დენიელ ნეგრანუს ბლოგი

+ პოსტის დამატება

პირადი დღიურების წარმოების კულტურა უკვე მრავალ ასწლეულს ითვლის. ინტერნეტისა და სწრაფი კომუნიკაციების საუკუნეში კი, დღიურები, ონლაინ ბლოგებმა ჩაანაცვლეს. ბლოგები უამრავი ტიპისაა: წერენ საკუთარ თავზე, ან სხვებზე, წერენ სტრატეგიებზე და ტაქტიკებზე, ან სულაც იმაზე თუ როგორ აწარმოო ბლოგი. მოკლედ, წერენ ყველაფერზე, ყოველდღიურობის უმნიშვნელო დეტალებიდან დაწყებული, სოციალური პრობლემებითა და მსოფლიო პოლიტიკის მიმოხილვით დამთავრებული. 

დღეს გადავწყვიტე, ჩემი ბლოგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშისთვის, დენიელ ნეგრანუსთვის დამეთმო, რომელსაც ბევრი ნეგრეანუს ეძახის და რატომღაც ავიწყდებათ, რომ ინგლისურ ენაში, გამოთქმა ნაწერს არ ემთხვევა ხოლმე... ეს არ იქნება ბლოგი ნეგრანუზე, ეს თავად 'კიდპოკერის' მიერ დაწერილი ბლოგი იქნება, რომელიც fullcontactpoker.com-ზე გამოქვეყნდა. 

"ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც დასახული მქონდა, Bellagio-ში შერეულ თამაშებზე დაბრუნება იყო. ამოცანა 200 საათის განმავლობაში თამაშს და $250.000 დოლარის პროფიტს გულისხმობდა. წინა ღამით, შერეულ თამაშებზე, ჩემი პირველი ლაშქრობა მოეწყო, თუმცა Bellagio-ს ნაცვლად, ეს ყველაფერი, Aria-ში მოხდა, სადაც პოკერის ისეთი სახეობების შერეულ თამაშზე მოვხვდი, რომელთან შეხებაც არასდროს მქონია. ერთ-ერთი თამაში, Aria-ს სესიაზე, PLO Flip იყო. უმარტივესი რამ - არანაირი ცოდნა და გამოცდილება ამას არ სჭირდება. მოთამაშეებს ურიგდებათ 4-4 კარტი, ყოველი მათგანი მაგიდაზე დებს $10.000 დოლარს. დილერი არიგებს მთლიან ბორდს. საუკეთესო ხელი კი ბანკს იგებს. შემდეგი თამაში Very Crazy Pineapple არის, რომელიც ჰოლდემს გავს, მხოლოდ ერთი განსხვავებით: მოთამაშეს 2-ის ნაცვლად, 3 კარტი ურიგდება, ხოლო თერნზე ვალდებულია ერთ-ერთი მათგანი გადააგდოს. Aria-ში გამართულ შერეულ თამაშებზე ასევე ნახავდით: PL 2-7 Razz-ს, PL Double Draw 5 Card Draw High, PL Badugi, PL 2-7 Triple Draw, NL Hold'em, 2-7 Single Draw, PL Omaha, PL Omaha High/Low. ყოველი თამაშის სტრუქტურა და ბლაინდები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. 

რამდენადაც თამაშების ნახევარზე მეტის წესებიც კი არ ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა რა რაოდენობის ფული შემეტანა მაგიდაზე. თამაშისთვის ნახევარი მილიონი მქონდა განსაზღვრული, მაგრამ გადავწყვიტე, მაგიდაზე მინიმალური ბაი-ინი, $100.000 დოლარი შემეტანა. თამაშით ძალიან გავერთე. 2-7 Triple Draw, წარსულში ძალიან ბევრჯერ მითამაშია, თუმცა ყოველთვის ლიმიტირებული სტრუქტურით. ამჯერად კი მივხვდი, რომ საქმე სხვაგვარად იყო და ჩემი სტრატეგიისთვის უნდა გადამეხედა. ეს ერთ-ერთი სასიამოვნო მომენტი იყო მთელი სესიის განმავლობაში: ახალი სტრატეგიების მოძებნა და გამოგონება, უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროს. 

