შესავალი
ამ სტატიაშია
- რატომ უნდა ვითამაშოთ აგრესიულად?
- როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გვიძალიანდება?
როცა განვიხილეთ ფლოპზე თამაში ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბორდის გაანალიზება და იმის შეფასება თუ სად ვიმყოფებით ჩვენი ხელით და რისი მიღწევა გვსურს, ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რა სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ აგრესია,
აგრესიული თამაში
აგრესიული თამაში შეიძლება 4 ძირითად მიზანს ემსახურებოდეს ესენია:
- ველიუ
- დაცვა
- ბლეფი
- ნახევრადბლეფი
ცხადია რომ მსგავსი მიზნები ისეთ აგრესიულ თამაშს ითვალისწინებს როგორიცაა ბეთი და რეიზი /მაგალითების განხილვისას საჭიროა გავიაზროთ თუ სად ვიმყოფებით ჩვენი ხელით და როგორ ვიმოქმედოთ აგრესიულად ასევე რა მოვიმოქმედოთ მაშინ როცა ოპონენტი წინააღმდეგობას გაგვიწევს.
მაგალითებში შეგვხვდება როგორც სრული ასევე მოკლე მაგიდები მაგრა მ ფლოპზე თამაშის ხერხები ამ მაგიდებზე ფლოპზე თამაშის წესები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
შეტევა ველიუსთვის
მაგალითი 1
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
Hero ($25)
MP ($25)
CO ($25) (34/12/1.1/28/101) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25)
Pre-flop: Hero is UTG with Q, Q
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, 1 fold,SB calls $1.00 1 fold
Flop: ($3.25) 4, 4, J (3 players)
SB checks, Hero bets $2.50, ...
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
ჩვენ გავაკეთეთ რეიზი ადრეული პოზიციიდან და მივიღეთ ორი ცივი ქოლი ფლოპი ჩვენთვის კარგია და ჩვენ ხშირად წინ ვიქნებით. ის რომ ოთხიანი ეყოლება ოპონენტს ძნელად დასაჯერებელია თუმცა ლუზი კატოფისგან ეს მაინც მოსალოდნელია თუმცა მისი სპექტრი იმდენად ფართოა, რომ კარტს მისი წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი არ დავყრით. ბორდი არ არის საშიში და განსაკუთრებული თავდაცვა აქ საჭირო არ არის
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
აქ ფსონი ერთადერთი საშუალებაა რითიც ველიუს ავკრიფავთ ჩვენ ძლიერი ხელი გვყავს და გვინდა მასში გადაგვიხადონ.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
აქ საერთოდ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდება თუ ოპონენტმა აგრესია გამოავლინა მის ბეთს დაუყოვნებლად პუშით უნდა ვუპასუხოთ. ასევე შეიძლება ბეთი/3ბეთი ხაზის გატარებაც. თუ რეიზი კატოფმა გაგვიკეთა ჩვენ მშვიდად შეგვიძლია 3ბეთით ვუპასუხოთ ის არ გამოიყურება სოლიდურ მოთამაშედ და ხშირად Jx ხელითაც კი დაარეიზებს. ხოლო თუ ჩექ/რეიზს აკეთებს შედარებით ტაიტი პატარა ბლაინდი მაშინ მას მშვიდად უნდა მივცეთ საშუალება რომ იბლეფოს თუ ბლეფობს. პოზიციაში შეგვიძლია უბრალოდ დავქოლოთ ფლოპი და დავდოთ თერნზე ან გავაკეთოთ ოლლ-ინი ბეთის საპასუხოდ.
დასკვნა
ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის წინ ვიქნებით მაგრამ რახან ''სენდვიჩში'' ვიმყოფებით ჩვენ აგრესიულად უნდა ვითამაშოთ რადგან ჩვენ პრეფლოპ-აგრესორები ვართ , საკითხი ასე კი არ დგას უნდა ვითამაშოთ თუ არა ჩვენ მთელ სტეკზე არამედ მხოლოდ ის გვაქვს განსასაზღვრი თუ როდის გავაკეთოთ ეს.
