ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით
- განმეორებითი ჩექის მიზანი
- განმეორებითი ჩექის პრინციპები
- დაბალანსება და ველიუზე თამაში
განმეორებითი ჩექი ულიმიტო ჰოლდემის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი იარაღია. მას ზოგადად მიიჩნევენ როგორც სისუსტის მაჩვენებელს, ხანდახან კი როგორც სლოუფლეის, მაგრამ მასში ბევრად უფრო მეტი რამ დევს.
მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, რომ უკეთ ჩავწვდეთ მის არსში და საჭიროა ვიცოდეთ როდის და ვის წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ხერხი.
როდის კეთდება განმეორებითი ჩექი?
პირველი კითხვა, რაზეც პასუხი უნდა გვქონდეს, არის: როდის შეიძლება გაკეთდეს განმეორებითი ჩექი და რა აზრი აქვს მას. განმეორებითი ჩექი ველიუს მიზნით შესაძლებელია მხოლოდ ფლოპზე და თერნზე, რადგან ფლოპამდე ჩექი ძლიერი ხელით ბანკს ვერ გაზრდის და ველიუს ვერ მოგვცემს. რივერზე განმეორებითი ჩექი კი უბრალოდ ხელს ამთავრებს.
ასე რომ სტატიის მთავარი მიზანია ფლოპზე და თერნზე განმეორებითი ჩექის გაანალიზებაა.
თქვენ ასევე შეისწავლით ისეთ ხერხს როგორიცაა: "განმეორებით ჩექი ბლეფის პროვოცირების მიზნით", როცა საქმე ეხება განმეორებით ჩექს თერნზე. ასევე განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს.
ხოლო რაც შეეხება განმეორებით ჩექს ფლოპზე, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევთ ვიდრე აქამდე აკეთებდით.
რატომ განმეორებითი ჩექი?
პირველ რიგში, თქვენ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, რატომ მაინცდამაინც განმეორებითი ჩექი?
ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან არჩევანი გვაქვს მასსა და ფსონს შორის. უკვე ვიცით, რომ ფსონი გვაძლევს fold equity-ს და ვიღებთ ველიუს უარესი ხელებისგან, სწორედ ამიტომ ფსონი ყოველთვის პირველ რიგში დგას.
ფსონის გაკეთებით შეგვიძლია დავაყრევინოდ უკეთესი ხელი მოწინააღმდეგეს და გადავახდევინოთ უარესი ხელით.
ველიუს გარდა ფსონით შესაძლებელია ხელის დაცვა მოსალოდნელი draw-ებისგან (რომლებიც გადაგვიხდიან) ასევე ბლეფისგან. ზოგ სიტუაციაში ბანკს იგებს ის მოწინააღმდეგე რომელიც უფრო ადრე გამოიჩენს აგრესიას.
სამწუხაროდ, ფსონის ტიპებს ასე მარტივად ვერ დავაჯგუფებთ და ზოგ სიტუაციაში, როდესაც ფსონს ვაკეთებთ, არ გვეცოდინება პასუხი კითხვაზე: რატომ? სწორედ ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, მხედველობაში უნდა მივიღოთ განმეორებითი ჩექის ვარიანტიც.
განმეორებითი ჩექის პრინციპები
და ზუსტად რას ნიშნავს განმეორებითი ჩექი? ფსონის არ გაკეთების შემთხვევაში, უარს ვამბობთ fold equity-ზე და ველიუზე. სამაგიეროდ, მას აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პლიუსი. ისეთები როგორიცაა:
- სიტუაცია: ძალიან წინ/ძალიან უკან
- ბანკის კონტროლი
- სლოუფლეი
- ბლეფის პროვოცირება
ლოგიკურად ყველა ზემოხსენებულ კონცეფციას ლოგიკური კავშირი აქვს განმეორებით ჩექთან. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.
ძალიან წინ/ძალიან უკან და ბანკის კონტროლი
თქვენ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ არ გჭირდებათ ხელის დაცვა. ცოტა არის ისეთი აუტები, რომლებიც გააუმჯობესებს თქვენ ან თქვენი მოწინააღმდეგის ხელს. ამიტომ ხართ წინ ან უკან, მაგრამ რთულია ზუსტად დადგენა.
ამავე დროს, არ გვინდა მარგინალური ხელით გავზარდოთ ბანკი. პატარა ბანკის მოგება არ დაგვაზარალებს, რადგან თქვენი ხელი ზედმეტად სუსტია დიდი ბანკის მოსაგებად.
მაგალითი 1
Stacks&Stats
UTG ($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100)
Pre-flop:Herois Button with Q T
3 folds, Hero raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) K, Q, 4 (2players)
BB checks, Hero bets $5.50, BB calls $5.50
Turn: ($19.50) 4 (2players)
BB checks, Hero...
ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ძალიან წინ/ძალიან უკან სიტუაციაში. JT-ს გარდა, თქვენ მოწინააღმდეგეს ვერ ეყოლება კარგი draw ხელი, რაც იმას ნიშნავს რომ დაცვას აზრი არ აქვს.
თუ თქვენ გააკეთებთ ფსონს, რა ტიპის ფსონი იქნება ეს? რომელი უარესი ხელი მიიღებს ჩვენ ფსონს ქოლით?
სლოუფლეი
თქვენ გყავთ ძლიერი ხელი, მაგრამ არ გსურთ სუსტი ხელები გამოთიშოთ თამაშიდან. იმედი გაქვთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგე გააუმჯობესებს თავის ხელს შემდეგ ქუჩებზე, მაგრამ იმ იმედით რომ ჩვენ მაინც წინ დავრჩებით. ამ მაგალითში მოყვანილია სიტუაცია, როდესაც განმეორებითი ჩექი უფრო მეტ ველიუს გვაძლევს ვიდრე ფსონი.
