ამ სტატიაში
- რატომ უნდა გამოვიყენოთ თამაშისას ნახევარბლეფი
- პოზიციის მნიშვნელობა
- როგორ მოვიქცეთ ჩექ/რეიზის დროს
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ჰოლდემის რთულ და ძლიერ იარაღს - ნახევარ ბლეფს.
ნახევარ ბლეფი უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი პოკერის კარგი მოთამაშის რეპერტუარში. მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს ამ სვლის მუშაობის პრინციპი. რა არის სინამდვილეში ნახევარბლეფი? რატომ, ვის წინააღმდეგ და როდის ვიყენებთ ამ იარაღს? ამ სტატიაში ჩენ შევეცდებით პასუხი გავცეთ თითოეულ შეკითხვას.
რა არის ნახევარ ბლეფი?
უხეშად რომ ვთქვათ არსებობს ფსონის სამი ტიპი:
- ველიუ ფსონი - ფსონები ველიუსთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ წინ ვართ და გვინდა რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ, ამასთან ცხადია მსგავსი ქმედებით ვიცავთ ჩვენ ხელს ოპონენტის შესაძლო დროუ-ხელებისგან.
- ბლეფ ფსონი - მას ვიყენებთ მაშინ როდესაც დარწმუნებულები ვართ რომ უკან ვართ, მაგრამ გვაქვს შანსი რომ ვაიძულოთ ოპონენტი დაყაროს უკეთესი ხელი და მოვიგოთ ბანკი გაძლიერების გარეშე.
- მესამე ტიპის ფსონი - ნახევარბლეფი, არის ფსონი, როდესაც ვიცით რომ უკან ვართ, მაგრამ ჩვენს ხელს აქვს პოტენციალი (აუტები) რომ გახდეს საუკეთესო.
ასე რომ ნახევარბლეფი შეგვიძლია შემდეგნაირად განვმარტოთ: ნახევარბლეფი - ეს არის ფსონი შედარებით სუსტი ხელით, რომელიც შესაძლოა გახდეს საუკეთესო ვაჭრობის მომდევნო რაუნდებზე.
თუ ჩვენ გვინდა მსგავსი ხელის გათამაშება, უფრო მომგებიანი იქნება თუ თავად გავაკეთებთ ფსონებს და არ ვითამაშებთ ჩექ/ქოლ რეჟიმში. ფსონის მეშვეობით ჩვენ ვიღებთ ფოლდ-ექუითის. რადგან თუ არ დავდებთ, ვერ ვაიძულებთ ოპონენტს გავიდეს დარიგებიდან.
როდის აქვს აზრი ნახევარ ბლეფს?
ჩვენ უკვე ვახსენეთ ის უმნიშვნელოვანესი პრინციპი რომელსაც ემყარება ნახევარბლეფი: ჩვენს ხელს უნდა გააჩნდეს ვაჭრობის მომდევნო რაუნდებში გაძლიერების პოტენციალი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყოველ მომდევნო ქუჩაზე ჩვენი ხელის გაძლიერების ალბათობა კლებულობს, მაშინ ცხადია რომ ნახევარბლეფის გამოყენება გაცილებით მომგებიანი იქნება ფლოპზე, ვიდრე თერნზე. ასევე ცხადია რომ პრინციპულად შეუძლებელია რივერზე ნახევარბლეფის გამოყენება, რადგან ჩვენ უკვე აღარ გვექნება ხელის გაძლიერების პოტენციალი. ვაჭრობის მეოთხე რაუნდში ჩვენ ან წინ ვართ ან უკან, შესაბამისად არჩევანი უნდა გავაკეთოთ ბლეფ ფსონსა და ველიუ ფსონს შორის, ან მარტივად დავყაროთ კარტი.
თქვენ ნახევარბლეფი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ისეთი ტიპის ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ დაყარონ კარტი. როგორც ქვევით ვნახავთ ფოლდ ექუითი ნახევარბლეფის მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ თქვენ ატყობთ რომ ოპონენტი ყველაფერს გააკეთებს შოუდაუნის სანახავად, მაშინ არ ღირს მის წინააღმდეგ ნახევარბლეფის გამოყენება.
ნახევარბლეფის გამოყენება შესაძლებელია, როგორც პოზიციაში ასევე გარე პოზიციაში თამაშისას. პოზიციაში თამაშის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ ნახევარბლეფსა და შემდეგი კარტის უფასოდ ნახვას შორის. რადგან გარეპოზიციიდან თამასისაც გვიჩნდება 2 კარტის ერთის ფასად ყიდვის შესაძლებლობა, ნახევარბლეფი უფრო ხშირად გამოიყენება გარეპოზიციიდან თამაშისას.
რა სახის დროუ ხელები შეგვიძლია გავათამაშოთ ნახევარბლეფით პირველ რიგში ცხადია ესენია ძლიერი დროუ ხელები ფლეშ-დროუ და ორმხრივი სტრეიტ-დროუ. მაგრამ არსებობს ასევე უამრავი სხვა დროუ ხელიც, მაგალითად A 7- იც შეიძლება გადათმაშდეს ნახევარბლეფით K97 მაგიდაზე, რადგან მას 5 აუტი აქვს სავარაუდოდ საუკეთესომდე გასაძლიერებლად.
