გამართლების ფაქტორი

შესავალი

ამ სტატიაში:

  • რა როლი აქვს იღბალს?
  • როგორ მოვიქცეთ თუ რეზულტატი მოსალოდნელზე მაღალია?
  • როგორ მოვიქცეთ დაუნსვინგის დროს?

ეს სტატია ძირითადად მათთვისაა ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს პოკერის კარიერაში. შესაბამისად საუბარი შეეხება გამართლების ფაქტორს მოკლევადიან დისტანციაზე და იმას თუ რა გელით უახლოესი თვეების განმავლობაში, თუ გააგრძელებთ პოკერის ინტენსიურ სწავლას და თამაშს. ასევე სტატიაში მოყვანილი იქნება რჩევები იმის შესახებ თუ როგორ მოიქცეთ მაშინ როდესაც გიმართლებთ (აფსვინგი) და მაშინ როდესაც არ გიმართლებთ (დაუნსვინგი)

გამართლების ფაქტორი ულიმიტო ჰოლდემში

პოკერში შესაძლებელია იდეალურად გაათამაშოთ ნებისმიერი ხელი და მაინც წააგოთ. ეს ფაქტი არ არის იშვიათი გამონაკლისი, არამედ საკმაოდ ხშირად გვხვდება პრაქტიკაში. ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმეც. ასევე პირიქითაც ხდება, შესაძლებელია ნებისმიერი ხელი გაათამაშოთ აბსოლუტურად არასწორად მაგრამ მაინც მოიგოთ. მოკლევადიანი რეზულტატები არ არის დამოკიდებული თამაშის ცოდნაზე, ის დამოკიდებულია იღბალზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშოთ უკეთ ვიდრე ამას ოპონენტები აკეთებენ - ყოველთვის კარგია. რაც შეეხება გრძელვადიან დისტანციას, მსგავს დისტანციაზე თქვენი რეზულტატები, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თამაშზეა დამოკიდებული და არა იღბალზე, რადგან თქვენ იმდენადვე გიმართლებთ ან არ გიმართლებთ, როგორც თქვენს ოპონენტებს დაპირიქით. პოკერის კარიერის მანძილზე, თქვენ გექნებათ პერიოდები, როდესაც წააგებთ ფულს რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი დარიგების განმავლობაში (ე.წ. დაუნსვინგი). ხოლო ზოგჯერ თქვენ მოიგებთ იმაზე მეტს ვიდრე საშუალოდ უნდა მოგეგოთ (აფსვინგი). პოკერის გრძელ დისტანციაზე თამაშისას, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოიქცეთ ექსტრემალურ სიტუაციებში. სწორედ ამ თემაზე ვისუბრებთ ამ სტატიაში.

როგორ მოვიქცეთ თუ რეზულტატი მოსალოდნელზე მაღალია?

აფსვინგი ყოველთვის ამაღელვებელი და სასიამოვნოა. კარგია იმის ყურება თუ როგორ ვიგებთ ფულს და ვზრდით ბანკროლს. მაგრამ წარმოქმნილი ეიფორია ხშირად შეცდომების მიზეზი ხდება. იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ შეცდომები უნდა გავაკეთოთ შემდეგი:

ეძებეთ შეცდომები საკუთარ თამაშში და ეცადეთ გამოასწოროთ ისინი

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვიგებთ ჩვენ ვუშვებთშეცდომებს. ეძებეთ ისინი და ეცადეთ რომ ითამაშოთ იმაზე კარგად ვიდრე გუშინ თამაშობდით, მხოლოდ მსგავსი მიდგომებითაა შესაძლებელი პოკერში წარმატების მიღწევა.

არ გადაუხვიოთ ბანკროლის მართვის წესს

აფსვინგი – ყოველთვის წარსულია. იღბალი ან უიღბლობა წარსულში არანაირად არ მოქმედებს მომავალის იღბალზე ანდაც უიღბლობაზე. რაც არ უნდა მოხდეს არ გადაუხვიოთ ბანკროლ მენეჯმენტს და მისი მართვის დადგენილ წესებს. თუ 1000 ხელისგან შემდგარ სესიაში თქვენ საკმაოდ ბევრი ფული მოიგეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალაც იმდენივეს მოიგებთ თუ 1000 ხელს ითამაშებთ. იმ შემთვევაშიც კი თუ ეიფორიის გამო გეჩვენებათ, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ მოუგოთ შემდეგ ლიმიტს, ნებისმიერ ვარიანტში დაიცადეთ, გაზარდეთ ბანკროლი იმ დონემდე, რა დონეც შემდეგი ლიმიტისთვისაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ ასწიეთ ლიმიტი. მოთმინება - პოკერისტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.

