'კოინფლიპის' წაგების შემთხვევაშიც კი, წააგეთ სწორად!

+ პოსტის დამატება

პოკერში, პოზიცია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ნებისმიერ აზარტულ თამაშში კი, სადაც იღბალი და შანსები დიდ როლს თამაშობს, ნებისმიერი სახის, თუნდაც 1%-იანი უპირატესობა ძალიან დიდ დატვირთვას იძენს. ამ ბლოგში განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ პოზიცია მაშინაც კი, როცა ისეთ ხელებს ვაგებთ, როგორიც AK vs 99 არის. ასეთ დარიგებებს 'კოინფლიპებს' ვეძახით. ორივე მოთამაშისთვის შანსები დაახლოებით 50/50 შეადგენს. 

როდესაც მოთამაშეზე პოზიცია გაქვთ, თქვენ დიდი უპირატესობას ფლობთ. პოზიცია გულისხმობს პრეფლოპ და, უმეტესწილად, პოსტ ფლოპ მდგომარეობას, როდესაც გადაწყვეტილებას მხოლოდ მოწინააღმდეგის/მოწინააღმდეგეების შემდეგ ღებულობთ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, თქვენ პოზიცია უმეტეს შემთხვევებში გაქვთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც თქვენგან მარჯვნივ სხედან. მარცხენა მხარეს, თქვენი პოზიცია, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება მომგებიანი - როცა თქვენ 'ბატონზე' ხართ, თამაშში შემოსული ოპონენტები კი - სმოლ და ბიგ ბლაინდებზე. ე.წ. 'ფულრინგზე', რაც მაგიდაზე 9-10 მოთამაშის არსებობას გულისხმობს, უმეტეს შემთხვევაში, პოზიცია, მარჯვნივ მყოფ მოთამაშეებზე გექნებათ.

ცნობილია, რომ თქვენი და ოპონენტების სტეკების ზრდა, პოზიციის მნიშვნელობის ზრდასაც იწვევს. აღმოჩნდა, რომ სატურნირო პოკერში, ან დიფ სტეკ ქეშ გეიმზე, 'კოინფლიპების' თამაში გაცილებით ეფექტურია მარჯვნივ მყოფი მოთამაშეების წინააღმდეგ. და პირიქით - თუ მოთამაშე ჩვენგან მარცხნივ ზის და თან თუ მცირე ზომის სტეკს ფლობს, მის წინააღმდეგ 'კოინფლიპ' სიტუაციაში მოხვედრა ნაკლებად სასურველია. 

რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ მოგება გვაწყობს, ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი მოთამაშის წინააღმდეგ, მაგრამ პოკერში ყოველ დარიგებას ვერ მოვიგებთ. განსაკუთრებით 'კოინფლიპების' შემთხვევაში, სადაც ერთმანეთს წყვილი და ორი მაღალი კარტი უპირისპირდება, მაგალითად - TT vs AQ. ამ შემთხვევაში, წყვილის უმნიშვნელო უპირატესობის მიუხედავად, ორივე მოთამაშეს დაახლოებით 50%-იანი შანსი აქვს. მსგავს შემთხვევებში, ჩვენ, თანაბრად მოვიგებთ და თანაბრად წავაგებთ. 

როგორ ვაქციოთ, თუნდაც წამგებიანი სიტუაცია, უპირატესობად?