ეს არის ნახევარბლეფის ტიპიური მაგალითი. რადგან მსგავს სიტუაციაში ფსონის გაკეთებით, ჩვენ ძირითადად ვხელმძღვანელობთ ფოლდ-ექუითით და იმედი გვაქვს რომ ოპონენტი დაყრის კარტს, მაგრამ ამასთან არსებობს ჩვენი ხელის გაძლიერების შესაძლებლობა. შესაბამისად მსგავსი ფსონი ნახევარბლეფია და არა ველიუ ფსონი, როდესაც ჩვენ გვინდა დაგვიქოლოს უარესმა ხელმა.
რისი მიღწევა გვსურს ნახევარბლეფით?
ფოლდ-ექუითი
პირველ რიგში ჩვენ ვიყენებთ ნახევარბლეფს იმიტომ, რომ არსებობს იმის საკმაო ალბათობა რომ ოპონენტი დაყრის კარტს. ჩვენ გვყავს ისეთი კარტი, რომელიც დიდი ალბათობით უკან არის, მიუხედავად იმისა რომ აქვს გაძლიერების პოტენციალი. ასეთ შემთვევაში უნდა გავაკეთოთ ფსონი და თუ ოპონენტი დაყრის კარტს, უმრავლეს შემთვევებში ის დაყრის საუკეთესო ხელს. თუ ნახევარბლეფი წარმატებულია ეს ნიშნავს რომ ოპონენტმა დაუშვა შეცდომა, ანუ ჩვენ მოვიგეთ ბანკი ისეთი ხელით, რომელსაც ფსონის დადების მომენტში არ გააჩნდა არანაირი შოუდაუნ-ველიუ.
მაგალითი
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 2, 3
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold
Flop: ($2.25) A, 5, 8 (2 players)
SB bets $1.00, Hero raises to $4.25, SB folds
SB shows [5 6 ]
ჩვენ ვარეიზებთ ოპონენტის დონკ-ფსონს. ჩვენ გვყავს ფლეშ-დროუ + გათშოტი, შესაბამისად მსგავსი რეიზი არის ნახევარბლეფი. ჩვენი მიზანია ბანკი წავიღოთ ფლოპზევე, მაგრამ თუ ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებთ, გვრჩება საკმარისად ბევრი აუტი თამაშის გასაგრძელებლად.
საბოლოო ჯამში გამოგვივიდა ის რაც გვინდოდა, ოპონენტმა დაყარა საუკეთესო ხელი - დაბალი წყვილი, ჩვენ ვაიძულეთ ოპონენტს დაეშვა შეცდომა და დაეყარა საუკეთესო ხელი.
ცხადია ეს შეუძლებელი იქნებოდა თუ ჩვენ უბრალოდ დავქოლავდით ოპონენტის ფსონს, იმის იმედად რომ შემდეგ ქუჩებზე მოვიდოდა ჩვენთვის სასურველი კარტი. თუ რეიზს არ გავაკეთებდით ოპონენტს არ ექნებოდა ფოლდის გაკეთების საშუალება, ჩვენ კი გათამაშებაში დავრჩებოდით უარესი ხელით.
ხელის გაძლიერების ალბათობა
ფოლდ-ექუითისთან ერთად, ნახევარბლეფის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჩვენი კომბინაციის დასრულების ალბათობა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის სასურველი კარტი ამოვა თერნზე ან რივერზე, ჩვენ უკვე ვიქნებით საკმაოდ დიდ ბანკში ძალიან ძლიერი მზა ხელით და შესაბამისად გვექნება საშუალება მთლიანი სტეკი მოვუგოთ ოპონენტს.
მაგალითი
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 2, 3
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold
Flop: ($2.25) A, 5, 8 (2 players)
SB bets $1.00, Hero raises to $4.25, SB calls $4.25
SB checks, Hero bets $8.00, ...
ჩვენ ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებით. მაგრამ სამწუხაროდ ოპონენტმა არ დაყარა ფლოპზე და ჩვენ კვლავაც დარიგებაში დავრჩით.
თერნზე მოდის ერთი იმ 12 აუტიდან რომელიც ასრულებდა ჩვენს კომბინაციას. ოპონენტი აკეთებს ჩექს და ჩვენ წყნარად შეგვიძლია გავაკეთოთ ფსონი ველიუსთვის და დაცვისთვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფლოპზე წარუმატებლობის მიუხედავად საბოლოო ჯამში, ჩვენი ნახევარბლეფი ძალიან წარმატებული გამოდგა. ცხადია ოპონენტმა შეიძლება დაყაროს საშუალო წყვილი და გათშოტი, მაგრამ ასევე შესაძლებელია მას მზა ხელი ყავდეს, ასეთ შემთხვევაში ბანკის სიდიდის გათვალისწინებით დიდი შანსია ოპონენტს მთლიანი სტეკი მოვუგოთ.
კარტის უფასოდ ნახვის შესაძლებლობა
თუ ჩვენ პოზიციაში ვთამაშობთ, ცხადია გვიჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა - აგრესიის გამოყენებით შეგვიძლია უფასოდ ვნახოთ მომდევნო კარტი. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ჩვენ საკმარისად ბევრი აუტი გვყავს, მაგრამ არ გვინდა თერნზე დიდი ფსონის გათანაბრება.
