7 გზა, რომელიც დაგვეხმარება თამაშის გამოსწორებაში

+ პოსტის დამატება

კითხეთ ნებისმიერ პოკერის მოთამაშეს, რომელიც ინტერნეტში შოულობს ფულს, გართულდა თუ არა თამაში ბოლო წლებში? თუ ყველა არა, უმეტესობა ნამდვილად გიპასუხებთ, რომ პოკერში უფრო და უფრო რთული ხდება ფულის მოგება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პოკერი დაუმარცხებელი თამაში გახდა. უბრალოდ თანამედროვე თამაში, ისე როგორც თითქმის ნებისმიერი სპორტის სახეობა, გამუდმებით პროგრესირებს. დღევანდელი მოთამაშეები, მუდმივ რეჟიმში ცდილობენ ინფორმაციის მიღებას, გაანალიზებას, ახალი სტრატეგიების დამუშავებას, სხვადასხვა ტაქტიკების კომბინირებას და ა.შ. მაშინ როცა მოთამაშეების ნაწილი, უბრალოდ კმაყოფილია დღევანდელი შემოსავლით და ჰგონია, რომ იგივე თამაშით ხვალაც მოიგებს ფულს.

თანამედროვე თამაშის გართულება, სწორედ ინფორმაციის ხელმისაწვოდმობამ გამოიწვია. თუ ადრე კარგი პოკერის თამაშს, წლების მუშაობა და გამოცდილება სჭირდებოდა, ახლა თითქმის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს ლიტერატურას და მიიღოს ნებისმიერი პოზიციიდან, ნებისმიერი ხელის, ნებისმიერი კატეგორიის ოპონენტის წინააღმდეგ სათამაშო რამდენიმე სხვადასხვა სტრატეგია. ასეთი დეტალური და მრავალფეროვანი ინფორმაცია, წარმოუდგენელ უპირატესობას იძლევა.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე ძალიან სწრაფ და შედარებით ხანგრძლივ საშუალებას, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ თამაშის გამოსწორებაში.

1. ონლაინ გამოცემების სტრატეგიები

თქვენ შეგიძლიათ უამრავი ცნობილი ონლაინ გამოცემის დათვალიერება, მათ შორის ‘ჯეოპოკერის’, სადაც სიახლეებთან ერთად, უამრავი სხვადასხვა სტრატეგიაა აღწერილი. რომელიმე ტაქტიკა სულაც არ გულისხმობს, რომ ის უნიკალურია და აუცილებლად გაამართლებს. მაგრამ როცა რომელიმე კონკრეტული სიტუაციის 10 სხვადასხვა გათამაშების ვარიანტი იცი, ლოკალურ, კონკრეტულ შემთხვევაში, თავად ხვდები რომელი გადაწყვეტილება იქნება მაქსიმალურად მომგებიანი. ინტერნეტში პოკერის საიტებზე უამრავი საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა, რომლის შედგენაში პოკერის თეორეტიკოსები, ცნობილი მოთამაშეები, თამაშში ათწლეულობით ჩახედული ადამიანები მონაწილეობენ.

2. პოკერის ფორუმები

ფორუმი, კიდევ ერთი უფასო ინფორმაციის წყაროა. აქ წერენ აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოთამაშეები, საშულო ლიმიტების რეგულარები, ონლაინ გრაინდერები, პროფესიონალები და დამწყები მოყვარულები. ფორუმებზე შეხვდებით უამრავი ცალკეული დარიგების განხილვას, სადაც რამდენიმე სხვადასხვა დონის მოთამაშე, სხვადასხვა აზრს გამოთქვამს. არჩევანი კი თქვენზეა. აქ შეხვდებით ძალიან რთულ მათემატიკურ სტრატეგიებს და ისეთ სულელურ კითხვებსაც, როგორიცაა „უნდა გავაკეთო თუ არა ოლ ინი KK-ით, როცა სამი ბიგ ბლაინდი მაქვს დარჩენილი?“ ფორუმები ნებისმიერი დონის მოთამაშეს უამრავ ინფორმაციას მისცემს.

3. გამოიყენეთ სოციალური ქსელები

დარწმუნებული ვარ, ვინც ამ ბლოგს კითხულობს, ნამდვილად აქვს ფეისბუქის ექაუნთი, შეიძლება ტვიტერიც. პოკერის მოთამაშე, რომელსაც ფეისბუქის ექაუნთი აქვს, ნამდვილად იქნება, პოკერში რომელიმე დიდი და მქუხარე სახელის ფოლოუერი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ პროფესიონალ მოთამაშეს, მსოფლიო დონის ვარსკვლავს აქვს სურვილი, იურთიერთოს თავის თაყვანისმცემლებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია, ან პოკერთან დაკავშირებული ცოდნა. თუ არ გჯერათ, შეამოწმეთ დენიელ ნეგრანუს ან ფილ ჰელმუტის ტვიტერის ექაუნთები. პერსონალურ ტრენერებად ისინი ნამდვილად ვერ გამოდგებიან, ასეთი მოლოდინიც ნუ გექნებათ, მაგრამ ძალიან ხშირად, ძალიან დეტალურად განიხილავენ საკმაოდ რთულ დარიგებებს, საიდანაც ნამდვილად შეიძლება კარგი ინფორმაციის აკრეფა.

