დაიწყეთ მოწინააღმდეგის ხელების წაკითხვა, პირველი ნაწილი

+ პოსტის დამატება

თუ თქვენ დაიწყებთ თამაშს დაბალ ლიმიტებზე ისე, როგორც იქცევა ყველა დამწყები მოთამაშე, ნახავთ უამრავ შეცდომას სხვა მოთამაშეების მხრიდან და შეეჩეხებით ისეთ თამაშს, რომელიც აშკარად დაგანახებთ შეუთავსებლობას რეალურ თამასა და იმას შორის, რაც თქვენ წიგნებში წაგიკითხავთ სწორი თამაშის შესახებ. ეს ძირითადად ორი მიზეზით ხდება: თქვენ ეთამაშებით გამოუცდელ მოთამაშეებს, რომლებსაც არ აქვთ იმდენი ცოდნა, რამდენიც თქვენ და მეორე - დაბალი ლიმიტის ფსონები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოუცდელი მოთამაშე სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს, რომელიც ასევე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიაღებინებს. 
ოპონენტების ასეთი მიდგომა თამაშისადმი წარმოშობს არასწორ აზრებს გონებაში, გვაფიქრებინებს, რომ მათ შეიძლება ყველაფერი ყავდეთ. ასეთი დამოკიდებულება კი ბადებს შემდეგ აზრს: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმაზე ფიქრს თუ რა ყავს მოწინააღმდეგეს, ყოველგვარი ვარაუდი უშედეგოა! მაგრამ უნდა ითქვას, რომ მხრების ჩამოყრა და საკუთარ კარტზე ორიენტირება, მიკროლიმიტებზე ბანკროლის სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. ინფორმაცია არის ყველგან და ყოველთვის. მთავარია ვიცოდეთ სად და როგორ უნდა ვეძებოთ და შემდეგ როგორ გამოვიყენოთ ის. 
ამ ორგანყოფილებიან პოსტში, ვეცდები ყურადღება გავამახვილო ჰენდ რიდინგზე და თუ როგორ არის შესაძლებელი მივიღოთ ინფორმაცია სავარაუდოდ ყველაზე დაბალი დონის ოპონენტისგანაც კი, რომელიც თითქმის რანდომ ხელებს თამაშობს.

პირველი შეცდომა

პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ იმ პრობლემაზე, რომელიც აქამდე აღვნიშნე: თქვენი ოპონენტი არ ითამაშებს გაუაზრებლად, მას არ შეიძლება მუდამ ყავდეს ნებისმიერი ხელი. 
მათი ქმედების მიზეზი შეიძლება არ ემთხვეოდეს თქვენს მიზეზებს და საერთოდაც, არ არის აუცილებელი, რომ კარგი მიზეზი ჰქონდეთ რომელიმე მოქმედებისთვის. თუ ისინი ყოველ დარიგებაზე თავგანწირვის უკანასკნელ დონეს არ მიმართავენ, ან ყოველ დარიგებაზე ოლ ინს არ აკეთებენ, მათ სულელურ ქცევებსაც აქვთ გარკვეული მიზეზი და არიან განპირობებული რაღაციდან გამომდინარე. არსებობს რაღაც ხელები, რომლებსაც ისინი დაფოლდავენ და ხელები, რომლებსაც ისინი არასდროს დაყრიან. თქვენი ამოცანაა მიაგნოთ მათ ჰენდ რეინჯს, ან რამენაირად მოუძებნოთ ახსნა მათ მოქმედებებს. ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ.
მეორე შეცდომა არის ტერმინი "ჰენდ რიდინგი". თქვენ შეიძლება გინახავთ დენიელ ნეგრანუს ბევრი თამაში, სადაც ის დეტალურად ასახელებს მოწინააღმდეგის კარტს და ფერსაც კი. მაგრამ ეს არ არის თქვენი ამოცანა. 
რეალურად თქვენი მიზანია ე.წ. "რეინჯ რიდინგი". თქვენი მიზანი არ არის ოპონენტის ზუსტი ხელის გამოცნობა, ეს საუკეთესო ჰენდ რიდერებსაც კი უჭირთ. მითუმეტეს მიკროლიმიტებზე ასეთი რამ წარმოუდგენელია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, მოთამაშის აქამდე გაკეთებული მოქმედებების საფუძველზე, განსაზღვროთ მათი სავარაუდო ხელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: საქმე იმაში კი არ არის ზუსტად რა ყავს ოპონენტს, არამედ ყველა სავარაუდო ვარიანტი, რომელიც შეიძლებოდა ჰყოლოდა. კიდევ უფრო დეტალურად რომ ვთქვათ: რა უნდა მოვიმოქმედო მე, რომ მივიღო საშუალოდ სწორი რეზულტატი მის ყველა ხელთან? 