მაგალითი
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 2, 3
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold
Flop: ($2.25) A, 5, 8 (2 players)
SB bets $1.00, Hero raises to $4.25, SB calls $4.25
Turn: ($10.75) K (2 players)
SB checks, Hero checks
River: ($10.75) 4 (2 players)
SB bets $3.00, Hero raises to $10.00
კვლავაც იგივე მაგალითი განვიხილოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვერც ფლოპზე შევძელით ბანკის მოგება და ვერც თერნმა დაგვისრულა კომბინაცია, მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც არ ვდგავართ დიდი პრობლემების წინაშე. ფლოპზე რეიზის საშუალებით მოვიპოვეთ ინიციატივა და ახლა განმეორებითი ჩექით შეგვიძლია უფასოდ ვნახოთ რივერის კარტი.
პრინციპში ჩვენ ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ: ჩვენ შეგვიძლია კვლავაც გავაკეთოთ ფსონი, რომელიც ასევე ნახევარბლეფი იქნება, ან განმეორებითი ჩექის მეშვეობით უფასოდ ვნახოთ რივერი და ვიმედოვნოთ რომ მოვა ჩვენი 12 აუტიდან რომელიმე.
როგორც უკვე დავრწმუნდით ფოლდ-ექუითი ნახევარბლეფის მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენი ოპონენტი საკმაოდ ლუზია WTS (WenttoShowdown – 34%) ამ ფაქტის გათვალისწინებით, ფოლდ-ექუითი ძალიან მცირეა. ამასთან თერნზე ჩვენი ხელის შოუდაუნ-ველიუ 0-ის ტოლია. თუ ჩვენ დავდებთ თერნზე, და ვერ დავასრულებთ კომბინაციას რივერზე, ბანკის მოგებას მხოლოდ სუფთა ბლეფით შევძლებთ, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება კი რივერზე დანებება იქნება.
თუ მათემატიკურად ჩამოვაყალიბებთ: ჩვენი ოდსები დაახლოებით. 1:1 არის ფლოპზე. რადგან უხეშად რომ ვთქვათ თქვენ 50% შემთხვევებში დაასრულებთ კომბინაციას რივერამდე.
მაგრამ თერნზე ჩვენი ოდსები უკვე 3:1-თან არის, რაც ნიშნავს იმას რომ რივერზე ჩვენ გავძლიერდებით 25% შემთხვევებში. თუ შევაჯამებთ ოდსებს და იმის ალბათობას რომ მსგავს ოპონენტი დაწვება, ხშირად ჩვენ გადავიხრებით ჩექისკენ. რადგან დაბალი ფოლდ-ექუითის გამო თერნზე ფსონი აზრს კარგავს.
ყველაფერი კარგად მთავრდება, რივერმა დაგვისრულა კომბინაცია, ოპონენტი აკეთებს შედარებით მცირე ფსონს (ბლოკ-ფსონს) ჩვენ ვალდებულნი ვართ წყნარად დავარეიზოთ ველიუსათვის.
„ცრუ სვლები“
ჩვენი თამაშის სტილიდან გამომდინარე „ცრუსვლებში“ ვგულისხმობთ ბლეფის ელემენტებს, რომლებსაც ვიყენებთ იმ მიზნით რომ ოპონენტებმა ვერ წაიკითხონ ჩვენი ძირითადი სტრატეგია.
ცრუ სვლები პოკერის ნებისმიერი სახეობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ნახევარბლეფი ძალიან ძლიერი და საიმედო იარაღია ჩვენს თამაშში ცრუსვლების დასანერგად, რომლის გამოყენებითაც ოპონეტებს გაუჭირდებათ ჩვენი ხელების წაკითხვა. ნახევარბლეფის გამოყენებით ჩვენ არამარტო ძლიერ ხელებში ვაკეთებთ ფსონებს, არამედ დროუ-ხელებითაც, რომლებიც საშუალო სიძლიერის ხელებს განეკუთვნებიან. როგორც პირველ მაგალითში აღვნიშნეთ, მსგავსი სვლით ჩვენ ვაიძულებთ ოპონენტებს დაუშვან შეცდომები, ხოლო როგორც სულ პირველ სტატიაში დავწერეთ ჩვენი ძირითადი მიზანი პოკერის თამაშისას, სწორედ ესარის. ასევე მსგავსი თამაშით ჩვენ წაუკითხავები ვართ, რადგან უკვე ნახსენებ პირველ მაგალითში ჩვენ შეიძლება გვყავდეს როგორც ტუზი ძლიერი კიკერით, ასევე სეტი.
თანაც ოპონენტს ძალიან გაუჭირდება მიხვდეს გათამაშების ხაზით, რომ ჩვენ სტრეიტი ავაწყვეთ 2 3-ით. თუ მას ასეთ შემთხვევაში შედარებით ძლიერი ხელი ეყოლება ადვილად მოვუგებთ მთლიანს ტეკს
დაცვა და უფასო კარტის შეზღუდვა
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25) (35/3/0.8/34/287) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with A, K
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold
Flop: ($2.25) 4, 2, T (2 players)
SB bets $1.00, Hero raises to $4.25, SB folds
სიტუაცია შეიცვალა მაგრამ ჩვენ კვალავაც იგივე ოპონენტის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ჩვენ მსგავს შემთხვევებში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ოპონენტს ყავს (5 6)-ის მსგავსი ხელი. და ჩვენ კვალავაც ვაკეთებ თრეიზს ნახევარბლეფის გამოყენებით. ორი ოვერკარტის გამოყენებით ჩვენ აქ 6 აუტი გვყავს და ასევე შესაძლებელია გავითვალისწინოთ ბექდორ-ფლეშ-დროუ.
