პრეფლოპი: რეიზი

შესავალი 

ამ სტატიაში 

  • როგორ გავათამაშოთ ძალიან ძლიერი ხელები 
  • როგორ გავათამაშოთ მარგინალური ხელები 
  • როგორ გავათამაშოთ სხვა ტიპის ხელები 

წინა სტატიებიდან თქვენ უკვე იცით თუ როგორია პრეფლოპზე ჩვენი თამაშის ლოგიკა. იმის გამო რომ ვაჭრობის პირველ რაუნდში ჩვენი მოქმედებების სისწორე დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, ძალიან რთული ან თითქმის შეუძლებელია შევადგინოთ რაიმე სახის ცხრილი.

ამის გამო ამ სტატიაში განხილული იქნება მხოლოდ ის მაგალითები, რომლებშიც ჩვენ გვყავს სათამაშო ხელი და პირველები ვაკეთებთ რეიზს (ყველა სხვა მოთამაშე ან დაწვა ან გალიმპა). თქვენ ნახავთ თუ რატომ არის რეიზი საუკეთესო გადაწყვეტა, რა სახის ქმედებებს უნდა ველოდოთ ოპონენტებისგან და როგორ მოვახდინოთ მათზე რეაგირება.

როგორ გავათამაშოთ ძალიან ძლიერი ხელები?

ძალიან ძლიერ სასტარტო ხელებად როგორც ვიცით ითლება AA, KK, QQ და AK. ამ ხელებით თითქმის ყოველთვის წინ იქნებით პრეფლოპზე. ჯიბის ტუზებით ან პაპებით თქვენი მიზანი პრეფლოპზევე ოლინის თქმაა. არ არის საჭირო სლოუფლეის ან სხვა ეშმაკური მუვების გაკეთება, ყველაზე მარტივი საქვეყნოდ აღიარებული წესი ჟღერს შემდეგნაირად:

ტუზებით და პაპებით მთავარი სათამაშო ხაზი არის  რეიზი/3-ბეთი/ოლინი.  

ის ვინც ამ წესს ბოლომდე გაყვება არასდროს არ დაუშვებს შეცდომას გრძელ დისტანციაზე. შესაბამისად მაგალითებს არ მოვიყვანთ. აჯობებს უფრო რთული სიტუაციების ილუსტრირება მოვახდინოთ.

საწყისი სიტუაცია

PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)

Stacks & Stats
Hero ($25)
MP ($25)
CO ($25) (34/12/1.1/28/101) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25)

Pre-flop: Hero is UTG with Q, Q
Hero raises to $1.00,…

ქვემოთ გარჩეული იქნება 4 მაგალითი როდესაც ჩვენ გვყავს ქალის წყვილი UTG პოზიციაზე. ცხადია ვაკეთებთ  რეიზს ველიუს მაქსიმიზაციის და ხელის დაცვის მიზნით.

თქვენ სხედხართ 6 კაციან მაგიდაზე, რომელთაგან სამზე გაქვთ გარკვეული ინფორმაცია ანუ რიდსები. მაგრამ ეს ინფორმაცია შეიცავს მხოლოდ სტატისტიკას, ასე რომ თქვენ მხოლოდ უხეშად შეგიძლიათ დააჯგუფოთ მოთამაშეები თამაშის სტილის მიხედვით.

CO ძალიან გავს ლუზ პასიურ მოთამაშეს, რომელსაც ავტომოპასუხედ აღიქვამთ. პატარა ბლაინდი ძალიან გავს TAG-ს, რომელიც ცოტა საწყის ხელს თამაშობს მაგრამ აგრესიულად. ბათონზე კი ლუზ აგრესიული მოთამაშე ზის, რომლისგანაც ყოველთვის ელოდებით ექშენს. დარჩენილი 2 მოთამაშე სამწუხაროდ თქვენთვის უცნობია.

UTG დან ოუპენ რეიზის დროს თქვენ უკვე გაქვთ გარვეული წარმოდგენა გათამაშების შემდგომ განვითარებაზე. თქვენ შეგიძიათ დაახლოებით განსაზღვროთ რას მოიმოქმედებენ ოპონენტები თქვენს შემდეგ. CO ხშირად გააკეთებს ქოლს, თუ 3ბეთს გააკეთებს, უნდა დაფიქრდეთ, რადგან მიუხედავად იმისა რომ ის ლუზია მისი PFR=12% რაც TAG-ის დიაპაზონს წააგავს.

შესაბამისად მისი პრეფლოპ რეიზის დიაპაზონი საკმაოდ მოკლეა, მაგრამ მისი განსაზღვრა საკმაოდ რთულია, რადგან ოპონენტის თამაში არ არის კოორდინირებული. (34/12)  

რაც შეეხება TAG-ს თქვენ იცით რომ ის 3-ბეთს გააკეთებს საკმაოდ ძლიერი ხელით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უბრალოდ დაწვება.  

ხოლო LAG-ი პირიქით საკმაოდ ფართე დიაპაზონით გააკეთებს 3-ბეთს და ხშირ შემთხვევაში თქვენ მასზე უკეთესი ხელი გეყოლებათ.