მაგალითი 2
PartyPoker $25 NL Hold'em (10-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
UTG+1 ($25) (40/5/0.3/35/432) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
UTG+2 ($25)
MP1 ($25)
MP2 ($25)
Hero ($25)
CO ($25) (8/5/1.8/18/371) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (15/12/2.1/23/800) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25)
BB ($25) (12/9/2.6/21/333) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is MP3 with A, J
1 fold, UTG+1 calls $0.25, 3 folds, Hero raises to $1.25,4 folds, UTG+1 calls $1.25
Flop: ($2.85) A, 7, 2 (2 players)
UTG checks, Hero bets $2.00, ...
ჩვენ გავაკეთეთ რეიზი საშუალო პოზიციიდან და მივიღეთ ლიმპ/ქოლი ავტომოპასუხისგან რომელიც ადრეულ პოზიციაში იმყოფება.
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
როგორც წესი ჩვენ წინ ვართ ავტომოპასუხეს ადრეული პოზიციიდან ლიმპ/ქოლის ძალიან ფართო სპექტრი აქვთ სავარაუდოდ მას აქვს ჯიბის დაბალი წყვილი ან ტუზი სუსტი კიკერით.
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
მხოლოდ და მხოლოდ ველიუს მისაღებად ოპონენტი თვითონ ფსონს არ გააკეთებს მაგრამ მას უყვარს შოუდაუნამდე ფსონების დაქოლვა ნუ წავართმევთ მას ამ საშუალებას.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
დაფიქრებაა საჭირო. რეიზი მშრალ ბორდზე პასიური ოპონენტისგან ჩვენში განგაშის სიგნალს უნდა რთავდეს. ფლოპზე 3ბეთს აზრი არ აქვს ოპონენტი სუსტ ხელს გადაყრის თუ ბლეფობს იმ შემთხვევაში ხოლო ბეთს დაპუშავს თუ ჩვენ 3ბეთს გავაკეთებთ მაშინ პუშზეც უნდა დავქოლოთ.
ჩვენ ორი ვარიანტი გაქვთ ან ვუჯერებთ ოპონენტს და ვთვლით რომ მას ყავს (AK/AQ/77/22/A7) და გულდამძიმებულნი ვყრით კარტს მაგრამ გათამაშების ეს ხაზი ძალიან ფრთხილი იქნებოდა ამიტომ შეგვიძლია ქოლი გავაკეთოთ, რადგან ჩვენ ისევ გვაქვს პოზიციური უპირატესობა.
თერნზე ჩვენ თავიდან უნდა შევაფასოთ ნიშნავს თუ არა მისი მეორე ბარელი ჩვენზე უფრო ძლიერი ხელის ყოლას.
დასკვნა
მსგავს მშრალ ბორდზე პასიური ოპონენტის წინააღმდეგ ჩვენ ბეთ-ბეთ-ბეთი უნდა ვითამაშოთ თუ იგი შემოგვიტევს ეს იმას ნიშნავს რომ ის კარგად მოხვდა ბორდში აქ 3ბეთის გაკეთება ძალიან სულელურად გამოიყურება ჯობია გავაკეთოთ ქოლი თუ ვიმყოფებით პოზიციაში ხოლო თუ უპოზიციოდ ვართ ოპტიმალური გადაწყვეტილება ფოლდია.
როდის შევუტიოთ დაცვისთვის?
მაგალითი 1
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
BB ($25)
SB ($25)
BU ($25)
Pre-flop: Hero is UTG with A, K
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, 3 folds
Flop: ($2.35) K, 7, 6 (2 players)
Hero bets $1.50, ...
თქვენ დაარეიზეთ ადრეული პოზიციიდან და ერთმა დაგიქოლათ. ასე რომ თქვენ ერთი-ერთზე ხართ ტაიტ მოთამაშესთან რომელიც მხოლოდ ძალიან ვიწრო დიაპაზონს ქოლავს.
