პოკერის მოთამაშეებში გავრცელებული სამი არასწორი ფრაზა

+ პოსტის დამატება

თუ მეტის მოგება გინდათ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ თამაშის მიმართ დამოკიდებულება. დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც საბოლოოდ, შედეგში აისახება. თუ გონებაში არასწორი აზრები გაჩნდა, გადაწყვეტილებაც არასწორი იქნება. პოკერში უამრავი არასწორი იდეაა გავრცელებული და ყველა რომ განვიხილოთ, შეიძლება თვეები დაგვჭირდეს. დღევანდელ ბლოგში სამ ყველაზე გავრცელებულ არასწორ და მცდარ იდეაზე გვექნება საუბარი. 

1. "აშკარად დაუნსვინგზე ვარ!"

როგორც ტომი ანგელო თავის წიგნში წერს, არ არსებობს არანაირი წამგებიანი და მომგებიანი პერიოდი, მას მხოლოდ გონება იგონებს. თუ გონებამ იცის, რომ მას ახლა ცუდი პერიოდი უდგას, ყველაფერი მართლაც ცუდად იქნება. სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი პერიოდი. თქვენ აწმყოში თამაშობთ კონკრეტულ დარიგებას, კონკრეტულ სესიას, რომელსაც უბრალოდ ვერ ექნება დროითი ინტერვალი. დროით ინტერვალს გონება ქმნის, რომელიც წარსულს ან მომავალს ასახავს. აწმყოში, კონკრეტულ მოცემულ მომენტში, ეს ინტერვალი არ არსებობს. 

თუ მაინც გჯერათ იღბალზე დამოკიდებული დაუნსვინგების, ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესმე წამგებიანი და უიღბლო პერიოდი უნდა დამთავრდეს. თუ მისი დამთავრება თქვენზეა დამოკიდებული, რატომ არ უნდა დაასრულოთ ასეთი წამგებიანი 'სტრიკი' დღესვე? თუ გუშინდელი წაგებების გამო ფიქრობთ, რომ დღესაც დაუნსვინგზე ხართ, თქვენ ნამდვილად წააგებთ: გადაწყვეტილებები არასწორი იქნება, ზედმეტ სიფრთხილეს გამოიჩენთ, ვერ აიღებთ სწორ რისკებს, რაც პოკერისთვის აუცილებელია, წაგების მოლოდინში ითამაშებთ ზედმეტად პასიურად და ა.შ. ეს კი წამგებიან და, რაც მთავარია, დაუსრულებლად წამგებიან პერიოდს იწვევს. დაამთავრეთ დაუნსვინგი ახალი სესიის დაწყებისთანავე და გაიაზრეთ, რომ არ არსებობს წამგებიანი პერიოდები. თუ 100 დარიგებიდან 50 უნდა წააგოთ, არ ნიშნავს, რომ ეს 50 დარიგება აუცილებლად მიყოლებით, დროის ერთ მოცემულ მონაკვეთში მოხდება. 

უნდა ითქვას მეორეც: თუ ფიქრობთ, რომ აპსვინგზე ხართ, უმჯობესია ისევ გადახედოთ საკუთარი აზრებისა და შეგრძნებების სისწორეს. არც ამ შეთხვევაშია ვალდებული სამყარო, რომ თქვენი მომგებიანი 50 ხელი სწორედ ერთ საათში დაგირიგოთ. მსგავსი აზროვნების შემთხვევაშიც, ზუსტად იგივე პრობლემები ჩნდება, რაც ზემოთხსენებულის დროს, ოღონდ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მუშაობს: თქვენ ზედმეტად თავდაჯერებული ხართ, იღებთ ისეთ რისკებს, რომლებიც საერთოდ არ უნდა აიღოთ, თამაშობთ ზედმეტად აქტიურად, თითქმის ნებისმიერი ხელით და ა.შ. ამ დროს წაგება გარდაუვალია. შედეგად იწყება ე.წ. დაუნსვინგი და იწყება ზუსტად ის პერიოდი, რაც შეიძლება ძალიან ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდეს. 

2. "უნდა გავაგრძელო თამაში, სანამ წაგებულს არ ამოვიღებ!"

თქვენი ბანკროლისთვის, ასეთი ფიქრი, ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა იქნება. ისევ დავუშვათ, რომ 100 დარიგებიდან 50 უნდა წააგოთ და 50 მოიგოთ. თქვენ ვერასდროს განსაზღვრავთ, როდის მოხდება ეს. დარიგების წაგებას, ან მოგებას იწვევს უამრავი გარემოება: თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგის კარტები, ბორდზე დადებული კარტები, პოზიცია, მოწინააღმდეგის გამოცდილება, მისი განწყობა, კონკრეტული მაგიდის დინამიკა, თქვენი საკუთარი განწყობა და კიდევ უამრავი რამ. ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორის კონტროლი შეგიძლიათ თქვენ? - მხოლოდ თქვენი განწყობის! 