მაშ ასე თქვენ როგორ გინდათ განვითარდეს მოვლენები თქვენი რეიზის შემდეგ? თუ თქვენ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, იდეალური იქნებოდა თუ CO დაქოლავდა და BU გააკეთებდა სქუიზს. სქუიზი ნიშნავს რომ ის გააკეთებს საკმაოდ მოზრდილ 3-ბეთს რეიზის და ქოლდქოლის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ გააკეთებთ საკმაოდ მარტივ 4-ბეთს და იტყვით ოლინს პრეფლოპზევე.

მაგალითი 2-ში ყველაფერი მსგავსი სცენარით ვითარდება, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც დაგეგმილი გვქონდა.

მაგალითი 1 

PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)

Stacks & Stats
Hero ($25)
MP ($25)
CO ($25) (34/12/1.1/28/101) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25)
Pre-flop: Hero is UTG with Q, Q
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00,1 fold, SB raises to $4.50, 1 fold, Hero...

აქ CO მხოლოდ ქოლავს თქვენს რეიზს, რაც ნამდვილად არ არის სიურპრიზი თქვენთვის. მაგრამ სქუიზს თაგი აკეთებს, რამაც არ შეიძლება რომ არ აგაღელვოთ. 
 
პატარა ბლაინდი პოსტფლოპზე უპოზიციოდ იქნება და ხედავს რომ რეიზი UTG-დან გააკეთეთ. შესაბამისად ის საკმაოდ ვიწრო დიაპაზონს მოგანიჭებდათ და ამ ფაქტის გათვალისწინებით მისი 3-ბეთი კიდევ უფრო სერიოზული ხდება. 
 
მეორეს მხრივ ის საკმაოდ კარგ პოზიციაში იყო სქუიზის გასაკეთებლად. ის უკვე დაინახავდა რომ თქვენ ადრეული პოზიციიდანაც აკეთებთ ოუპენ რეიზს დაბალი ჯიბის წყვილებით ან მარგინალური ხელებით. მან ასევე იცის რომ CO ზედმეტად ლუზია, ასე რომ პატარა ბლაინდს შესაძლოა ეგრძნო რომ „მკვდარი ფული“ და ფოლდ-ექუითი მომგებიანს ხდის მის სქუიზს. მისი აზრების მსგავს ხაზში არის ლოგიკა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, უნდა დაყაროთ თუ არა ჰოლდემში სიძლიერით მესამე ხელი? 
  
თქვენ თამაშის გაგრძელების სამი ვარიანტი გაქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი ფოლდი უნდა აირჩიოთ მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ქალების წყვილი უბრალოდ ძალიან ძლიერი საწყისი ხელია. პატარა ბლაინდთან მიმართებაში თქვენ გაქვთ პოზიცია ამიტომ შესაძლებელია იფიქროთ ქოლზე. მაგრამ CO-ს მოსალოდნელი ქოლი თქვენ გაგირთულებთ გათამაშების წარმართვას. 
 
თუ 4-ბეთს გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ პრეფლოპზევე გახსნათ კარტი. ცხადია პატარა ბლაინდი ძალიან ვიწრო დიაპაზონით დაფუშავს მაგრამ მსგავსი რეინჯის: AA, KK და AK თქვენ მომგებიან ქოლს გააკეთებთ პოტ-ოდსების გათვალისწინებით. 
 
რეალურ დარიგებაში მოთამაშემ სწორედ გათამაშების მსგავსი ხაზი აარჩია. საერთო ჯამში არ არის შეცდომა ოლინი თქვათ QQთი ან AK-ით. მსგავს სიტუაციებში როგორც წესი თქვენ არ გაქვთ სხვა არჩევანი. თუ ქალების წყვილს 3-ბეთის შემდეგ დაყრით, იქნება კი მსგავსი სვლა მომგებიანი გრძელ დისტანციაზე? ძალიან ადვილი იქნება ბანკებიდან თქვენი გაგდება. იმის გამო რომ ქოლი არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენ ითამაშებთ 2 ოპონენტის წინააღმდეგ და მოქცეული იქნებით სენდვიჩში, პრეფლოპზევე უნდა გახსნათ კარტი და თქვათ ოლინი. 

მაგალითი 2 

PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)

Stacks & Stats
Hero ($25)
MP ($25)
CO ($25) (34/12/1.1/28/101) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25) (26/22/3.4/22/390) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
SB ($25) (16/13/2.5/21/456) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25)

Pre-flop: Hero is UTG with Q, Q
Hero raises to $1.00, 1 fold, CO calls $1.00,BU raises to $4.50, 2 folds, Hero...

საუკეთესო ვარიანტი რაც შეიძლება რომ მომხდარიყო: თქვენ არეიზებთ, ლუზი CO ქოლავს, ხოლო ლუზ აგრეისული BU სქუიზს აკეთებს. BU-ს რეინჯის წინააღმდეგ თქვენ საკმაოდ წინ დგახართ, არაფერი რომ არ ვთქვათ CO-ს დიაპაზონზე.  თქვენ აგრძელებთ ხელის დაცვას და აკეთებთ 4-ბეთს და მზად ხართ თქვათ ოლინი, რადგან 4-ბეთ/ფოლდ ხაზი ძლიერი ხელით წარმოუდგენელია.  

Tags