მაგალითი 2
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100)
Pre-flop:HeroisButtonwith A A
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB raises to $14.00, Hero calls $14.00
Flop: ($28.50) A K 5 (2players)
BB checks, Hero checks
თქვენ გადაწყვიტეთ სლოუფლეი ფლოპამდე და გეგმას მიყვებით. შესაძლებელია ფსონიც, მაგრამ სტეკზე ისედაც ეთამაშებით ხელებს როგორიცაა AK/Ax/KK/55. განმეორებითი ჩექის შემთხვევაში კი მოწინააღმდეგეს აძლევთ საშუალებას, რომ გააუმჯობესოს ხელი. შემდეგ ქუჩებზე ამოსული K კი გახდის მოწინააღმდეგის ხელს სტეკზე სათამაშოს. მაგალითად: AK, KQ და Kx.
ამასთან ერთად, მოგვცემს საშუალებას რომ მივიღოთ ველიუ შემდეგ ქუჩებზე. თუ თქვენი მოწინააღმდეგე ისევ ჩექს გააკეთებს, შეგეძლებათ მიიღოთ ველიუ ისეთი ხელებისგან როგორიცაა KT+,Ax,
Turn: (28.50) 2 (2players)
BB checks, Hero bets $23.00, BB calls $23.00
River: (74.50) 8 (2players)
BB checks, Hero bets $63.00 (All-in), BB calls $63.00
ბლეფის პროვოცირება
უმეტეს შემთხვევაში თქვენ ნახავთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგე სუსტ ხელს გადააქცევს ბლეფად ვიდრე ჩექ/ქოლით ითამაშებს თქვენ ფსონზე.
მაგალითი 3
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100)
Pre-flop:HeroisButtonwith J T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) J 2 2 (2players)
BB checks, Hero bets $5.50, BB calls $5.50
Turn: ($19.50) A (2players)
BB checks, Hero checks
River: (19.50) 5 (2players)
BB bets $8.00, Hero calls $8.00
ამ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ ბეთი თერნზე, იმისათვის რომ გავაკეთოთ ქოლი რივერზე. თერნზე განმეორებითი ჩექით ვაკეთებთ ბლეფის პროვოკაციას, ამავე დროს ვაკონტროლებთ ბანკს. თქვენ გსურთ, რომ მოწინააღმდეგეს, რომელსაც შეიძლება არაფერი ჰყავდეს, ვაჩვენოთ სისუსტე განმეორებით ჩექის სახით, რის შედეგადაც მას შეუძლია იბლეფოს ნებისმიერი ხელით რივერზე. თუმცა მსგავს შემთხვევებში ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ოპონენტის ტიპი
მოქმედება თერნზე: განმეორებითი ჩექი ბლეფის პროვოცირებისთვის თუ ფსონი/ფოლდი უფასო შოუდაუნისთვის?
სანამ თერნზე განმეორებით ჩექს გააკეთებდით, ალბათ რამდენჯერმე დაუსვამდით ამ შეკითხვას საკუთარ თავს. თუ ჩექი იმის იმედად რომ თქვენი აუტი მოვიდოდა, ან დანებება გქონდათ გადაწყვეტილი.
დავუბრუნდეთ მაგალით 3-ს:
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (19/16/3.7/23) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith J T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) J 2 2 (2players)
BB checks, Hero bets $5.50, BB calls $5.50
Turn: ($19.50) A (2players)
BB checks, Hero ...
თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მოწინააღმდეგე ლუზ ქოლს არ გააკეთებს თერნზე, სამაგიეროდ ხშირად იბლეფებს რივერზე. ამ მიზეზების გათვალისწინებით თქვენ არ ხართ ვალდებული დაიცვათ ხელი ფლეშ-დროუსგან.
მაგრამ რა მოხდება თუ თქვენ გყავთ სხვა ტიპის მოწინააღმდეგე?
მაგალითი 4
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (38/9/1.0/33) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith J T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) J 2 2 (2players)
BB checks, Hero bets $5.50, BB calls $5.50
Turn: ($19.50) A (2players)
BB checks, Hero ...
ამ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული მოწინააღმდეგე გვყავს. მან შეიძლება დაგვიქოლოს უარესი ხელებით თერნზე; ისევე როგორც კარგი დროუ ხელებით (ოდსები და პოზიცია ნაკლებად მნიშვნელოვანია მისთვის) ასევე შეიძლება დაგვიქოლოს ჯიბის წყვილებით ან სხვა მაღალი კარტებით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პასიური მოთამაშე ხშირად იბლეფებს რივერზე. თუ რაღაც მომენტში ის დიდ ფსონს გააკეთებს, ძალიან გაგვიჭირდება call-ის გაკეთება. ასე რომ, უმჯობესია ველიუ ბეთი თერნზე: ველიუსთვის, დაცვისთვის და უფასო შოუდაუნისთვის.
განმეორებითი ჩექი ბლეფის პროვოცირებისთვის:
- მოწინააღმდეგე უნდა იყოს აგრესიული
- მან არ უნდა გაგვიკეთოს ლუზ ქოლი თერნზე (წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ველიუ ფსონი)
- მას უნდა ჰქონდეს მაღალი AF რივერზე
- ბორდი უნდა იყოს მშრალი
- თქვენი ხელი უნდა იყოს სუსტი იმისთვის რომ ვითამაშოთ ფსონი/ქოლი დაცვისთვის
ფსონი უფასო შოუდაუნისთვის:
- თქვენი მოწინააღმდეგე ხშირად უნდა ქოლავდეს სუსტი ხელებით
- თქვენი მოწინააღმდეგე უნდა იყოს შედარებით პასიური და მისგან იშვიათად უნდა ველოდებოდეთ რივერზე ბლეფს
- უნდა დაყაროთ ხელი რივერის დიდ ფსონზე (ბლეფის პროვოცირება შეუძლებელია)
- თქვენი ხელი ზედმეტად სუსტია რომ ითამაშოთ ფსონი/ქოლი
თერნზე თამაშის პრინციპების გადატანა ფლოპზე
თერნის თამაშის ფლოპზე გადმოტანისას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ორი რამ:
- დარჩენილია 2 ქუჩა
- Draw-ხელებს უკეთესი შანსი აქვთ ხელის მოგების ვიდრე თქვენ
ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდახან მზად უნდა იყოთ 2 ფსონის დაქოლვისთვის თუ გსურთ ბლეფის პროვოცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედი უნდა გქონდეთ, რომ მოწინააღმდეგე გაგვიკეთებს check-ს თერნზე და რივერზე, რაც საშუალებას მოგვცემს ვნახოთ შოუდაუნი უფასოდ.
