როგორ გამოვიყენოთ 'გაფლეშებული' ბორდი?

+ პოსტის დამატება

არაფერი აშინებთ დამწყებ მოთამაშეებს ისე, როგორც ბორდზე დადებული მესამე, საფლეშე კარტი. შეიძლება თქვენც აღმოგიჩენიათ საკუთარ თამაშში, როგორ ფრთხილობთ უკვე გაფლეშებულ ბორდზე, როცა ხელში სეტი, ან უკეთესი გიჭირავთ. სინამდვილეში, პროფესიონალი მოთამაშეები იმაზე გაცილებით ხშირად იყენებენ საფლეშე, ან უკვე გაფლეშებულ მაგიდებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. 

1. გავაკეთოთ ბლეფი ჩვენი სთრეით დროებით - საფლეშე კარტები საუკეთესოა ბლეფის გასაკეთებლად. მაგალითად, დამწყები თაითი მოთამაშე აკეთებს რეიზს საწყისი პოზიციებიდან. მისი რეინჯი, სავარაუდოდ, ძლიერ კარტებსა და მაღალ წყვილებს მოიცავს. ჩვენ 76-ით, პოზიციიდან, ქოლს ვაკეთებთ. ფლოპზე იდება T54. მოწინააღმდეგის აგრესია, რომელიც ფლოპზე გრძელდება, სრულიად ნორმალური მოვლენაა და მას მშვიდად ვპასუხობთ ქოლით. თერნის კარტი - 2. ასეთ დროს, თუ მოთამაშეს საფლეშე, ან მაღალი წყვილი არ ყავს, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი პრემიუმ ხელებით, ჩექ-ფოლდს ითამაშებს. დავუშვათ, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ ისევ დადო. ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ მის რეინჯში მაღალი წყვილები უნდა ვივარაუდოთ. ეს ვარაუდი მაშინ უფრო მყარდება, თუ მან პოტ-საიზ ბეთი, ანუ ბანკის ოდენობის ფსონი გააკეთა, რაც საკმაოდ აგრესიული თამაშია. 

ასეთი მოთამაშეები, თერნზე, მაშინ აკეთებენ დიდ ბეთებს, როცა ხელში რომელიმე პრემიუმ წყვილი უჭირავთ და არც საკუთარი ხელთან განშორება უნდათ და არც მოწინააღმდეგის გაძლიერება. მათ ისევ ახსოვთ წარსულში მიღებული მტკივნეული გამოცდილება, როცა ვიღაც იდიოტმა, მათ სტანდარტულ 2/3 ბეთს ქოლით უპასუხა და რივერზე ფლეში მიიღო. ისინი ამას მეორედ არ დაუშვებენ. შეიძლება, დარიგების დამთავრების შემდეგ, თავად მოგიყვეთ ეს ისტორია. 

დავუბრუნდეთ ჩვენს სიტუაციას. თუ ის პოტ-საიზ ბეთს აკეთებს, ჩვენი სთრეით დროთი და სულ რაღაც 8 აუტით, აშკარად არასწორ ფასს ვღებულობთ რივერის სანახავად. იმისთვის, რომ თამაში გავაგრძელოთ, აუცილებელი ხდება ე.წ. საბლეფე აუტები (bluff outs). თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე დამწყები, მაგრამ პერსპექტიული, კარგი მოთამაშეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ გაფლეშებულ ბორდზე შევუტევთ, ის, ინტერნეტში ნანახ 'ჰიროუ ქოლს' არ გააკეთებს. 

გადავწყვიტეთ, რომ ფლეშის ამოსვლის შემთხვევაში, ვუტევთ. გამოდის, რომ ჩვენ 11 , ანუ 11 აუტი გვაქვს იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე შევაშინოთ. ამას დავუმატოთ სამი 3-იანი და სამი 8-იანი (გულების გამოკლებით), რაც უკვე საკმარისზე მეტ აუტს გვაძლევს თერნზე ქოლის გასაკეთებლად. თუ ის იმდენად თაითი მოთამაშეა და იმდენადაა შეწუხებული სხვების სულელური თამაშით, რომ რივერზე ამოსული რომელიმე -ისაც შეეშინდება, გამოდის, რომ ჩვენ უკვე 26 აუტი გვაქვს. ამით ჩვენი 76 გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე AA. 

2. მივიღოთ მაქსიმალური ველიუ დამთავრებული სთრეითით - თუ რივერზე ისეთი კარტი ამოვიდა, რომელიც სთრეითს გვიმთავრებს, მაშინ დიდი შანსია, რომ ჩვენ კარგად გადაგვიხდიან. ავიღოთ იგივე მაგალითი, იგივე სცენარითა და ბეთინგის ხაზით: ჩვენ გყავს 76. მოწინააღმდეგემ ადრეული პოზიციიდან გახხსნა, ჩვენ ქოლით მივიღეთ. ფლოპზე გააგრძელა აგრესია და ისევ ქოლით ვუპასუხეთ. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში დავუშვით, რომ მოწინააღმდეგე თერნზეც აგრესიულია. ბორდი - T542. თუ ჩვენ რივერზე სთრეითს მივიღებთ, რომელიც -ით არ სრულდება, მოწინააღმდეგემ, შეიძლება გაფუჭებული და არშემდგარი ფლეშის იმედად, დიდი ბეთი გააკეთოს. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ სიტუაციაში შეგვექმნება, არის ჩვენი რირეიზის მოცულობა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო 'პრობლემაა' ნებისმიერი მოთამაშისთვის.

ვთქვათ რივერზე 3 ან 3 იდება. ეს სთრეითსაც დაგვიმთავრებს, რომელიც ფლეშს აცდენილია და ამასთანავე, მოწინააღმდეგის AA-ის პირობებში, შეიძლება გაცილებით უკეთეს სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, ვიდრე წარმოგვედგინა. რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ასე არ მოხდება. უფრო დიდი შანსია, რომ მას JJ/QQ/KK ჰყავდეს და სულაც ჩვენი A-ის შეეშინდეს. საუკეთესო კარტი, რაც შეიძლება რივერმა მოგვცეს 8, ან 8 იქნება. სავარაუდოდ, დამწყები მოთამაშე იმდენად დაძაბული უნდა იყოს ფლეშის მოლოდინით, რომ ვერც კი შეამჩნევს რივერზე დადებულ სთრეითს. 3-ის შემთხვევაში ეს გაცილებით ადვილი წასაკითხია, 8-ის შემთხვევაში კი შედარებით რთული. 

წინა ბლოგებშიც ბევრჯერ მითქვამს, რომ პოკერი ის თამაშია, სადაც ნებისმიერი სახის უპირატესობა უნდა გამოიყენო. თუ საფლეშე, ან გაფლეშებულ ბორდებზე მსგავსი აზროვნებით დაიწყებთ თამაშს, თქვენი მოგებული დარიგებების რაოდენობა გაიზრდება. მოგებული დარიგებების რაოდენობა კი, ვინრეიტზეც აისახება, რაც თქვენს შემოსავალს კიდევ უფრო გაზრდის. პოკერში ყოველთვის არ გამოდის უსაფრთხო ბორდზე თამაში და ნათსი დროინგ ჰენდების ლოდინი. ზოგჯერ არაორდინალური თამაშიც საჭიროა. 

რუმები

ქართული უცხოური