4. გაარჩიეთ დარიგებები მეგობრებთან

თუ თქვენი მეგობრები საუკეთესოები არ არიან პოკერში, არაუშავს. მათთან რომელიმე ხელის მოყოლა და მათი სხვადასხვა შეხედულების მიღება, მაინც სასარგებლო იქნება. თუნდაც სუსტ მოთამაშესთან საუბარი, რომლის პოკერის გაგებაც ისეთი ღრმა არ არის როგორიც თქვენი, გაიძულებთ რომელიმე დარიგებას სხვა, თქვენთვის უცხო პერსპექტივიდან შეხედოთ. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნება თუ პოკერზე დაელაპარაკებით თქვენზე უკეთეს მოთამაშეს. მისგან გაცილებით ბევრ და მრავალფეროვან იდეებს მიიღებთ თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით. ასე რომ ეცადეთ, თქვენი ბავშვობის მეგობრებისა და ჩვეულებრივი ნაცნობების გარდა, პოკერის მოთამაშეებთანაც ხშირი ურთიერთობა გქონდეთ.

5. გამოიყენეთ ‘ტვიჩის’ შესაძლებლობები

ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად უშლის ხელს ‘ტვიჩი’ პოკერის მომავალს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი მოთამაშე, ჰაი სტეიკს გრაინდერი, პოკერის სუპერვარსკვლავი, მილიონობით მაყურებელს ყოველდღიურად აძლევს საშუალებას, რამდენიმესაათიან სესიას უყურონ და გაიგონ მისი აზრები კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს. ‘ტვიჩის’ საიტზე არამხოლოდ ცნობილი მოთამაშეების ნახვა შეგიძლიათ, არამედ ჩვეულებრივი მომგებიანი რეგულარების სესიებსაც მრავლად გადააწყდებით. შედით twitch.tv-ზე და რამდენიმეწუთიანი თვალიერების მერე, აუცილებლად მიაგნებთ თქვენთვის სასურველ რომელიმე სტრიმერს, რომელიც თავის ქეშ გეიმ სესიებზე გახსნილად ლაპარაკობს.

6. დაიქირავეთ მწვრთნელი, ან შეუერთდით რომელიმე ტრეინინგ საიტს

ინტერნეტში ძალიან ბევრი ტრეინინგ საიტი არსებობს. მათი უმეტესობა ფასიანია. მიუხედავად იმისა, რომ ძვირი არ ღირს, გარკვეული თანხის გაღება მაინც მოგიწევთ, მაგრამ მომავალი თამაშის გამოსასწორებლად და მეტი მოგების მისაღებად, ნამდვილად ღირს გადახდა. ‘ჯეოპოკერს’ კი სრულიად უფასოდ აქვს ასეთი სკოლა. ამ საიტის მომხმარებლებს ეცოდინებათ სკოლის პირობების შესახებ, რომლის ნახვაც geopoker.ge-ზეა შესაძლებელი.

თუ უფრო რადიკალური ნაბიჯებისთვის და დიდი თანხების გადასახდელად ხართ მზად, შეგიძლიათ პერსონალური მწვრთნელი დაიქირავოთ. ის პირადად თქვენთან იმუშავებს თქვენი თამაშის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე და თამაშის დონის აწევაზე. მაგრამ იყავით ყურადღებით - შეამოწმეთ ნებისმიერი მწვრთნელის სტატისტიკა, რამდენად წარმატებული მოთამაშეა თავად?

7. პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა!

გავრცელებული აზრის თანახმად, დაახლოებით 10.000 საათია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ნებისმიერი უნარი უმაღლეს დონეზე აითვისოს. კარგი თამაშიც ერთ-ერთი უნარია. ასე რომ, სხვა ზემოთჩამოთვლილი რჩევების გარდა, თქვენ ვალდებული ხართ ითამაშოთ ძალიან ბევრი. რამდენიმე რჩევის შესრულება საკმაოდ მყისიერადაა შესაძლებელი. თუ თქვენ სტატიებისა და სტრატეგიების კითხვას დაიწყებთ, ცნობილი მოთამაშეების თამაშებს ყურადღებას მიაქცევთ, მიხვალთ მწვრთნელთან და ა.შ. თქვენ თამაშის გაუმჯობესებას, თითქმის მომენტალურად იგრძნობთ. მაგრამ პრაქტიკას და მის მიერ მოტანილ გამოცდილებას, საათები, თვეები და წლები სჭირდება. 

რუმები

ქართული უცხოური