როდის შეგიძლიათ გააკეთოთ განმეორებითი ჩექი ფლოპზე
თერნისგან განსხვავებით ფლოპზე ჩვენი მიზანი არ არის ბლეფის პროვოცირება, არამედ უარესი ხელებით ველიუ ფსონების მიღება.
მოყვანილი მაგალითი ზუსტად ასახავს ამ კონცეფციას.
მაგალითი 5
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith K T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 3 K (2players)
BB checks, Hero...
ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი. ჩვენ გვყავს ტოპ წყვილი. ჩვენი მოწინააღმდეგე კი შედარებით tight-ი არის, ამიტომ ის შეეცდება პატარა ბლეფის გაკეთებას უფრო ხშირად, ვიდრე ლუზ ქოლის. როგორ მოიქცეოდით ფლოპზე?
მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოთამაშეების უმეტესობას არ ესმის რატომ აკეთებენ მსგავს შემთხვევებში ფსონს და რა არის მისი მიზანი.
დაბალანსება ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს სიტუაციებში, იმიტომ რომ არც თუ ისე იშვიათად მოვხვდებით ამ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ოპონენტები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას მსგავს სიტუაციებს, ისინი შეეცდებიან გააანალიზონ მოქმედებები ფლოპზე და თუ განმეორებით ჩექს დავაბალანსებთ, ხშირად გადაგვიხდიან უარესი ხელებით მსგავს სიტუაციებში, რადგან მათ ექნებათ ინფორმაცია, რომ ჩვენ ტოპ წყვილით განმეორებით ჩექს ვაკეთებთ.
მაგალითი 6
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith 5 7
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 7 7 A (2players)
BB checks, Hero bets $5.50, BB...
თქვენმა მოწინაღმდეგეებმა შეიძლება დაასკვნან, რომ იმის ალბათობა, რომ თქვენ გყავთ A დაბალია და ხშირად შეეცდებიან იბლეფონ თქვენს წინააღმდეგ. მათ ასევე შეიძლება იფიქრონ, რომ ჩვენ იშვიათად ვაკეთებთ ფსონს ტოპ წყვილით. ბალანსირება პრობლემას წარმოადგენს მსგავს სიტუაციებში. სწორედ ამიტომ მოგვიწევს არჩევნის გაკეთება.
დაბალანსება თუ ველიუზე თამაში?
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც უნდა ვიცოდეთ დაბალანსებაზე არის: რამდენად საჭიროა ის? და საერთოდ გვჭირდება თუ არა? ვის წინააღმდეგ თამაშობთ? აქცევენ თუ არა ოპონენტები ყურადღებას ჩენს თამაშს? რა უფრო მნიშვნელოვანია: შენიღბვის ელემენტების შეტანა თამაშში, თუ კონკრეტულ დარიგებაში მაქსიმალური EV-ს მიღება?
მოთამაშეების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ის არის, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ხელის შენიღბვას, რაც ველიუზე თამაშის საპირისპიროა და ფაქტობრივად უარს ამბობენ მასზე.
რამდენიმე კითხვა ზემოხსენებულ პრობლემაზე:
- არიან თუ არა მოწინააღმდეგეები ცუდი მოთამაშეები (დაბალანსება არ არის საჭირო)?
- შეუძლიათ თუ არა მათ სიტუაციების მიხედვით ადაპტაცია?
- არიან თუ არა აგრესიულები?
- ხშირად თამაშობთ თუ არა მათ წინააღმდეგ, მიიღებთ ველიუს ბალანსის გამო მომდევნო დღეებში? თუ თქვენს ლიმიტზე ძალიან სწრაფად იცვლებიან მოთამაშეები.
გაგრძელებული ფსონი
მიუხედავად ყველაფრისა, გაგრძელებული ფსონი ჩვენი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, მისი საშუალებით, ვაბალანსებთ ხელების სხვადასხვა სპექტრებს, სწორედ ამიტომ ძნელია ჩვენი წაკითხვა. მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ არ არის აუცილებელი გავაკეთოთ გაგრძელებული ფსონი ძალიან სუსტი ხელებით.
დავუბრუნდეთ მაგალითი 5-ს
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith K T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 3 K (2players)
BB checks, Hero checks
Turn: ($8.50) 8 (2players)
BB bets to $5.50, Hero...
თქვენ გადაწყვიტეთ გაგეკეთებინათ განმეორებითი ჩექი ფლოპზე, მაგრამ ამით დაბალანსებაზე უარი თქვით.
რატომ?
პირველ რიგში აქ გაკეთებული ფსონის ტიპი გაურკვეველია. წესით ეს უნდა იყოს ველიუ ფსონი, მაგრამ ყოველთვის როდესაც ვაკეთებთ ფსონს ველიუსთვის, უნდა არსებობდეს ისეთი უარესი ხელები რომლებიც გადაგვიხდიან.