მაგრამ სინამდვილეში საკითხი სულ სხვანაირად დგას. არის საკმაო ალბათობა იმის რომ ტუზით და უმაღლესი კიკერით ჩვენ ამ სიტუაციაში ჯერ კიდევ წინ ვართ, მაშინ იბადება შეკითხვა გვინდა კი ჩვენ ოპონენტის ფოლდი?
პასუხი საკმაოდ მარტივია, დიახ. ფლოპი საკმაოდ საშიშია. ჩვენ შეიძლება ჯერ კიდევ წინ ვართ ჩვენი AK ხელით, შესაბამისად რეიზის საშუალებით ვიცავთ ჩვენს ხელს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნახევარბლეფის გამოყენებით, ოპონენტს ვუსპობთ შესაძლებლობას ფაქტიურად უფასოდ ნახოს თერნის კარტი (ამ შემთხვევაში 1$ის ინვესტირების სანაცვლოდ)
თუ ოპონენტს მართლაც 56 ყავს, მაშინ მას შეუძლია ადვილად დაიჭიროს 3, 5, ან 6 (10 აუტი) თერნზე და მიიღოს საუკეთესო ხელი. შვიდიანი თერნზე მას მისცემს 14 აუტს რივერამდე.
შესაბამისად ნახევარბლეფური ფსონის საშუალებით ჩვენ ერთდროულად ვიცავთ საკუთარ ხელს და ამასთან ოპონენტს ვუსპობთ თერნის უფასოდ/იაფად ნახვის შესაძლებლობას.
მეორე ბარელის შესაძლებლობა საშიში კარტის პირობებში
მაშ ასე ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე მაგალითი თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ნახევარბლეფი დარიგების განმავლობაში. მეორე მაგალითში ჩვენ უარი ვთქვით განმეორებით ფსონზე დაბალი ფოლდ-ექუითისგამო.
თუმცა ასევე არსებობს სიტუაციები, როდესაც თერნზე მოდის საშიში კარტი, რაც ხელფეხს უხსნის აგრესიულ მოთამაშეს, რომელიც ინიციატივით თამაშობს:
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25) (13/6/0.7/23/652) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Pre-flop: Hero is BB with J, 7
UTG calls $0.25, 4 folds, Hero checks
Flop: ($0.60) 7, T, 2 (2 players)
Hero bets $0.50, UTG calls $0.50
Turn: ($1.60) A (2 players)
Hero bets $1.35, UTG folds
პრეფლოპზე ჩვენ ვერ გავრისკეთ რეიზი თაით ოპონენტის წინააღმდეგ, რომელმაც გალიმპა ადრეული პოზიციიდან. ჩვენ გარეპოზიციაში ვართ და გარკვეულწილად ფლოპშიც მოვხვდით. ცხადია ჩვენი მეორე წყვილი არ არის საოცნებო ხელი, მაგრამ ასეა თუ ისე ჩვენ მაინც გვაქვს 5 აუტიტრიპს ზედა ორ წყვილზე, ასევე არსებობს მცირე შანსი ბექდორ სთერეით-დროუსთვის.
ოპონენტი უბრალოდ ასწორებს ჩვენს ფსონს და თერნზე მოდის საშიში კარტი. ახლა ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ფოლდ-ექუითი, რომელიც საკმაოდ მაღალი იქნება, რადგან მსგავსი ოპონენტი იშვიათად გალიმპავს ადრეული პოზიციიდან Ax ხელით. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ფსონი/ფოლდი გათამაშების ხაზს, რითიც დიდი ალბათობით მოვიგებთ ბანკს.
თუ შევაჯამებთ ყველა ზემოთმოყვანილ ასპექტს გავიგებთ რა აზრი აქვს ნახევარბლეფს. ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესიული თამაშის წყალობით ბანკის წაღების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე პასიური გათამშების, ჩექ/ქოლი-ს შემთვევაში გვექნებოდა. მაგრამ ამასთან მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი საკუთარი (დროუ) ხელის პოტენციალი და ოპონენტის თამაშის სტილი.
მაშ ასე ჩვენ განვიხილეთ თუ როგორი ტიპის ნახევარბლეფის გამოყენება შეგვიძლია. შემდეგ მაგალითებში ჩვენ განვიხილავთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც რამდენიმე ოპონენტი გვყავს.
ნახევარბლეფის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ჩექ/რეიზი
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with A , K
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold
Flop: ($2.25) 3, 7, 4 (2 players)
SB checks, Hero raises to $1.75, SB raises to 6$, Hero...?
პრეფლოპზე ყველაფერი სტანდარტულად იყო: ჩვენ დავარეიზეთ ბათონიდან და მივიღეთ ერთი ქოლერი. ჩვენ ნათს ფლეშ-დროუ გვყავს და ასევე ორი ოვერკარტი რომლებიც გვაძლევენ ტოპწყვილს ტოპკიკერით.
