დონქ-ბეთი (1) : თეორია I
სტატიაში საუბარი გვექნება დონქ-ბეთებზე. თემის შესწავლისას, პირველ რიგში, გავაანალიზებთ ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა დონქ-ბეთის ძირითადი არსი, შესაძლო დიაპაზონები და ბალანსი.
ასევე საინტერესოა, რა ხელებით აკეთებენ თქვენი ოპონენტები დონქ-ბეთს. სად იმყოფებით მათი დიაპაზონის წინააღმდეგ და როგორ სჯობს მოვიქცეთ?
რა არის დონქ-ბეთი?
დონქ-ბეთი - ფსონი გაკეთებული იმ მოთამაშეზე ადრე, რომელმაც ვაჭრობის წინა ეტაპზე აგრესია გამოიჩინა, ესეიგი, ფლობდა ინიციატივას გათამაშებაში, ამიტომაც მსგავსი ფსონი მოულოდნელი და ხშირად სარისკოა. მისი სხვა დასახელებებია - გეიბეთი და ფსონი არსაიდან. ტიპიური სიტუაცია: მოთამაშე პრეფლოპზე მოწინააღმდეგის ფსონს მხოლოდ ქოლით იღებს, მომდევნო რაუნდში კი აგრესორამდე დებს. სწორედ ეს არის დონქ-ბეთი.
ერთის მხრივ, დონქ-ბეთი შეიძლება იყოს გამოუცდელი მოთამაშის სულელური სვლა, მეორეს მხრივ კი - სატყუარა, ის ხომ ხშირად სუსტი ხელის ნიშნად აღიქმება. ულიმიტო თამაშებში მსგავსი ფსონი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბლოკ-ბეთი, რათა მისი დახმარებით არ მივცეთ საშუალება ოპონენტს თავად გააკეთოს დიდი ფსონი, რომელიც დროუ ხელით გათამაშების გაგრძელებას მეტისმეტად ძვირსა და წამგებიანს გახდის.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, დონქ-ბეთი არის ფსონი მოთამაშისგან, რომელიც უკანასკნელი არ იყო, ვინც პრეფლოპზე აგრესია გამოავლინა. თუმცა მსგავსი ფსონების ანალიზი არც თუ ისე მარტივია, როგორიც გვინდა რომ იყოს.
რატომ უნდა გავაკეთოთ დონქ-ბეთები?
ელემენტარული კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს პირველ რიგში.
დაფიქრება კითხვაზე - „რატომ ვდებ...“, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თითოეულ სიტუაციაში, რომელშიც ფსონის გაკეთებას აპირებთ. მაქვს თუ არა ველიუ-ბეთი? შეიძლება დავდო ბლეფისთვის? როგორ მოიქცევა ოპონენტი?
დონქ-ბეთის ყველა ძირითადი მიზეზი ოთხ პუნქტამდე შევაჯეროთ:
- ველიუ-ბეთი
- ფსონი ბლეფისთვის
- ფსონი ნახევარბლეფისთვის
- ფსონი ინფორმაციის მისაღებად
მოცემულ სიაში განსაკუთრებულ პრობლემას ინფო-ბეთი წარმოადგენს. როგორც სავარაუდოდ იცით, ულიმიტო ჰოლდემში ინფო-რეიზი თითქმის ყოველთვის ცუდ გადაწყვეტილებად ითვლება, მაშინ საერთოდ რატომ უნდა გავაკეთოთ ფსონი ინფორმაციისთვის?
EXAMPLE 1:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Preflop: Hero is BB with 7,7
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 6, 6, T (2 players)
Hero bets $1.40, ...
მსგავსი ინფო-ბეთის პრობლემა ისაა, რომ ხშირად თქვენ თვითონვე ვერ ახსნით, რა არის მისი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არც თუ ისე ცუდი მზა ხელი გაქვთ, რომლითაც არ გსურთ ითამაშოთ ჩექ/ფოლდი, მოწინააღმდეგე თუ დაყრის კარტს, დიდად არ ინერვიულებთ.
თქვენ გამოდიხართ იქიდან, რომ ოპონენტი მხოლოდ საუკეთესო ხელებით გააკეთებს რეიზს, ამიტომაც თქვენ კომფორტულად შეგიძლიათ დატოვოთ გათამაშება, თუკი ეს უკანასკნელი აგრესიას გამოიჩენს.
თუმცა ხშირად შეგემთხვევათ შემდეგი...
EXAMPLE 2:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Preflop: Hero is BB with 7,7
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 6, 6, T (2 players)
Hero bets $1.40, ...UTG calls $1.40
Turn: ($4.90) 4 (2 players)
Hero...