ამ შემთხვევაში კი ძნელი სათქმელია. ბორდი მშრალია (ასე რომ დაცვა არ არის სავალდებულო) ამავე დროს მოწინააღმდეგეს შეიძლება ხშირად ჰყავდეს ხელები როგორებიცაა KQ/KJ, ან თუნდაც AK(ძალიან იშვიათად).
ძალიან პატარა შანსი გვაქვს იმის, რომ აქ ჩვენ ფსონს ლუზ ქოლით მიიღებენ. ასევე შეიძლება ოპონენტმა სხვა ვარიანტი არჩიოს და გაგვიკეთოს ჩექ/რეიზი. მისი იმიჯიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ხელის დაყრა ხშირად მოგვიწევს.
ახლა კი გავაანალიზოთ: რა მოხდება თუ ჩექ/რეიზს გაგვიკეთებს ფლოპზე. რა სურს მას რომ ჩვენ ვიფიქროთ? ჩვენ სულ რამდენიმე ხელი გვიგებს. ყველა ზემოხსენებულ პრინციპებიდან აქ გაგვახსენდება ძალიან წინ/ძალიან უკან სიტუაცია. შეიძლება თუ არა, რომ მოწინააღმდეგე ზედმეტად აფასებდეს(overplay) თავის Kx ხელს? უნდა არეიზებდეს თუ არა 3x-ხელს ველიუსთვის? ან სულაც შეიძლება თუ არა, რომ ბლეფობდეს? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ თამაში თუნდაც Kx-ხელით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქცევის ახსნა არ შეგვიძლია.
ზოგადად რა დგას განმეორებითი ჩექის უკან, და რა გვიბიძგებს მისი გაკეთებისკენ?
- თქვენი ხელი სუსტია რომ გაუძლოს ჩექ/რეიზს.
- არ არის საჭირო დაცვა.
- ძალიან ცოტა ხელია, რომლებიც გააკეთებენ call-ს რის შედეგადაც მივიღებთ ველიუს.
- ოპონენტი იშვიათად აკეთებს ლუზ ქოლს.
- მაღალი შანსია იმისა, რომ ოპონენტი გააკეთებს ლაით ფსონს ველიუსთივს თერნზე.
ახლა კი, განვიხილოთ შემთხვევა როდესაც თქვენ შეიძლება ივარაუდოთ, რომ ოპონენტმა შეიძლება ითამაშოს check/call დაბალი ჯიბის წყვილით. რაც სავსებით რეალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაწყდებით მორიგ პრობლემას:
თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ველიუ ფსონი ყველა ქუჩაზე ასეთი ხელებით თუნდაც საშუალო სიძლიერის ოპონენტთან.
ვთქვათ მოვხვდით მსგავს მაგალითში, და ვარჩიეთ გაგრძელებული ფსონი ფლოპზე და ოპონენტმა ქოლით მიიღო:
მაგალითი 7
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith K T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 3 K (2players)
BB checks, Hero Bets to $5.50, BB calls $5.50
Turn: ($19.50) 8 (2players)
BB checks, Hero...
ახლა რას ვაკეთებთ? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ხელი გვყავს, ოპონენტის ქოლი აშკარად არ გვსიამოვნებს. შეგვიძლია გავაკეთოთ მეორე გაგრძელებული ფსონი? თუ ველიუ ფსონს აღარ ვაკეთებთ ისეთ კარტზე რომელიც არაფერს არ ცვლის, მაშინ იყო თუ არა ველიუ ფსონი ფლოპზე?
მაგალითი 8
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith K T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 3 K (2players)
BB checks, Hero Bets to $5.50, BB calls $5.50
Turn: ($19.50) 8 (2players)
BB checks, Hero Bets to $13.00, BB calls $13.00
River: ($45.50) 7 (2players)
BB checks, Hero...
ასეთ სიტუაციაში, ძალიან უნდა გიხაროდეთ ის, რომ მიიღეთ უფასო შოუდაუნი მსგავს ოპონენტთან. თუნდაც დონქბეთი (რომელიც სისუსტის ნიშანია) ძალიან არ გვესიამოვნებოდა რივერზე.
ზოგადად, ასეთ სიტუაციებში უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: შეიძლება თუ არა ველიუ ფსონის გაკეთება რივერზე როდესაც მან თერნის ფსონი ქოლით მიიღო?
ბევრი მოთამაშე, მსგავს სიტუაციაში თავის ხელს ბლეფად აქცევს, და შეეცდება ოპონენტს დააყრევინოს უკეთესი K მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ველიუ ფსონებს აკეთებდნენ. ზოგი კი ვერ აანალიზებს სიტუაციას სათანადოდ და აკეთებს ველიუ ფსონს იმის იმედად რომ ოპონენტი უარესი ხელით გადაიხდის, მაგრამ რომელი უარესი ხელი შეიძლება ჰყავდეს მოწინააღმდეგეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, რადგან უარესი ხელი ოპონენტს ძალიან იშვიათად ეყოლება. ხოლო რაც შეეხება უარესი ხელით ჩვენ ველიუ ფსონის გადახდას, ეს თითქმის არასდროს მოხდება. ველიუ ფსონი რივერზე არაფრის მომტანია, უარესი ხელი რომელიც ოპონენტს ძალიან იშვიათად ეყოლება დაყრის, ხოლო უკეთესი კი გადაგვიხდის.
თუ თქვენ ამ მოსაზრებას ეთანხმებით, მაშინ გადახედეთ თქვენს თამაშს. თუ შეუძლებელია, რომ გავაკეთოთ ფსონი ველიუსთვის სამივე ქუჩაზე იმიტომ, რომ ჩვენი ხელი უბრალოდ ძალიან სუსტია ამისთვის, ამავე დროს თქვენ ხელს არ სჭირდება დაცვა, რატომ აკეთებთ ფსონს ფლოპზე?