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
თქვენ მშვენივრად მოხვდით ბორდში ერთი-ერთზე,უპოზიციოთ. ტოპ-წყვილი ტოპ-კიკერით ძლიერი კომბინაციაა. ოპონენტის დიაპაზონი პოლარიზებულია აქ სავარაუდოა ჯიბის წყვილები რომლებიც ძალიან სუსტია 3ბეთისთვის და ძალიან ძლიერია ფოლდისთვის, შეიძლება მას ყავდეს პოტენციურად დომინირებული ხელი AQ, AJ ან KQ ერთი ფერის კონექტორები აქ ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ 45s+ გამორიცხვა მაინც არ შეიძლება.
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
აქ ფსონს ვაკეთებთ ერთი ფერის კონექტორებისგან დასაცავად პატარა წყვილები როგორც წესი დაფოლდავენ ეს ასეც უნდა იყოს მაგრამ KQ ტიპის ხელმა შეიძლება კიდეც დაგვიქოლოს.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
როცა ასეთი ოპონენტი გვიტევს ფრთხილად უნდა ვიყოთ ის არ არის განსაკუთრებით აგრესიული მაგრამ ერთი ფერის კონექტორებით ან Kx -ტიპს ხელით შეიძლება დაარეიზოს, ხანდახან შეიძლება მისი რეიზი სუფთა ბლეფიც იყოს/
პრობლემა იმაშია რომ თქვენ უპოზიციოთ ხართ და ფლოპზექოლის შემთხვევაში თერნის გაჩექვაც მოგვიწევს რაც ოპოენტს ორ უფასო კარტს მისცემს. ასე რომ თქვენ ფოლდის ან 3ბეთის ვარიანტების განხილვა მოგიწევთ.3ბეთის შემთხვევაში მისი პუშიც უნდა დაქოლოთ.
თუ მის დიაპაზონს შევხედავთ თქვენ მხოლოდ 66--77-თან აგებთ მაგრამ მისი სპექტრი გაცილებით დიდია ასე რომ 3ბეთ-პუში დიდი შეცდომა არ იქნება.
დასკვნა
ასეთ ბორდზე ხელის დაცვა აუცილებელია, ოპონენტი საკმაოდ აგრესიულია და უპოზიციოდ დიდი მანევრის საშუალება არ გვაქვს, სანამ ფსონს გააკეთებთ უკვე გადაწყვეტილი უნდა გქონდეთ რას მოიმოქმედებთ რეიზის შემთხვევაში.
თუ ოპონენტი ძალიან ტაიტია მსგავსი გათამაშებებისას ფოლდის გაკეთებაც შეიძლება, გათამაშების ხაზი უნდა იყოს ბეთ/ფოლდი როგორც ფლოპზე ასევე თერნზე, ხოლო თუ ჩვენ არ გვჯერა ოპონენტის ხელის სიძლიერის მაშინ შეიძლება 3ბეთის გაკეთება და სტეკზე თამაში რათქმაუნდა ქოლის გაკეთებაზე საუბარიც კი არ შეიძლება.
მაგალითი 2
PartyPoker $25 NL Hold'em (10-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
UTG+1 ($25) (40/5/0.3/35/432) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
UTG+2 ($25)
MP1 ($25)
MP2 ($25)
Hero ($25)
CO ($25) (8/5/1.8/18/371) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (15/12/2.1/23/800) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25)
BB ($25) (12/9/2.6/21/333) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is MP3 with K , K
1 fold, UTG+1 calls $0.25, 3 folds, Hero raises to $1.25, BU calls $1.25, 3 folds, UTG+1 calls $1.25
Flop: ($4.10) 5, 6, 3 (3 players)
UTG checks, Hero bets $3.35, ...
ამ შემთხვევაში თქვენ დაარეიზეთ საშუალო პოზიციიდან , ლუზი UTG+1 როგორც ყოველთვის გათამაშებაშია მაგრამ ქოლი ასევე ტაიტმა მოთამაშემაც გააკეთა ბატონიდან,ასე რომ თქვენ სენდვიჩში აღმოჩნდით ფლოპზე.
