როგორ დავამარცხოთ ლუზ-აგრესიული მოთამაშეები?

+ პოსტის დამატება

სავარაუდოდ, ყველაზე რთული მეტოქე, რომელსაც მაგიდაზე შეხვდებით ლუზ-აგრესივი მოთამაშეა. ესაა მოთამაშის ტიპი, რომელიც სტანდარტულ თაით-აგრესივთან შედარებით, ძალიან დიდი რაოდენობის დარიგებაში შემოდის, ფლოპამდე ხშირად აკეთებს 3-ბეთს, ხოლო პოსტ ფლოპ ძალიან აგრესიულად თამაშობს. თუ ლაგმა (ლუზ-აგრესივმა) ოდნავი სისუსტე შეგატყო ე.წ. ბარელინგს ნამდვილად არ მოერიდება და ბანკის მოგებისთვის ცარიელი ხელითაც იბრძოლებს. 

სანამ ულიმიტო ჰოლდემი პოპულარობის პიკს მიაღწევდა, მოთამაშეების ძალიან მცირე რაოდენობას თუ უწოდებდით ლუზ-აგრესივს. ყოველ შემთხვევაში, კარგი ლუზ-აგრესივი იშვიათი მოსაძებნი იყო. პოკერის ძველ სახელმძღვანელოებს თუ გადახედავთ, ბევრგან ამოიკითხავთ მოსაზრებას, რომ თუ რირეიზის წინაშე ხართ და ხელში KK გიჭირავთ, ძალიან ფრთხილი თამაში გმართებთ. დღევანდელ პირობებში კი, როდესაც მილიონობით ადამიანი ლუზ-აგრესივ სტილს თამაშობს, KK-ის ფლობის შემთხვევაში სიფრთხილეზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილოა. 

რას გულისხმობს ლუზ-აგრესიული თამაშის სტრატეგია? პირველ რიგში იზრდება საწყისი ხელების რაოდენობა. ლაგი მოთამაშე დარიგებების დაახლოებით 30%-ს, ან შეიძლება მეტსაც თამაშობდეს. თამაშობს აგრესიულად - რეიზებითა და რირეიზებით. პოსტ ფლოპ მისი აგრესიის დონე კიდევ უფრო იზრდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ლუზ-აგრესივი საკმაოდ რთული სათამაშოა. ზოგიერთი ლაგი ფოლდის ოპციას არც კი განიხილავს. მსგავსი ტაქტიკა სწორ თამაშად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. კარგმა ლაგმა ყოველთვის იცის რა ადგილას იმყოფება ის კონკრეტულ დარიგებაში: თუ წინაა, შეუტევს, თუ უკან, სწორი მათემატიკის პირობებში, გაუმჯობესებას დალეოდება. თუ ის იმდენად უკანაა, რომ ხელის გაძლიერებას აზრი არ აქვს, ფოლდის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ლუზ-აგრესივი მოთამაშეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგიერთმა მათგანმა, ნებისმიერი ორი კარტით, მხოლოდ იმიტომ შეიძლება ითამაშოს თქვენ წინააღმდეგ, რომ მას გარკვეული ინფორმაცია აქვს თქვენზე, ან ჯერა, რომ პოსტ ფლოპ უკეთეს მანევრირებას შეძლებს და გამოცდილების ხარჯზე მოგიგებთ. თუ ლუზ-აგრესიული თამაში გადაწყვიტეთ, წინასწარ განსაზღვრული სქემა ამ მისიის შესრულებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. გავიმეორებ, რომ ლაგები დარიგებების დაახლოებით 30%-ს თამაშობენ. ზუსტად მესამედი რომ ავიღოთ, შემთხვევების 33%-ში თქვენ მოგიწევთ შემდეგი ხელების თამაში:

  • 22-AA
  • 54s (suited)+
  • 75s +
  • K8o (offsuited)+
  • K4s +
  • A2o+
  • A2s+

როგორც ხედავთ, 33%-ში ძალიან ბევრი ხელი შეიძლება შევიდეს. თუ ლაგ მოთამაშესთან თამაში გიწევთ, თქვენ სერიოზული თავსატეხის წინაშე დგახართ. ამ ხელების გათვალისწინებით, თქვენ არ იცით რა შეიძლება ჰყავდეს ოპონენტს: ფლეშ დრო, ტოპ წყვილი, სეტი, თუ საერთოდ არაფერი... 