გულახდილად ვთქვათ, მსგავს სიტუაციაში მოხვედრა ნამდვილად არ გსურთ. ბორდზე დრო ხელები, ფაქტობრივად, არ არის. რა უარესი ხელებით შეეძლო ოპონენტს ფსონი გაესწორებინა? მაქსიმუმ, ოვერკარტებით, რომელიც მან ფლოპზე დრო ხელად შეაფასა. მაგრამ საკმარისია კი ეს?
- თუ ახლა აპირებთ ითამაშოთ ჩექ/ფოლდი, მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო დონქ-ბეთი?
- თუ ახლა აპირებთ ითამაშოთ ჩექ/ქოლი, რატომ არ ითამაშეთ იდენტურად ფლოპზე?
რეალურად რომ განვიხილოთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ დონქ-ბეთი ფლოპზე არაფრის მომცემია. თქვენ იშვიათად მიიღებთ ველიუს უარესი ხელებისგან, პრაქტიკულად ვერასდროს დააწვენთ უკეთეს ხელებს და აღმოჩნდებით საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში მომდევნო რაუნდებში.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინფო-ბეთი ჩვეულებრივ აზრს მოკლებულია, დონქ-ბეთი, ხშირად კეთდება ალტერნატივების ნაკლებობის გამო, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მოთამაშის გამოუცდელობაზე.
რა პირობები უნდა შესრულდეს წარმატებული დონქ-ბეთის გასაკეთებლად?
ახლა განვიხილოთ სამი სხვა შემთხვევა: ველიუ, ბლეფი და ნახევარბლეფი.
დონქ-ბეთი ველიუსთვის:
დონქ-ბეთს ველიუსთვის პირდაპირი მიზანი აქვს: თქვენ გსურთ მიიღოთ ველიუ ოპონენტისგან და თვლით, რომ დონქ-ბეთს უფრო დიდი EV აქვს, ვიდრე ჩექს.
მოცემული მტკიცება ზედმეტად არის დამოკიდებული ოპონენტზე. მიესადაგებიან, მაგალითად, პასიური მოთამაშეები, რომლებსაც კონტ-ბეთის(აგრესიის გამოვლენა) გაკეთება არ უყვართ, მაგრამ ხშირად ქოლდაუნს მიმართავენ. გარე პოზიციიდან მათ წინააღმდეგ სამი ადვილი ველიუ-ბეთის დადება შეგიძლიათ.
მსგავსი ხაზის გამოყენება ზედმეტად აგრესიული მოთამაშეების(მანიაკების) წინააღმდეგაც შეიძლება, რომელთა შემთხვევაშიც იცით, რომ ისინი ხშირად ბლეფისთვის რეიზს გააკეთებენ. ასე და ამგვარად შეგიძლიათ ბანკი ფლოპზევე საკმაოდ გაზარდოთ.
დონქ-ბეთი რეგულარების წინააღმდეგაც ეფექტურია, რადგანაც ხშირად მათ არ იციან რა რეაქცია ჰქონდეთ. ოპონენტები, როგორც წესი, დონქ-ბეთზე იშვიათად გავლენ გათამაშებიდან, ამიტომაც შეგიძლიათ ლუზ ქოლდაუნს ელოდოთ.
მოწინააღმდეგეს ართმევთ საშუალებას ფლოპზე საპასუხო ჩექი გითხრათ და ერთის მხრივ, შეინარჩუნოს მცირე ბანკი(რაც თქვენს ინტერესებში არ შედის), მეორეს მხრივ კი მიიღოს უფასო კარტი(რაც თქვენ ასევე არ გსურთ დროუ ბორდზე).
ყოველთვის აქვს აზრი ალტერნატივების განხილვას. როგორ სჯობს ვითამაშოთ, თუ ოპონენტი ხშირად დებს კონტბეთს, მაგრამ თერნზე ყოველთვის საპასუხო ჩექს ამბობს? ალტერნატივა შეიძლება იყოს ან ჩექ/რეიზი ფლოპზე, ან დონქ-ბეთი თერნზე. თუ თვლით, რომ ჩექ/რეიზი მეტისმეტად ძლიერად გამოიყურება და თერნზე დონქ-ბეთს იგივე ეფექტი ექნება, მაშინ უპირატესობა ისევ ფლოპზე დონქ-ბეთს ენიჭება.