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
ის ფაქტი რომ ბანკში სამი მოთამაშეა ეს თქვენი ხელის ფასეულობას ცვლის, ჩვენ შეიძლება წინ ვართ დროუ-ხელთან და დაბალ წყვილებთან მაგრამ ბატონის დიაპაზონში ისეთი ხელი როგორიცაა 33,55,66
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
რათქმა უნდა აქ ჩვენს ხელს ვიცავთ ჩვენ არ გვინდა თერნზე ვიხილოთ ისეთ კარტი როგორებიცაა , 2, 4 ან 7 , ან ბოლო-ბოლო იმას მაინც გავიგებთ თუ სად ვართ ჩვენი ხელით.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
რეიზის შემთხვევაში სიტუაცია ძალიან ცუდია. პრინციპში იმასაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი ოპონენტი გვირეიზებს, პასიური UTG თუ TAG-ი ბატონი ორივეს შეიძლება ჰყავდეს ძლიერი ხელი,აქ უნდა ავირჩიოთ ბეთ-ფოლდის ხაზი როგორც ფლოპზე ასევე თერნზეც.
დასკვნა
ის ფაქტი რომ ბანკში სამი მოთამაშეა ეს თქვენი ხელის ფასეულობას ცვლის, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ორივე ოპონენტის რეიზს, ამის ალტერნატივა მხოლოდ სტეკზე თამაშია რადგან ასეთ ბორდზე ქოლი გამორიცხულია თუ თქვენ გააკეთებთ 3ბეთს მაშინ ვალდებული ხართ პუშიც დაქოლოთ.
მაგალითი 3
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25)
UTG ($25)
Hero ($25)
SB ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25)
CO ($25)
Pre-flop: Hero is BB with Q, Q
4 folds, SB raises to $1.00, Hero raises to $3.25, SB calls $3.25
Flop: ($6.50) 2, 5, 8 (2 players)
SB checks, Hero bets $5.00, ...
Let's take a look at a 3-bet pot.
ახლა განვიხილოთ შემთხვევა როცა საქმე3-bet pots-ს ეხება რომლის დროსაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იგივე წესი მოქმედებს თუმცა არის განსხვავებებიც:
- ბანკის ზომა ფლოპზე უფრო დიდია
- ოპონენტის ხელის სპექტრი უფრო ვიწროა
- დროუ-ხელი ნაკლებ სავარაუდოა
- ოლლ-ინისკენ გზა უფრო მოკლეა
მზა ფლეშის არსებობა აქ ნაკლებად სავარაუდოა რადგან ისეთი სპეკულაციური ხელი როგორიცაა ერთი ფერის კონექტორები იშვიათად ხვდებიან 3ბეთ ბანკში, მაგრამ სავარაუდოა ფლეშ-დროუ თუ ვინმეს ხელში ერთი ყვავი ყავს.
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
არ არსებობს იმის საფუძველი რომ ვივარაუდოთ ჩვენი უკან ყოფნა რადგან ადექვატურ ოპონენტთან მხოლოდ AK ან AQ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ასევე ჯიბის ტუზების და მეფეების ალბათობაც მცირეა რადგან ასეთ ხელს აგრესიული ოპონენტი პრეფლოპზევე 4ბეთით გაითამაშებდა.
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
ჩვენ წინ ვართ და დაცვა გვესაჭიროება ისეთი სავარაუდო ხელისგან როგორიცაა AKx / Ax K ან JJx/ TTx ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ მსგავსი ხელი ჩვენს ფსონზე კარტს არ დაყრის და ჩვენი ფსონი ველიუს აკრეფასაც ემსახურება
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
ძნელი წარმოსადგენია ასეთი ხელის დაყრა ჩვენ ფლოპზე უმეტეს ხელს ვუგებთ ამიტომ რეიზზე ფოლდი აქ ძალიან ცუდი თამაშია. ჩვენი მიზანია მთელ სტეკზე თამაში ფლოპზევე. გათამაშების ხაზი ბეთ/(ქოლ)პუში უნდა იყოს.
