
მანიაკები პოკერში - ჩვეულებრივი მოვლენაა. ზეაგრესიული მოთამაშის ამოსაცნობად, პოკერის მაგიდასთან, ერთ საათზე ნაკლებიც საკმარისია. ისინი აკეთებენ თითქმის უაზრო ბეთებს და რეიზებს, რომლისგანაც ყველა წუხდება, მაგრამ მათ ვერაფერს უხერხებენ. მათ წინააღმდეგ თამაში ისეთივე რისკიანია, როგორიც 200კმ/სთ სიჩქარით მანქანით სიარული, რომელსაც ცუდი მუხრუჭები აქვს.
განვიხილოთ სამი სტრატეგია, რომელიც მათ წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ. ამ სამი სტრატეგიიდან ორი არასწორია, ერთი კი ნამდვილად ამართლებს.
პირველი სტრატეგია ყველას მოუვიდოდა თავში, ის საკმაოდ მაცდურია: აგრესიას აგრესიითვე ვუპასუხოთ და იმაზე მეტად შევაწუხოთ მოთამაშე, ვიდრე ის ჩვენ გვაწუხებს. ამან შეიძლება მართლაც იმუშაოს, მაგრამ რეალურად ეს საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ფულ რინგზე, ან სიქს-მაქსზე, სადაც ჩვენ ორის გარდა კიდევ რამდენიმე მოთამაშეა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო საშიში ჩანს. საქმე იმაშია, რომ ჩვენი აგრესიის ამუშავე კონკრეტულად ერთი მოთამაშის წინააღმდეგ ვერ იქნება მიმართული, რადგან სხვა მოთამაშეებმა შეიძლება ეს ყველაფერი კარგად გამოიყენონ და იმ დროს ჩაგვისაფრდნენ ძლიერი ხელით, როცა ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ უცნაურ მოქმედებებს ვახორციელებთ საკმაოდ ცუდი ხელებით.
მეორე სტრატეგია, რაც ასევე ბევრს მოუვიდოდა თავში და რაც ასევე საკმაოდ მაცდურია, მდგომარეობს იმაში, რომ გადავიდეთ თითქმის ისტერიულ თავდაცვით რეჟიმში, რაც ამ შემთხვევაში სუპერ პრემიუმ ხელების ლოდინს და კარტების 99%-ის გადაყრას ნიშნავს. ამ მიდგომას ორი მინუსი აქვს: პირველი ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრის მოგების შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, რადგან თუ ოდნავ მაინც მოვიკრებთ გამბედაობას, მისი რეიზების უმეტესობა ჩვენი გახდება. მეორე კი ის, რომ თუ ჩვენ საათში ერთხელ დავიწყებთ რეიზის კეთებას, ყველასთვის ადვილი გასაგები იქნება, რომ დაუმარცხებელი ხელის მოლოდინში ვართ. ასეთ დროს, აგრესორი თუ ოდნავ მაინც ადეკვატურია, უბრალოდ ფოლდს ითამაშებს და ჩვენ პატარა, სასაცილო ბანკის მოგებას მოვახერხებთ. რეალურად კი, გადაყრილი ბლაინდების გათვალისწინებით, სერიოზულ მინუსში ვიქნებით.
მესამე გადაწყვეტილება კი, ჩემი აზრით, საუკეთესოა! რას წერს ამის შესახებ ლეგენდარული მაიკ კარო: პოკერის მანიაკი, თავისი ბუნებით, ზეაგრესიული მოთამაშეა. იმისთვის, რომ მაგიდაზე იხულიგნოს, მან უმთავრესი შეცდომა უნდა დაუშვას - აკეთოს რეიზი არანორმალური ინტენსივობით. ეს მოთამაშეებს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ თუ სინამდვილეში ეს შეცდომაა, ის ყოველთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს სასიკეთოდ. ამისთვის უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად: გავაკეთოთ ქოლი უფრო ხშირად - თუ ზეაგრესიული მოთამაშე ზრდის ძალიან ბევრი საწყისი ხელით, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ის ნაგავი ხელებითაც აკეთებს რეიზს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქოლინგ რეინჯი საგრძნობლად უნდა გავზარდოთ. ჩვენ აღარ უნდა მივუდგეთ საკუთარ საწყის ხელებს ისე მკაცრად, როგორც ნორმალური თამაშის დროს. რეიზის მისაღებად ზოგჯერ KQ შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ასეთი მოწინააღმდეგის შემთხვევაში, ამაზე გაცილებით სუსტი ხელებითაც შეიძლება ფლოპი ვნახოთ. ნუ გაზრდით თქვენი ინიციატივით - მთავარი იდეა, რომლითაც უნდა დაამარცხოთ პოკერის მანიაკი, არის ის, რომ მისცეთ მას საშუალება კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოს თავი. თუ მისი მთავარი შეცდომა არაადეკვატური აგრესიაა, თქვენ ამ შეცდომის დაშვებაში ხელი უნდა შეუწყოთ. ჩექი და ქოლი, ნებისმიერი კარგი მოთამაშე იტყვის, რომ სუსტი თამაშის მანიშნებელია, მაგრამ არა ასეთ მოთამაშესთან. ჩექ/ქოლ ოპცია მანიაკებთან ნამდვილად ამართლებს და ეს მათ წინააღმდეგ მიმართულ ერთადერთ გამართლებულ სტრატეგიად შეიძლება ჩაითვალოს. გაითვალისწინეთ, რომ მანიაკებს ძალიან უყვართ ჩექ-რეიზ თამაში. თუ მათ ჩექი გააკეთეს, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ბეთი, თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ ძალებში. და პირიქით, თუ მისი პროვოცირება გინდათ, შეგიძლიათ აქტიურად შეუტიოთ.
შეიძლება თუ არა, ასეთმა მარტივმა ფორმულამ იმუშაოს? ნამდვილად შეიძლება! სტრატეგიის მთელი იდეა მის სიმარტივეშია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მანიაკმა შეიძლება ძლიერი ხელიც დაიჭიროს და მისი სამი ბეთის მიღების შემდეგ საკმაოდ სულელურად გამოჩნდეთ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად მოხდება. რამდენიმე წლის წინ CardPlayer-ში, ბობ სიფონის სტატიაში ეწერა ძალიან მარტივი, მაგრამ გენიალური ფრაზა:" გასაგებია, რომ ცეცხლს შეიძლება ცეცხლით ვებრძოლო, მაგრამ რა მოხდება, ზოგჯერ წყლითაც რომ დავუპირისპირდეთ?"