EXAMPLE 3:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)Callingstation
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Preflop: Hero is BB with 7,7
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 6, 6, T (2 players)
Hero bets $1.40, ...UTG calls $1.40
Turn: ($4.90) 4 (2 players)
Hero bets $3.70,...
მოცემულ მაგალითში თქვენ უბრალოდ დებთ სამივე რაუნდში პასიური მოთამაშის წინააღმდეგ, თვლით რა, რომ ეს უკანასკნელი იშვიათად გააკეთებს ფსონს თავად, მაგრამ სიამოვნებით გეტყვით ქოლს ბევრი სუსტი ხელით. თქვენ აფასებთ დონქ-ბეთის EV-ის მეტად, ვიდრე ჩექისას.
EXAMPLE 4:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)TAG
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Preflop: Hero is BB with 7,7
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 7, 6, 5 (2 players)
Hero bets $1.80, ...UTG calls $1.80
Turn: ($4.90) 2 (2 players)
Hero bets $4.80,...
თქვენ დაუშვით, რომ ბორდის მოცემულ სტრუქტურაზე ოპონენტი ხშირად check behind-ს გააკეთებს. შესაბამისად, გსურთ მაშინვე დაიცვათ ხელი. სწორედ მსგავს სიტუაციაში თქვენ აღმოჩნდებით გზაჯვარედინზე, რადგანაც:
- მოწინააღმდეგე ხშირად დაყრის კარტს
- თქვენ ართმევთ მას საშუალებას გააკეთოს კონტბეთი ბლეფისთვის
- ფლოპზეე ჩექ/რეიზით გაცილებით უკეთ დაიცავდით თავს
- ოპონენტი იშვიათად დაარეიზებს თქვენს დონქ-ბეთს და ჩვეულებრივ ბანკის კონტროლს მიანიჭებს უპირატესობას(ან დროუ ხელით, მოსალოდნელი ოდსების იმედად, გაასწორებს ფსონს)
- დონქ-ბეთ/3-ბეთ(პუშ) ხაზი ხშირად არ იმუშავებს
განვლილი ორი მაგალითის საფუძველზე უკვე ნათელია დონქ-ბეთის ძირითადი პრობლემები. მათ აქვთ როგორც უპირატესობანი, ასევე სერიოზული ნაკლოვანებებიც.
დონქ-ბეთი ბლეფისთვის
გადავდივართ მეორე ვარიანტზე - დონქ-ბეთი ბლეფისთვის.
სიტუაცია კითხვებს არ ბადებს: თქვენ არაფერი არ გყავთ და ცდილობთ ოპონენტს აიძულოთ გათამაშება დატოვოს. სრულიად დაგაკმაყოფილებთ მოწინააღმდეგის ფოლდი ფლოპზევე, მაგრამ გარემოებების მიხედვით შეიძლება წინასწარ დაგეგმოთ მეორე ბარელის გაკეთება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თერნზე შესაბამისი საშიში კარტი ამოვა.
ამგვარად შეძლებთ შექმნათ ფოლდ-ექუითი როგორც ფლოპზე, ასევე თერნზე.
EXAMPLE 5:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25) Tight-passive
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Preflop: Hero is BB with 7,6
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) A, K, T (2 players)
Hero bets $1.80, ...UTG calls $1.80
Turn: ($4.90) J (2 players)
Hero bets $4.80,...UTG folds
როგორც ხედავთ, სიტუაცია, რა თქმა უნდა, მარგინალურია(ყურადღებას ნუ მივაქცევთ ზღვრულ ქოლს პრეფლოპზე)
აქვს თუ არა ბლეფს საერთოდ აზრი? ოპონენტი თაით პასივს ჰგავს, ის ათამაშებს არც თუ ისე ბევრ ხელსა და იშვიათად მიდის შოუდაუნამდე. თქვენ არ გაგაჩნიათ შოუდაუნ-ველიუ, თერნზე იხურება სტრეიტ და ფლეშ-დროუ. მოწინააღმდეგეს AK-ითაც კი გაუჭირდება ქოლის გაკეთება(ნებისმიერ ჯიბის წყვილს მომენტალურად დაყრის)
ოპონენტი დაახლოებით 40% შემთხვევებში უნდა დაწვეს, რათა მსგავსი მოქმედება მომგებიანი იყოს. დაცულია კი აქ ეს პირობა?
დონქ-ბეთი ნახევარბლეფისთვის
მომდევნო პუნქტი ცოტაოდენ უფრო რთულია. გარე პოზიციიდან დროუ ხელის გათამაშება უმრავლეს შემთხვევაში არამომგებიანად ითვლება. მე-5 მაგალითში თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ ასეთ სიტუაციებს სჯობს თავი ავარიდოთ.