ზოგადად, რივერზე ბლეფი არ არის შეცდომა, ხშირად ოპონენტს ეყოლება უკეთესი K, რომელიც შესაძლებელია დაყაროს რივერის დიდ ფსონზე, მაგრამ გრძელვადიან დისტანციაზე ჩვენ გათამაშების ხაზში გაჩნდება შეცდომა: ხელის, რომელსაც აქვს შოუდაუნ ველიუ, ბლეფად გადაქცევა.
ახლა კი ვნახოთ შემთხვევა, როდესაც თქვენ ფლოპზე განმეორებითი ჩექი არჩიეთ.
მაგალითი 9
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith K T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 3 K (2players)
BB checks, Hero checks
Turn: ($8.50) 8 (2players)
BB Bets to $5.50, Hero calls $5.50
თქვენ გადაწყვიტეთ გამოგეყენებინათ განმეორებითი ჩექი ფლოპზე. თქვენ ზუსტად იცოდით რა სიძლიერის ხელი გყავდათ და შეუძლებელი იყო სამივე ქუჩაზე ველიუ ბეთის გაკეთება მსგავს ოპონენტთან. ასევე, პასიური მიდგომის გამო, ვუბიძგეთ ფსონის გაკეთებისკენ უარესი ხელებით. ეს შეიძლება იყოს როგორც ბლეფი, ასევე ლუზ ველიუ ფსონი
ორივე შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტ მოგებას ვნახავთ, რადგან ფლოპის ფსონზე ოპონენტი მსგავს ხელებს უბრალოდ გადაყრიდა.
ეს არის ზღვრული შემთხვევა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ოპონენტი არ არის ძალიან აგრესიული, მაინც ხშირად გაჭრის ეს ხერხი და სწორედ მსგავსი ოპონენტები უნდა იყვნენ ჩვენი ხერხის სამიზნე.
მაგალითი 10
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith K T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 3 K (2players)
BB checks, Hero checks
Turn: ($8.50) 8 (2players)
BB Bets to $5.50, Hero calls $5.50
River: ($19.50) 7 (2players)
BB Bets to $12.00, Hero calls $12.00
ჩვენ მივედით შოუდაუნამდე, ამასთან ერთად ბანკის ზომა იმხელაა, რამხელასაც ჩვენი ხელის სიძლიერე წვდება. ამაზე დიდ ბანკებს მსგავს სიტუაციაში კი ძალიან იშვიათად მოვიგებთ.
ახლა კი დავახარისხოთ მოწინააღმდეგის შესაძლო ხელების სპექტრები.
ყველაზე ხშირად ოპონენტს ეყოლება სპექტრი : (1) ხელები რომლებიც გიგებენ, (2) სუსტი ხელები რომლებსაც თქვენ უგებთ და (3) ბლეფ ხელები...
- (1): AK/KQ/KJ/3x
- (2): QQ-44
- (3): 45s-JTs, AQ-/QJ-
ბანკის ზომა დაახლოებით იგივე იქნებოდა სპექტრი (1)-ის დროს. ფლოპის შემდეგ ეს ხელები გაგვიკეთებდნენ ფსონს ველიუსთვის და ასევე მიიღებდნენ ჩვენ ფსონს ქოლით. ყველაზე მეტს კი თქვენ მოიგებთ (3) სპექტრთან. ეს ხელები დაყრიან ფლოპზე თქვენ ფსონზე, მაგრამ:
- ფსონის შემთხვევაში, თქვენმა მოწინააღმდეგემ შეიძლება ჩექ/რეიზით იბლეფოს, მაგრამ სტეკზე სათამაშოდ მზად არ იქნებით, ამიტომ დაყრით უკეთეს ხელს.
- განმეორებით ჩექის შემთხვევაში კი მოწინააღმდეგემ შეიძლება იბლეფოს თერნზე და რივერზეც.
მთავარი ის არის, რომ მსგავსი ტიპის მოწინააღმდეგეებთან ეს ხერხი ჭრის.
სპექტრი (2) კი ზღვრული შემთხვევაა. მსგავსმა ოპონენტმა შეიძლება არ გააკეთოს 3bet QQ-ხელით პრეფლოპზე, მაგრამ ჩვენი განმეორებით ჩექის შემდეგ, შეიძლება იფიქროს რომ ძალიან წინ არის. ასევე შეიძლება გააკეთოს ველიუ ფსონები ხელებით როგორიცაა JJ-TT და ა.შ, იმ მიზეზით, რომ ჩვენ შეიძლება გვყავდეს დაბალი ჯიბის წყვილი და ფლოპზე ამოსული K ასუსტებს ჩვენ ხელს.
შეიძლება იფიქროთ, რომ ოპონენტს შეიძლება არ სურდეს დაყაროს TT-QQ ხელები. დავკარგავთ თუ არა ველიუს ფლოპზე განმეორებითი ჩექით?
პასუხი არის არა, რადგან არსებობს გვიანი გაგრძელებული ფსონი (late c-bet). ეს არის იგივე გაგრძელებული ფსონი რომელსაც ვაკეთებთ თერნზე (თუ ფლოპზე ჩექი გავაკეთეთ).გვიანი გაგრძელებული ფსონი უფრო სუსტია ვიდრე ჩვეულებრივი გაგრძელებული ფსონი სწორედ ამიტომ, უფრო გაგვიადვილდება ველიუ ფსონების გაკეთება.
ასერომ, მაინც მოგვეცემა შანსი, რომ გავაკეთოთ ფსონი თერნზე და მივიღოთ ლაით ქოლი ოპონენტისგან და ამით არ ვკარგავთ ველიუს.
