
ამ შემთხვევაში ხრიკი ვუწოდოთ ისეთ მოქმედებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება წესებს, არ ითვლება უკანონოდ, მაგრამ იწვევს ოპონენტის იმ რეაქციას, რომელიც წინასწარ იყო გამიზნული. სწორედ ამით განსხვავდება პოკერის ხრიკი თაღლითობისგან. თაღლითი მოქმედებს წესების საწინააღმდეგოდ, მას შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ, ხოლო ამ შემთხვევაში მოთამაშეს ვერაფერში დავადანაშაულებთ, გარდა პოკერის ეტიკეტის დარღვევისა. პოსტი შეეხება ლაივ პოკერს.
ქვემოთ მოყვანილია 6 ასეთი ხრიკი:
1. მოჩვენებითი ფოლდი
ეს ხერხი, როგორც წესი, პრეფლოპ გამოიყენება. მოთამაშე უკმაყოფილო სახით, ხელს კრავს თავის კარტს, რაც იწვევს განცდას, რომ მან ფოლდი გააკეთა. სინამდვილეში კი კარტები ისევ წინ უდევს. მას შემდეგ, რაც აზარტში შესული მოთამაშეები გადაწყვეტენ, რომ მოთამაშემ ფოლდი ქნა, გმირი უყურებს სხვების მოქმედებას: თუ მის შემდეგ რამდენიმე ადამიანი ფოლდს გააკეთებს, ის უკვე თამამად გადადგამს ნაბიჯს რეიზისკენ, რადგან მაგიდაზე ნაკლები პოტენციური ქოლერი რჩება. და პირიქით - თუ მისი მოჩვენებითი სვლის შემდეგ რეიზი გაკეთდა, მას უკვე ექნება ინფორმაცია ღირს თუ არა რეიზის გაკეთება, ან საერთოდ თამაშში შესვლა.
2. ნაადრევი რეიზი
ამ დროს, მოთამაშეს უნდა უფასო კარტი, ან უფასო შოუდაუნი. თუ მან თქვენში ოდნავი სისუსტე შენიშნა, მაშინ როდესაც სვლა თქვენზეა, ის რიგის გარეშე აცხადებს რეიზს ან ოლ ინს. თქვენ "ჩათვლით", რომ ეს უწყინარი შეცდომა იყო, მაგრამ გაითვალისწინებთ მის ნათქვამს და იმის შიშით, რომ თქვენს რეიზზე ის რირეიზს ან ოლ ინს გააკეთებს, ჩექს ითამაშებთ.
მსგავსი ხარვეზები მართლაც ხდება ლაივ პოკერში და ეს უყურადღებობის გამო დაშვებული შეცდომაა, მაგრამ არა ყოველთვის. როცა გამოცდილი მოთამაშე "უშვებს შეცდომას", უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის მიერ შეცდომის დაშვების შანსი საკმაოდ დაბალია და ეს წინასწარ გამიზნული მოქმედებაა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაცილებით აგრესიული უნდა იყოთ. მსგავსი საქციელის აღმოჩენის შემდეგ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი რეიზის შემთხვევაში ოპონენტი ფოლდავს.
სტანდარტული წესი მსგავს შემთხვევაზე ასეთია: თუ მოთამაშემ, თუნდაც შეცდომით, დროზე ადრე გამოაცხადა რეიზი, ის ვალდებულია რეიზი გააკეთოს. მაგრამ ყველა კაზინოში ეს წესი არ მოქმედებს და მან შეიძლება მხოლოდ მობოდიშებით დაიძვრინოს თავი.
3. ბეთინგის ხაზს მიღმა
კაზინოებში, პოკერის მაგიდებზე, ცენტრში, შენიშნავთ ხაზს. ეს იმის ნიშანია, რომ თუ თქვენი ჩიპები ხაზს გადაკვეთს, თქვენი ჩიპები თამაშშია - თქვენ ან რეიზი გააკეთეთ ან ქოლი, სიტუაციის შესაბამისად. მოთამაშემ შეიძლება მშვენივრად გამოიყენოს ეს ხაზი. მაგალითად, მას შეუძლია ენერგიულად გამოასრიალოს თავისი ჩიპები ცენტრისკენ ისე, რომ ხაზი არ გადაკვეთოს. წესების თანახმად ეს არც რეიზს ნიშნავს და არც ქოლს. ის მოიქცევა თქვენი რეაქციის შესაბამისად - მას შეუძლია თქვას, რომ ეს კანონიერი მოქმედებაა და სწორედაც რეიზს აკეთებდა; ან თქვას, რომ მის ჩიპებს ბეთინგის ხაზი არ გადაუკვეთავს და მისი საქციელი ვერ ჩაითვლება სათამაშო მოქმედებად.
