ძლიერი დროუ-ხელის გათამაშება

შესავალი 

ამ სტატიაშია   

  • დროუ-ხელის გათამაშების საფუძვლები 
  • როგორ ვითამაშოთ უპოზიციოდ? 
  • როგორ ვითამაშოთ პოზიციაში? 

ამ სტატიაში  განხილული იქნება თუ როგორ გავათამაშოთ ძლიერი დროუ-ხელი, სირთულე  აქ მათემატიკურ ასპექტშია, რომ ჩვენ იშვიათად მივიღებთ დადებით პოტოდსებს  დროუ ხელით თამაშის გასაგრძელებლად მაგრამ ამ დროს როგორც წესი მოსალოდნელი ოდსები ძალიან მაღალია.  

გარდა ამისა ფსონის ზომის ვარირება ნახევრად-ბლეფს ძალიან ეფექტურს ხდის, ამის გამო ჩვენ გვაქვს  მაღალი ფოლდ-ექუითი რაც ნახევრად-ბლეფს ძალიან მომგებიანს ხდის. 

შემდეგ თავში ჩვენ განვიხილავთ კონკრეტული ფსონის ხაზს და ძლიერი დროუს გათამაშებას სხვადასხვა სიტუაციაში, დავიწყოთ დროუ-ხელის გათამაშების საფუძვლებით 

ძირითადი საფუძვლები 

მოსალოდნელი ოდსები

მოსალოდნელი ოდსები ულიმიტო ჰოლდემში უფრო მაღალია ვიდრე ლიმიტირებულში. შეიძლება გვქონდეს იმის იმედი რომ ოპონენტის ფსონი მომდევნო ქუჩაზე ბანკის ან ბანკის ნახევრის ოდენობის იქნება, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ სტეკების ზომას მცირე სტეკის დროს მოსალოდნელი ოდსები კლებულობენ.

მაგალითი: წარმოვიდგინოთ რომ ფლოპზე ბანკში 12 BB-ია, და Hero ს დროუ-ხელი აქვს 9 აუტით ნათსამდე (მაგალითად, ნათს ფლეშ-დროუ ). ოპონენტი დებს 8 ВВ-ს. Hero-ს ქოლის პოტ ოდსები - 20: 8=2,5:1-ია. თავისი დროუთი ქოლისთვის მას 4,2:1 ოდსები სჭირდება.

თუ ვივარაუდებთ რომ ოპონენტი საშუალოდ კიდევ ბანკის ნახევარს დადებს ჩვენი პოტ ოდსები საჭიროზე მაღალი იქნება  

მოსალოდნელი ოდსების დათვლა:

ბანკი ფლოპზე: 12 BB

ოპონენტის ფსონი: 8 BB

ბანკი ტერნზე: 28 BB

ოპონენტის მოსალოდნელი ფსონი ტერნზე: 14 ВВ

Hero-ს მოსალოდნელი ოდსები ფლოპზე ქოლისას: (ბანკის რაოდენობა ფლოპზე + ოპონენტის ფსონი + ოპონენტის მოსალოდნელი ფსონი შემდეგ ქუჩაზე)/(ოპონენტის ფსონი)

მოსალოდნელი ოდსები = (12 + 8+ 14):8 = 34:8 = 4,25:1.

რადგან Hero-ს მოსალოდნელო ოდსები მეტია ვიდრე მოგების ოდსები მისი ქოლი ფლოპზე გამართლებული იქნება.  

Bet/Raise, Call თუ Fold?

კითხვაზე თუ როგორ უნდა გავათამაშოთ დროუ ხელი პასუხი არაერთგვაროვანია, მათემატიკური თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან რთულია რადგან არსებობს მრავალი უცნობი ამიტომ სწორ დასკვნამდე მისვლა ძნელია. დავაფიქსიროთ რამდენიმე უბრალო წესი.

როდის უნდა დავყაროთ კარტი?

კარტი უნდა დაიყაროს ნებისმიერ იმ მომენტში როცა ოდსები ქოლისთვის არაკორექტულია ხოლო ნახევრად-ბლეფურ რეიზს აზრი არ აქვს. როცა მკვდარ ხელს მივათრევთ მაგალითად თუ ბორდზე წყვილი კარტი დევს (ფულ-ჰაუსის არსებობის ალბათობა) როცა სუსტი დროუ გვყავს მაგალითად ორმხრივი სტრიტ-დროუს ქვედა ბოლო ან ფლეშ-დროუ ორი დაბალი კარტით.

როდის უნდა გაკეთდეს ქოლი ?

როცა ოპონენტს ძლიერი ან ძალიან ძლიერი ხელი ჰყავს, ამიტომ ჩვენი მოსალოდნელი ოდსები ძალიან მაღალია, (ის არ დაყრის კარტს როცა ჩვენ დროუს ავაწყობთ), მეორეს მხრივ ამ დროს რეიზის გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ რადგან ფოლდ-ექუითი ძალიან დაბალია და ასევე არსებობს იმის საკმაო ალბათობა რომ ოპონენტი რირეიზით დაიცავს საკუთარ ხელს, ჩვენ კი აღარ გვექნება კორექტული ქოლის გაკეთების საშუალება.

როდის უნდა გავაკეთოთ ფსონი ან რეიზი ნახევრად-ბლეფით?

