
დღევანდელი ბლოგის თემა მინრეიზია - სიტუაცია როცა ვინმე აკეთებს ბეთს და საპასუხოდ, ჩვენი რეიზი, ოპონენტის ფსონის მხოლოდ გაორმაგებული თანხაა. ესაა ყველაზე მცირე ზომის რეიზი, რომლის გაკეთებაც ულიმიტო თამაშში შეგიძლიათ. ასეთ შეცდომას, უმეტესად გამოუცდელი მოთამაშეები უშვებენ. ამ ბლოგში შევეცდები ჩამოვთვალო მინრეიზის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ავხსნა, თუ რატომაა უმეტეს შემთხვევაში ასეთი თამაში შეცდომა.
ისიც უნდა ითქვას, რომ დღესდღეისობით, მაღალი დონის ტურნირებზე, მინრეიზი საკმაოდ სტანდარტულ და მათემატიკურად გამართლებულ პრეფლოპ თამაშად ითვლება.ჩვენ შემთხვევაში, საუბარი გვექნება მინრეიზის პოსტფლოპ, დაბალი ლიმიტის ქეშ გეიმებზე, სუსტი მოთამაშეების წინააღმდეგ გამოყენებაზე.
პირველ რიგში საილუსტრაციო დარიგება:
რამდენიმე წლის წინ 1/2 ლიმიტზე, ჰოლდემს ვთამაშობდი, ონლაინ რა თქმა უნდა. ადრეული პოზიციიდან AK
-ით 8-მდე გავზარდე. სამი მოთამაშე გამომყვა. Q
8
3
ფლოპზე გადავწყვიტე, რომ მე უფრო კარგ მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე ჩემი რომელიმე მოწინააღმდეგე. ყოველ შემთხვევაში, გაუმჯობესება მე უფრო მაძლევდა ხელს, ვიდრე სხვას. 20 ლარის დადების შემდეგ, ორმა დაყარა, ერთმა კი 40-მდე გაზარდა. მარტივად რომ ვიანგარიშოთ: 90 ლარიან პოტში, 20 ლარის დამატება მჭირდებოდა, რითიც ჩემი პოტ ოდსები 4.5:1 ხდებოდა. დარჩენილი 47 კარტიდან 9 გულია, ანუ 9/47, დაახლოებით 19%, რაც დაახლოებით 4.2:1 არის. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპლაიდ ოდსების არქონის შემთხვევაშიც კი (ანუ ფლეშის დასრულების დროს მოწინააღმდეგე თუ მეტ ფულს არ დებს ბანკში), ჩემი ქოლი მათემატიკურად გამართლებული იყო. თუ მოწინააღმდეგეს ისეთი ხელი ჰყავს, რომლითაც უფრო მეტს ჩადებს, ჩემი ფლეშის დასრულების შემთხვევაში, მაშინ ქოლი თავისთავად უფრო გამართლებულია.
რა თქმა უნდა ქოლი გავაკეთე და გამიმართლა კიდეც, როცა ბორდზე 4 დაიდო. ჩეკ-რეიზის განზრახვით, ჩეკი გავაკეთე, მაგრამ მოწინააღმდეგემაც იგივენაირად ითამაშა. ამ შემთხვევაში გაჩენილი კითხვა "ჩეკი თუ რეიზი?" სულ სხვა საუბრამდე მიგვიყვანს, რასაც დღევანდელ ბლოგთან არანაირი კავშირი არ აქვს... რივერმა 9
მოგვცა და ჩემი საკმაოდ სოლიდური რეიზის შემდეგ, ოპონენტმა გახსნილი 88 გადაყარა.
ვფიქრობ, ეს დარიგება ნათლად აჩვენებს მინრეიზის პრობლემას: ასეთი თამაშით შენ ვერასდროს მიაღწევ იმ მიზანს, რაც ჩაფიქრებული გაქვს.
- რეიზის ერთ-ერთი დანიშნულება ისაა, რომ მოწინააღმდეგეს მათემატიკურად არასწორი ქოლი გავაკეთებინოთ და ცუდი მათემატიკური მოლოდინი შევუქმნათ, თუ ისინი ფლეშს, სთრეითს, ან რომელიმე კომბინაციის დასრულებას ელოდებიან. მინრეიზი კი ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში აგდებს ნებისმიერ გასაძლიერებელ ხელს.
- რეიზი გამოიყენება ბლეფისთვის. მინრეიზი კი იმდენად სუსტი ჩანს, რომ გამორიცხულია ვინმემ ასეთ აგრესიაზე ფოლდი გააკეთოს, თუ თავადაც ბლეფს არ აკეთებდა. კარგი მოთამაშე, სრულიად ნაგავი ხელითაც კი რირეიზს გააკეთებდა, რადგან ნებისმიერი მინრეიზი არანორმალურად სუსტად გამოიყურება.
