როგორც რამდენიმეწლიანი სტაჟის მქონე მოთამაშეს, მეც უამრავი ბედ ბით ისტორია მომისმენია. ცოცხალ ტურნირებზე კაზინოებში, უამრავი უცნობი ადამიანისგან მომისმენია ამბავი, როგორ წააგეს ტუზებით ათიანებთან. და მიუხედავად უამრავი მსგავსი დარიგებისა, რომელიც ნამდვილად ყველას გამოუცდია, ისე ყვებოდნენ თითქოს ეს პირველად მოხდა და ჩემთვისაც დაუჯერებლი უნდა ყოფილიყო.
პოკერი, ცოდნასთან და ნიჭთან ერთად, იღბლის თამაშიც არის. იღბალს შეუძლია წარმატების პიკიდან ბანკროტამდე ჩამოგიყვანოს. ბედ ბითებიც პოკერის შემადგენელი ნაწილია და ისინი აუცილებლად მოხდება და საკმაოდ ხშირადაც. ვერ ვიტყვით, რომ ეს ამბავი სამწუხაროა. ეს ისევეა საჭირო, როგორც რომელიმე დროინგ ჰენდის დასრულება. წინა პოსტებშიც განვიხილეთ იდეა, რომ მთავარია რაც შეიძლება მეტი ფული შევიტანოთ ბანკში, როცა უპირატესობა ჩვენ მხარესაა. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, უპირატეს ხელებსაც წავაგებთ.
გასაგებია! ბედ ბითი ძალიან მტკივნეულია. ასობით და ათასობით შემთხვევა შემიძლია გავიხსენო სესიის დღეებიდან, როცა კარტი წარმოუდგენლად უმოწყალოდ მექცეოდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია იგივეს გახსენება. ყველას გვიგრძვნია ის განცდა, რაც ბედ ბითს მოაქვს. ვერაფერს ვიზამთ, ეს თამაშის ნაწილია.
დავუბრუნდეთ ისევ ბედ ბით ისტორიას. არავის სიამოვნებს მისი მოსმენა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვკითხოთ მეგობარს ან ახლობელს, თუ როგორ ითამაშა მან, რამ შეუშალა ხელი, როგორი იყო ბოლო დარიგება, მაგრამ ყველასგან და თან მუდმივად ასეთი ისტორიების მოსმენა, შემაწუხებელი ხდება. არავის უყვარს წუწუნა ადამიანი. როგორც მოთამაშე, ყველა თანაბარ შანსებს ვიღებთ და იმედს ვამყარებთ, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მოგებას ჩვენკენ გადმოხრის. თანაგრძნობის გამოწვევის სურვილი კი სხვა ადამიანებში უხერხულ პატარა კომენტარებს იწვევს და არა იმ აღშფოთებას, რომელსაც წაგებული გრძნობს.
ბედ ბითებზე წუწუნისგან თავის შეკავება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით დამწყები მოთამაშეებისთვის, რადგან გამოუცდელ ადამიანს ეს თამაში ნამდვილად გააოცებს თავისი მოულოდნელობითა და დაუნდობლობით. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, არავის გვინდა ისეთ ადამიანად დაგვიმახსოვროს საზოგადოებამ, რომელიც მუდამ თანაგრძნობასა და სიბრალულს იწვევს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი სიტუაცია მახსენდება, როცა წარუმატებელი ხელების გახსენებას რეალური სარგებელი მოაქვს. ნებისმიერ დროს, როცა გაიხსენებთ თქვენს პირად გამოცდილებას იმის გამო, რომ გაიაზროთ კონკრეტული ხელი, გააკეთოთ მისი ანალიზი, მიხვდეთ დაშვებულ ხარვეზებს და თავიდან აიცილოთ მომავალი შეცდომები, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ნამდვილად კარგ სამსახურს უწევთ საკუთარ თავს. თუ მოუყვებით თქვენ წაგებულ ხელებს მეგობრებს, გაარჩევთ მათ და ეცდებით აღმოაჩინოთ თამაშის ხაზის სხვანაირი განვითარება, მოიფიქროთ ახალი მიდგომები და სტრატეგიები, ეს თქვენთვისაც გამოსადეგი იქნება და მეგობრებისთვისაც. რა თქმა უნდა ეს რჩევა არ გამოდგება ისეთი ხელებისთვის, როცა ტუზებით წააგეთ ათიანების წინააღმდეგ. მაგრამ თუ თქვენ გქონდათ არჩევანი, განსხვავებული სვლების გაკეთების საშუალება, მაშინ ასეთი ხელების განხილვა ნამდვილად წაადგება თქვენს გამოცდილებას.
ასე რომ დაფიქრება იმაზე, რომ ბედ ბით ისტორიების განხილვას შეიძლება მეტი სარგებელი ჰქონდეს, ვიდრე მათზე წუწუნს, ნამდვილად ღირს. პოკერი არის თამაში, რომელიც მუდმივად ვითარდება. თქვენც სულ უფრო ნაკლები დრო გრჩებათ იმისთვის, რომ ადაპტირება მოახდინოთ გამოცდილ, ახლებურად მოაზროვნე მოთამაშეებთან. ამ ყველაფერში საკუთარი გამოცდილება საუკეთესო დასაყრდენი იქნება, ხოლო ბედ ბითები გამოცდილების ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილად შეიძლება ჩავთვალოთ!