რაც უფრო მაღალია იმის ალბათობა,რომ ოპონენტი ხელს დაყრის მით უფრო მეტი აზრი აქვს ნახევრად-ბლეფს. ყველაფერი ოპონენტზე და სიტუაციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი აუტები გვაქვს მით უფრო მეტი აზრი აქვს ნახევარბლეფურ რეიზს, რადგან მსგავს შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ მაღალი ექუითი გვაქვს და ჩვენ არამხოლოდ ვბლეფობთ არამედ ვარეიზებთ ველიუსთვის, თუ მონსტრი-დროუ გვყვავს. როცა პოზიციაში ვართ და მსგავს რეიზს ვაკეთებთ, ვაჭრობის მომდევნო რაუნდში ხშირად უფასო კარტის მიღების საშუალება გვექნება. რეიზით ბანკი იზრდება და როცა დროუს დავასრულებთ ბანკი იმდენად დიდია რომ ოპონენტს გაუჭირდება კარტის დაყრა რადგან მისი სტეკის დიდი ნაწილი ბანკში დევს. რაც უფრო დიდია ბანკი მით უფრო დიდი უნდა იყოს ფსონი ოღონდ ისე რომ ოპონენტს ძალიან ცუდი პოტ-ოდსები არ შევთავაზოთ.

ფსონის ზომა, ფოლდ-ექუითი და მოსალოდნელი ოდსები

განვმარტოთ ორი საკითხი, პირველი: რა ზომის უნდა იყოს ფსონი ნახევრად-ბლეფის დროს?

აქ მოქმედებენ ის მოსაზრებები რომლებიც სწორია უმრავლეს შემთხვევებში.

მინი-რეიზი ამ დროს არ ვარგა რადგან მას მცირე ფოლდ-ექუითი აქვს, უმჯობესია ბანკის ზომის ფსონი (Pot Size)  ფსონის ეს ზომა ოპტიმალურია ფასეულობის და ეფექტურობის შეფარდებით. ამ დროს ფოლდ-ექუითი საკმაოდ მაღალია. უფრო მაღალი ფსონი მართალია ფოლდ-ექუითის ზრდის მაგრამ კლებულობს მისი ფასეულობა გარდა ამისა გამოცდილი მოთამაშეები სკეპტიკურად უყურებენ დიდ ფსონებს, ისინი მასში ხედავენ იმის სურვილს რომ ჩვენ დროუ-ხელით "ვიყიდოთ'' ბანკი. ძლიერი ოპონენტების დროს უმჯობესია ფსონი ბანკის ზომის იყოს ასეთ ფსონს ისინი ვერ წაიკითხავენ.

მეორე საკითხია მოსალოდნელი ოდსების შეფასება, ამისთვის ორი ძირითადი წესი არსებობს:

იმის მიხედვით თუ რა სიძლიერისაა დროუ, მოსალოდნელი ოდსების ოდენობა განსხვავებულია. მაგალითად ორმხრივი სტრეიტ-დროუს მოსალოდნელი ოდსები მეტია ვიდრე ფლეშ-დროუსი. ნებისმიერი ხედავს ფლეშის საშიშროებას მაშინ როცა სტრეიტ-დროუ უფრო შენიღბულია. მოსალოდნელი ოდსები დამოკიდებულია ოპონენტზე, რაც მეტია მისი WTS (Went To Showdown), მით უფრო იზრდება მოსალოდნელი ოდსები. მოსალოდნელი ოდსები ბორდის კარტებზეცაა დამოკიდებული რაც უფრო ცხადია დროუს არსებობა მით უფრო კლებულობს მოსალოდნელი ოდსები. მოსალოდნელი ოდსები სტეკის ზომაზეცაა დამოკიდებული ბუნებრივია თუ ოპონენტს მცირე სტეკი ქვს ჩვენ მას ბევრ ფულს ვერ მოვუგებთ.

და კიდევ, თუ გეგმავთ ოპონენტის ოლლ-ინამდე მიყვანას ფსონების ისეთი ხაზი აირჩიეთ რომ ეს თქვენ გააკეთოთ, რადგან ამ დროს არსებობს ფოლდის ალბათობა, ხოლო ოპონენტის მხრიდან ოლლ-ინის დროს ასეთი ვარიანტი ბუნებრივია არ არსებობს.

უპოზიციოდ

ეს არ არის საუკეთესო სიტუაცია. OOP (out of position,უპოზიციოდ )ჩვენ  2პრობლემა გვექმნება :

  • თუ ჩვენ დავასრულებთ დროუ-ხელს, ოპონენტისგან ფულის მიღება ძნელია, რადგან ჩვენი ფსონი იმის მანიშნებელია რომ ჩვენ გავძლიერდით. ჩექ/რეიზს ის ნაკლი აქვს რომ ხშირად საპასუხო ჩექს მივიღებთ(check behind).
  • შემდეგი ქუჩის ნახვა ხშირად ძვირი სიამოვნებაა, უფასო კარტის მიღება კი იშვიათობა.

ამ პრობლემებს შეიძლება თავი დავაღწიოთ თუ ფსონების ისეთ ხაზს ავირჩევთ რომ  ოლლ-ინამდე მივიდეთ და თან ეს ოლლ-ინი ჩვენ გავაკეთოთ. თამაშის ეს მანერა მაშინაა მომგებიანი თუ ძლიერი დროუ გვაქვს (12 და მეტი აუტი)აქ საკმარისია მცირე ფოლდ-ექუითის არსებობა რათა  გათამაშების ეს ხაზი მომგებიანი იყოს.  

გაზრდილი ბანკი

ინიციატივით

მაგალით1: NL 2/4 Dollar

Villian1 (Button) ($400)
SB ($350)
BB ($420)
Hero ($600)
MP ($500)
Villian2 (CO) ($350)

Preflop: Hero is MP with K Q
1 fold, Hero raises to $12, CO calls $12, Button calls $12, 2 folds.

Flop: ($42) T J 3 (3 players)
Hero bets $35. 

Tags