პოკერი და მუსიკა: რას უსმენთ თამაშის დროს?

+ პოსტის დამატება

მოგწონს თუ არა მუსიკა? - ეს ისეთივე რიტორიკული კითხვაა, როგორიც "რით სუნთქავ?" ან "ეცდება თუ არა საკუთარი ხელის დაზღვევას ფილ ჰელმუტი შუა დარიგების დროს?" მუსიკა ყველას უყვარს, განსაკუთრებით ახალი თაობის მოთამაშეებს. ონლაინ პოკერი და გრაინდინგი ხომ თითქმის წარმოუდგენელია მუსიკის გარეშე? საყვარელი სიმღერა, თუ ჟანრი ხშირად გვეხმარება ტილტის დროს დამშვიდებაში, ან პირიქით - უფრო გვააქტიურებს და თამაშის განწყობაზე მოვყავართ. 

რა მოსაზრებაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ, ხშირად, მეცნიერები სრულიად განსხვავებულ, ემპირიულ გამოცდილებასა და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გვთავაზობენ. მეცნიერული აზრი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთია: სიმღერა, კომპოზიცია, ან მუსიკალური ჟანრი, რომელიც ემთხვევა ჩვენ გემოვნებას, წარმატებული თამაშისთვის საუკეთესო არჩევნად ვერ ჩაითვლება. თუ გინდათ, რომ ფილ აივის დონეს მიაღწიოთ, საკუთარი ფლეილისტის დათმობა და დროებით გადადება მოგიწევთ. როგორც ირკვევა, საყვარელი მუსიკის მოსმენისას, გონება არცისე აქტიური და პროდუქტიულია, რაც პოკერის მოთამაშისთვის მნიშვნელოვან უკანდამხევ ფაქტორს წარმოადგენს. ასეთი რჩევის მიუხედავად, ფილ აივის ყურსასმენებით ნახვა ხშირადაა შესაძლებელი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ფილ აივიც ადამიანია! უმეტესი ჩვენგან ვერ დათმობს საყვარელ შემსრულებელსა, თუ ჟანრს და არც კი იფიქრებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის მუსიკა თამაშის მსვლელობაზე. ირკვევა, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, გონებაზე, სხვადასხვა გავლენა აქვს. ხოლო მოთამაშისთვის არსებობს კარგი, ნაკლებად კარგი და ცუდი არჩევანი. 

როგორც 1977 წელს ჩატარებული ექსპერიმენტით გახდა ცნობილი, დაკვირვების იმ ობიექტებს შორის, რომლებიც საყვარელ მუსიკას უსმენდნენ, გონებრივი შრომის თვალსაზრისით გაცილებით დაბალი პროდუქტიულობა შეინიშნებოდა, ვიდრე მათთან, ვინც სპეციალურად შერჩეულ, დამამშვიდებელ მუსიკას უსმენდა. გაირკვა, რომ ინსტრუმენტალური მუსიკის მოსმენა, რომელიც რელაქსაციაში გვეხმარება, გაცილებით მეტად უწყობს ხელს გონებას რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში, ვიდრე ის მუსიკა, რომელიც აღაგზნებს, ნერვიულ დაძაბულობას ქმნის, ან თუნდაც ტექსტობრივი თვალსაზრისით რაიმე გავლენას ახდენს ადამიანზე. ძირითადად, ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანის გააზრებული სურვილის მიუხედავად, გონება იმახსოვრებს, იხსენებს და იმეორებს იმ ტექსტებს, რაც სიმღერიდან ესმის. გარდა ამისა, ტექსტმა შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს ხასიათზე, ან კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, თუ თქვენ ჰიპ-ჰოპის, როკის, მეტალის, ან თუნდაც პოპის მსმენელი ხართ, უმჯობესია ფლეილისტის გამოცვლაზე იფიქროთ... თამაშის დროს მაინც.

მეცნიერები რამდენიმე ჟანრს გვთავაზობენ, საიდანაც მაქსიმალურადაა ამოღებული ტექსტობრივი მხარე და აქცენტი ინსტრუმენტალურ შესრულებაზეა გადატანილი. გარდა ამისა, ეს ჟანრები, ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, რაც ტილტისგან თავის აცილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა:

  • ემბიენტი
  • ჯაზი
  • დაუნტემპო (ჩილაუთი, ტრიპ ჰოპი)
  • ჰაუს მუსიკის ზოგიერთი ქვეჟანრი
  • კლასიკური მუსიკა

არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ადამიანი ზედმეტად მოდუნებული, ან დემოტივირებულია და მას გარკვეული სტიმულატორი სჭირდება. ასეთ დროს, აგრესიული და აქტიური მუსიკიდან გაცილებით მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე მშვიდი, მონოტონური მელოდიებიდან. კონცეფცია, რომელიც ფსიქოლოგიაში იერკეს-დოდსონის კანონითაა ცნობილი, სწორედ ადამიანის აღგზნებასა და მოტივაციას შეეხება. ამ კონცეფციის მიხედვით, ინდივიდის პროდუქტიულობისთვის აუცილებელია გარკვეულ დონეზე მისი ნერვული სისტემის აღგზნება და მცირედი სტრესის მიყენება. მაგალითად: სპორტსმენი გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებს რეალური შეჯიბრების დროს, ვიდრე ვარჯიშისას. იგივე შეიძლება ითქვას პოკერის მოთამაშეზეც - კარგი პოკერისთვის ფულის ფაქტორი აუცილებლობას წარმოადგენს. ფულის დაკარგვის შიში და მოგების სურვილი გარკვეულ სტრესსა და დაძაბულობას ქმნის, რის გამოც მოთამაშე საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებს. თუ პროფესიონალ მოთამაშეს 'გასართობად', ვირტუალურ ფულზე ათამაშებ, მისი ცოდნა და გამოცდილება ყოველგვარ ფასს დაკარგავს და ის ჩვეულებრივ დამწყებს დაემსგავსება. 

მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის, ყოველი ადამიანის აღგზნებისა და სტრესის დონე ინდივიდუალურია და ამ დონეების დადგენას ხანგრძლივი დაკვირვება სჭირდება. რა თქმა უნდა, თუ ნერვული სისტემის აღგზნება და სტრესი გარკვეულ ზღვარს გადაცდა, შესაძლოა, ადამიანი ზედმეტი წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს, რაც ნერვული სისტემის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას - შედეგად, კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას გამოიწვევს. 

რუმები

ქართული უცხოური