სტრატეგია გვეუბნება, რომ 'კოინფლიპები' უნდა ვითამაშოთ ჩვენგან მარჯვნივ მყოფი მოთამაშეების წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ მომავალში ჩვენ მათზე პოზიცია გვექნება და თუ ჩვენ ხელი შევუწყვეთ მათი სტეკის გაზრდას, ჩვენი პოზიციის მნიშვნელობა და უპირატესობაც შესაბამისად გაიზრდება. დავუშვათ, გვაქვს 100 ბიგ ბლაინდი. მარჯვნივ მჯდომი მოთამაშე აკეთებს ოლ ინს, 25 ბიგ ბლაინდის ოდენობით. ჩვენ მას AK-ით ვპასუხობთ, ის კი 88-ს გვაჩვენებს. ვთქვათ, დარიგება წავაგეთ და მოწინააღმდეგე 25 ბიგ ბლაინდით გავაორმაგეთ. გამოდის, რომ ჩვენი სტეკი 75, ხოლო მოწინააღმდეგის სტეკი 50 ბიგ ბლაინდს შეადგენს. ჩვენს შორის მოხდა ეფექტური სტეკების გაზრდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში პოზიციურ უპირატესობას გაცილებით ეფექტურად გამოვიყენებთ - ჩვენ შევძლებთ ე.წ. სეტ-მაინინგს, ლაით 3-ბეთინგს და ა.შ. რისი საშუალებაც, მოწინააღმდეგის პატარა სტეკის გამო, აქამდე არ გვქონდა. 

მეორე უპირატესობა, რასაც 'კოინფლიპების' მარჯვნივ მყოფი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში გვაძლევს, არის ის, რომ თუ ჩვენ წავაგეთ და თუ მოწინააღმდეგის სტეკი გაიზარდა, მომავალში ის მოერიდება ჩვენთან აგრესიულ თამაშს, რადგანაც მან იცის საკუთარი ცუდი პოზიციის შესახებ. თუ ის კარგი მოთამაშეა, ჩვენს მსგავსად, თავადაც მარჯვნივ მჯდომი მოთამაშეების დაჩაგვრას შეეცდება, რაც ჩვენთვის კიდევ დამატებითი უპირატესობაა - თუ ის სტეკის გაზრდას შეძლებს, ჩვენი პოზიციის მნიშვნელობაც კიდევ უფრო გაიზრდება. ასეთ დროს, შეიძლება ვუგულშემატკივროთ კიდეც მარჯვნივ მჯდომ მოთამაშეს. 

ზუსტად იგივე კონცეფციების გათვალისწინებით, ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავვარდებით, თუ 'კოინფლიპების' თამაშს მარცხნივ მყოფი მოთამაშეების წინააღმდეგ გადავწყვეტთ. ჩვენ შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ წაგების შემთხვევაში, საკმაოდ გავირთულებთ მდგომარეობას - გაზრდილი სტეკის გამო, მარცხნივ მყოფ მოთამაშეებთან, ჩვენ ვეღარ შევძლებთ პრეფლოპ ბლაინდების მოპარვას. ხოლო უპოზიციობა და მათი გაზრდილი სტეკები, დიდ თავსატეხს გაგვიჩენს. 

მსგავსი ინფორმაციის გათვალისწინებით, გაცილებით აგრესიული და შემტევი პოკერის თამაში მიზანშეწონილია მარჯვნივ მყოფი მოთამაშეების წინააღმდეგ. ჩვენ ხშირად შეგვეძლება 3-ბეთების კეთება, რაც მარცხნივ მყოფ მოთამაშეებს თამაშიდან გასვლას აიძულებს. შედეგად ჩვენ იზოლაციის კარგ ინსტრუმენტს ვფლობთ. თუ დარიგება მოვიგეთ, ხომ კარგი! თუ არა, ის მაინც გვეცოდინება, რომ ჩიპებს იმ მოთამაშეს ვაძლევთ, რომელიც გაძლიერებულ სტეკს ჩვენს წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს, ხოლო ჩვენ ადვილად შევძლებთ არათუ დაკარგული ჩიპების, არამედ მისი კუთვნილი ჩიპების მიღებასაც კი. 

როგორც ვთქვით, 'კოინფლიპების' ნახევარს ჩვენ ვაგებთ. თუ პოზიციის მნიშვნელობას კარგად გავიაზრებთ, ასეთი დარიგებების წაგება სწორად შერჩეული მოთამაშეების წინააღმდეგ სჯობს.

რუმები

ქართული უცხოური