, 7 (2 players)
SB checks, Hero bets $1.50 , SB calls
Turn: ($5.25) 6 (2 players)
SB checks, Hero bets $3.50 , SB calls
River: ($12.25) 8 (2 players)
SB checks, Hero bets All-in
ეს იდეალური შემთხვევაა. თქვენ გიპირისპირდებათ ძალიან ლუზი ოპონენტი, რომელიც აღმერთებს შოუდაუნის ნახვას. რივერზე თქვენ ნათსი გიჭირავთ, მოწინააღმდეგის დიაპაზონში კი მრავალი ხელია, რომლის დაყრაც მას გაუჭირდება, მაგალითად სტრიტი, ფლეში და უფრო პატარა ფულ-ჰაუსიც კი. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ოპონენტი პოტენციური გადამხდელია TT+/6x ხელებშიც კი.
მაშ ასე, მოწინააღმდეგის დიაპაზონში საკმარისად ბევრი უარესი ხელია, რომლითაც დიდ ოვერბეთს უპასუხებს, ამიტომაც ოვერბეთ-ფუში ძალიან მომგებიანი ხდება.
ბალანსის პრობლემა მეორე პლანზე გადადის შემდეგ მიზეზთა გამო:
- მოწინააღმდეგე „ფიშია“
- რივერს თქვენ გაათამაშებთ შედარებით იშვიათად(პრეფლოპთან და ფლოპთან მიმართებით)
- კარგი მოთამაშეები მაგიდასთან ხედავენ, რომ თქვენ გსურთ მაქსიმალური ველიუ მიიღოთ ავტომოპასუხისგან, ამიტომ იშვიათად გაამახვილებენ ყურადღებას, ჩათვლიან რა, რომ მათ წინააღმდეგ განსხვავებულად ითამაშებდით.
შესაბამისად, ოვერბეთების ბალანსი პრობლემას არ წარმოადგენს. მსგავსი ოპონენტის წინააღმდეგ ოვერბეთით ბლეფს რივერზე სუსტი ხელით აზრი არ აქვს.
მაგალითი 9: როგორც ბლეფი
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
Hero (MP) ($25)
CO ($25) (15/12/2.0/25/1550) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25)
SB ($25)
BB ($25)
Pre-flop: Hero is MP with 6, 7
1 fold, Hero raises to $1.00, CO calls $1.00, 3 folds
Flop: ($2.35) 9, 8, 3 (2 players)
Hero bets $1.50 , SB calls
Turn: ($5.35) K (2 players)
Hero bets $3.50 , SB calls
River: ($12.35) A (2 players)
Hero bets All-in , SB folds
ახლა საპირისპირო სიტუაცია განვიხილოთ. რივერზე მზა ხელი არ გაგაჩნიათ, მაგრამ გიპირისპირდებათ ოპონენტი, რომელიც, თქვენი წარმოდგენით, მზად არის ძლიერი მზა ხელი დააგდოს.
მოწინააღმდეგეს რომ აიძულოთ უკეთეს ხელს დაემშვიდობოს, თქვენ მაქსიმალური ფოლდექუითის შექმნა გსურთ. ბორდის სტრუქტურა ხელსაყრელია, რადგანაც თერნზე და რივერზე სახიფათო კარტები ამოვიდა.
საჭიროა გვესმოდეს, რომ შოუდაუნ-ველიუ არ გაგვაჩნია, ბლეფი კი ერთადერთ შანსად გრჩებათ, რათა ბანკი მოიგოთ. ბორდის სტრუქტურა გულისხმობს დრო-ხელების არსებობას, რომლებიც ვერ გაძლიერდნენ, მაგრამ შოუდაუნზე თქვენ მაინც გიგებთ(მაგ: JTo, Q, J და ა.შ.).
დრო-ხელები, რომლებმაც უმაღლესი წყვილი მიიღეს რივერზე შესაძლებელია არსებობდეს (მაგ: A, 5). თუმცა მსგავს ოპონენტს გაუჭირდება ოვერბეთ-ფუში გაასწოროს თუნდაც უმაღლესი წყვილით, ამიტომაც მასზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოახდინოთ, შეეცდებით რა წარმოქმნათ რაც შეიძლება დიდი ფოლდ-ექუითი.