მას შემდეგ რაც ოპონენტი ჩექავს ჩვენ ვაკეთებთ კონტბეთს. ჩვენი ტუზი მსგავს სიტუაციაში შესაძლოა წინაც იყოს, შესაბამისად ჩვენ უნდა დავდოთ დაცვის მიზნითაც. ამასთან ჩვენ 15 აუტი და საკმაოდ მაღალი ფოლდ-ექუითიც გვაქვს.
მაგრამ ამ შემთხვევაში ოპონენტი აკეთებს ჩექ/რეიზს. იმის გამო რომ ოპონენტს არ ვიცნობთ, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი მუვი. ჩვენ გვაქვს თამაშის გაგრძელების სამი შესაძლებლობა: ფოლდი, ქოლი ან რეიზი. რადგან რეიზი ასეთ შემთხვევაში ჩვენის ტეკის 2/3 რაოდენობის იქნება, რეიზის ვარიანტი ახლავე უნდა შევცვალოთ ოლინით.
ფოლდის ვარიანტი არც უნდა განიხილოთ, რადგან ხელი ძალიან ძლიერია მსგავსი მოქმედებისთვის. უნდა განვიხილოთ მესამე ვარიანტი ქოლი: მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქოლის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება თერნზე გაძლიერება. რადგან თუ თერნზე ვერ გავძლიერდებით და ოპონენტი დაფუშავს, ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ ოდსებს რივერისთვის და ვეღარ ვნახავთ მას. ფაქტიურად ეს არის ნახევარბლეფის პრაქტიკული მაგალითი, რადგან ხშირ შემთხვევებში ოპონენტის ჩექ/რეიზის შემდეგ ჩვენ ჩვენი მაღალი ტუზით უკან ვართ. თუ ოლინის თამაშს გადავწყვეტთ მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ის უარესი ხელები რომლებიც ქოლს გაგვიკეთებენ.
ოპონენტს ყავს ოვერწყვილი ან უფრო სუსტი კომბინაცია
ოპონენტს შეიძლება ყავდეს 88+ ან 7x (მაგ.:A7). ოპონენტს უნდა გაარკვიოს სად იმყოფება მისი ხელი, თუმცა ხშირ შემთხვევებში ის დაქოლავს თქვენს ფუშს. პრეფლოპზე თამაშის გათვალისწინებით ისეთი ხელები როგორებიცაა AA/KK და რომლებსაც შეუძლიათ წაგვართვან აუტები, შეგვიძლია გამოვრიცხოთ. QQ-88-ს წინააღმდეგ ჩვენ სუფთა 15 აუტი გვაქვს და ჩვენ აშკარა ფავორიტები ვართ. A7 შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვაკლოთ ტუზის აუტები დომინაციის გამო და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 12 აუტი გვექნება.
ოპონენტს ყავს დროუ-ხელი
ოპონენტს შესაძლოა ყავდეს დროუ-ხელი, რადგან მაგიდის სტრუქტურა გულისხმობს მრავალისახის დროუს. ჩვენ თითქმის ყველანაირი დროუს წინაღმდეგ წინ ვართ (თუ არ ჩავთვლით x7 ). შესაბამისად ასეთი სიტუაცია იდეალური იქნებოდა ოლინისთვის.
ოპონენტს ძლიერი მზა ხელი ყავს
მესამე სცენარი - ყველაზე ცუდი ჩვენთვის. ოპონენტს ორი წყვილი, სეტი ან მზა სტრეიტი ყავს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ცხადია აშკარა აუტსაიდერები ვართ.
ახლა შევაფასოთ სამივე შემთხვევა: ცხადია რომ ოპონენტის საერთო სპექტრთან ჩვენ წინ ვართ, რადგან ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც გვაქვს 8-9 აუტიფლეშზე, ხოლო სპექტრის ძირითდ ნაწილს უკვე ვუგებთ ექუითით.
შესაბამისად ჩვენი მხრიდან ოლინი მომგებიანი იქნება გრძელ დისტანციაზე, რადგან ჩვენ შეგვიძლია ამოვიდეთ იქიდან რომ უკვე წინ ვართ, ამასთან ჩვენი აგრესიული თამაშის, ნახევარბლეფის წყალობით ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ფოლდ-ექუითისაც.
თუმცა არ ღირს შეცდომების დაშვება და ამ მაგალითის მერე იმის დაშვება რომ ოვერკარტები + ფლეშდროუფლოპზე, ისეთი ხელია რომლითაც ყოველთვის ოლინი უნდა ვთქვათ. იმისთვის რომ ხაზი გავუსვათ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს განვიხილოთ შემდეგი
მაგალითი:
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with K , Q
1 fold, MP calls $0.25, CO calls $0.25, Hero raises to $1.50, SB calls $1.50, 1 fold, MP calls $1.50, CO calls $1.50
Flop: ($6.25) 6, 7, 8 (4 players)
SB bets $4.00, 1 fold, CO raises to $12.50, Hero...?
პრეფლოპზე ჩვენ ვთამაშობთ მსგავსი მაგრამ ნაკლებად ძლიერი ხელით.ფლოპზე კი კვლავაც ორი ოვერკარტი და ფლეშ-დროუ გვყავს.
სამწუხაროდ ამჯერად 3 ოპონენტი გვყავს. პატარა ბლაინდი აკეთებს დონკ-ფსონს, ხოლო მოთამაშე ქათოფიდან აკეთებს რეიზს, ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ რთული გადაწყვეტილება.
