Full Tilt Poker-ის ეპოქა დასრულდა: რა დააკლდება პოკერის სამყაროს?

+ პოსტის დამატება

17 მაისი არამხოლოდ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 17 მაისს ისტორიას მიეცა ერთ დროს ყველაზე დიდი პოკერ-რუმი, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი თამაშების მოძებნა იყო შესაძლებელი. ის ახლა უკვე 'პოკერსტარსის' საკუთრებაა და მისი ვებ-გვერდი ოფიციალურად გაუქმებულია. 'ფულტილტი' სხვა არაფერია თუ არა 'პოკერსტარსის' ერთ-ერთი რიგითი სქინი, მაგიდის თემა, რომლის არჩევაც სხვა ათეულობით თემას შორისაა შესაძლებელი. პოკერ-რუმმა მართლაც ურთულესი წლები გამოიარა, რაც 'შავი პარასკევით' დაიწყო, პროფესიონალთა საუკეთესო გუნდის დაშლით გაგრძელდა და უყურადღებო მფლობელი კომპანიით დასრულდა. 'ფულტილტმა' შექმნა ეპოქა, რომელის დასრულების შემდეგაც პოკერის სამყარო უდიდეს დანაკლისს იგრძნობს. 

პირველ რიგში, რაც პოკერის მოყვარულებსა და მოთამაშეებს დააკლდებათ, გრანდიოზული თამაშებია. რამდენიმე წლის წინ თუ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თამაშებით დაინტერესდებოდით, ლას ვეგასის დიდი კაზინოების პრივატული რამდენიმე ოთახის ნაცვლად, 'ფულტილტზე' შესვლა და ასიათასობით დოლარის ღირებულების გათამაშებების ნახვა ყოველ საღამოს შეგეძლოთ. შესაძლებელი იყო მოთამაშეთა მილიონდოლარიანი დღიური სვინგებისთვის თვალყურის მიდევნება. დღევანდელი დღისთვისაც კი, ონლაინ პოკერში მსოფლიოს ყველაზე დიდი ბანკი 'ფულტილტ' პოკერზე გათამაშდა. სვინგები იმდენად ასტრონომიული იყო, რომ უამრავ მითქმა-მოთქმას იწვევდა პოკერის პრემიუმ მოთამაშეთა წრეებშიც კი. 2007 წელს, ფილ აივის აფსვინგმა, $20 მილიონ დოლარამდე შეადგინა. უცნაურია, მაგრამ საიტის ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი მოთამაშე, ერთწლიანი მასშტაბით, ფილ აივია, რომელმაც 2007 წლიანი აფსვინგის შემდეგ, 2012 წელს, $6 მილიონი დოლარი წააგო. რუმის ყველაზე წამგებიანი მოთამაშე, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლეგენდარული გას ჰენსენია, რომელმაც $25 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა. პოკერ-რუმის კიდევ ერთი 'მასაზრდოებელი' მოთამაშე გი ლალიბერტე იყო, რომელსაც FullTilt-ის რეგულარებთან რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი აქვს წაგებული. თუმცა, ლალიბერტეს რამდენიმე მილიარდად შეფასებულ ბიზნესთან შედარებით, 'ფულტილტზე' წაგებული თანხები მხოლოდ ხურდა ფული იყო.

FullTilt იყო ურთიერთობა... სინამდვილეში, ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებდნენ. ტომ დუანმა, სანამ ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ჰაი სტეიკს გრაინდერი გახდებოდა, სანამ მისი სახელი ჩინურ ტრიადებს დაუკავშირდებოდა, $50 დოლარიანი საწყისი დეპოზიტით მილიონდოლარიანი კარიერა შექმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ტომ დუანი 'ფულტილტზე' ყველაზე არასასურველი მოთამაშე იყო, რომელიც იგებდა ყველაფერს და ყველასთან. მის წინააღმდეგ თამაშს ფილ აივიც კი ერიდებოდა. თუმცა, შემდეგ გამოჩნდა იდუმალი შვედი მოთამაშე, ზედმეტსახელად Isildur1 - პირველი მოთამაშე, რომელმაც დუანს რეალური წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ, ვიქტორ ბლომი (Isildur1), ტომ დუანთან, $5 მილიონი დოლარის პლუსში დარჩა. 

