პოსტფლოპი - ჩვენ გვაქვს ინიციატივა

შესავალი

ამ სტატიაში:

  • არასდროს არ გაათამაშოთ მზა ხელები პასიურად
  • გააკეთეთ გაგრძელებული ფსონები, მხოლოდ შესაბამის მაგიდებზე
  • არასდროს არ იბლეფოთ ორზე მეტი ოპონენტის წინააღმდეგ 

მიმდინარე და ამის შემდგომი ორი სტატია "პოსტფლოპზე თამაში - ინიციატივის გარეშე" და პოსტფლოპზე თამაში - გადაუზრდელ ბანკში" ჩემი აზრით ასრულებს ტეხასური ჰოლდემის ძირითადი კონცეფციების გაცნობას, სამივე საკმაოდ ვრცელი და ინფორმაციულად დატვირთული სტატიებია და სასურველია თუ რამდენჯერმე წაიკითხავთ დროის გარკვეულ შუალედში, რადგან თუ გაითავისებთ ამ საფუძვლებს ბევრად გაიზრდებით როგორც მოთამაშე და შეუფასებელ წვლილს შეიტანთ, თქვენი როგორც მოთამაშის სამომავლო განვითარებაში.

ახლა კი დავიწყოთ, როგორც ვიცით თუ პრეფლოპზე ძლიერი საწყისი კარტი მოგვივიდა და ჩვენამდე
ოპონენტების ქცევა იმას მიანიშნებს, რომ საუკეთესო ხელი გვყავს ვზრდით ბანკს, ანუ რეიზს ვაკეთებთ. ასევე შეიძლება არც თუ ისე ძლიერი საწყისი ხელით, მაგრამ კარგი პოზიციის გამო, პრეფლოპზე რეიზი გავაკეთოთ. პოზიციიდან რეიზის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ბლაინდების მოპარვა იყოს, ანუ პრეფლოპზევე დაწვება ყველა და ბლაინდები ჩვენ დაგვრჩება.

სიტუაცია რომელსაც ეს სტატია ეძღვნება შემდეგნაირია: თქვენ პრეფლოპზე რეიზი გააკეთეთ და ერთმა ან რამდენიმე მოთამაშეემ გაათანაბრა თქვენი რეიზი, ანუ ქოლი გააკეთა. თუ თქვენს შემდეგ პრეფლოპზევე რირეიზი გაკეთდა მაშინ სიტუაცია კარდინალურად იცვლება და ამ შემთხვევაზე შემდგომ სტატიებში ვისაუბრებთ.

 

მაგალითი 1

Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25

You are in MP2

  • UTG1, UTG2, UTG3 and MP1 fold
  • You raise to $1
  • MP3 and CO fold
  • Bu calls $1
  • SB folds
  • B calls $0.75

Flop - Active players (3): You, BB, BU - Pot: $3.10

 

 

მაგალითი 2

Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25

You are on the OC

  • UTG1, UTG2, UTG3, MP1, MP2 and MP3 fold
  • You raise to $1
  • BU and SB fold
  • BB calls $0.75

Flop - Active players (2): You, BB, - Pot: $2.10

 

თუ თქვენ ხართ ე.წ. პრეფლოპ აგრესორი, მაშინ სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება იმ შემთხვევისგან, როცა თქვენ ვინმეს რეიზი გაათანაბრეთ პრეფლოპზე ან რეიზი საერთოდ არ ყოფილა.

შემდეგი თავებიდან გაიგებთ:

  •  ... როგორ შევაფასოთ ხელის სიძლიერე.
  • ... რა არის გაგრძელებული ფსონი და როდის გავაკეთოთ ის (დაწვრილებით).
  • ... როგორ მოქმედებენ თქვენს გადაწყვეტილებებზე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მაგიდის სტრუქტურა და ოპონენტის ტიპი.
  • ... როგორ ვითამაშოთ ფლოპზე, თერნზე და რივერზე.

რამდენად ძლიერია თქვენი კომბინაცია?

ფლოპზე შეხედვისას, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის თუ რა კომბინაცია გვყავს და ამასთან იბადება შეკითხვა რამდენად ძლიერია ის? АК პრეფლოპზე ძლიერი ხელია, მაგრამ პოსტფლოპზე თუ მაგიდამ არ გაუმართლა ძალას კარგავს.

საზოგადოდ შეგვიძლია ყველა შესაძლო კომბინაცია 5 კატეგორიაში განვაწესოთ, რომლებიც ხშირად ერთმანეთს გადაკვეთენ ხოლმე.

5 კატეგორია:

  • გამოუსადეგარი ხელები
  • სუსტი დრო-ხელები
  • ძლიერი დრო-ხელები
  • საშუალო სიძლიერის მზა ხელები
  • ძლიერი მზა ხელები

გამოუსადეგარი ხელები

ეს ის საწყისი ხელებია, რომლებიც აბსოლუტურად ვერ მიესადაგდნენ მაგიდის კარტებს. მაგალითად დაბალი ჯიბის წყვილი ხელში და სამი მაღალი კარტი ფლოპზე. ან ისეთი ძლიერი ხელები პრეფლოპზე, როგორიცაა АК და KQ რომლებიც ასევე ვერ მიესადაგდნენ ფლოპს და მხოლოდ ოვერკარტები არიან.

Tags