თეორიულად ჩვენ კვლავაც სამი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ქოლი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მივებმებით ბანკს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ოლინი, რაც ამ შემთხვევაში იქნება სუფთა ნახევარბლეფი, რადგან მსგავს სიტუაციაში არასდროს არ ვიქნებით წინ Кх-ით. ცხადია ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავწვეთ კიდეც.
ახლა ვისაუბროთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც ნახევარბლეფს ხდის მომგებიან თამაშად - ფოლდ-ექუითიზე. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ ხსენებული პარამეტრი ნულის ტოლია, რადგან ოპონენტმა CO-დან უკვე ჩადო ბანკში სტეკის ნახევარზე მეტი ორი ოპონენტის წინააღმდეგ და მისთვის უკვე ძალიან გვიანია რეიზი/ფოლდი ხაზის გათამაშება. ჩვენი ოლინის შემთხვევაში CO იღებს 4:1-თან პოტ ოდსებზე უკეთესს და ის ვეღარ დაყრის ვერცერთ ნორმალურ ხელს.
შესაბამისად უნდა განვიხილოთ მხოლოდ საკუთარი აუტები: ამ მაგალითსაც მივუსადაგოთ ის სპექტრები რომლებიც ზევით განვიხილეთ. ამ შემთხვევაში იმის ალბათობა , რომ ჩვენ მესამე სპექტრის (ორიწყვილი, სეტი, სთრეითი) წინააღმდეგ ვდგავართ გაცილებით მაღალია ვიდრე წინა მაგალითში.
დაამისმიზეზიარგახლავთისგარემოება, რომამჯერადჩვენ 3 ოპონენტიგვყავსერთისმაგივრად, არამედისრომფლოპზეორიოპონენტიავლენსინტერესსამბანკისმიმართდათავიანთიფსონებითხაზსუსვამენიმფაქტს, რომიცავენსაკუთარძლიერხელს.ნაკლებალბათურია, რომ ორივე ოპონენტი მსგავსი სტილით ათამაშებდნენ დროუ-ხელებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ ვიქნებით მართლები თუ ჩვენს აუტებად ჩავთვლით პაპებს და დამებს.
საბოლოო ჯამში ჩვენ გვრჩება ფლეშ-დროუ. ძალიან ალბათური სეტის წინააღმდეგ ჩვენ მხოლოდ 8 აუტი გვაქვს, ამასთან თუ ჩვენ მაინც დავასრულებთ კომბინაციას არ გვეყოლება ნათსური ფლეში და ოპონენტს ეყოლება იმდენივე აუტი ფულჰაუსზე რამდენიც ჩვენ ფლეშზე. ასევე მარტივია რომ ხელი 8 აუტით რივერამდე გაძლიერდება 1/3-ზე ნაკლებ შემთხვევებში.
იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ფოლდ-ექუითი, რაც შესაბამისად გაუაზრებელს ხდის ჩვენს ნახევარბლეფს. რაოდენ მოულოდნელიც და რთულიც არ უნდა იყოს ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება ამ მაგალითში იქნება ფოლდი.
ნახევარბლეფი პოზიციაში
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 5 , 7
3 folds, Hero raises to $1.00, SB raises to $2.00, 1 fold, Hero calls $1.00
Flop: ($4.25) 3, 7 , Q (2 players)
SB bets $3.00, Hero...?
პრეფლოპზე ჩვენ ვცადეთ მოგვეპარა ბლაინდები 75s-ით, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში ჩვენ იძულებულნი ვართ ვუპასუხოთ მინი რეიზს, რადგან გვაქვს საკმაოდ კარგი ოდსები. ფლოპზე ჩვენ გვყავს საშუალო წყვილი კიკერის გარეშე და ფლეშ-დროუ, პატარა ბლაინდი გაგრძელებულ ფსონს აკეთებს.
ახლა უნდა შევაფასოთ ღირს თუ არა ნახევარბლეფის გამოყენება. მოთამაშემ პატარა ბლაინდიდანშესაძლოაგააკეთოსრირეიზიპრეფლოპზე, ხელებისსაკმაოდფართოსპექტრით, პატარა ბლაინდის დაცვის მიზნით. ამასთან მისი მინი რეიზი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ვეთამაშებით სუსტ ოპონენტს, მაგრამ მსგავსი სტილით მან შეიძლება გაათამაშოს მონსტრი ხელები. ამიტომ ამ შემთვევაში ძალიან რთულია განვსაზღვროთ ნახევარ ბლეფფსონის ფოლდ-ექუითი.
მიუხედავად ამისა წყნარად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ჩვენს თავს აუტების დიდი რაოდენობა. ჩვენ 14 აუტი გვაქვს ძლიერი მზახელების წინააღმდეგ (მაგ.:AA, KK ან AQ). რადგან ჩვენ შეგვიძლია ფლეშის აუტებს მივამატოთ ხუთიანები და შვიდიანები, რომლებიც ტრიპსს და ორ წყვილს გვაძლევენ. ერთადერთი ხელი რომლის წინააღმდეგაც მხოლოდ ფლეშის აუტებს ვგულისხმობთ არის QQ.