თქვენ არ ხართ ვალდებული გარე პოზიციიდან უბრალოდ ქოლით მიიღოთ ჩვეულებრივი open raise ერთი ფერის კონექტორში.
ხშირად თქვენ სუსტი დროუ ხელი გეყოლებათ როგორიცაა, მაგალითად, ორმხრივი სტრეიტდროუ (თუ ბლაინდებიდან ჯიბის წყვილით ქოლით შეხვედით გათამაშებაში) ან ოვერკარტები(სავარაუდოდ, დამატებითი აუტებით სტრეიტზე ან ფლეშზე).
მსგავსი ხელების პრობლემა ისაა, რომ არ შეგიძლიათ მომგებიანად გაათამაშოთ ბეთ/ქოლი. შესაბამისად, უმრავლესი დროუ ხელით მოგიწევთ ითამაშოთ დონქ-ბეთ/ფოლდი.
EXAMPLE 6:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25) Unknown
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Preflop: Hero is BB with A, Q
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 4, 9, T(2 players)
Hero bets $1.40, ...
აკეთებთ დონქ-ბეთს ნახევარბლეფისთვის, რადგანაც ორი ოვერკარტი, ბექდორ ფლეში და სტრეიტი გყავთ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის მომგებიანი 3-ბეთის გასაკეთებლად, თუ ოპონენტი ფსონს გადაგიზრდით.
EXAMPLE 7:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25) Unknown
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Preflop: Hero is BB with 6, 7
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 4, 5, 9 (2 players)
Hero bets $1.40, ...
სიტუაციაში გარემოებები განსხვავებულია, მაგრამ პრეფლოპზე თამაში ისევ სადავოა.
აქ, რა თქმა უნდა, ოპონენტის რეიზს 3-ბეთ(პუში) შეგიძლიათ დაახვედროთ. დონქ-ბეთ/ფოლდ ხაზს აზრი არ აქვს. თუმცა უპირველესად სჯობს დარწმუნდეთ, რომ ჩექ/რეიზ ხაზი უფრო მომგებიან ალტერნატივად არ გევლინებათ. მოცემული ხაზით თქვენ ყოველთვის უფრო მეტ ფოლდ-ექუითის ქმნით, ვიდრე უბრალოდ დონქ-ბეთით.
თუ თქვენს ჩექს, ოპონენტი ასევე ჩექით უპასუხებს, უფასო კარტს მიიღებთ, რაც თავისთავად ცუდი არ არის.
დონქ-ბეთს მოწინააღმდეგე თუ უბრალოდ გაგისწორებთ, მზად უნდა გქონდეთ გათამაშების გეგმა თერნზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაძლიერდებით. თქვენი ექუითი, ცხადია არსებითად შემცირდება, თუ თერნზე საჭირო კარტი არ ამოვა.
მოცემულ სიტუაციაში თქვენ ზუსტად უნდა შეაფასოთ, თუ როგორი ტიპის ოპონენტების წინააღმდეგ აქვს აზრი ხაზს დონქ-ბეთით. შექმნით კი საკმარის ფოლდ-ექუითის მსგავსი ფსონით? ეყოფა კი ფოლდ-ექუითი პოტენციურ მეორე ბარელს? საკმარისად ხშირად გადაგიხდიან, თუ თერნზე(რივერზე) დროუს დაასრულებთ?
დასკვნა
ზემოთმოყვანილი ყველა მაგალითის საფუძველზე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ გარე პოზიციიდან თამაში ყოველთვის უსიამოვნოა. ჩვენ დავსვით ძირითადი შეკითვები, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, როდესაც გეგმავთ ხაზს დონქ-ბეთით. თემის შემდეგ ნაწილში მოვიყვანთ დამატებით კონკრეტულ მაგალითებს.
თუმცა, უპირველესად, ჩვენ განვაგრძობთ თეორიული ნაწილის განხილვას: როგორ გამოვიდა, რომ ფლოპზე საერთოდ აღმოჩნდით მსგავს სიტუაციაში? როგორ დავაბალანსოთ, რა ალტერნატივები გვაქვს, როგორ იცვლება თამაში მულტიპოტებში?
შეიძლება კი დონქ-ბეთის გამოყენება 3-ბეთ ბანკებში? როგორ ვრეაგირებთ დონქ-ბეთებზე თერნსა და რივერზე?
ზემოთქმულ პრობლემებზე საუბარს სწორედ მომდევნო ნაწილში განვაგრძობთ.