დასკვნა
დაცვა 3ბეთ ბანკის დროსაც საჭიროა, მაგრამ აქ ოპონენტს უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ,საჭიროა მისი დიაპაზონის შევიწროვება და იქიდან ერთი ფერის კონექტორების გამორიცხვა, მაგრამ რახან ბორდზე სამი ერთი ფერის კარტია ფლეშ-დროუს გამორიცხვა მაინც შეუძლებელია, ასეთ ბორდზე თავდაცვა ბოლომდე ა საჭირო რადგან ძალიან ხშირად ფლოპზე ჩვენი ხელი საუკეთესო იქნება.
როდის ვიბლეფოთ?
ფლოპზე ბლეფი უკეთესია დარეიზებულ ბანკში, თუ თქვენ პრეფლოპ-აგრესორი ხართ მაშინ ბანკის წასაღებად საუკეთესო ხერხი კონტბეთია, განვიხილოთ მაგალითები სადაც ჩვენ ფლოპზე პასიურად ვითამაშეთ.
მაგალითი 1
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
MP ($25)
CO ($25) (19/8/1.4/28/519) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
SB ($25)
BB ($25)
Pre-flop: Hero is BU with 2, 2
UTG raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, Hero calls $1.00, 2 folds
Flop: ($3.35) Q, T, 6 (3 players)
UTG checks, CO checks, Hero bets to $2.25, 2 folds
პრეფლოპ ჩვენ დავქოლეთ რეიზი რომელიც კატოფმაც დაქოლა სეტ ველისუთვის. ფლოპზე ორივე ოპონენტმა ჩექი ითამაშა და მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა პოზიციური ფსონი.
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
ხელსაყრელი გარემოების დროს ჩვენი ხელი შესაძლოა საუკეთესოც კი იყოს აქ. UTG-მ რეიზი სავარაუდოდ AK-ს მსგავსი ხელით გააკეთა ხოლო კატოფმა დაქოლა რაიმე 78s-ის მსგავსი ხელით. მაგრამ უფრო ხშირად ჩვენ უკან ვიქნებით რადგან კატოფის სპექტრშია ასევე 33-55-ს მსგავსი ხელია.
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
ფსონის მიზანი აქ ისაა რომ ოპონენტებმა კარტი დაყარონ ისეთ ხელსაც კი როგორიცაა AK ან78s,ძალიან ბევრი აუტი აქვს ჩვენს წინააღმდეგ. იდეალურ შემთხვევაში ისინი ჩვენზე უკეთეს ხელს დაყრიან. ჩვენ ვერ შევძლებთ განმეორებითი ჩექის თამაშს და თერნზე რეიზის დაქოლვას საამისოდ ჩვენი ხელი ძალიან სუსტია.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
სუფთა ბლეფის დროს ჩვენ ორი გზა გვაქვს ან ბოლომდე უნდა ჯიუტად ვიბლეფოთ და ოლლ-ინი ვითამაშოთ ან დავყაროთ კარტი. ქოლის გაკეთებას აქ ვერ შევძლებთ რადგან ამით საერთოდ გვეკარგება ფოლდ-ექუითი ხოლო ჩვენ კარტს შოუდაუნზე არავითარი შოუდაუნ-ველიუ არ გააჩნია.
ამ სიტუაციაში ოპონენტის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია პუში აქ გამოიყენება ძალიან აგრესიული ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ხელის დაყრა არ იქნება სუსტი თამაში ბანკში სამი კაცია და ჩვენ ხშირად შევხვდებით ისეთ კარგ ხელს რომელიც კარტს არ გადაყრის.
ამიტომ ჩვენი გეგმა იმაში მდგომარეობს რომ გავაკეთოთ ფსონი ხოლო აგრესიის შემთხვევაში დავნებდეთ.
