5 სიტუაცია, როდესაც თაითი თამაში წამგებიანია

+ პოსტის დამატება

თუ თქვენ თაითი მოთამაშე ხართ, რომელსაც საკმაოდ ვიწრო ჰენდ-რეინჯი აქვს, რომელიც თამაშში მხოლოდ ძლიერი კარტით შედის, თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიოში უამრავი თაითი, უფრო სწორად, თაით-აგრესივი მოთამაშეა, რომელიც სტაბილურად იგებს. თუმცა არსებობს მომენტები, როდესაც ასეთი სტილი შესაძლოა წამგებიანი იყოს. ან სულაც, შეიძლება იმდენად მიეჩვიოთ ასეთ თამაშს, რომ არასტანდარტულ სიტუაციებში თავი ძალიან დაჩაგრულად იგრძნოთ. ამ პოსტში განვიხილოთ რა დაბრკოლებები შეიძლება შეექმნას თაით რეგულარს, ან როდისაა მსგავსი თამაშის სტილი წამგებიანი? 

6-მაქს და 4-მაქს მაგიდები - თუ ფულ რინგზე (9-მაქს, 10-მაქს) არ თამაშობთ და მაგიდაზე 4-5 ოპონენტი გყავთ, კონსერვატულმა თამაშმა, შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგვიქმნას. რაც უფრო მცირდება მაგიდასთან მოთამაშეების რაოდენობა, მით უფრო ხშირად გვიწევს თამაშში შესვლა. ეს კი ძლიერი კარტის ლოდინისა და მოწინააღმდეგისთვის ჩასაფრების საშუალებას არ გვაძლევს. ასეთ დროს აუცილებელია ჰენდ-რეინჯის გაფართოება: ხელები, რომლებითაც მხოლოდ გვიანი პოზიციებიდან და 'ბატონიდან' ვთამაშობთ, უკვე ადრეული და შუა პოზიციისთვისაც გამოსადეგი ხდება. თუ 4-მაქს და 6-მაქს მაგიდებზე ჰენდ-რეინჯის გაზრდას ვერ ახერხებთ და კვლავ ძლიერ ხელს ელოდებით, სამწუხაროდ, წაგებისთვის ხართ განწირული. 

თამაში სხვა თაითი რეგულარების წინააღმდეგ - მაგიდას, რომელზეც უმეტესობა თაითი სტილით თამაშობს, ცუდ მაგიდას ეძახიან. მსგავსი თამაშები იმდენად ნელა, პატარა და იშვიათი გათამაშებების თანხლებით მიმდინარეობს, რომ შესაძლოა თამაში უბრალოდ შეჩერდეს. თუ მსგავს მაგიდაზე მოხვდით, თქვენ ვალდებული ხართ გააფართოვოთ საკუთარი ჰენდ-რეინჯი, მოახდინოთ მათზე ზეწოლა და დაჩაგროთ თქვენი აგრესიული და საკმაოდ ღია თამაშით. თუ თაითი მოთამაშე ხართ, გაიხსენეთ რა პრობლემები გექმნებათ ლუზ-აგრესივ მოთამაშეებთან და შეეცადეთ იგივე პრობლემა შეუქმნათ თქვენს თაით ოპონენტებს. 

ტურნირის ე.წ. 'ბაბლ' სტადია - როდესაც ტურნირი ფინალურ სტადიას უახლოვდება, საპრიზო ფულში შესვლამდე მხოლოდ ერთი მოთამაშეა გასაგდები და ე.წ. 'ბაბლ' იწყება, პირველი აზრი, რაც თავში მოგივათ, უკან დახევა, ჩიპების შენარჩუნება და მშვიდად ყოფნაა. რეალურად ეს არასწორი თამაშია. თქვენი ოპონენტები სწორედ იგივეს ცდილობენ, მიეყრდნონ სკამების საზურგეებს, სხვებს აცადონ აქტიური თამაში, ხოლო თავად დაელოდონ ფულში შესვლას. ეს კი იდეალური მომენტია თქვენთვის, რათა მათ ბლაინდებსა და პატარა ბანკებს შეუტიოთ. ასეთ დროს, ტურნირიდან გავარდნა არავის უნდა და ყველა მაქსიმალურად პასიურ თამაშზეა გადასული. ეს საშუალებას გაძლევთ იერიში მიიტანოთ თქვენს ოპონენტებზე და დაჩაგროთ ისინი. თქვენი პრეფლოპ რეიზები, უმეტეს შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩება. ხოლო თუ ოპონენტმა შეგიტიათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ეს არანაირი სპეციალური მანევრი არ არის - მას ნამდვილად ძლიერი ხელი ჰყავს. 

თამაში ლუზ მაგიდაზე - მიუხედავად იმისა, რომ ლუზ-აგრესივების წინააღმდეგ, სწორ თამაშად თაით-აგრესივი ითვლება, შესაძლოა მათივე სტრატეგიით დაპირისპირებამ შედეგი გამოიღოს. ძალიან ხშირად, როდესაც მაგიდაზე 6-7 ლუზი მოთამაშე ზის, ე.წ. 'ოჯახური' ან 'მეგობრული' ბანკები თამაშდება. ანუ ბანკები, რომლებსაც პრეფლოპ რეიზერი არ ჰყოლია, ან თუ ჰყავდა რეიზი მინიმალური იყო, ხოლო ფლოპს 4-5 მოთამაშე ნახულობს. თუ თქვენ მსგავსი ბანკების ნახვა ძვირი არ გიჯდებათ, პოტ-ოდსები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ შედარებით სუსტი ხელებით საკუთარი იღბალი მოსინჯოთ. თუ რომელიმე მსგავს დარიგებაზე სწორი ფლოპი 'დაიჭირეთ', შესაძლოა, ლუზ-პასივმა მოთამაშეებმა კარგად გადაგიხადონ, ან ლუზ-აგრესივებმა თქვენი დაჩაგვრის მიზანს მთელი სტეკი შესწირონ. 

როდესაც შორტ სტეკი ხართ - როდესაც თქვენი სტეკი 20-30 ბიგ ბლაინდს არ აღემატება, თაითი სტილი და ძლიერი ხელის ლოდინი სერიოზულ შეცდომად ჩაითვლება. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ტურნირთან გვაქვს. რა თქმა უნდა, შორტ სტეკს სხვადასხვა განმარტება აქვს და თუნდაც მცირე სტეკმა, შესაძლოა, მოგცეთ კარტის ლოდინის საშუალება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ შედარებით სუსტი ხელის გათამაშება, რომლის საშუალებითაც ან სხვა შორტ სტეკებს, ან ბლაინდის პოზიციებს შეუტევთ. გახსოვდეთ, რაც უფრო მცირდება სტეკი, მით უფრო ნაკლები დრო და შესაძლებლობა გრჩებათ მანევრებისთვის, კარგი კარტის დალოდებისთვის და ა.შ. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მცირდება სტეკი, მით უფრო იზრდება იღბლის ფაქტორი. ასე რომ, მსგავს სიტუაციებში, თქვენ დიდი არჩევანი არ გაქვთ და იძულებული ხართ, შედარებით სუსტი ხელებით გამოიჩინოთ აგრესია. 

რუმები

ქართული უცხოური