2-7 Triple Draw-ის ერთ-ერთ დარიგებაში, გამიმართლა და დილერისგან 23469 ხელი მივიღე. 'ბატონიდან' $4.000-მდე გავზარდე, 'სმოლ ბლაინდმა' კი $13.000 დოლარის 3-ბეტი გააკეთა. გადავწყვიტე ინიციატივა კვლავ მე დამრჩენოდა და ამჯერად მაგიდაზე $30.000 შევიტანე. მან ფსონი გამისწორა და ერთი კარტი გამოცვალა. კარტის გამოცლვის შემდეგ $60.000-იანი ბეთი გააკეთა, რაც ჩემგან ოლ ინს მოითხოვდა. რა თქმა უნდა, მისი ბეთი გავასწორე და დარიგებაც მოვიგე. ამის შემდეგ ჩემმა სტეკმა ნელ-ნელა ზრდა დაიწყო და $300.000-იან ნიშნულს მიაღწია. მოთამაშეები იცვლებონდნენ. ზოგი ტოვებდა მაგიდას და მათ ადგილს სხვა იკავებდა. ერთ-ერთმა ახალმა მოთამაშემ ჩემი შემართება, შეიძლება ითქვას, სრულიად გაანადგურა - თუ ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ის ყოველთვის წინ იყო. მართალია, საკუთარ ხელებს საკმაოდ კარგადაც თამაშობდა, მაგრამ იღბალიც საკმაოდ უწყობდა ხელს. მინდა, მასთან ერთად ნათამაშები PL ომაჰას დარიგება გავიხსენო: 

'ბატონზე' მყოფმა მოთამაშემ გაზარდა და მეც, JT72 ხელით, სმოლ ბლაინდიდან ვუპასუხე. იგივე გააკეთა 'ბიგ ბლაინდმაც'. ფლოპზე Q85 დარიგდა. ჩემი ჩექის შემდეგ, 'ბიგ ბლაინდმა' $5.000 დადო, რაზეც მეც და 'ბატონმაც' ქოლით ვუპასუხეთ. თერნზე A დაიდო, რაც ორმხრივ სტრეიტ დროს მაძლევდა - ნებისმიერი K ან 9 ჩემ ხელს დაასრულებდა. გარდა ამისა, ფლეშის ალბათობაც გამიჩნდა. ვფიქრობდი, აქ ბეთი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რატომღაც ჩექი გადავწყვიტე. 'ბიგ ბლაინდი' $20.000 დოლარს დებს, 'ბატონი' ფოლდავს და მე ვპასუხობ. რივერზე J იდება, რაც საერთოდ არაფერს მაძლევს, მაგრამ კარგი კარტია იმ შემთხვევაში, თუ KT-ის ან T9-ის მსგავსი რამ მეჭირა. სწორედ ამ ხელის განსახიერების მიზნით $50.000 დოლარს ვდებ. ჩემ ოპონენტს სულ რამდენიმე წამი დასჭირდა $130.000 დოლარიანი რირეიზის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ჩემი ხელი მკვდარია და მე არც ქოლის, არც რირეიზის გაკეთების საშუალება არ მაქვს. დარიგების დასრულების შემდეგ მოწინააღმდეგემ KKK3 მაჩვენა, რომელიც ფლეშ დროსაც შეიცავდა. მან საკუთარი კარტისგან მიღებული ინფორმაცია შესანიშნავად გამოიყენა: KKK-ის გათვალისწინებით, ნაკლებსავარაუდო იყო, რომ მე მეოთხე K მყავდა. და საუკეთესო შემთხვევაში, T9-იც რომ მყოლოდა, იძულებული ვიქნებოდი კარტი გადამეყარა. ეს მართლაც საოცარი ბლეფი იყო მისი მხრიდან. 

მთლიანობაში, 6 საათი ვითამაშე და $134.100 დოლარი მოვიგე. რამდენიმე აზრი ამ სესიასთან დაკავშირებით:

- შერეული თამაშების პოპულარიზაცია, პოკერის მომავლისთვის, უმთავრესი პირობაა. ულიმიტო ჰოლდემი იმდენად ვითარდება, მასზე იმდენია დაწერილი და ნათქვამი, რომ მალე ის თითქმის ამოწურვად თამაშად გადაიქცევა. ამიტომაც თამაშის ახალი ფორმატებისა და სახეობების გამრავლება, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 

- სესიის მსვლელობის დროს რამდენიმე მოთამაშეს ვკითხე, თუ რატომ არ თამაშობენ ძვირადღირებულ ტურნირებს, თუ ასეთი პრივატული თამაშების საშუალება აქვთ? მათ ერთი პასუხი ჰქონდათ: ჰაიროლერ ტურნირები ზედმეტად ნელია, ხალხი ძალიან ბევრს ფიქრობს. არავის უნდა თამაში ისეთ ტურნირზე, სადაც ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ 15 ხელი გირიგდება. 

- იმ პერიოდის შემდეგ, როცა მე გრაინდერი ვიყავი და ყველაფერს ვთამაშობდი, სიტუაცია შეცვლილია. იმ საღამოს, Aria-სა და Bellagio-ში რამდენიმე ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმი იმართებოდა. ჩემი კარიერის დასაწყისში, თუ დიდ თამაშზე თავისუფალ ადგილს ნახავდი და ფულიც გქონდა, ყველგან მისაღები სტუმარი ხდებოდი. გუშინდელ თამაშებზე კი მხოლოდ მოსაწვევით მოხვედრა იყო შესაძლებელი."

რუმები

ქართული უცხოური