მაგალითად: თქვენ გააკეთეთ რივერზე ბეთი, მოწინააღმდეგემ გამოაცურა ჩიპები ბეთინგის ხაზისკენ. თქვენ, შოუდაუნის წესების შესაბამისად, ხსნით კარტს. თუ მას უკეთესი ხელი აქვს, თითონაც დებს შოუდაუნს, თუ არა - აპროტესტებს და ამბობს, რომ ქოლი არ გაუკეთებია.
მსგავსი სიტუაციიდან გამოსავალი მარტივია: თქვენ შეგიძლიათ დილერს ჰკითხოთ, არის ეს ქოლი თუ არა, ხოლო ის თავად გაარკვევს მოთამაშესთან ჩაითვალოს მისი ქცევა სათამაშო მოქმედებად თუ არა?
4. დამალული ფული
პოკერის ხრიკის ეს სახეობა გულისხმობს მოთამაშის მიერ, მისი მაღალი ფასის ჩიპების დამალვას ნაკლები ფასის მქონე ჩიპების უკან. როცა მას ნათსი ყავს, ის ვერბალურად, სიტყვიერად აკეთებს ოლ ინს ისე, რომ ჩიპებს არც კი ეხება. აქტიურ და დაძაბულ თამაშში შესულმა, შეიძლება არც იკითხოთ რამხელა ოლ ინი გააკეთა მოთამაშემ, თქვენთვის ხილული ჩიპების მიხედვით ცუდად შეაფასოთ მისი სტეკი და ქოლი გააკეთოთ. რომც იკითხოთ, მას აქვს უფლება არ გიპასუხოთ. მოწინააღმდეგის ნათსის ნახვის შემდეგ კი, თქვენ სხვა სიახლესაც გაიგებთ - ქოლი გაცილებით ძვირი დაგიჯდათ, ვიდრე გეგონათ.
ამ შემთხვევაშიც, თქვენ შეგიძლიათ დილერს მიმართოთ. თქვენ შეგიძლიათ მოთხოვოთ მას, რომ გაასწოროს სხვა მოთამაშეების ჩიპები, რათა ყველასთვის გასაგები იყოს ვინ რამხელა სტეკით თამაშობს, ან ოლ ინის შემთხვევაში კითხოთ, რამდენი ჩიპი გჭირდებათ ქოლის გასაკეთებლად.
5. ორაზროვანი ჩექი
მოთამაშე თითქოს ფიქრობს, რა მოიმოქმედოს მისთვის რთულ სიტუაციაში, რის შემდეგაც თითქოს ფიქრებში გაფანტული, ხელს ურტყამს მაგიდას. მაგიდაზე ხელის დარტყმა კი ჩექს ნიშნავს. თუ ამ მოქმედების შემდეგ თქვენ ჩექს გააკეთებთ, ის გამოაცხადებს, რომ ხელის მოძრაობა და მაგიდაზე დაბრახუნება სულაც არ ნიშნავდა ჩექს. ამის შემდეგ ის დიდ რეიზს აკეთებს, რადგან იცის, რომ თქვენ სავარაუდოდ არ გყავთ ძლიერი ხელი. ხოლო თუ თქვენ მისი "გაუაზრებელი" მოქმედების შემდეგ ჩექის ნაცვლად რეიზს გააკეთებთ, ის აუღელვებლად გადაყრის თავის კარტს, თითქოს მისი ჩექი ნამდვილად იგულისხმებოდა.
მსგავს სიტუაციებშიც თქვენ დილერისგან გაარკვევთ ეს ჩექი იყო და არის თუ არა თქვენი სვლა? ან შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციას, რომელიც წესების თანახმად ამ სიტუაციას ჩექად განიხილავს, რადგან კაზინოებში ნებისმიერი ფიზიკური მოქმედება, რომელიც სათამაშო გადაწყვეტილებას შეესაბამება, სათამაშო მოქმედებად ითვლება.
ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არაეთიკურად მოიქცა ტონი ჯი ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ. თუმცა ეს მოქმედება, როგორც ზემოთაღნიშნული ვარიანტები, ვერ შეფასდებოდა წესების დარღვევად.