- რეიზის კიდევ ერთი და მთავარი მიზანი არის დიდი პოტის გაკეთება. რაც უფრო მეტს ჩავდებთ ბანკში, მით მეტს ჩადებს ოპონენტი - შესაბამისად ბანკიც იზრდება. მინრეიზი კი ამაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება.
სამართლიანობისთვის, მეორე შემთხვევაც უნდა დავწერო: გაცილებით დაბალ ლიმიტზე თამაშისას, 74536 ბორდზე, სადაც ფლეშის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, ერთ-ერთი მოთამაშე აკეთებს ბეთს. ეს მოთამაშე შემჩნეული მყავს მსგავს ქმედებაში, როცა ასეთ სიტუაციებში ბლეფს აკეთებს, რადგან იცის, რომ სპეციფიური კარტის გარეშე ასეთ ბორდზე ქოლს არავინ ითამაშებს. გასაგებია, სპეციფიური კარტი ამ შემთხვევაში 8 არის. მე ე.წ. 'რე-ბლეფის' მიზნით ოლ ინს ვაკეთებ და მისგან მაშინვე ქოლი! მას არათუ 8, არამედ 98 ყავს - აბსოლუტური ნატსი. გრძელ პერსპექტივაში, მის თამაშს მაინც იგივენაირად შევაფასებდი და უმეტეს შემთხვევაში ჩემი აგრესია გაამართლებდა, მაგრამ არა ასეთი. მე მარტივად შემეძლო მინრეიზის გაკეთება, სადაც ცარიელი ხელი უბრალოდ ვერაფერს იზამდა და თან ისიც ვიცოდი, რომ იმდენად გაბედული მოთამაშე ნამდვილად არ იყო, ჩემს 'რე-ბლეფზე' რომ ისევ ბლეფით ეპასუხა. ამ შემთხვევაში გაკეთებული მინრეიზით, ბლეფი ბლეფად შემრჩებოდა, ან გაცილებით ნაკლებს წავაგებდი.
კიდევ ერთხელ, სამართლიანი რომ ვიყო, უნდა ვახსენო რამდენიმე მიზეზი, როცა მინრეიზი გამართლებულია:
- გყავს მონსტრი ხელი და დიდი რეიზის შემთხვევაში იმდენად ნათელი იქნება ეს, მოთამაშე იმდენად სუსტია, რომ მისგან მხოლოდ მინიმუმის მიღებაა შესაძლებელი. დიდი რეიზის შემთხვევაში კი შეიძლება საერთოდ დაკარგოთ რაიმე მოგება. ამიტომაც მცირედის ამოღება, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
- გყავს ძალიან აგრესიული მოწინააღმდეგე, რომელიც ნებისმიერ მინრეიზს ძალიან სუსტ თამაშად აფასებს და ძალიან აგრესიულ პასუხებს აძლევს ასეთ მოთამაშეებს. ამ დროს კი შენ ძალიან ძლიერი ხარ. ასეთი შემთხვევის გამოუყენებლობა ნამდვილად არ შეიძლება. მინრეიზი, შემდგომი აგრესიის პროვოცირების მიზნით, ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია.
- სიტუაცია ასეთია: გვყავს ფულ ჰაუსი, ან ქუადსი, სადაც გამოხატულად ძლიერები ვართ და სხვას გამორიცხულია ჰყავდეს მიახლოებული სიძლიერის ხელი მაინც. ერთი მოთამაშე აკეთებს მცირე ზომის ბეთს და რამდენიმე ქოლავს, სავარაუდოდ სუსტი ხელით. ჩვენ პოზიციაში ვართ. ჩვენგან ნორმალური ზომის რეიზი, რომელსაც კარგი მოთამაშე ჩვეულებრივ გააკეთებდა, ნამდვილად არასწორი საქციელი იქნება. ამ შემთხვევაში ჯობია მინიმალური თანხა გადავახდევინოთ, მაგრამ გადაიხადოს ყველამ, რაც უკვე საკმაოდ კარგ ბანკს მოაგროვებს.
როგორც ხედავთ, ის სიტუაციები, როცა მინრეიზი გამართლებულია, ძალიან ცოტა და ძალიან სპეციფიურია. უმეტეს შემთხვევებში ასეთი თამაში ან არ ამართლებს, ან მიზანს ვერ აღწევს, ან მოგებას არ იძლევა. საუკეთესო არჩევანი იქნება აგრესიული, სხვებისთვის ძნელად გასაძლები თამაში და თან ასეთი სპეციალურად სუსტი, შენიღბული ინსტრუმენტების ქონაც, რომლის გამოყენებასაც საჭირო მომენტებში შეძლებთ.
თუ მინრეიზებს ხართ მიჩვეული, სცადეთ 3-ჯერ ან 3.5-ჯერ გაზრდა. თავიდან შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა ნახავთ, რომ შედეგი უკეთესი აქვს, ყველანაირი სირთულე გაქრება.