"მე აუცილებლად ამოვიღებ წაგებულ ფულს!" - შეცდომაა. "მე დაუნსვინგზე ვარ და აუცილებლად წავაგებ!" შეცდომაა. თუ საკუთარ განწყობას ვერ აკონტროლებთ, სხვა ფაქტორებზე ზეგავლენას მითუმეტეს ვერ მოახდენთ. თუ რომელიმე ზემოთხსენებული აზრი გიტრიალებთ თავში და მისი შეცვლა არ შეგიძლიათ, ერთადერთი გამოსავალი დასვენებაა. თქვენი მთავარი მიზანი, ფულის მოგების გარდა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა. თუ რომელიმე აზრი გიშლით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს, უბრალოდ დაისვენეთ. მიიღეთ ის რეალობა, რომ წააგეთ. არ აქვს მნიშვნელობა დაუმსახურებლად და რამდენიმე უიღბლო დარიგების გამო, თუ თქვენი შეცდომით. უბრალოდ წააგეთ და მორჩა! დაუბრუნდით ონლაინ მაგიდებს ცივი გონებით და ითამაშეთ საუკეთესო გადაწყვეტილებებისთვის და არა კარგი ან ცუდი განწყობის მიხედვით. 

გახსოვდეთ, რომ არსებობს სპეციალური ტერმინი, რომლითაც იმ მოთამაშეებს მოიხსენიებენ, რომლებიც წამგებიან სესიას არ წყვეტენ და რე-ბაის ღილაკს გამუდმებით აჭერენ - ლუზერები! 

3. "მე ვერასდროს ვიგებ ტუზებით!"

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ იგებთ AA-ით, მაშინ იგივე განწყობა ვრცელდება KK/QQ/ ხელებზე. სინამდვილეში, თქვენ უბრალოდ თავს იტყუებთ. თუ მართლა გჯერათ, რომ ამ ხელებით ვერასდროს ვერ იგებთ, მაშინ თქვენ მარტივი გადაწყვეტილება გაქვთ: ფოლდის ღილაკი. გაიხსენეთ რამდენჯერ გადაგიყრიათ პრეფლოპ AA/KK/QQ ? დიახ, არასდროს! 

სინამდვილეში, იმის მიზეზი, რატომაც ამბობენ მოთამაშეები ასეთ სისულელეს, არის ის, რომ AA/KK/QQ-ის წაგების შემთხვევაში, გონება გაცილებით მკაფიოდ იმახსოვრებს 'უსამართლობის' შეგრძნებას, ვიდრე მოგებისას. არავინ რჩება გაკვირვებული, როცა AA-ით დარიგებას იგებენ. თქვენ ვერცერთ ისტორიას ვერ გაიხსენებთ, რომელიც თქვენთვის მოუყოლიათ და მასში AA-ის მოუგია. ასეთ ისტორიებს უბრალოდ არ ყვებიან, რადგან მათში არაფერია განსაკუთრებული. 

თამაშის ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ წაგების შეგრძნება ორჯერ ან სამჯერ აღემატება მოგების შეგრძნების სიმძაფრეს. წაგებებს გაცილებით ხანგრძლივად იმახსოვრებთ, ვიდრე მოგებას. წაგება უფრო დიდი დოზის ემოციას გაძლევთ, ვიდრე მოგება. ამას ვერ შეცვლით, ეს მარტივი ბიოლოგიაა და ეს ყველას ეხება. 

თუ AA-ის ხუთი ნებისმიერი ხელის წინააღმდეგ ითამაშებთ, თქვენ, ასეთი დარიგებების მხოლოდ 49%-ის მოგებას შეძლებთ. გამოდის, რომ ეს წამგებიანი ხელია. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? გადაყაროთ AA? არავითარ შემთხვევაში! თუ 100 დარიგებას ავიღებთ, თქვენ დაახლოებით 49-50 დარიგებას მოიგებთ 5 მოთამაშის წინააღმდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ, საერთო მოგების მხოლოდ 1/6-ის გადახდა გიწევთ, 5/6-ს თქვენი მოწინააღმდეგეები იხდიან. სინამდვილეში, ყოველ 3 ლარიან მოგებაზე, თქვენ 1 ლარის გადახდა გიწევთ. ეს კი ფულის საბეჭდი მანქანაა. 

თქვენ ვერასდროს აირჩევთ, როდის შეგიძლიათ წააგოთ ან მოიგოთ AA-ით. ერთადერთი რამ, რაც თქვენზეა დამოკიდებული, სწორი თამაშია, რაც იმას გულისხმობს, რომ AA-ის შემთხვევაში რაც შეიძლება მეტი ფული ჩადოთ ბანკში. 

რუმები

ქართული უცხოური