
როცა საქმე AA-ის გადაყრაზე მიდგება, ნებისმიერი მოთამაშე, იქნება ეს პროფესიონალი თუ მოყვარული, მაშინვე გემბლერი ხდება. ტუზების გადაყრა, ალბათ, ყველასთვის წარმოუდგენელ ფენომენს წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში, არსებობს სიტუაციები, როცა მათი გადაყრა არათუ გამართლებული, არამედ აუცილებელიც კია.
AA ტეხასური ჰოლდემის საუკეთესო საწყის ხელად ითვლება და, როგორც პოკერის თეორეტიკოსები გვირჩევენ, ამ ხელით რაც შეიძლება დიდი ბანკის შექმნა და მაქსიმალურად დიდი ინვესტიციის გაკეთებაა მიზანშეწონილი. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, სინამდვილეში AA მხოლოდ ერთი წყვილია, რომელიც წყალში გვეყრება, როცა ნაგავ ხელით ორ წყვილს, ან გაცილებით ძლიერ კომბინაციებს ღებულობენ. ასეთ ხელებთან, AA-ით შეიარაღებულნი ანდერდოგის პოზიციაში აღმოვჩნდებით და მაინც, იმდენად ვართ შეყვარებულები ამ ორ კარტზე, რომ უკანმოუხედავად ვართ მზად მთელი სტეკი მაგიდაზე შევიტანოთ. განვიხილოთ სიტუაციები, როცა AA-ის გადაყრა გამართლებულია.
მასშტაბური, ან ძვირადღირებული ტურნირის პირველი დარიგება - თუ დიდი ტურნირის პირველი ლეველი მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობისთვისაც თქვენ დიდი თანხა გაქვთ გადახდილი, ხოლო დარიგებაში რამდენიმე მოთამაშეა შესული, რომლებსაც ან უკვე აქვთ გაკეთებული ოლინი, ან სავარაუდოდ არიან ამის გამკეთებლები, ნამდვილად ვერავინ გაგამტყუნებთ, თუ AA-ის დაფოლდავთ. რეალურად, თუ ტეხასურ ჰოლდემში თქვენ ორ მოწინააღმდეგეს AA-ით შეიარაღებული უპირსპირდებით, თქვენი გამარჯვების შანსი დაახლოებით 64%-ს წარმოადგენს. ხოლო იგივე შემთხვევა რომ ავიღოთ 5 მოთამაშის წინააღმდეგ, მოსაგებად 50%-იც კი არ გრჩებათ. რა თქმა უნდა, არც ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ქოლი მკვლელობის ტოლფასი დანაშაული, მაგრამ მსგავსი ქოლის გაკეთებას ნამდვილად დიდი გამბედაობა და გაცილებით დიდი ბანკროლი ესაჭიროება. თუ ფოლდს გააკეთებთ, მზად უნდა იყოთ ისეთი კითხვისთვის, როგორიცაა: რა მოხდებოდა ქოლი რომ გამეკეთებინა? შეიძლება მოგეგოთ კიდეც, მაგრამ ასეთ დროს თავი არ უნდა დაიდანაშაულოთ. ტურნირის, განსაკუთრებით კი ძვირადღირებული ტურნირის სიცოცხლე 50%-იან შანსზე გასარისკად ნამდვილად არ ღირს.
ტურნირის ფინალური სტადია - წარმოიდგინეთ სიტუაცია: დიდ ტურნირზე ფინალური სამეულია დარჩენილი. თქვენ ჩიპლიდერი ხართ. შორტსტეკი ოლინს აკეთებს, მიდსტეკიც მასთან ერთად დებს ჩიპებს მაგიდის ცენტრში. თქვენ კარტებს ატრიალებთ და AA გყავთ. ასეთ შემთხვევაში სამი სავარაუდო მომავალი გაქვთ: აკეთებთ ქოლს, თქვენი ტუზები იმარჯვებენ და ტურნირიც დასრულებულია; აკეთებთ ქოლს, რომელიმე მოთამაშე ბანკს იგებს და თამაშს კვლავინდებურად სამეული განაგრძნობთ, ამჯერად შესუსტებული სტეკით, ან ჰედს-აპი იწყება და თქვენ კვლავ ნაკლული სტეკი გაქვთ; და მესამე ვარიანტი, როდესაც კარტს ყრით და ჰედს-აპის დაწყების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებთ ჩიპლიდერის პოზიციას. ან სულაც შესაძლოა საქმე ე.წ. 'ბაბლს' ეხებოდეს - მომენტი, როცა ტურნირის საპრიზო ადგილებამდე მისაღწევად მხოლოდ ერთი მოთამაშის გავარდნაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში, თუ ვინმესგან ოლინს შეეჩეხებით, რომელსაც ქოლერი, ან პოტენციური ქოლერები ჰყავს, თქვენ კი AA-ის უყურებთ, ფოლდი ტრაგიკული შეცდომა ნამდვილად არ იქნებოდა.
პოსტ ფლოპ სიტუაციებს რაც შეეხებათ, AA უამრავ შემთხვევაში შეიძლება მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, თუ ეს ხელი იმდენად გვიყვარს, რომ ბრმად შეგვიძლია შოუდაუნამდე მისვლა, მაშინაც კი, როცა მაგიდაზე ე.წ. 'ჰევი ბორდი' დევს - კომბინირებული ერთი ფერის კარტები, ჩვენ კი 2 ან მეტი ოპონენტის წინააღმდეგ ვთამაშობთ. AA-ის გაუმჯობესების ერთადერთი რეალური შანსი აქვს - მაგიდაზე კიდევ ერთი A დაიდოს. ერთი კარტით აწყობილი ფლეშებისა და სთრეითების უცნაური შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათი მოვლენაა და ფაქტიურად, მათი გამორიცხვაც შეიძლება.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მეტად დრამატულ და სპეციფიურ შემთხვევებზე, როცა ტუზების გადაყრა არა 100%-ით გამართლებული თამაში, არამედ ჰოლდემის სხვა პერსპექტივიდან დანახვაა. მიუხედავად ყველაფრისა, AA-ის პრეფლოპ გადაყრა თითქმის ნებისმიერი მოთამაშისგან დიდ კრიტიკას დაიმსახურებდა.