დასკვნა
თუ ფლოპზე ბანკის წაღების სურვილი არავინ გამოთქვა მაშინ ჩვენ ვეცადოთ მისი წაღება უბრალო ფსონის საშუალებით. განსაკუთრებით ეფექტურად ეს პოზიციიდან იქნება შესაძლებელი, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია ოპონენტების მოქმედებაზე. უპუზიციოდ ყოფნისას ჩვენი გათამაშების ხაზი ჩექ/ფოლდი უნდა ყოფილიყო, დონკ/ფოლდი მხოლოდ იშვიათ სიტუაციაში შეიძლება გაკეთდეს იმ ბანკში სადაც ორი კაცია ეს ხაზი ძალიან ხშირად მიიღებს პასუხად ბლეფურ რეიზს.
მაგალითი 2
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25)
UTG ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
CO ($25) (19/8/1.4/28/519) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is BU with 4, 5
UTG raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, Hero calls $1.00, 2 folds
Flop: ($3.35) 7, J, J (3 players)
UTG bets to $2.25, CO fold, Hero raises to $6.50
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
აქ ზუსტად ვიცით სადაც ვიმყოფებით ჩვენ გვყავს მაღალი კარტი 5-იანი და ძალიან ცოტა აუტები გვაქვს ხელის გასაუმჯობესებლად ჩვენ ძალიან უკან ვართ.
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
ბორდის სტრუქტურის გაანალიზების შემდეგ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ რომ მასში თითქმის ვერავინ მოხვდა UTG -ძალიან ლუზი მოთამაშეა და ბევრ ხელს არეიზებს ადრეული პოზიციიდანაც კი, კატოფი პასიური მოთამაშეა მაგრამ მან კარტი უკვე დაყარა. ჩვენ მოქმედების სამი ვარიანტი უნდა განვიხილოთ:
- ფოლდი: ჩვენ ვერსად ვერ მოვხვდით და უბრალოდ ვნებდებით
- ქოლი(ფლოატი): ვქოლავთ ფლოპზე რათა თერნზე ფლოატი გავაკეთოთ თუ ოპონენტი გაჩექავს.
- რეიზი:ვ არეიზებთ რათა UTG ბანკიდან გავაგდოთ მან იცის რომ ჩვენ ხანდახან სუფთა ბლებს ვიყენებთ მაგრამ უპოზიციოთ მას გაუჭირდება სარგებლის მიღება ამ გათამაშებიდან,
ამ სამი გზიდან ნებისმიერის არჩევა შეგვიძლია მაგრამ რახან ისეთი მზა ხელით როგორიცაა 77 ან Jx ჩვენ ჩექს ვითამაშებდით ფლოატის ვარიანტი უფრო მისაღებია.
თუმცა აქ რეიზის ვარიანტიც მისაღებია რადგან ფოლდ-ექუითი ძალიან მაღალია, ფლოატის წინააღმდეგ ის ფაქტი შეიძლება გამოვიყენოთ, რომ ოპონენტი ძალიან ხშირად დადებს მეორე ბარელს ანუ გააგრძელებს ბლებს თერნზე ასეთ შემთხვევაში ფლოატი არ გამოდგება რადგან ბლეფ-რეიზი თერნზე ძალიან ძვირი გვიჯდება.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
აგრესიის შემთხვევაში უნდა დავფოლდოთ რადგან ოპონენტი 3ბეთის შემთხვევაში კარტს აღარ გადაყრის ჩვენ კი საერთოდ არ გვაქვს შოუდაუნ-ველიუ
დასკვნა
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ საერთოდ ვერ მოვხვდით ფლოპზე კარტის დაყრა არ უნდა ვიჩქაროთ, ლუზი ოპონენტების წინააღმდეგ რომლებიც ბევრ ხელს ათამაშებენ აზრი აქვს ბლეფს თუ ჩვენ მხოლოდ ხელსაყრელ ფლოპს დავუცდით ადვილად წასაკითხები ვიქნებით და ძალიან მცირე ველიუს მივიღებთ აგრესიული ოპონენტებისგან. ასევე თუ მეორე მხრიდან შევხედავთ მცირდება მოსალოდნელი ოდსები ჩვენი პრეფლოპ ქოლისა.
