მას ეძახიან ბლეფქეჩერს

+ პოსტის დამატება

როგორც ამბობენ, აგრესიული პოკერი მომგებიანი პოკერია. მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ზედმეტად მეტ აგრესიას ვიჩენთ. ბოლო დროს, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ზოგჯერ საჭიროა ვაკონტროლოთ ჩვენი აგრესია, რათა რაიმესახის უპირატესობა მოვიპოვოთ მოწინააღმდეგის აგრესიაზე. ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბლეფქეჩერის ხელოვნების შესწავლაა, რომელიც არც ისე ადვილი საქმეა. 

ოპონენტისგან ბლეფის აღმოჩენას ვერ შევძლებთ, თუ მუდმივად ჩვენ ვართ აგრესორები და სტანდარტულ აგრესიულ პოკერს ვთამაშობთ. ჩვენი აგრესიისთვის განკუთვნილი ხელები, ყოველთვის არ გამოდგება ველიუ ბეთისთვის, არც ბლეფისთვის. ჩვენ სადღაც შუაში უნდა გავჩერდეთ და მოვძებნოთ ოპტიმალური ხაზი. ზოგ სიტუაციაში ასეთ ხელებს სწორედ ბლეფქეჩერებს ეძახიან და საკმაოდ სამართლიანადაც. ნაცვლად იმისა, რომ ვეცადოთ ოპონენტების დამარცხებას მუდმივი აგრესიით, ზოგჯერ საშუალება უნდა მივცეთ მათ, რომ თითონ წარმართონ სიტუაცია. 

რამდენიმე ხნის წინ საინტერესო დარიგების განხილვას წავაწყდი ინტერნეტში, რომელიც დღევანდელი თემის მაგალითად გამოდგება: UTG შემოდის პოტში ლიმპით. UTG-ზე მჯდომი - რეგულარული მოთამაშეა, რომელიც ცნობილია ხშირი ლიმპინგით. ის ე.წ. fit or fold-ს თამაშობს. მაგიდაზე ეს ყველამ იცის. აგრესიული მოთამაშე, რომელიც cutoff-ზე ზის, აკეთებს რეიზს. ჩვენი გმირი კი BB-ის პოზიციაზეა და ხელში უჭირავს KJo. მისი აზრით, cuttoff-ზე მყოფი ხშირად გააკეთებდა ქოლს რირეიზზე, მაგრამ ძალიან იშვიათად მივიდოდა რივერამდე. მიუხედავად ამისა, გმირი თვლის რომ KJo ბევრ ისეთ ხელზე დომინირებს, რომლითაც მოწინააღმდეგე რეიზს გააკეთებდა. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი რეიზი უმეტესწილად UTG-ისთვის იყო გამიზნული. აქედან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტს კარტების დაყრა ვაიძულოთ, მივცეთ მას საშუალება ეცადოს ბლეფის გაკეთებას ჩვენზე სუსტი ხელებით. 

მიუხედავად იმისა, რომ KJo საკმაოდ პრობლემურ ხელად ითვლება ჰოლდემში, რომელიც პოსტ ფლოპ ძნელად თუ გვაძლევს მოქმედების გაგრძელების საშუალებას, ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ ოპონენტის ჰენდ რეინჯზე ვდომინირებთ. სწორედ ასეთი ხელი შეიძლება მივიჩნიოთ ბლეფქეჩერად. 

ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, რომელიც ასეთ ხელებში და ასეთ სიტუაციებში დავიჭირე, არის ის, რომ თქვენი ოპონენტი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იგდებს თავს, როცა მისთვის ე.წ. კარგი საბლეფე კარტი ამოდის. სწორედ ამ ხელის განხივლის შემდეგ გადავწყვიტე პრაქტიკაში მომესინჯა ეს ყველაფერი.

ერთ-ერთი სესიის დროს, შემემთხვა ასეთი რამ: აგრესიული მოთამაშე გვიანი პოზიციიდან აკეთებს რეიზს, რაც ჩვეულებრივი რამ იყო, თუ მანამდე ყველა დაყრიდა. წინა რამდენიმე შემთხვევაში გავაკეთე რირეიზი, რის შემდეგაც მან დაყარა კარტი. ძირითადად ჩემი ტრიბეტი იყო გაკეთებული A2s-ით და მსგავსი ხელებით, მაგრამ ამჯერად AravenJheart დამირიგდა. გადავწყვიტე მხოლოდ ქოლი მეთამაშა.

ფლოპზე მოვიდა Traven9clubs4raven. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ ოპონენტი 100%-ის შემთხვევაში სიბეთს გააკეთებდა, გადავწყვიტე ქოლი მეთამაშა ორი ოვერქარდით, ბექდორ სტრეიტის და ბექდორ ფლეშის შანსებითაც. თერნმა მომცა Abrickდა მოწინააღმდეგემაც, რა თქმა უნდა, ბეთი გააკეთა იმის იმედით, რომ ბორდზე "საშიში კარტი" დაიდო, რომელიც ჩემი ჩექ-ქოლ თამაშისთვის პრობლემური უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა ქოლი ვითამაშე. რივერზე უმნიშვნელო კარტი დაიდო და ორივეს ჩექის შემდეგ შოუდანმა მოწინააღმდეგის Qclubs7clubs გამოააშკარავა. რა თქმა უნდა, თერნი საუკეთესო კარტი იყო ჩემთვის და გამიმართლა. მაგრამ ოპონენტის ფლოპის და თერნის ბეთი ზუსტად ის ფული იყო, რომელიც არ მექნებოდა მოგებული ჩემი პრეფლოპ რირეიზის შემთხვევაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მიდგომა იშვიათად გამოდგება მიკროლიმიტებზე.

დასკვნა

იმისთვის რომ მოვიგოთ პოკერში, საჭიროა აგრესია. მაგრამ აგრესიაზე ბევრად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლის მიღება და სწორად დამუშავება შეგვიძლია. ჩვენ უნდა შევძლოთ ადაპტირება მოვახდინოთ კონკრეტულ სიტუაციებზე. ზოგჯერ უნდა გავიაზროთ, რომ ცეცხლის წინააღმდეგ ბრძოლა ცეცხლითვე, არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. როცა თქვენ თვლით, რომ თქვენი ოპონენტები ხშირად აკეთებენ ბლეფს თქვენს წინააღმდეგ, ან ზოგადად, მიეცით მათ ამის საშუალება და დაუპირისპირეთ ხელი, რომელიც სათანადოდ დახვდება მათ აგრესიას. არ გააკეთოთ ბლეფი თქვენი ბლეფქეჩერებით, პირიქით - გამოააშკარავეთ ისინი. 

თეგები
პოკერი ბლეფი

რუმები

ქართული უცხოური