ჰენდ რიდინგის პრაქტიკული გამოყენება

დავუშვათ, თქვენ გაზარდეთ ფსონი A♦Q♦-ით ადრეული პოზიციებიდან და მიიღეთ რამდენიმე ქოლი ძალიან ლუზი მოთამაშისგან. ზუსტად აქ შევჩერდეთ! რა შეგიძლიათ თქვათ მათი ჰენდ რეინჯის შესახებ?

უმეტესობა მათ ადგილას QQ-ით ან უკეთესი ხელით გაზრდიდა. რამდენადაც ეს არ მოხდა, სავარაუდოდ გამოვტოვოთ QQ და უკეთესი კარტები. ეს გვიქმნის ფლოპზე გარკვეულ კომფორტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთამაშეები ქოლს ითამაშებდნენ თითქმის ნებისმიერი კონექტორით ან ერთი ფერის კარტით, ისეთ სულელურ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, როგორც მაგალითად Q2o-ით ქოლი (o - offsuit) არის. 

ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ინფორმაციის ძიების დროს, ყველაზე სასიხარულო ინფორმაციას ფლოპი გვაძლევს კარტებით Q♣7♥2♠, ჩვენ გვყავს ტოპ წყვილი, ტოპ ქიქერით. მაგრამ რამდენიმე ლუზი მოთამაშე ელოდება ჩვენს შემდგომ ნაბიჯს. არის თუ არა შანსი, რომ მათ უკეთ მოერგოთ ფლოპი? რა თქმა უნდა არის. მაგრამ სიტუაცია არც ისე დრამატულია, როგორც ერთი შეხედვით. 

დავუბრუნდეთ ისევ პრეფლოპ ვარაუდებს. ჩვენ კვლავ არ გვაქვს წარმოდგენა რა ყავთ მოთამაშეებს, მაგრამ ვიცი რა არ უნდა ყავდეთ. ჩვენ გამოვრიცხეთ ოვერ წყვილი AA/KK-ის სახით. რა თქმა უნდა იგივე რეინჯში უნდა ჩავრთოთ QQ, რომელიც პრეფლოპზე რირეიზს ითამაშებდა. ეს ხელი ისედაც ნაკლებსავარაუდოა, დასტიდან ორი Q უკვე დავინახეთ. 

ჩვენ დიდად არ უნდა ვინაღვლოთ ორ წყვილზე, რომელიც ჩვენს ხელს მოუგებდა. თუნდაც ისეთი ოპონენტების პირობაში, რომლებიც ნებისმიერ ერთი ფერის კარტს ვერ ყრიან, ძალიან დაბალი შანსია იმისა, რომ ფლოპმა რომელიმე მათგანს ორი წყვილი მისცა. ჩვენ ხელში გვიჭირავს Q♦, ხოლო მაგიდაზე დევს Q♣ და 7♥. იმისთვის რომ ვინმესთვის ფლოპს მიეცა ორი უმაღლესი წყვილი, რომელიმე მათგანს აუცილებლად უნდა ყავდეს Q♠7♠. სხვა ორი წყვილის შემთხვევაში მათ უნდა ჰყავდეთ Q♥2♥, 7♣2♣, ან  7♦2♦.

სეტების ვარაუდი კი ნამდვილად გვიჩენს პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამოვრიცხეთ QQ, ოპონენტებს თავისუფლად შეეძლოთ ქოლი ეთამაშათ 77-ის ან 22-ის პირობებში. ბორდზე დადებული 7-ის და 2-ის შემდეგ, 77-ის და 22-ის 6 კომბინაცია რჩება, ანუ ორივე ერთად 12. ამას დავუმატოთ Q♠7♠Q♥2♥7♣2♣, და 7♦2♦. სულ 16 სავარაუდო კომბინაცია გამოვიდა, რომელიც უგებს ჩვენს ხელს. 16 ხელი უპირისპირდება იმ ასობით ხელს, რომელიც ჩვენი ოპონენტების დამწუხრებას გამოიწვევდა. ასე რომ ჩვენი A♦Q♦-ით ტოპ წყვილი ტოპ კიკერი, ნამდვილად მშვენივრად გამოიყურება. 

როგორც გამოვარკვიეთ ამ მომენტისთვის ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენ მიერ გაკეთებულ ფსონს მოჰყვება ქოლი რომელიმე ოპონენტისგან უფრო სუსტი ხელით? ჩვენ უნდა განვსაზღვროთ შემდეგი სავარაუდო რეინჯი, რითიც მოწინააღმდეგეებმა პრეფლოპ და ფლოპ ქოლი ითამაშეს. 

პოსტის მეორე განყოფილება, სწორედ ამ ნაწილს დაეთმობა

რუმები

ქართული უცხოური