მაგალითი 11
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith K T
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 3 K (2players)
BB checks, Hero checks
Turn: ($8.50) 8 (2players)
BB checks, Hero Bets to $5.50, BB calls $5.50
River: ($19.50) 7 (2players)
BB checks, Hero Bets to $12.00, BB calls $12.00
თუ ამ ყველა მაგალითს გავაცნობიერებთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი მათ. ლოდინი ყველაზე მაღალია მსგავს სიტუაციებში, თუ გავაკეთებთ განმეორებით ჩექს ფლოპზე.
- უფრო სუსტ ხელებს შეუძლიათ იბლეფონ თერნზე და რივერზე.
- სუსტ ხელებს შეუძლიათ ლაით ველიუ ფსონის გაკეთება.
- წააგებთ მინიმუმს ძლიერი ხელების წინააღმდეგ.
- მოწინააღმდეგის ბლეფი ვერ იქნება წარმატებული.
- თერნზე თქვენი ფსონი უფრო ფართო სპექტრით შეიძლება დაქოლონ ვიდრე ფლოპის ფსონი.
მოწინააღმდეგის ლაით ველიუ ბეთის მაგალითები
მაგალითი 12
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (25/20/4.1/24) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith A J
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 8 A (2players)
BB checks, Hero checks
Turn: ($8.50) 8 (2players)
BB bets to $5.50, Hero...
მსგავს სიტუაციებში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მოწინააღმდეგე ფსონს უფრო სუსტი ხელებით აკეთებს ველიუსთვის. Ax ხელების გარდა, მან ეს შეიძლება დაბალი ჯიბის წყვილით გააკეთოს. ან შეიძლება საერთოდ არაფერი ჰყავდეს და ბლეფობდეს.
ასერომ თავისუფლად შეგიძლიათ ექშენი რივერისთვის გადადოთ. რაც უფრო აგრესიულია მოწინააღმდეგე, უფრო მეტი აზრი აქვს ამის გაკეთებას.
მაგალითი 13
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (36/30/4.5/22) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith A K
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 7 7 A (2players)
BB checks, Hero checks
Turn: ($8.50) 3 (2players)
BB bets to $5.50, Hero $5.50
River: ($19.50) 4 (2players)
BB Bets to $16.50, Hero Raises to $45.00
თუ ბორდი მოიტანს დამატებით draw-ებს, თავი არ შეიკავოთ და თერნზე raise გააკეთეთ. ასევე შეიძლება ამის დაბალანსებაც; (იხილეთ სტატიის დასასრულში).
მაგალითი 14
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)
Hero($100)
SB($100)
BB ($100) (36/30/4.5/22) [VPIP/PFR/AF/WTS]
Pre-flop:HeroisButtonwith A K
3 folds, Hero Raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 7 8 A (2players)
BB checks, Hero checks
Turn: ($8.50) 6 (2players)
BB Bets to $5.50, Hero Raises to $18.00
მსგავსი მოქმედებები არასტანდარტულია, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ მათემატიკური ლოდინი იზრდება თუ თქვენზე სუსტ ხელს გააკეთებინებთ ფსონს ველიუსთვის.
მოწინააღმდეგის ტიპები
ყოველთვის უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება მოწინააღმდეგეებს, იმიტომ რომ ეს ხერხი ყველა ტიპის მოწინააღმდეგისთვის არ არის მიზანშეწონილი.
როგორც ზემოხსენებულ მაგალითში ვნახეთ, პასიური სტილი შესაფერისია აგრესიული მოწინააღმდეგეების შემთხვევაში(და პირიქით).
თქვენ უნდა გააანალიზოთ, შეეცდება თუ არა მოწინააღმდეგე იბლეფოს, გააკეთოს ლაით ველიუ ფსონები, ან სულაც ურჩევნია ითამაშოს პასიურად და გადაიხადოს ჩვენი ველიუ ფსონები უარესი ხელებით.
ასე რომ, განმეორებითი ჩექის სამიზნე არ არიან ავტომოპასუხეები, ან ზოგადად პასიური მოთამაშეები. ავტომოპასუხეების შემთხვევაში უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ის გადაგვიხდის უარესი ხელებით, მაგრამ იშვიათად გააკეთებენ ბლეფს თერნზე. ასევე ლოგიკურია, რომ თუ მივიღეთ ჩექ/რეიზი ფლოპზე, ესე იგი ძლიერ ხელს დავეჯახეთ. მსგავსი პრობლემები იშვიათია აგრესიული მოწინააღმდეგის პირისპირ თამაშისას.
ბორდები
შეუძლებელია ყველა სახის ბორდის განხილვა, ამიტომ თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ თუ რომელი ბორდი არის შესაფერისი ამ ხერხისთვის.
ჩვენ მოვიყვანეთ ფაქტები, მაგრამ კონკრეტულად რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ბორდმა?
- დროუ ხელების არ არსებობა
- ძალიან ცოტა უარესი ხელი რომლებმაც შეიძლება გადაგვიხადონ
- ტიპიური ძალიან წინ/ძალიან უკან ბორდები (არც თქვენ და არც თქვენ მოწინააღმდეგეს არ უნდა გქონდეთ ბევრი აუტი)
- ცოტა ხელი რომლებიც აკეთებენ ჩექ/რეიზს ველიუსთვის
იდეალური ბორდი პირველ მაგალითში იყო ნაჩვენები:
KTo - K33r ფლოპზე აკმაყოფილებს ყველა მოყვანილ მოთხოვნას.
შესაძლო დროუ ხელების არ არსებობა
თუ ბორდი იქნებოდა K33, ფლეშ draw შესაძლებელი მაგრამ ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა.
K34 მსგავს ფლოპზე დროუ ხელების შესაძლებლობა ნელ ნელა იზრდება, მაგრამ თავში უნდა გვქონდეს შეკითხვაზე პასუხი: რომელი უარესი ხელი გადაიხდის ჩვენი ფსონის შემდეგ? და ასევე რომელია ის დროუ ხელი რომლებსაც საშუალება აქვთ +EV ქოლი გაგვიკეთონ.