სიახლეები და ინოვაციები, რაც FullTilt-ის გუნდს ახასიათებდა, სრულიად გენიალური და შემდგომში ასეულობით პოკერ-რუმის მიერ კოპირებული აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი Rush Poker იყო - თამაში, რომელიც იმდენად ჩქარი იყო, რომ რამდენიმე მაგიდას მიჩვეული რეგულარებისთვის Rush-ის 2-3 მაგიდაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. მოგვიანებით, 'პოკერსტარსმა' და სხვა დიდმა პოკერ-რუმებმა იგივე სიახლე საკუთარ მომხმარებელსაც შესთავაზეს. 'ფულტილტი' პირველი იყო, ვინც ანდროიდებისა და iOS-ებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 

FullTilt იდეალური ალტერნატივა იყო, თუ 'პოკერსტარსზე' თამაში მოგბეზრდებოდათ. რა თქმა უნდა, ამის თქმა პირიქითაცაა შესაძლებელი. ეს ორი პოკერ-რუმი საკუთარ მოთამაშეებს წარმოუდგენლად უფრთხილდებოდა და საუკეთესო პირობებს სთავაზობდა. დღეისთვის კი, როცა ყველაფერი ფაქტიურად მონოპოლიზებულია, დასპონსორებული პროფესიონალების რიცხვი კატასტროფულადაა შემცირებული. 'ფულტილტზე' შესაძლებელი იყო ნებისმიერი გემოვნების შესაფერისი თამაშის მოძებნა. ფაქტიურად, მოთამაშე თითონვე ქმნიდა მისთვის მისაღებ თამაშს. დღეს კი რა ხდება? 'პოკერსტარსმა' გააუქმა ე.წ. nosebleed-ები, სადაც დიდი სანახაობა იმართებოდა, შექმნა ლოტოს პრინციპზე აგებული S'n'G ტურნირები, ხოლო მომხმარებლებს VIP ქულებით მიღებული სარგებელი შეუმცირა. 

რაც შეეხებათ 'ფულტილტის' მიერ დასპონსორებულ მოთამაშეებს: თუ მხოლოდ 2-3 წელია, რაც პოკერში ხართ ჩართული, მაშინ 'პოკერსტარსის' პროფესიონალთა გუნდი შეიძლება ღმერთებად მოგეჩვენოთ. მაგრამ ძველ მოთამაშეებსა და მოყვარულებს ემახსოვრებათ ის სახელები, რომლებიც 'ფულტილტს' წარმოადგენდნენ: კრის ფერგიუსონი, ფილ გორდონი, ჯენიფერ ჰერმანი, გას ჰენსენი, ელი ელეზრა, ერიკ ლინდგრენი, ერიკ საიდელი, ჯონ ჯუანდა, ფილ აივი, ენდი ბლოჰი... ისინი მსოფლიო პოკერის ელიტას წარმოადგენდნენ. მათი ნახვა ყველა სატელევიზიო თამაშზე იყო შესაძლებელი. პოკერის ბუმი, რომელიც 'მანიმეიკერის ეფექტის' სახელითაა ცნობილი, არამხოლოდ კრის მანიმეიკერის დამსახურებაა. ამ უზარმაზარი ინდუსტრიის პოპულარიზაციას, განვითარებასა და თამაშის ფართო მასებში გატანას სწორედ ეს ადამიანები უწყობდნენ ხელს. 

... და რა თქმა უნდა, რეკლამები! პოკერის საიტებისა თუ კაზინოების რეკლამების უმეტესობა იუმორსა და კომიკურ სიუჟეტზეა აწყობილი. 'ფულტილტს' ასეთებიც ჰქონდა. ყველას ემახსოვრება როგორ ცდილობს ე.წ. poker face-ის შენარჩუნებას ფილ აივი, ცნობილ რეკლამაში, სადაც ის ცოლს ცუდ დროს, ცუდ სიტუაციაში შეუსწრებს. მაგრამ იყო FullTilt-ის რეკლამების შავ-თეთრი სერიებიც, სადაც გამოცდილ მოთამაშეს ზუსტად გაახსენდებოდა ის შეგრძნებები, რასაც თამაშის დროს ნებისმიერი ადამიანი გრძნობს: აზარტი, ჟინი, სასოწარკვეთილება, დაუმორჩილებლობა, სიხარული, მოლოდინი, იმედი და ა.შ. 

რუმები

ქართული უცხოური