Fold-Equity - საფუძვლები:
მნიშვნელობა არ აქვს რა სახის პოკერს თამაშობთ, ფოლდ-ექუითი ნებისმიერი მათგანის მნიშვნელოვანი ნაწილია და გამონაკლისი არც ჰოლდემია. სტატიაში თქვენ გაიგებთ რას წარმოადგენს ფოლდ-ექუითი, რატომ არის ის ამდენად მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მისი შეფასება.
განსაზღვრება:
ექუითისგან განსხვავებით, რომელიც იმის ალბათობაა რომ თქვენი ხელი მოუგებს ოპონენტის ხელების კონკრეტულ დიაპაზონს. ფოლდ-ექუითის ქვეშ ვგულისხმობთ ოპონენტის დიაპაზონის იმ ნაწილს, რომელსაც ის გადაყრის თქვენი ბეთისა თუ რეიზის შემთხვევაში.
მნიშვნელობა:
შესაბამისად, ფოლდ-ექუითი არ არის აუცილებლი ნიშნავდეს, რომ თქვენ მიზნად ისახავთ ოპონენტს საუკეთესო ხელები გადააყრევინოთ, ანუ იბლეფოთ. რასაკვირველია, სუფთა ბლეფის შემთხვევაში ფოლდ-ექუითი მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგანაც ის თქვენი ერთადერთი შანსია მოიგოთ ბანკი.
თუმცა არსებობს რიგი სხვა სიტუაციებისა. რა თქმა უნდა, ფოლდ-ექუითის თქვენ ქმნით მაშინაც, როდესაც ნათსი გიჭირავთ. მსგავს სიტუაციაში, თქვენ გირჩევნიათ, რომ ის რაც შეიძლება მცირე იყოს.
ფოლდ-ექუითი ულიმიტო ჰოლდემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რადგანაც საშუალოდ გათამაშებული ხელების მხოლოდ 22-27% მიდის შოუდაუნამდე. მაშასადამე, 4-დან 3 ხელი შოუდაუნის გარეშე მთავრდება, მოგებული კი ის არის, ვინც უკანასკნელმა გააკეთა ბეთი ან რეიზი.
სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია გააანალიზოთ თქვენი თამაში, რათა გაიგოთ, საკმარისად ხშირად ხართ ის „უკანასკნელი“ აგრესიული მოთამაშე?
ფოლდ-ექუითი - ყოველთვის კარგია:
არცერთ შემთხვევაში არ უნდა გამოგვეპაროს ის ფაქტი, რომ ფოლდ-ექუითის შექმნა, ყოველთვის უპირატესობის მომტანია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4-დან 3 ბანკი ვიღაცამ შოუდაუნის გარეშე უნდა მოიგოს და იდეალურ შემთხვევაში ის მოთამაშე თქვენ უნდა იყოთ.
ულიმიტო ჰოლდემში არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვდებთ:
- ველიუ
- ბლეფი
- მკვდარი ფულის აკრეფა
სწორედ ამ უკანასკნელი პუნქტის, „მკვდარი ფულის აკრეფის“, მნიშვნელობა ხშირად დაუფასებელია. მარგინალურ სიტუაციებში, როდესაც თქვენთვის რთულად შესაფასებელია, თუ სად იმყოფებით, დადებით თქვენ არა მხოლოდ გაიმარტივებთ ხელის გათამაშებას, არამედ შექმნით ფოლდ-ექუითისაც, რითიც თქვენი მოქმედება გახდება +EV.
ყოველთვის როდესაც ოპონენტი ყრის კარტს, ის აგდებს თავის აუტებს, შესაბამისად საკუთარ ექუითის. ჩვენ ძალიან იშვიათ შემთხვევებში გვექნება 100%-იანი ექუითი. ასე რომ არასდროს არ იქნება შეცდომა, თუ ცოტა უფრო ხშირად დავდებთ, მაშინაც კი თუ ამ ქმედებით ოპონენტები უფრო სუსტ ხელებსაც დაყრიან.
პირველ რიგში ზემოთქმული ეხება იმ სიტუაციებს, როდესაც გათამაშების ალტერნატივა საკმაოდ სუსტი check/? ან check/fold ხაზი არის.
შესაძლებლობები:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველი დადებისას თქვენ, გსურთ ეს თუ არა, ფოლდ-ექუითის ქმნით. ქვემოთ მოყვანილია სიტუაციები, რომლებსაც ყველაზე ხშირად წააწყდებით:
სუფთა ბლეფი (მაგალითი 1):
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
Hero ($25)
SB ($25) TAG
BB ($25)
Preflop: Hero is BU with 67
3 folds, Hero raises $0.75, SB calls $0.75, 1 fold
Flop: ($1.75) AK9 (2 players)
SB checks, Hero bets $1.20, SB folds
სტანდარტული სიტუაცია, რომელშიც ყველაფერი უკავშირდება ფოლდ-ექუითის. თქვენი მცდელობა პრეფლოპზე მოგეპარათ ბათონიდან ერთი ფერის კონექტორში წარუმატებლად დამთავრდა, თანაც ფლოპმაც ვერაფერი ვერ მოგცათ.