KQT კი რა თქმა უნდა სველი (draw heavy) ბორდია და დაცვა გვჭირდება. ასევე ბორდზე K74 შესაძლებელია ოპონენტს ჰყავდეს 56 ანუ სთრეით-დროუ, მაგრამ ეს იშვიათად მოხდება და მსგავს ბორდებზეც არ გვჭირდება დაცვა. იმის გარკვევა, თუ რა draw ხელები შეიძლება ჰყავდეს ოპონენტს და გვჭირდება თუ არა მათგან დაცვა გამოცდილებასთან (ბევრი ხელის თამაშთან) ერთად მოვა.
რამდენიმე ხელი, რომლებიც აკეთებენ ჩექ/რეიზს ველიუსთვის
KTo - K33r ბორდზე სწორად შეესაბამება ამ მაგალითს. ოპონენტს იშვიათად ეყოლება უკეთესი ხელი. გააკეთებდა თუ არა raise-ს (KJ+) ხელით ეს უკვე სხვა საქმეა. ასე რომ, არ არის მარტივი bet/fold-ის თამაში, რადგან ხშირად იქნება ისეთი სიტუაცია რომ მოწინააღმდეგე შეეცდება ბლეფს.
თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ აჯობებს თუ არა განმეორებითი ჩექი. ეს პირველ რიგში ეხება იმ დარიგებებს სადაც მაგიდა დაწყვილებულია (=> იეტის თეორემა), რომლებზეც რეიზი(3-ბეთი) თითქმის ყოველთვის ბლეფი იქნება.
3bet ბანკები
ეს ხერხი შესაძლებელია გამოვიყენოთ 3bet ბანკებშიც. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არ უნდა გავაკეთოთ გაგრძელებული ფსონი ყველა 3bet ბანკში. 3bet ბანკში უკვე ბევრი განსხვავებაა, ვიდრე ჩვეულებრივად დარეიზებულ დარიგებაში, მაგრამ უფრო სტანდარტული ხდება პასიური თამაში ფლოპზე:
- ნაკლებად საჭიროა დაბალანსება.
- არ აკეთებთ გაგრძელებულ ფსონს ყველა ფლოპზე.
- ბანკი უკვე დიდია, ამიტომ ძნელია არ გავაკეთოთ ფსონი ველიუსთვის. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ all-in რივერზე.
- Light-ქოლები მოწინააღმდეგისგან ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ისინი ბანკზე მიბმულები გახდებიან.
- უფრო ხშირად იხილავთ ჩექ/რეიზს ოპონენტისგან 3bet ბანკში თუ მას კარგი სათამაშო ხელი ჰყავს. მას ძალიან იშვიათად ექნება საჭირო მოსალოდნელი პოტ-ოდსები დროუ ხელების მომგებიანად გასათამაშებლად, ამიტომ ძირითადად ითამაშებენ push ან fold პრინციპით.
- დაცვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ შედარებით იშვიათად შევხვდებით დროუ-ხელებს 3bet ბანკში.
მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, სადაც აღწერილია სასურველი ოპონენტის ტიპი მსგავსი ხერხის გამოყენებისთვის. იფიქრეთ, არის თუ არა ჩექი ფლოპზე კარგი გადაწყვეტილება.
მაგალითი 15
Stacks&Stats
CO($100)(16/12/2.0/26) [VPIP/PFR/AF/WTS]
Hero ($100)
Pre-flop:HeroisButtonwith A, A
2 folds, CO raises to $4.00, Hero raises to $12.00, 2 folds, CO calls $12.00
Flop: ($25.50) 3 , 4 , 9 (2 players) CO checks, Hero checks
მაგალით 2-ში დემონსტრირებულია, რომ მსგავს შემთხვევებში შეგვიძლია მივიდეთ all-in ამდე თერნზე ან რივერზე; ასე რომ ველიუს არ ვკარგავთ. ძალიან ხშირად სტეკს მოუგებთ ოვერწყვილებს, მაგრამ მარგინალურმა ხელებმა შეიძლება ხშირად გაგვიკეთონ ბლეფი. ასევე ბევრი წყვილით შეიძლება გაგვიკეთონ ფსონი ველიუსთვის თერნზე, ან შეიძლება უბრალოდ იცავდნენ საკუთარ ხელს. როდესაც ჩვენ შეიძლება გაგვეკეთებინა განმეორებით ჩექი AK/AQ/და ა.შ -ხელებით.
მაგალითი 16
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)(40/13/0.9/31) [VPIP/PFR/AF/WTS]
Hero($100)
SB($100)
BB($100)
Pre-flop:HeroisButtonwith A, A
2 folds, CO raises to $4.00, Hero raises to $12.00, 2 folds, CO calls $12.00
Flop: ($25.50) 3 , 4 , 9 (2 players)
CO checks, Hero bets to $17.00
ამ ოპონენტის წინააღმდეგ თქვენ უნდა გააკეთოთ ფსონი. ის პასიურია, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ იშვიათად გააკეთებს ლაით ველიუ ფსონებს თერნზე. ასევე ის არ დაგვიყრის საშუალო წყვილებს ან 9x-ხელებს. თქვენ ხშირად მიიღებთ ველიუს უარესი ხელებით, ამავე დროს ნებისმიერმა მაღალმა კარტმა შეიძლება დააფრთხოს ჩვენი ოპონენტი და აღარ გადაგვიხადოს თერნზე ან რივერზე, თუ მას ჰყავს 9x, TT, 88-. ასევე არც ავტომოპასუხეები არიან 3bet ხელში პასიური გათამაშებისთვის შესაფერისი.
