ალბათ გაგონილი გექნებათ მოსაზრება, რომ წარმატებული ბლეფი, დამაჯერებელი ისტორიის მოყოლას ნიშნავს. ამ პოსტის სურათში ნაჩვენები მოთამაშეებისთვის ასეთი ისტორიის მოყოლა, მათი საქმიანობა და წლების განმავლობაში ნამეცადინები უნარია. მაგრამ ჩვენთვის, განსაკუთრებით დამწყები მოთამაშეებისთვის, ცოტათი ბუნდოვანი ჩანს განსხვავება ასეთ ისტორიებსა და ჩვენ მიერ გაკეთებულ ბლეფებს შორის.
იმისთვის რომ უკეთ დავინახოთ დღევანდელი საუბრის იდეა, განვიხილოთ ერთი ხელი, რომელიც ვითამაშე $1/$2 ლიმიტზე, სადაც მოწინააღმდეგემ სცადა ‘შემოეტენა’ საკმაოდ სუსტი ისტორია. გავარჩიოთ, რა აჩენდა ამ ისტორიას ასე სუსტად?
შუა პოზიციაზე მჯდომს, დამირიგდა AT, რაც რა თქმა უნდა საკმარისი მიზეზი იყო $10-იანი რეიზისითვის. ძალიან ლუზმა მოთამაშემ მაშინვე ქოლი გააკეთა კატოფიდან. პოტში ასევე შემოვიდა სმოლ ბლაინდიც, რომელმაც ბოლო ერთი საათის განმავლობაში $400მდე გაანიავა. ფლოპი დაგვირიგდა T97. სმოლ ბლაინდზე მჯდომმა ჩეკი ითამაშა. მე ტოპ წყვილით და ტოპ კიკერით $15-იანი სიბეთი გავაკეთე. ორივე მოწინააღმდეგე გამომყვა. თერნმა ძალიან საინტერესო 6h მოიტანა, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა. ფლოპზე დადებული სავარაუდო სთრეითის გარდა, უკვე ოთხი კარტი ჩანდა, რომელიც 8-იანით ინსაიდ სტრეიტს აკეთბდა.
ყოველგვარი ფიქრის გარეშე, სმოლ ბლაინდმა $30 დადო. ამ ბეთს არანაირი რეაქცია არ გამოუწვევია ჩემში. კატოფზე მჯდომისგან ხშირად დამინახავს ფლოპის და თერნის ქოლები და შემდეგ გაკეთებული ფლოუტი. ამიტომაც მისი დროზე მოშორება გადავწყვიტე, $60-მდე რირეიზი გავაკეთე და ისე, რომ კატოფზე აღარც მიფიქრია, სმოლ ბლაინდის თამაშის მოლოდინში მთელი ყურადღება მისკენ გადავიტანე. როგორც მოსალოდნელი იყო, კატოფმა გადაყარა კარტი. მაგრამ მოსალოდნელზე ადრე, იგივე მოქმედება გაიმეორა სმოლ ბლაინდმაც.
რატომ გადავწყვიტე, რომ სმოლ ბლაინდზე მჯდომის ისტორია სრულიად უაზრო იყო? როცა მან თერნზე გადაწყვიტა ინიციატივის გამოჩენა, პირველი ლოგიკური ფიქრი, რაც გამიჩნდა იყო კითხვა: რატომ აკეთებს ამას? თერნმა მართლაც ძალიან საშიში კარტი დადო ბორდზე. მაგრამ ადამიანი, რომელსაც სტრეიტი ყავს, წინ უზის ორი მოთამაშე, გააკეთებს ბეთს? ძალიან უცნაური ჩანდა, მითუმეტეს მოთამაშისგან, რომელიც მანამდე გულუხვად ასაჩუქრებდა ყველას. რა თქმა უნდა, ჩემი ოპონენტი ძალის დემონსტრირებას ცდილობდა. ნებისმიერი ჭკუათმყოფელი, რეალური ხელის არსებობის შემთხვევაში, ჩექს ითამაშებდა იმის იმედით, რომ ან მე გავაგრძელებდი აგრესიას, ან ფლოუტში შემჩნეული კატოფზე მჯდომი მოთამაშე გამოიჩენდა ინიციატივას. მის ხელში სტრეიტის გამორიცხვა აჩენდა ახალ კითხვას: თუ სტრეიტი არა, მაშინ რატომაა ასეთი აგრესიული? იქნებ მას 76 ყავს და თერნმა ხელი გაუძლიერა? არც ამ შემთხვევაში ჰქონდა ბეთს აზრი. თავისუფლად შეიძლებოდა მის შემდეგ დარჩენილი ორი მოთამაშიდან რომელიმეს 8 ჰყოლოდა, ან სულაც ფლოპზე გაკეთებული სტრეიტით დახვედროდნენ მის ორ წყვილს. ეს ყველაფერი კი მას ძალიან რთულ პოზიციაში აყენებდა და სავარაუდო ძლიერი ხელის წინააღმდეგ დიდი პოტის თამაშს აიძულებდა.
ამ ფიქრებმა დამარწმუნეს, რომ არც სტრეიტზე და არც ორ წყვილზე დადებას, ამ შემთხვევაში აზრი არ ჰქონდა. ნამდვილად ფიშის თამაში იყო. თან, როგორც გითხარით, ამ დარიგებამდეც ის საკმაოდ ცუდ მოთამაშედ ჩავთვალე. მე ისღა დამრჩენოდა, რომ რეიზი გამეკეთებინა.
გაითვალისწინეთ, მთავარი არ იყო ის, რომ ტოპ წყვილი მყავდა ტოპ კიკერით. ამ შემთხვევაში საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა ჩემს ხელს. აშკარად სუსტი თამაში იყო, რომელზეც ნებისმიერ ადეკვატ მოთამაშეს შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონოდა. რა თქმა უნდა, თუ ჩემი აგრესიის მერე ის კვლავ გააგრძელებდა იგივე ისტორიას, ეს ყველაფერს შეცვლიდა და მისი ნაამბობი უკვე დამაჯერებელი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ, სად, რა დროს, რამდენი და როგორი ოპონენტის წინააღმდეგ აკეთებთ ბლეფს. ამ მოთამაშემ სცადა უპირატესობა მოეპოვებინა ორ მოთამაშეზე, რომელთაგან ერთი მათგანი ორ რაუნდზე აგრესიას ამჟღავნებდა, ხოლო მეორე მიყვებოდა ამ აგრესიას. ასეთი სულელური ბლეფისთვის, მართალია $30 დახარჯა, მაგრამ მთელი სესიის განმავლობაში, უამრავი ასეთი დარიგება ითამაშა.
სწორად ჩამოაყალიბეთ ისტორია, რომლის მოყოლასაც აპირებთ. ნუ აღიქვამთ ამ ისტორიას მხოლოდ თქვენი მხრიდან, დაინახეთ როგორ ჩანს ის მოწინააღმდეგეებისთვის. რამდენად დამაჯერებელია, რამდენად ადეკვატურია, რამდენად შეესაბამება რეალობას? სწორედ ასეთი წვრილმანი დეტალები აქცევს თქვენს ბლეფს დამაჯერებელ ამბად.