ოვერბეთი დაურეიზებელ ბანკებში:
ოვერბეთი უპირატესობას დაურეიზებელ ბანკებში სუსტი მოთამაშეების წინააღმდეგაც გაძლევთ. სტანდარტული დარეიზებული ბანკისგან განსხვავებით, ოვერბეთი ამ შემთხვევაში მხოლოდ ორ მიზანს ემსახურება:
- ველიუ
- ბანკის შენება
სუსტი მოთამაშეები პრეფლოპზევე უშვებენ შეცდომებს და ხშირად ავიწყდებათ პრემიუმ ხელების დაცვაც კი. პოსტფლოპზე ასეთ მოთამაშეებს მზა ხელებთან განშორება ძალიან არ უყვართ. მსგავსი მოთამაშეებისგან უნდა ვეცადოთ მაქსიმალური ველიუს ამოღებას, შესაძლებლობის შემთხვევაში ოვერბეთის აკურატულად გამოყენებით.
სტანდარტულ ფსონთან შედარებით ოვერბეთი მნიშვნელოვნად ზრდის ბანკს. განსხვავებას მალევე იგრძნობთ. საუბარი აქ მიდის ძირითადად „უბრალოდ ოვერბეთებზე“, რომლებიც ბანკის 1.2-1.5 ზომას შეადგენენ.
შეადარეთ ორი დარიგება ერთი და იმავე ოპონენტის წინააღმდეგ. შენიშნეთ, რამდენად ძლიერ მოქმედებს ოვერბეთის გამოყენება ბანკის ზომაზე.
ოვერბეთის მაგალითები დაურეიზებელ ბანკებში
მაგალითი 10: ველიუ ბეთები ავტომოპასუხესთან
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25) (40/5/1.0/33/600) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
MP ($25)
CO ($25) (37/2/0.8/35/750) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25)
SB ($25)
Hero (BB) ($25)
Pre-flop: Hero is BB with T , 7
UTG calls $0.25, 1 fold, CO calls $0.25, 2 folds, Hero checks
Flop: ($0.85) T, 7, 4 (3 players)
Hero bets $0.65, 1 fold, CO calls $0.65
Turn: ($2.15) 7 (2 players)
Hero bets $1.50 , CO calls $1.50
River: ($5.15) 5 (2 players)
Hero bets $4.00 , CO calls $4.00
Final Pot: $13.15
მაგალითი 11: პატარა ოვერბეთები ავტომოპასუხესთან
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
UTG ($25) (40/5/1.0/33/600) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
MP ($25)
CO ($25) (37/2/0.8/35/750) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25)
SB ($25)
Hero (BB) ($25)
Pre-flop: Hero is BB with T, 7
UTG calls $0.25, 1 fold, CO calls $0.25, 2 folds, Hero checks
Flop: ($0.85) T, 7, 4 (3 players)
Hero bets $1.30, 1 fold, CO calls $1.30
Turn: ($3.45) 7 (2 players)
Hero bets $5.00 , CO calls $5.00
River: ($13.45) 5 (2 players)
Hero bets $18.45 (All-in) , CO calls $18.45
Final Pot: $50.35
განსხვავება პირველ და მეორე ბანკს შორის არსებითია. ვაჭრობის თითოეულ ეტაპზე თქვენ დებთ ბანკზე მცირეოდენ მეტს, ესე იგი ფსონი 1.5*პოტზე დიდი არ არის. მიუხედავად ამისა, ასეთი „ფიში“ ოპონენტის წინააღმდეგ, შესძელით რივერზე გეთამაშათ სრულ სტეკზე, მაშინ, როდესაც სტანდარტული ფსონებით ბანკის მხოლოდ 13$-მდე გაზრდა მოახერხეთ.
შეკითხვა: რითი გააკეთებს მსგავს call-down-ს თქვენი ოპონენტი? აქვს თუ არა აზრი?
მსგავსი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშისას გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი მათგანი უკვე ვახსენეთ, პრეფლოპ ძალიან ცუდად თამაშობენ, ამიტომაც არასდროს არ უნდა გამორიცხოთ ისეთი ხელები, როგორებიცაა AA/KK/QQ/JJ, რომლებსაც ისინი პოსტფლოპზე არასდროს არ დაყრიან.
მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ ასეთი მოთამაშეები, ძალიან ხშირად გადაჭარბებულად ათამაშებენ უმაღლეს წყვილებს. თვითონ ბანკის გაზრდას AT/KT- ხელებით არასდროს ეცდებიან, მაგრამ ამავდროულად არც დაყრიან მსგავს კომბინაციებს.
მსგავსი ხელების წინააღმდეგ თქვენი მიზანია მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი დადოთ, რათა ბანკი იმდენად გაიზარდოს, რომ რივერზე სტეკზე თამაშის შესაძლებლობა მოგეცეთ.
დაურეიზებელი ბანკების თავისებურებები
მაშ ასე, კიდევ ერთხელ თუ დავატრიალებთ ყველაფერ ზემოთქმულს, გამოვიტანთ დასკვნას, რომ ოვერბეთები განსაკუთრებით მომგებიანია call-down-ებისა და სხვადასხვა მოქმედებების მოყვარული ოპონენტების წინააღმდეგ. ამგვარად, ავტომოპასუხეები ყველაზე სასურველი მსხვერპლები არიან, თუმცა მანიაკებიც საკმაოდ კარგად მიესადაგებიან ოვერბეთების გამოყენებას.
ბანკის შენებისა და ველიუს ამოღების გარდა, თქვენ, ნათელია, საკუთარ კომბინაციასაც იცავთ. თუმცა დრო-ხელების(მაგ: ფლეშ-დრო) გათამაშებაში ოვერბეთის გამოყენებისას ვერ იქნებით დარწმუნებული, რომ საკმარისი ფოლდ-ექუითი გაქვთ.
შესაბამისად ბანკში რამდენიმე სუსტი მოთამაშის არსებობისას, უკეთესია დრო-ხელები გაათამაშოთ მეტად პასიურად და საერთოდ უარი თქვათ სუფთა ბლეფზე. მეორეს მხრივ, ჩნდება ბალანსის პრობლემა. დაურეიზებელ ბანკში თუ ოვერბეთს აკეთებთ, რათა რივერზე მთლიანი სტეკი მაგიდის ცენტრისკენ გადაადგილოთ, თქვენ ყოველთვის ძლიერი მზა ხელი გეყოლებათ.
სგავსი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშისას, აღსანიშნავია, რომ ბალანსის უგულვებელყოფა შესაძლებელია. ყველაზე მომგებიანი მაინც სწორხაზოვანი თამაშია. სავარაუდოა, რომ მაგიდასთან ამ ფიშთან აღარასდროს აღარ აღმოჩნდებით. და მაინც... რომც მოგიწიოთ, საეჭვოა გაგიხსენოთ თქვენ და თქვენი ოვერბეთების მნიშვნელობა. ისინი ხომ, როგორც წესი, მოწინააღმდეგეების ტენდენციებს ყურადღებას საერთოდაც არ აქცევენ.
დასკვნა
დღეს თქვენ გაეცანით ოვერბეთების ძირითად უპირატესობებსა და ნაკლებს. ჩვენ ყველაზე უფრო პოპულარული სიტუაციები გავარჩიეთ, სადაც მსგავსი მოქმედება მომგებიანი და ეფექტურია. ველიუ, დაცვა, ბლეფი, ნახევარბლეფი და ბანკის შენება შესაფერისი არგუმენტებია ოვერბეთის სასარგებლოდ, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში გულდასმით უნდა აწონოთ მნიშვნელობა თითოეული ფაქტორისა.
პრეფლოპსა და ფლოპზე ფსონების ხაზების ბალანსირება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კარგი მოთამაშეების წინააღმდეგ, რადგანაც ასეთი სიტუაციები ყველაზე ხშირად გვხვდება. არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ოვერბეთები ან ოვერბეთ-ფუშები მხოლოდ ბლეფისთვის ან მხოლოდ ველიუს მისაღებად. დარწმუნდით, რომ თქვენი თამაში დაბალანსებულია.
უკანასკნელ თავში თქვენ გაიგეთ, რომ სუსტი მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებსაც შოუდაუნამდე მისვლა და ხელების გადაჭარბებულად გათამაშება უყვართ, ბალანსის პრობლემა მეორე პლანზე გადადის. მათ წინააღმდეგ შეიძლება კონცენტრირება მოვახდინოთ კონკრეტულად ბანკის შენებასა და მაქსიმალური ველიუს ამოღებაზე თითოეულ განცალკევებულ დარიგებაში.