მაგრამ ოპონენტის სპექტრში დამების არსებობა არ არის სათანადო არგუმენტი იმისთვის, რომ რეიზზე უარი ვთქვათ, რადგან რეიზით ჩვენ შეგვიძლია ფლოპზევე მოვიგოთ ბანკი. ამასთან ჩვენ გვაქვს საკმაო ალბათობა იმისა, რომ თერნზე დავასრულოთ კომბინაცია ან გაუძლიერებლობის შემთხვევაში მივიღოთ უფასო კარტი რივერზე (თუ ოპონენტი დაჩექავს თერნზე). თუ ოპონენტი ჩვენს რეიზზე დაფუშავს, სიტუაცია აღარ იქნება ამდენად მომგებიანი, მაგრამ ცხადია ჩვენ ჩვენის მხრივ ადვილ ქოლს გავაკეთებთ.
$10-იანი რეიზით, ჩვენ ვიღებთ ოდსებს 3:1 თან იმ შემთხვევაში თუ ოპონენტი დაფუშავს. მსგავსი ქოლისთვის თითქმის ნულში გახვალთ 6 აუტით, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დაადისკონტირებთ თქვენს აუტებს, ნებისმიერ შემთხვევაში 6+ გამოგივათ.
ნახევარბლეფი გარე პოზიციიდან
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Pre-flop: Hero is BB with 4, 5
UTG calls $0.25, 2 folds, BU calls $0.25, SB completes $0.25, Hero checks
Flop: ($1.00) 3, 6, T (4 players)
Sb checks, Hero bets $1.00, 1 fold, BU raises to $3.00, 1 fold, Hero...?
ეს მაგალითი აჩვენებს იმ ტიპიურ პრობლემებს, რომლებსაც წააწყდებით გარეპოზიციიდან ნახევარბლეფის გამოყენებისას: დაურეიზებელ ბანკში ჩვენ ვიღებთ საკმაოდ ძლიერ დროუ-ხელს და ვაკეთებთ ფსონს. ახლა უნდა დავსვათ შეკითხვა აქვს საერთოდ აზრი მსგავს ფსონს? როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ ნახევარბლეფის წარმატებას განსაზღვრავს ფოლდ-ექუითი. ვიღებთ კი საკმარის ფოლდ-ექუითის სამი ოპონენტის წინააღმდეგ დაურეიზებელ ბანკში? უცნობი ოპონენტების წინააღმდეგ საკმაოდ რთულია ზუსტი შეფასება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ მსგავს სიტუაციებში არასდროს არ უნდა გამოვიყენოთ ნახევარბლეფი და ვითამაშოთ, მხოლოდ ჩექ/ქოლხაზით, თუნდაც იმ ბანალური მიზეზით, რომ თერნზე კომბინაციის დასრულების შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ველიუს აკრეფა, ზოგჯერ მსგავს სიტუაციებში აქვს აზრი ბანკის ფლოპზევე გაზრდას.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაკეთებთ ფსონს და ვიღებთ რეიზს ბათონისგან, დარჩენილი ორი მოთამაშე ყრის კარტს, ჩვენ კვლავ სამი შესაძლო სცენარი გვაქვს: ფოლდი, ქოლიან განმეორებითი ნახევარბლეფი (რირეიზი).
რა გვიბიძგებს ნახევარბლეფისკენ? ცხადია 5х ით ჩვენ არ გვეყოლება საუკეთესო ხელი, ასე რომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჩვენი 8 აუტით და ფოლდ- ექუითით. ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ ბათონის ხელების შესაძლო სპექტრი, თუმცა მისი ლიმპი პრეფლოპზე შეიძლება გულისხმობდნენ დაბალ ჯიბის წყვილებს, რომლებიც ახლა სეტად გადაიქცნენ, ასევე მას შეიძლება ყავდეს ოვერწყვილი ან ტოპწყვილი. სუფთა ბლეფი ოპონენტისგან 4 ოპონენტის წინააღმდეგ დაბალ ალბათურია, ასევე დაბალალბათურია მსგავს მაგიდაზე რაიმენაირი დროუ ხელის გათამაშება.
ფაქტიურად თუ ჩვენ რირეიზს გავაკეთებთ მხოლოდ ჩვენი 8 აუტის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან ოლინის შემთხვევაში ქოლის გაკეთება მოგვიწევს, რაც მსგავს სიტუაციაში ძალიან დისპერსიული იქნება.
იქნება თუ არა ფოლდი მსგავს სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება?
ცისარტყელა ბორდზე ჩვენ გვაქვს სუფთა 8 აუტი, რაც შესაბამისად გვაძლევს ოდსებს 2.5:1-თან, თუ ჩვენ ვთვლით რომ ოპონენტს მართლაც ძლიერი ხელი ყავს, მაშინ ფოლდი ძალიან სუსტი გადაწყვეტილება იქნება.
რჩება ქოლი. ამ მაგალითში ოდსები იმპლაიდ ოდსებთან ერთად გვაძლევს საშუალებას მომგებიანი ქოლი გავაკეთოთ. ცხადია თერნზე გაძლიერების შემთხვევაში ჩვენ დავდგებით ველიუს აკრეფის პრობლემის წინაშე, რადგან დონკ-ფსონით თერნზე ჩვენ გავხსნით საკუთარ ხელს, ხოლო ჩექით ოპონენტს ვაძლევთ საშუალებას გააკეთოს განმეორებითი ჩექი და გააკონტროლოს ბანკი, საშუალო სიძლიერის ხელით. ჩექ/რეიზი კიდევ უფრო მარტივად წაკითხვადს ხდის ჩვენს ხელს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში როგორც მინიმუმ, კიდევ ერთ თერნის ფსონს მოვიგებთ.