როდის გავაკეთოთ ნახევრად-ბლეფი?
ნახევრად-ბლეფის თემა მჭიდროდაა დაკავშირებული ბლეფის თეორიასთან, მთავარი განსხვავება ის არის რომ თუნდაც ოპონენტმა კარტი არ დაყაროს მიუხედავად ამ მომენტში არსებული დაბალი შოუდაუნ-ველიუსი ჩვენ გვაქვს შანსები გავაუმჯობესოთ ჩვენი ხელი მომდევნო ქუჩებზე.
მაგალითი 1
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25)
UTG ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
CO ($25) (19/8/1.4/28/519) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is BU with 4, 5
UTG raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, Hero calls $1.00, 2 folds
Flop: ($3.35) 7, 6, J (3 players)
UTG bets to $2.25, CO fold, Hero raises to $7.50
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
ამ მომენტში ჩვენ არ გვაქვს მზა ხელი და უკან ვართ მაგრამ გვაქვს ფლეშ-დროუ და ორმხრივი სტრიტ-დროუ ანუ უძლიერესი დროუ ხელი 15 აუტით.
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
ერთის მხრივ ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგები თუ ოპონენტი კარტს დაყრის მაგრამ არც ქოლი გვეწყინება მისგან რადგან ჩვენი 15 აუტით ჩვენ ალბათ ფავორიტები ვართ ექუითის გათვალისწინებით.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
ამ კითხვაზე პასუხი ჩვენი დროუს სიძლიერიდან გამომდინარეობს მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არასოდეს არ დავყრით ჩვენ კარტს ფლოპზე.12 სუფთა აუტიდან დაწყებული თამაში მთლიან სტეკზე ძალიან მომგებიანი ღონისძიებაა იდეალში პუში ჩვენ თვითონ გვინდა რომ გავაკეთოთ რათა ფოლდ-უქუითიც დაგვემატოს.
ფოლდ-ექუთიზე საუბარი აქ არ არის , რადგან თუ ოპონენტი 3ბეთს გააკეთებს კარტსაც აღარ დაყრის. ცხადია რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ექუითი 50 პრეცენტია ან უფრო მეტიც კიამგვარად თუ ოპონენტი პუშს გააკეთებს ჩვენ ისეთი ფანტასტიური ოდსები გვეძლევა რომლის დროსაც კარტის დაყრა წარმოუდგენელია.
დასკვნა
ძლიერი დროუ ხელით ფლოპზე ბლეფი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შეგვიძლია მაშინვე მოვიგოთ ბანკი მიუხედავად იმისა დავიჭერთ თუ არა ჩვენს აუტს, განხილულ შემთხვევაში ქოლი რომ გაგვეკეთებინა და ოპონენტს დიდი ფსონი გაეკეთებინა თერნზე 15 აუტით კიდევ შევძლებდით ქოლის თამაშს მაგრამ თუ რივერზე კომბინაციას ვერ დავასრულებდით დანებება მოგვიწევდა.
უფრო სუსტი დროუ ხელით თერნზე ჩვენ დანებება მოგვიწევდა რადგან გამოსასვლელი კარტი მხოლოდ ერთია ხოლო ჩვენი ექუით მნიშვნელოვნად შემცირდა.
როცა ძალიან ძლიერი დროუ ხელი გვყავს ფლოპზე უნდა ვეცადოთ, რომ ოპონენტი ოლლ-ინზე წამოვიდეს რადგან ჩვენ ხშირად წინაც კი ვიქნებით, უხეშად რომ ვთქვათ ასეთი დროუ ხელით ფსონი ფლოპზე ველიუ-ფსონს წარმოადგენს.
