დავიცვათ თუ არ დავიცვათ ბიგ ბლაინდი?

+ პოსტის დამატება

"სპეციალურად ბიგ ბლაინდისთვის" - ტერმინი, რომელსაც ხშირად გაიგებთ ლაივ ქეშ გეიმებზე, რადგან ტურნირებისგან განსხვავებით, აქ საკმაოდ ხშირია ლიმპინგი. 

რას ნიშნავს ეს ტერმინი? რეალურად ეს ფრაზა გამოიყენება ისეთი სიტუაციების ასახსნელად, როდესაც ბიგ ბლაინდის პოზიციაზე მჯდომ მოთამაშეს, საკმაოდ ცუდი საწყისი ხელით, უკვე გადახდილი ბლაინდის საფასურად შეუძლია ფლოპის ნახვა, რომელსაც მისთვის კარგი ამბავი მოაქვს. მაგალითად: მოთამაშეს დაურიგდა 74, ხოლო ფლოპი რიგდება 653. სწორედ ასეთ სიტუაციაზე ამბობენ "სპეციალურად ბიგ ბლაინდისთვის". იგივე ტერმინით მოიხსენიებენ სიტუაციას, როდესაც ბიგ ბლაინდი ასწორებს მანამდე გაკეთებულ რეიზს, რომელიც რეალურად თავდაცვად ითვლება. განვიხილოთ, რატომ ითვლება ტურნირის თამაშის დროს ბიგ ბლაინდის დაცვა მომგებიანად და ზოგჯერ აუცილებლადაც. 

რატომ ვიცავთ?

როგორც უკვე ვთქვით, ტურნირებზე ლიმპინგი და ე.წ. "მეგობრული პოტები" საკმაო იშვიათობაა, რადგან მზარდი ბლაინდების პირობებში, უფრო ხშირ აგრესიას ვაწყდებით, განსაკუთრებით გვიანი პოზიციებიდან. თანამედროვე თამაშში, ადამიანები გაცილებით ხშირად იცავენ თავიანთ ბლაინდებს და შესაბამისად გაცილებით ხშირადაც საჩუქრდებიან ფლოპზე. ყველაზე საფუძვლიანი მიზეზი, რატომაც უნდა დავიცვათ ბლაინდები ტურნირის მსვლელობისას, არის წინასწარ ცნობილი აგრესიული მოქმედება გვიანი პოზიციებიდან, რაც უმეტესად მხოლოდ პოზიციის გამო ხდება და არა რეალური ხელის მიზეზით. სხვანაირად რომ ვთქვათ: თუ თქვენი ოპონენტები კატოფიდან და ბატონიდან უფრო ფართო რეინჯით აჩვენებენ აგრესიას, თქვენც იძულებული ხართ გაზარდოთ დამცავი ხელების რეინჯი. 

თუ თქვენი მიიღეთ რეიზი გვიანი პოზიციებზე მყოფი მოთამაშისგან, რომელსაც ფართო რეინჯი აქვს, ხოლო ფლოპი გაძლევთ საშუალო წყვილს, მაშინ თქვენ სულ მარტივად ჩექ-ქოლ თამაშით შეგიძლიათ ფლოპზე და თერნზე საკმაო ველიუ მიიღოთ ასეთი ოპონენტისგან. 

რატომ არ ვზრდით?

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ჩვენს ოპონენტს აქვს ფართო რეინჯი რეიზისთვის, მაშინ რატომ არ ვაკეთებთ რირეიზს და რატომ არ ვიგებთ მის ფულს პრეფლოპზევე? საკმაოდ სამართლიანი კითხვაა. თუ ჩვენ გვაქვს ცუდი კარტი ბიგ ბლაინდზე და ვხედავთ გვიანი პოზიციიდან ფართო რეინჯის სტანდარტულ რეიზს, რირეიზის გაკეთება ბლეფის მიზნით, საკმაოდ სწორი ფიქრია. მაგრამ თუ ჩვენ გვიჭირავს ე.წ. ბროდვეი კარტი (AT, KQ, QJ, KT), ან ერთი ფერის კონექტორი, მაგალითად 98, მაშინ ჩვენ საკმაო შანსი გვაქვს იმისთვის, რომ ფლოპზე რაიმე სასარგებლოს გამოვკრათ ხელი. ასეთ დროს 3ბეტი არ იქნება სწორი საქციელი. ჩვენ ან წნეხის ქვეშ მოგვიწევს ფლოპის თამაში, ან ოპონენტს 4ბეტის საშუალებას მივცემთ, რაც კარტის დაყრას გვაიძულებს. 

ვღებულობთ კარგ ფასს

როდესაც ბლაინდების ზრდას ანეტეებიც მოყვება, თავდაცვა უფრო მომგებიანი ხდება. მაგალითად თუ ბლაინდები არის 2.000/4.000 ხოლო ანტე 500, რეიზერი აკეთებს ფსონს 8000 ჩიპის ოდენობით, სმოლ ბლაინდი ფოლდავს, ჩვენ მხოლოდ 4000 ჩიპის დამატება გვჭირდება 18.500-იანი პოტზე სათამაშოდ, რაც ნამდვილად მშვენიერი პოტ ოდსებია. იმისთვის, რომ ასეთი სიტუაციები ჩვენთვის სასარგებლო იყოს გრძელ დისტანციაზე, ჩვენ მხოლოდ მსგავსი შემთხვევების 21.5% მოვიგოთ (4000/18.500). თუ ჩვენ კალკულატორს მოვიშველიებთ 98-ს ტუზების წინააღმდეგ 21.5% აქვს მოგების შანსი, თუ რომელიმე ტუზი  არ არის. ეს სრულიად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ჩვენი ქოლი გამართლებული იყოს. 

ყოველთვის ნუ დაიცავთ ბიგ ბლაინდს

რა თქმა უნდა ბლაინდის დაცვას აქვს თავისი ხარვეზები და მინუსები. პირველ რიგში, ამ სტრატეგიას მაშინაა გამოსადეგი, როდესაც ორივეს საკმაოდ დიდი სტეკი გაქვთ. თუ თქვენი სტეკები 20 ბიგ ბლაინდზე ნაკლებია, მაშინ თქვენი მოსალოდნელი ოდსები საკმაოდ ცუდია. ამ შემთხვევაში ბლაინდის დაცვა თითქმის კარგავს აზრს. თქვენ საკმაოდ ხშირად იქნებით იძულებული ჩეკ-ფოლდი ითამაშოთ, რაც მზარდი ბლაინდის პირობებში, საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება თქვენი სტეკისთვის. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თუ თქვენმა მოწინააღმდეგეებმა შენიშნეს თქვენი ხშირი თავდაცვა, მათ შეიძლება უბრლაოდ შეამცირონ ჰენდ რეინჯი და რეალურად ძლიერი ხელებით შეგიტიოთ. გახსოვდეთ, რომ პოკერი ადაპტაციის თამაშია. თქვენ არ უნდა გქონდეთ მუდამ ერთი და იგივე ტაქტიკით მოგების მიღების იმედი, თქვენ გამუდმებით უნდა ცვალოთ თამაში. 

რუმები

ქართული უცხოური