როგორ მოვიქცეთ დაუნსვინგის დროს?

დაუნსვინგს ანუ უიღბლობის ტალღას ძირითადად უწოდებენ კარიერის იმ მონაკვეთს როდესაც მოთამაშე აგებს 5 ბაი ინზე მეტს. უფრო ნაკლების წაგება ცხადია უსიამოვნოა, მაგრამ იმდენად ხშირად ხდება, რომ მის გამო ნერვიულობას აზრი არ აქვს. თუ თქვენ ნამდვილი დაუნსვინგი გაქვთ და 5 ბაი ინზე მეტი წააგეთ, არ დაკარგოთ თვითკონტროლი და გააკეთეთ შემდეგი:

ეძებეთ შეცდომები საკუთარ თამაშში და ეცადეთ გამოასწოროთ ისინი

დაუნსვინგი არ ნიშნავს რომ თქვენ ცუდად თამაშობთ! შესაძლებელია, კარგად თამაშობდეთ და უბრალოდ არ გიმართლებდეთ. მაგრამ დიდი წაგებების უგულველებყოფა არ შეიძლება – არ არის გამორიცხული რომ თქვენს თამაშში იყოს ტიპიური შეცდომები (Leak-ლიქები),რომელთა გამოც თქვენ გამუდმებით აგებთ ფულს. ეძებეთ თქვენი შეცდომები, დაპოსტეთ ხელები ფორუმზე, თუ დაზუსტებით არ იცით სწორად ითამაშეთ თუ არა, ჩაუღრმადით თეორიას და დასვით შეკითხვები თუ რაღაცა არ გესმით.

გააკეთეთ პაუზა დიდი წაგებების შემდეგ

ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი აცნობიერებს რომ გატილტულია (on tilt), ანუ დაკარგული აქვს თვითკონტროლი. დიდი დანაკარგების შემდეგ აბსოლუტურად ყველა იწყებს სხვანაირ თამაშს, ხშირ შემთხვევაში უფრო აგრესიულს და უფრო ცუდს. ამიტომ არ ღირს გარისკვა და ჯობია პაუზა აიღოთ. საუკეთესო შემთვევაში ერთდღიანი შესვენება სრულებით საკმარისი უნდა იყოს.

არ გადაუხვიოთ ბანკროლის მართვის წესს

დაიცვათ ბანკროლ მენეჯმენტი დაუნსვინგის დროს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე აფსვინგისას. ყველა ჩვენთაგანს უნდა დაიბრუნოს წაგებული. მაგრამ თუ თქვენი ბანკროლი საგრძნობლად შემცირდა, მაშინ ჯობია ჩახვიდეთ ქვედა ლიმიტზე. არაფერი სასირცხვილო იმაში არ არის, რომ ერთი ან სულაც ორი ლიმიტით ქვევით ჩახვიდეთ. სამარცხვინოა წააგოთ მთლიანი ბანკროლი არაშესაფერის ლიმირტზე თამაშისას!

ქვედა ლიმიტზე ჩასვლით, თქვენ აუცილებლად დასძლევთ დაუნსვინგს, მოიგებთ იმას რაც წააგეთ და საბოლოო ჯამში უფრო ძლიერი მოთამაშე გახდებით ვიდრე დაუნსვინგამდე იყავით.

რეალისტური მოსალოდნელი მოგება

იმისთვის რომ დაგეხმაროთ თქვენი რეზულტატების სწორად განსაზღვრაში, აქ მოვიყვანთ სავარაუდო ორიენტირებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ რამდენი შეიძლება მოიგოთ კონკრეტულ ლიმიტზე.