სამაგიეროდ მსგავსი ფლოპი გადასარევია ბლეფისთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში ძალიან მცირე რაოდენობა ხელებისა არსებობს, რომლითაც თქვენი ოპონენტი უპოზიციოდ check/call-ს ითამაშებს.
ზემოთქმული არის მიზეზი, რატომაც ვდებთ(ვბლეფობთ), ვაფასებთ რა ოპონენტის ფოლდ-ექუითის საკმაოდ მაღლად.
არსებობს ოთხი მიზეზი, რატომ ვაფასებთ ასე:
- ჩვენ ერთი ოპონენტი გვყავს
- ჩვენს მოწინააღმდეგეს(TAG) შეუძლია ხელის დაყრა
- მოცემულ ფლოპზე მას ექნება ძალიან ვიწრო დიაპაზონი ჩეკ/ქოლისთვის
- თქვენ თამაშობთ პოზიციიდან
განსხვავებულად არის საქმე შემდეგ სიტუაციაში:
მაგალითი2:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
Hero ($25)
BB ($25) Callingstation
Preflop: Hero is SB with Q10
4 folds, Hero raises $0.75, BB calls $0.75
Flop: ($1.75) A63(2 players)
Hero...?
თქვენ ხედავთ, რომ თუნდაც ერთ ოპონენტთან ტუზი-მაღალი ფლოპი განსხვავებულად უნდა აღვიქვათ გათამაშების პირობებიდან გამომდინარე.
პირველი მაგალითისგან განსხვავებით, მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ ერთი უპირატესობა - ერთადერთი მოწინააღმდეგე შემოგვრჩა.
თქვენ აღარ იმყოფებით პოზიციაში, თქვენი ოპონენტი მარტივად აღარ დაყრის ხელს, რადგანაც მსგავს ბორდზე საკმაოდ ფართო დიაპაზონი აქვს ქოლის გასაკეთებლად.
უხეში შეფასებებითაც მკაფიოდ ჩანს, რომ ჩვენი ფოლდ-ექუითი პირველ სიტუაციაში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მოცემულ შემთხვევაში. ამის დასანახად არც სტატისტიკა გვჭირდება და არც ოპონენტის რეინჯის მკაცრი შეფასება.
ნახევარბლეფი
ნახევარბლეფი ძლიერ დამოკიდებულია ფოლდ-ექუითიზე. დისტანციაზე ნახევარბლეფმა არ შეიძლება მოგება მოიტანოს ფოლდ-ექუითის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგიწევთ ოლინის თქმა ძალიან ძლიერი დროუ-ხელით, რომლითაც ხართ ფავორიტები, ეს უკვე ველიუ ბეთია და არა ნახევარბლეფი.
თუმცა მსგავს სიტუაციაში იშვიათად მოხვდებით.
ჩვეულებრივ თქვენ გექნებათ 8 ან 9 აუტი(ორმხრივი სთრეით-დროუ და ფლეშ-დროუ), შესაძლებელია, მცირე დამატებით(ქვედა წყვილი, ოვერკარტი, გათშოში და ა.შ.)
თქვენი ექუითი ასეთ შემთხვევებში არ არის საკმარისი, რათა ველიუსთვის დავდოთ, ოპონენტის დიაპაზონის წინააღმდეგ. ამიტომაც თქვენ ცდილობთ იბლეფოთ, იმის იმედით, რომ შეძლებთ ნახოთ მოგება, შემდეგი ფაქტორებიდან:
- ფოლდ-ექუითი: თქვენი მოწინააღმდეგე ხელს დაყრის, თქვენ მოიგებთ.
- ექუითი: ვიზავი ქოლს გააკეთებს, თქვენ შეძლებთ ხელის გაუმჯობესებას შემდგომ ქუჩებზე.
მაგალითი 3:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
UTG ($25)
MP ($25)
CO ($25)
BU ($25)
Hero ($25)
BB ($25) calling station
Preflop: Hero is SB with Q10
4 folds, Hero raises $0.75, BB calls $0.75
Flop: ($1.75) 469(2 players)
Hero...
მოცემული სიტუაცია მეორე მაგალითისგან დიდად განსხვავებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ფლოპზე ტუზი არ ამოსულა, მსგავს ბორდზე მრავალი სახის დროუ ხელი შეიძლება არსებობდეს, ესეიგი, თქვენი ფოლდ-ექუითი ძალიან მაღალი ვერ იქნება.
თუმცა ეს უკანასკნელი არც თუ ისე ცუდია. როგორც ხედავთ, თქვენ საკმაოდ ბევრი აუტი გაქვთ, მაშასადამე, თქვენმა ოპონენტმა ფლოპზე ქოლი რომც გაგიკეთოთ, ტრაგედია არ იქნება. პირიქით, თუკი თქვენ თერნზე გაძლიერდებით, ველიუს ამოღება უფრო მარტივი იქნება.
საუბარი ამასთანავე უკვე მიდის ექუითის საკმაო ცვლილებაზე. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თქვენს მოწინააღმდეგეს ორივე შემთხვევაში ჰყავს A9 და ის დროუებით მდიდარ ფლოპზე ტოპ წყვილს იჭერს.