ბევრისთვის, ონლაინ პოკერი, რეალურ ადამიანურ თვისებებს მოკლებული თამაშია, რის გამოც მოწინააღმდეგის წაკითხვა შეუძლებელია. გარკვეულწილად, ასეთი მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტის ქცევების დანახვა შეუძლებელია, ონლაინ თამაშის დროსაც არსებობს უამრავი მინიშნება, ე.წ. 'თელი' რომლის გამოყენებითაც გარკვეული ინფორმაციისა და უპირატესობის მოპოვებაა შესაძლებელი. პოკერი სწორედ ის თამაშია, სადაც ნებისმიერი უმცირესი დეტალი გადამწყვეტ როლს ასრულებს. იმის გარკვევა კი, მოწინააღმდეგე დამწყები მოთამაშეა, თუ პროფესიონალი გრაინდერი, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.
ამ ბლოგში სწორედ მსგავს მინიშნებებს გთავაზობთ, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებას უფრო ადვილსა და რაციონალურს გახდის.
მაგიდების დათვლა: პოკერ რუმების უმეტესობას აქვთ ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებლია კონკრეტული ოპონენტის მოძებნა და იმის გამორკვევა, თუ რამდენ მაგიდაზე თამაშობს ის? თუ ოპონენტი ერთ ან ორ მაგიდაზეა, სავარაუდოდ, თქვენ საქმე მოყვარულ მოთამაშესთან გაქვთ. მისი ქმედებები კი გაცილებით თავისუფალი იქნება, გემბლინგზე და ბლეფზე აგებული. თუ მოთამაშის ნიკს 10-მდე მაგიდაზე ხედავთ, თქვენ საქმე ონლაინ გრაინდერთან გაქვთ. რა თქმა უნდა, ასეთი დასკვნების გაკეთება 100%-იანი სიზუსტით შეუძლებელია, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, დამწყები მოთამაშეები 1-2 მაგიდით კმაყოფილდებიან, მაშინ, როცა პროფესიონალი გრაინდერები 10 და მეტ მაგიდაზე თამაშობენ. თუ მოწინააღმდეგეს ნიკ-სერჩის ფუნქცია გამორთული აქვს, მაშინ ის ასევე სახიფათო მოთამაშეების სიას მიეკუთვნება.
სტეკები და ავტო ბაი-ინი: რეგულარების უმეტესობა მაქსიმალური ბაი-ინით იწყებს თამაშს. ამის მიზეზი მარტივია - რეგულარი გამართული ბანკროლით თამაშობს, რაც მას მაგიდაზე მაქსიმალური ფულის შეტანის საშუალებას აძლევს. ნებისმიერმა კარგმა მოთამაშემ იცის - რაც უფრო მეტი ფული გაქვს მაგიდაზე, მით მეტის მოგების საშუალება გაქვს. თუ მოთამაშე, გარკვეული თანხის დაკარგვის შემდეგ, ავტომატურად აკეთებს რე-ბაის და სტეკს მაქსიმუმამდე ივსებს, დასკვნა იგივეა - ის ონლაინ რეგულარია. დამწყები მოთამაშეების უმეტესობა კი, პირიქით, მაგიდაზე მაქსიმალურ ბაი-ინზე ნაკლები თანხით იწყებენ თამაშს, ხოლო წაგების შემდეგ იშვიათად იმატებენ ფულს, რადგან ამის საშუალებას მათი ბანკროლი არ იძლევა.
პოსტ ფლოპ ბეტ-საიზინგი: კარგი მოთამაშეების უმეტესობა, პრაქტიკულად ყოველთვის, ფლოპის დარიგების შემდეგ, ბანკში არსებული თანხის ნახევარს ან ნახევარზე მეტს დებს. მაშინ, როდესაც მოყვარულები ბანკის ნახევარს, ან მინიმალურ ფსონს დებენ. ასეთი თელით მოყვარული მოთამაშე, პროფესიონალისგან, ადვილი გასარჩევია.
ბლაინდის გადახდა პოზიციის გარეშე: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თელი, რომელიც მოყვარულებსა და პროფესიონალებს განასხვავებს, პოზიციის გარეშე ბლაინდის გადახდას ეხება. თუ მაგიდაზე ახლადშემოსული მოთამაშე ბიგ ბლაინდის პოზიციას არ ელოდება და თამაშში ისე ერთვება, ის ნამდვილად დამწყები მოთამაშეა. ეს დაახლოებით იგივე შემთხვევაა, როცა ბიზნესმენი თავისი სურვილით გადასახადებს ორჯერ იხდის. ამას არცერთი ნორალური ადამიანი არ გააკეთებს. მოყვარული მოთამაშეებისთვის კი ასეთ 'წვრილმან' დეტალებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
თაიმინგი: პროფესიონალი მოთამაშეების უმეტესობა ცდილობს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ერთნაირი დრო დახარჯოს, რათა თაიმბანკის ცვლილებით მისმა მოწინააღმდეგემ რაიმე მინიშნება არ მიიღოს. მან შეიძლება 5-6 წამი დაუთმოს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მომენტალურად მიიღო. ეს ყველაფერი მხოლოდ შესანიღბად კეთდება. დამწყები მოთამაშე კი პირიქით - ზუსტად იმ მომენტში აჭერს ღილაკებს, როცა გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ასეთი 'გულახდილი' თამაში კი ბევრ სისუსტეზე მიუთითებს. თქვენ ადვილად შეგიძლიათ გამოიცნოთ ასეთ მოთამაშეს უჭირს თუ არა გადაწყვეტილების მიღება, ან ჰყავს თუ არა მას ძლიერი ხელი...