ე.წ. ვინრეიტი, საშუალო მოგება, ულიმიტო ჰოლდემში განისაზღვრება იმით, თუ რამდენ დიდ ბლაინდს იგებთ საშუალოდ 100 დარიგებაში (BB/100). მაგალითად თუ თამაშობთ, 100 დარიგებას NL 10-ზე (ბლაინდები 5/10 თეთრი) საშუალო მოგებით (ვინრეიტი) 6 BB/100, ეს ნიშნავს რომ თქვენ იგებთ 60 თეთრს, ყოველ 100 დარიგებაში. თუ ითამაშებთ 300 დარიგებას თქვენ მოიგებთ 1,80 ლარს. ასევე პირიქით თუ თქვენს მოგებას გაამრავლებთ 100-ზე და გაყოფთ ნათამაშები ხელების რაოდენობაზე გაიგებთ თქვენს საშუალო მოგებას ანუ ვინრეიტს. ერთი საათის განმავლობაში 10 კაციან მაგიდაზე საშუალოდ 60-65 დარიგება თამაშდება, ხოლო 6 კაციან მაგიდაზე დაახლოებით 85-90.

არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც თავად თვლიან ვინრეიტს და არამარტო მას, მაგალითად მსგავსი პროგრამაა"Pokertracker"-ი, რომელიც თითოეულლ ლიმიტზე დაგითვლით თქვენს ვინრეიტს. პოკერტრეკერი ვინრეიტს აჩვენებს PTBB ერთეულში 100 ხელზე. ამის მიზეზი ის გახლავთ რომ Pokertracker-ი შექმნილია ლიმიტირებული ჰოლდემისთვის, ამიტომ ის ვინრეიტს ითვლის „დიდი ფსონებით“, რომელიც ჩვენი გაგებით 2 დიდ ბლაინდ უდრის. ანუ 1 PTBB=2 დიდ ბლაინდს.

თქვენი ვინრეიტის განსაზღვრა შეუძლებელია მოკლევადიან დისტანციაზე, იმისთვის რომ თქვენს რეზულტატებზე გარკვეული წარმოდგენა შეგემნათ მინიმუმ 20 000 დარიგება უნდა ითამაშოთ, უფრო ზუსტი შედეგებისთვის კი 60 000!

პოკერ კარიერის საწყის ეტაპებზე ნებისმიერმა დადებითმა ვინრეიტმა უნდა დაგაკმაყოფილოთ. თუ ვინრეიტი აღემატება 10 BB/100-ს (5 PTBB/100 ხელზე) – ეს ძალიან მაღალი შედეგია. კარგი მოთამაშე დაბალ ლიმიტებზე ძალიან ბევრს მოიგებს, პრაქტიკა აჩვენებს რომ ვინრეიტი შეიძლება იყოს 20 BB/100 ხელზე (10 PTBB/100 ხელზე).

ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ვინრეიტი აუცილებლად ამხელა უნდა იყოს. როგორც უკვე ავღნიშნეთ კარიერის საწყის ეტაპზე, ვინრეიტის ნებისმიერი დადებითი მნიშვნელობა საკმაოდ კარგი შედეგია. ასევე როგორც ავღნიშნეთ შეუძლებელია ვინრეიტის განსაზღვრა მაგ. 1000 დარიგების თამაშის შემდეგ, რადგან იღბლის გამო შესაძლებელია ძალიან დიდი გადახრები მოხდეს ნებისმიერი მიმართულებით.

დასასრულს

თქვენი თამაშის სიძლიერე და ბანკროლის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დროს უთმობთ პოკერს, რამდენად გაქვთ ნიჭი ამ თამაშის თამაშის, თქვენს შრომისმოყვარეობაზე და ცხადია იღბალზე. ამ სიას შეგვიძლია დავუმატოთ უნარი აკონტროლოთ საკუთარი თავი აფსვინგისა თუ დაუნსვინგის დროს.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სტატიის გაცნობის შემდეგ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ სიაში მოყვანილ ბოლო ფაქტორს. თუ დიდი ხნის განმავლობაში წინ ვერ მიიწევთ და მეტიც წაგებაში ხართ, არ ნიშნავს, რომ პოკერში მომავალი არ გაქვთ და არც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ბრალია. გაითვალისწინეთ ამ სტატიაში მოყვანილი რჩევები, დახვეწეთ თქვენი თამაში და თვიდან თვემდე დაინახავთ როგორ ძლიერდებით როგორც მოთამაშე და როგორ იზრდება თქვენი ბანკროლი.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური