როგორ დავაღწიოთ თავი პოკერში დაშვებულ შეცდომებზე ფიქრს?

+ პოსტის დამატება

დარწმუნებული ვარ, ყველას დაუშვია შეცდომა თამაშის დროს, განსაკუთრებით მცირე წაგების შემდეგ წამოსული ტილტის გამო და შემდეგ საათობით, ან რამდენიმე დღის განმავლობაში უდარდია ამაზე. თუ დაშვებულ შეცდომებს, არასწორ თამაშს, თუნდაც ტილტს, ზედმეტად განიცდით, ეს პოსტი თქვენთვისაა. 

თამაშში დაშვებული შეცდომები ზოგჯერ იმდენად მძიმე გადასატანია, რომ მან შეიძლება რამდენიმე თვიანი დაუნსვინგიც კი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, დაუნსვინგი, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ადამიანის ფსიქიური მდგომარეობისა და განწყობის ბრალი იქნება. თუ ერთხელ ძალიან მძიმედ დაეჭვდი საკუთარ თავში, თამაში გაუსაძლისად რთული გახდება, სწორი, რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება გართულდება და მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ შიშით დავიწყებთ თამაშს. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ გაუმკლავდეთ ასეთ სიტუაციებს, რა მეთოდები არსებობს მსგავსი სირთულეების გადასალახად და როგორ გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში. 

უშეცდომო პოკერი არ არსებობს

პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ არის ის, რომ გაიაზროთ - უშეცდომო პოკერი არ არსებობს! ფილ აივისაც კი მოსდის შეცდომა. გაიხსენეთ მისი ცნობილი დარიგება WSOP-ზე, როდესაც მომგებიანი ფლეში სრულიად მშვიდი გამომეტყველებით გადაყარა. გახსოვდეთ, რომ არა შეცდომები განსაზღვრავენ თქვენ თამაშს, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებთ ამ შეცდომებზე. 

ნუ რეაგირებთ

რა არის თქვენი პირველი ქცევა და ფიქრი, როცა შეცდომას უშვებთ? მოთამაშეების უმეტესობა, დაშვებულ შეცდომაზე ნეგატიურად რეაგირებს და სწორედ მაშინ იწყება თვითგვემა. ნეგატიური რეაქცია, ძალიან მცირე ინფორმაციას გვაძლევს რეალურ შეცდომაზე და დიდ ემოციას იწვევს. ემოცია, მით უმეტეს ნეგატიური, ერთ-ერთი დიდი შეცდომაა თამაშის დროს. მომენტალური რეაგირება მსგავს შეცდომებზე, სხვა არაფერია თუ არა სისუსტე, რომელიც უნდა გამოასწოროთ. 

ჩამოაყალიბეთ და გაითავისეთ 'შემდეგი ნაბიჯის' პოლიტიკა

შეცდომის შემდეგ თქვით: ეს შეცდომაა, ეს მოხდა, მჭირდება თამაშის გაგრძელება! შეცდომების გასაანალიზებლად დრო თამაშის შემდეგაც გექნებათ. მთავარია იფიქროთ, რა დადებითი ნაბიჯის გადადგმა შეგიძლიათ დაშვებული შეცდომის შემდეგ? როგორ გაომისწორებთ ხასიათს? მოგებით? ამისთვის, პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო.

შეცდომები მოკლევადიან მეხსიერებას ეკუთვნის

თამაშის დროს, უნდა გამოიმუშაოთ მოკლევადიანი მეხსიერების უნარი, სადაც შეცდომებს მოათავსებთ. მთავარია, რომ არანაირ ნეგატიურ ემოციას გასაქანი არ მისცეთ. მომენტალურად დაივიწყეთ მომხდარი და მოემზადეთ შემდეგი ხელების სათამაშოდ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ერთთვიანი გეგმა, რომელიც იყოფა უფრო პატარა დავალებებად - თითო სესიად, ხოლო სესია უფრო მცირე ზომის დავალებად - თითო დარიგებად. თუ თქვენ გინდათ ერთთვიანი გეგმის შესრულება, თქვენი ყოველი სესია მაქსიმალურად სტაბილური უნდა იყოს. ამისთვის თითოეული ხელის მაქსიმალური სიმშვიდით და რაციონალურობით თამაშია საჭირო. თუ თქვენი შეცდომის შემდეგ მიღებული განწყობა ყოველ მომდევნო ხელს თან გაჰყვება, მთელის სესია გაფუჭდება. ეს კი მომდევნო სესიების ჩავარდნას გამოიწვევს.

შეხედეთ შეცდომებს, როგორც გაკვეთილს

რა თქმა უნდა, პირველი მიზანი შეცდომის დავიწყება და თამაშის გაგრძელებაა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ თქვენი თამაშის ხარვეზი და სესიის დასრულების შემდეგ აღიდგინოთ ის მოქმედებები, ის შეგრძნებები, რაც კონკრეტული ცუდად ნათამაშები დარიგების დროს გქონდათ. გააანალიზეთ ისინი, მოძებნეთ მსგავს სიტუაციებში თამაშის განვითარების სხვა ხაზი და რაც მთავარია, მოიფიქრეთ, როგორ შეძლებთ მომავალში იგივე შეცდომის დაშვების შემთხვევაში ემოციების კონტროლს? ძალიან ბევრი თეორეტიკოსი თვლის, რომ განვითარება მხოლოდ მცდელობებს და დაშვებულ შეცდომებს მოყვება და რომ ისინი აუცილებელია წინსვლისთვის. 

იყავით უფრო ყურადღებიანი

წარსულზე ფიქრი და წუწუნი, კონტრპროდუქტიულია, ეს ყველამ ვიცით. აქ არ იგულისხმება შეცდომების განხილვა, აქ საკუთარი თავის გამუდმებით დადანაშაულებაზეა საუბარი. ეცადეთ გახდეთ უფრო ყურადღებიანი, უფრო კონცენტრირებული. გაიაზრეთ, რომ მთავარი არის ის, რაც ახლა ხდება და არა ის, რაც მოხდა. ყოველთვის, როცა თამაშის დროს აღმოაჩენთ, რომ წარსულ წარუმატებლობაზე ფიქრობთ, გაიაზრეთ, რომ ეს არასწორი, გამოუსადეგარი აზრებია და მაშინვე სცადეთ გადართვა აწმყოზე. 

რუმები

ქართული უცხოური