კვირაში ერთხელ მე შემოგთავაზებთ პოკერის რომელიმე ტერმინს, მის ზუსტ დეფინიციას, განხილვას და მასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ კონცეფციებს. ასე რომ დამწყებ მოთამაშეებს საშუალება მიეცემათ გააანალიზონ ესა თუ ის ტერმინი, მიიღონ ინფორმაცია მასზე და გამოიყენონ რეალურად თამაშის დროს. დღეს მოკლედ მიმოვიხილავთ დაუნსვინგს (downswing) და შევეცდებით მოვძებნოთ საშუალებები, თუ როგორ გამოვძვრეთ ასეთი სიტუაციიდან.
დეფინიცია
დაუნსვინგი არის თამაშის ფაზა, ან დროის მონაკვეთი, რომლის დროსაც მოთამაშე აგებს განსაკუთრებული სიხშირით. ძირითადად დაუნსვინგი ეფუძნება წაგებების სერიას, რომელიც გამოწვეულია უიღბლობის გამო, თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთ მოვლენას, უიღბლობასთან ერთად, თან ახლავს შეცდომები, რომელსაც წარუმატებლობისგან გაღიზიანებული მოთამაშე უშვებს.
მაგალითი
უკანასკნელი თვის განმავლობაში პროფესიონალი მოთამაშე განიცდის სერიოზულ წარუმატებლობას, რის შედეგადაც მან დაკარგა მისი რეგულარული ლიმიტისთვის განსაზღვრული 15 ბაი ინი.
სტრატეგია
დაუნსვინგი, ნორმალური მოვლენაა ისეთ თამაშებში, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულნი არიან იღბალთან. ეს რა თქმა უნდა ეხება პოკერსაც. დაუნსვინგი გამოწვეულია ალბათობით. როგორც წესი ამ მოვლენის მთელი სირთულე მდგომარეობს არა იღბალში, არამედ უიღბლობისგან გამოწვეულ შეგრძნებებში. თუ მოთამაშე გაუძლებს ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც დაუნსვინგს ახლავს თან, ამ სიტუაციიდან მისი გამოსვლის შანსები საგრძნობლად იზრდება. პროფესიონალები ასეთ დროს მოყვარულებს ურჩევენ დასვენებას, გარკვეული პერიოდით გადართვას სხვა საქმიანობაზე, სათამაშო ლიმიტების შემცირებას, ან საკუთარი თამაშის გადახედვასა და შეცვლას.
პროფესიონალი მოთამაშე, პოკერსტარსის ერთ-ერთი ცნობილი სახე, ჯეისონ მერსიერი არ არის გამონაკლისი. მას იგივე პრობლემები ექმნება, რაც ნებისმიერ პროფესიონალ თუ მოყვარულ მოთამაშეს. მიუხედავად მისი თავბრუდამხვევი წარმატებისა ქეშ გეიმებსა და ტურნირებში, 2012 წელს მან რთული პერიოდი გამოიარა. მან 4 თვის განმავლობაში $2.000.000 დოლარზე მეტი დაკარგა. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ჯეისონ მერსიერთან, რომელიც საუბრობს დაუნსვინგზე და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

[video:https://www.youtube.com/watch?v=Ogh_XVf0AH0 align:left autoplay:0]