მაგალითი 17
Stacks&Stats
UTG($100)
MP($100)
CO($100)(30/19/3.2/25) [VPIP/PFR/AF/WTS]
Hero($100)
SB($100)
BB($100)
Pre-flop:HeroisButtonwith A, K
2 folds, CO raises to $4.00, Hero raises to $12.00, 2 folds, CO calls $12.00
Flop: ($25.50) 3 , 4 , K (2 players)
CO checks, Hero checks
ეს მაგალითი ზღვრული შემთხვევაა. განმეორებითი ჩექი არ გვაზარალებს, იმ შემთხვევებშიც, როდესაც ჩვენმა ოპონენტმა იცის, რომ იშვიათად ვაკეთებთ ჩექს ფლოპზე. მაგრამ თუ ჩვენ ავაცილეთ ამ ბორდს, იდეალური შემთხვევა იქნებოდა გაგრძელებული ფსონისთვის.
ამ შემთხვევაში საჭიროა შევიმუშაოთ ტაქტიკა. თუ თქვენ იცით, რომ ოპონენტი იშვიათად გააკეთებს check-raise-ს, მაგრამ შეუძლია გააკეთოს ლაით ფსონი ველიუსთვის, განმეორებითი ჩექი კარგი თამაში გამოვიდოდა. მას ჩექი შეიძლება სისუსტედ ჩაეთვალა, რადგან ფსონით მარგინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით ხელებით როგორებიცაა QQ-77.
ასერომ მოწინააღმდეგე შეეცდება თქვენთან იბლეფოს, ან გააკეთოს ფსონი ველიუსთვის ხელებით როგორებიცაა : KQ/QQ-. თუ თქვენ ფიქრობთ რომ მოწინააღმდეგეს ეს შეუძლია, ამ შემთხვევაშიც კარგი სვლა იქნებოდა განმეორებითი ჩექი.
რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ
როდესაც საქმე ეხება თამაშს რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ, სიტუაცია უკვე იცვლება. თუ თქვენ უპირისპირდებით რამდენიმე ხელს, ძალიან წინ/ძალიან უკან პრინციპი უკვე აღარ არსებობს, რადგან რანდემიმე ოპონენტს უკვე ბევრი აუტი ექნება თქვენს წინააღმდეგ.
ჩექ/რეიზი კი უფრო ძლიერად გამოიყურება, რადგან ამ შემთხვევაში ოპონენტი ცდილობს 2 ოპონენტს დააყრევინოს ხელი, შესაბამისად ეს ფსონი უფრო დაცვას გავს ვიდრე ბლეფს.
თქვენ უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მოწინააღმდეგეებს და შეაფასოთ თქვენი ხელის სიძლიერე. ამავე დროს უფრო ხშირად უნდა გააკეთოთ ფსონი რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ, ვიდრე ამას ვაკეთებდით ერთის შემთხვევაში.
განმეორებითი ჩექი ფლოპზე/რეიზი თერნზე ბლეფის მიზნით
დასასრულისთვის, ვნახოთ სვლა რომელიც არაპირდაპირ კავშირშია განმეორებით ჩექთან. ეს განმეორებითი ჩექის (ფლოპზე) ბალანსირების ერთ-ერთი ხერხია, ვაკეთებთ raise-ს თერნზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიგოთ ეს ხელი. ეს კეთდება არამარტო ძლიერი ხელებით, რომლებითაც ვაკეთებთ რეიზს ველიუსთვის, არამედ ბლეფებითაც.
თუმცა, ეს ნაკლებად საჭიროა. როგორც ვთქვით, არანაირი აზრი არ ექნება თამაშის ნაწილობრივ უგულველყოფას (დაბალანსება, შენიღბვა). მსგავს სიტუაციებში, სადაც თქვენ უმიზნებთ ველიუს მაქსიმიზაციას და ამავე დროს გვსურს
თერნზე მოქმედებების დაბალანსება. თუ არ გსურთ დაბალანსება ფლოპზე , არ არის აუცილებელი ეს თერნზე გავაკეთოთ.
მაგალითი 18
Stacks&Stats
Hero($100)
BB($100)
Pre-flop:HeroisButtonwith Q, T
3 folds, Hero raises to $4.00, 1 fold, BB calls $4.00
Flop: ($8.50) 3 , 4 , 9 (2 players)
BB checks, Hero checks Hero bets to $17.00
Turn: (8.50) J (2 players)
BB bets to $5.00, Hero raises to $16.00, BB folds
ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბლეფის დანერგვა თერნზე აბალანსებს ჩვენ თამაშს და ჩვენი განმეორებითი ჩექი ფლოპზე წაუკითხავი ხდება გრძელვადიან დისტანციაზე. თქვენ დარჩებით წაუკითხავი და ამიტომ მოწინააღმდეგეებს დააშვებინებთ მეტ შეცდომებს, რაც გრძელვადიან დისტანციაზე ძალიან ხელსაყრელია.
რეზიუმე
დღეს თქვენ გაეცანით გაგრძელებული ფსონის კარგ ალტერნატივას. თუ თქვენ ფსონს ვერ მიაკუთვნებთ ველიუ ფსონის ან ბლეფის კატეგორიას, უფრო მეტს მოიგებთ ძალიან წინ/ძალიან უკან პრინციპის გამოყენებით. თუ თვლით, რომ მოწინააღმდეგეს არ შეუძლია გააკეთოს call-ი თქვენს 3 ბარელზე უარესი ხელით. და ამავე დროს ბორდი მშრალია, განმეორებითი ჩექი შესაძლებელია საუკეთესო იყოს მსგავს სიტუაციებში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას და რატომ ვაკეთებთ. იფიქრეთ, იქნებ უკეთესია განმეორებითი ჩექის გამოყენება, იმისათვის რომ ვუბიძგოთ მოწინააღმდეგეს გააკეთოს ველიუ ფსონი უარესი ხელით.