ცოტა რომ გადავუხვიოთ თემატიკას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ დროუ-ხელების გათამაშება გაცილებით მომგებიანია პოზიციაში თამაშისას. რადგან დროუ-ხელებით ჩვენ პერიოდულად უნდა ვიყენებდეთ ნახევარბლეფს, რაც გაცილებით ადვილი შესასრულებელია პოზიციაში ყოფნისას, ვიდრე მის გარეშე.
ნახევარბლეფი თერნზე
ნახევარბლეფის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის მომდევნო კარტი რომელიც მაგიდაზე იდება: ამიტომ ნახევარბლეფი ფლოპზე გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე ნახევარბლეფი თერნზე, რომლის შემდეგაც მაგიდაზე მხოლოდ ერთი კარტი უნდა დაიდოს. მიუხედავად ამისა არსებობს შედარებით მომგებიანი სიტუაციები, რომლის დროსაც ნახევარბლეფი თერნზე ასევე მომგებიანი იქნება (მაგალითად საშიში კარტის ამოსვლის შემთხვევაში, როგორც უკვე განვიხილეთ).
თუმცა არ არის აუცილებელი ყოველთვის საშიშ კარტს დაელოდოთ იმისთვის, რომ თერნზე ნახევრბლეფი გამოიყენოთ. რადგან ჩვენი ცრუსვლების გათვალისწინებით, ჩვენთვის სრულიად საკმარისია ხელის უმნიშვნელო გაძლიერება, ან მაღალი ფოლდ-ექუითი.
PartyPoker $25 NL Hold'em (6 handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with Q, J
3 folds, Hero raises to $1.00, SB calls $1.00, 1 fold
Flop: ($2.25) 9, 8, 2(2 players)
SB checks, Hero bets $1.75, SB calls $1.75
Turn: ($5.75) 3(2 players)
SB checks, Hero bets $4.25, SB folds
ფლოპზე ჩვენ გათშოტი გვყავს 2 ოვერკარტით, რომლებიც მხოლოდ პირობითად შეგვიძლია მივათვალოთ ჩვენს აუტებს. ჩვენ კონტბეთს ვაკეთებთ და ოპონენტი ქოლავს. თერნზე მოდის ძალიან კარგი კარტი. ამ სიტუაციაში ის არ არის საშიში ოპონენტისთვის, მაგრამ ის საგრძნობლად აძლიერებს ჩვენს საკუთარ ხელს. ახლა გათშოტთან და ოვერკარტებთან ერთად ჩვენ გვყავს ფლეშ-დროუც.
ახლა ჩვენ კვლავ გვაქვს შანსი მოვიგოთ ბანკი გაძლიერების გარეშე. სიტუაცია გამოსწორდა მხოლოდ ჩვენი ხელის გაძლიერების შედეგად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა გვაქვს კი სათანადო ფოლდ-ექუითი?
ცხადია ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ უფასო კარტის უფლებით, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ აქ გვაქვს სათანადო ფოლდ-ექუითი იმისთვის, რომ ბანკიდან გავაგდოთ საშუალო სიძლიერის მზა ხელები და შესაბამისად უნდა გავაკეთოთ ფსონი. გარდა ამისა, თუ ოპონენტი დაქოლავს ჩვენს ფსონს და რივერზე გავძლიერდებით, ბანკის სიდიდის გამო შეგვეძლება გავაკეთოთ საკმაოდ დიდი ველიუ ფსონი. ხოლო თუ რომელიმე ოვერკარტი ამოვა, სურვილის შემთხვევაში უფასოდ ვნახავთ შოუდაუნს.
დასკვნა
ჩვენ გავარჩიეთ რამდენიმე მაგალითი, რომელშიც განვიხილეთ ნახევარბლეფის ძირითადი ასპექტები უცნობი მოთამაშეების წინააღმდეგ. ცხადია იმისთვის რომ მივიღოთ უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები, გვესაჭიროება მეტი ინფორმაცია ოპონენტების შესახებ. ცხადია ფუნდამენტური საკითხები არ იცვლება, მაგრამ ოპონენტზე ინფორმაციის პირობებში, ჩვენ უკეთ შევაფასებთ მისი ხელების შესაძლო სპექტრს და უკეთ განვსაზღვრავთ ფოლდ-ექუითის. ფოლდ-ექუითის ზუსტი განსაზღვრით კი თითქმის იდეალურად გამოვიყენებთ ამ მართლაც ძალიან ძლიერ იარაღს.
თუ თქვენ უმრავლეს შემთხვევებში სწორად შეაფასებთ სიტუაციას და მიზანმიმართულად გამოიყენებთ ნახევარბლეფს, ოპონენტის თამაშის სტილის, თქვენი იმიჯის და საკუთარი დროუ-ხელის სიძლიერის გათვალისწინებით, მაშინ გრძელ დისტანციაზე თქვენ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება „ცრუსვლების“ კონცეფციას რომლის მეშვეობითაც თქვენ მოახდენთ ვარირებას: ველიუ, ბლეფურ თუ ნახევარბლეფურ ფსონებს შორის.