მაგალითი 2
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25)
UTG ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
CO ($25) (19/8/1.4/28/519) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is BU with A, K
UTG raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00, Hero raises to $4.50, 3 folds, CO calls $4.50
Flop: ($10.35) 4, 5, T (3 players)
CO bets to $6.00, Hero raises All-in
ჩვენ ისევ 3ბეთ ბანკის გათამაშებაში ვართ. ჩვენ 3ბეთი გავუკეთეთ აგრესიულ UTG-ს და ის დაწვა მაგრამ კატოფმა გვიპასუხა ცივი ქოლით და ჩვენ მასთან ერთიერთზე აღმოვჩნდით ,მას პოზიცია არ აქვს.
სად იმყოფება ჩვენი ხელი?
მისი დიაპაზონი ძალიან ფართოა და დონკ-ბეთი რეალურ ძალას სრულიადაც არ ნიშნავს, მას შეიძლება რაიმე სუსტი კომბინაცია ჰყავს რომელსაც მისი აზრით შოუდაუნველიუ აქვს, ჩვენი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მაღალი ტუზით ფლოპზე არც ისე ბევრ კომბინაციებს ვუგებთ.
რისთვის უნდა გავაკეთოთ ფსონი?
სუსტი ხელის წინააღმდეგ აქ შეიძლება ფოლდ-ექუითიც კი გვქონდეს და თუ ოპონენტი ჩვენზე უფრო ძლიერ ხელს დაყრის ეს წარმატება იქნება, მაგრამ საკითხავია ექუითის თვალსაზრისით ვართ თუ არა აქ ჩვენ ანდერდოგი?
ჩვენ ისეთი შედარებით ძლიერი ხელის წინააღმდეგაც კი როგორიცაა JJ/QQ ჩვენ 15 სუფთა აუტი გვაქვს 9 ფლეშისთვის და 6 ოვერკარტებისთვის გარდა ამისა ოპონენტს შეიძლება თვითონაც დროუ ხელი აქვს ან სულაც AQ აქვს, ასეთი კომბინაციების წინააღმდეგ ჩვენ წინაც კი ვიმყოფებით. ასეთ შემთხვევებში ჩვენ უნდა დავარეიზოთ ან დავპუშოთ და მოწინააღმდეგე უნდა დავაყენოთ არჩევანის წინაშე.
როგორ მოვიქცეთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა?
ოპონენტი ბევრს ვერაფერს მოახერხებს ჩვენი პუშის დაქოლვის გარდა
დასკვნა
ნახევრად-ბლეფი 3ბეთ ბანკშიც შეიძლება გაკეთდეს, სუფთა ბლეფისგან განსხვავებით მას დიდი უპირატესობა აქვს ფოლდ-ექუითის გარდა ჩვენ აუტებიც გვაქვს გასაძლიერებლად. ხშირად ჩვენ საშუალება გვექნება ოლლ-ინი გავაკეთოთ ფლობზე და წინ ვიყოთ ექუითით იმის მიუხედავად, რომ ამ მომენტში ჩვენი ხელი უარესია ოპონენტისაზე.
რეზიუმე
თქვენ გაეცანით ფლოპზე აგრესიულად მოქმედებას და დაფიქრდით თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს მას.
რა გვინდა ჩვენ? ველიუს მიღება? ვიცავთ ხელს? საკმარისი ფოლდ-ექუითი გვაქვს და შეგვიძლია ვიბლეფოთ? გვაძლევს თუ არა ნახევრად-ბლეფი დამატებით ფოლდექუითის თუ ძლიერი დროუ ხელით ჩვენ ფავორიტებიც კი ვართ?
ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რა მოვიმოქმედოთ თუ ოპონენტი გაგვიძალიანდა. უნდა მივყვეთ არჩეულ სტრატეგიას. არ არის აუცილებელი ის იდეალური იყოს უკვე ის რომ მოთამაშეს გეგმა აქვს უკვე კარგია.
ფლოპზე ყოველთვის აგრესიული თამაში არ არის საჭირო ის თუ როდის უნდა ვითამაშოთ ფლოპზე პასიურად შემდეგი გაკვეთილიდან შეიტყობთ.