როგორც ვთქვით, ლუზ-აგრესივი მოთამაშეები ყველაზე რთული ოპონენტები არიან, ვისთან ერთადაც მაგიდაზე თამაში მოგიწევთ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია. ამისთვის მოგიწევთ საკუთარი თამაშის სტილის კონკრეტულ მოწინააღმდეგეზე მორგება და ლუზ-აგრესიული ტაქტიკის მათსავე წინააღმდეგ გამოყენება. 

ყველამ ვიცით, რომ წარმატებული პოკერი მხოლოდ საკუთარ კარტებზე დაყრდნობით არ ითამაშება. მაგრამ თუ ჩვენი მოწინააღმდეგე ლაგია, ჯიბის კარტებს განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. პოზიციის გარეშე თამაში ცუდია, მაგრამ პოზიციის გარეშე თამაში ლაგთან - ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსება. პოზიციაში ყოფნა დიდ უპირატესობას მოგვცემს, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორი ვერ დაგვეხმარება, თუ ჯიბის კარტიც არ გვიწყობს ხელს. K9 'ბატონიდან' რეიზის გასაკეთებლად და ბლაინდების მოსაპარად, ცუდი კარტი ნამდვილად არ არის. მაგრამ თუ რომელიმე ბლაინდზე ლაგი მოთამაშე ზის, რომელიც თითქმის ყველა რეიზს 3-ბეტით პასუხობს, მაშინ K9 სრულიად უსარგებლო ხელად იქცევა - ჩვენ დიდი თანხის გადახდა გვიწევს საკმაოდ არაფრისმომცემი ხელით და ამის შემდეგ ძალიან მძიმე ბრძოლა იმისთვის, რომ რივერამდე მივაღწიოთ. იაფი შოუდაუნის იმედი არც კი უნდა გვქონდეს. ასე რომ საწყისი ხელის სიძლიერე ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც ლუზ-აგრესივის წინააღმდეგ შეგვიძლია. 

მეორე ტაქტიკა, რაც ლაგთან თამაშისას დაგვეხმარება ე.წ. სლოუფლეია. ითამაშეთ ძალიან ძლიერი ხელები და ითამაშეთ, რაც შეიძლება სუსტად. თუ თქვენ AA გყავთ, ბეთი გააკეთეთ და ამ დროს ლაგი 3-ბეთით გიტევთ, თქვენს 4-ბეთს აზრი ეკარგება. ლაგების ჰენდ-რეინჯი იმდენად დიდია, რომ უმეტეს შემთხვევაში, 4-ბეთზე ისინი ვალდებულნი იქნებიან კარტი გადაყარონ. თქვენ კი ეს ნამდვილად არ გსურთ. ასეთ დროს, თქვენ უბრალოდ ქოლით ღებულობთ მის 3-ბეთს და ელოდებით აგრესიას. პოსტ ფლოპ, ლაგები, აუცილებლად აგრძელებენ დაწყებულ აგრესიას. აქაც მოთმინებით ღებულობთ მის ბეთს. ლაგების უმეტესობა არც თერნზე ნებდება... თუმცა, აქვე ერთი შენიშვნა: მსგავსი თამაში არ უნდა იქცეს ჩვევად და ყოველი დარიგება ასეთი სცენარით არ უნდა ითამაშოთ. პოკერის ნებისმიერი ტაქტიკა ერთ-ერთი იარაღია თქვენი ფართო არსენალიდან. 

კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ლაგებთან თამაშისას დაგეხმარებათ 4-ბეთია. თუ კარგ თამაშზე, რომელიმე მოთამაშეს შეატყვეთ, რომ 3-ბეთით ერთობა და კარგადაც გამოსდის, სცადეთ აგრესიითვე დაუპირისპირდეთ. როგორც ზემოთ ვთქვით, ლუზ-აგრესივების ჰენდ-რეინჯი ძალიან დიდია. კარგი მოთამაშისთვის ნებისმიერი ორი კარტი საკმარისია იმისთვის, რომ რეიზი გააკეთოს, მაგრამ რირეიზის მისაღებად, მას, საკმაოდ ძლიერი ხელი დასჭირდება. კვლავ გაფრთხილება: მსგავს თამაშს არ ექნება შედეგი, თუ ის საკმაოდ ხშირად იქნება გამოყენებული. როდესაც თქვენ 4-ბეთს აკეთებთ, ლაგმა უნდა დაიჯეროს, რომ თქვენ მართლაც ძლიერი ხელი გყავთ. ასეთი დაჯერება კი ერთადერთ შემთხვევაში მოდის - თუ თქვენ ძალიან თაითი მოთამაშის იმიჯი გაქვთ, რომელიც არასდროს გააკეთებდა 4-ბეთს სუსტი ხელით. 

 

რუმები

ქართული უცხოური