
მოთამაშეების უმეტესობას უჭირს კარტის გადაყრა სავარაუდო ბლეფთან. ფოლდის შემთხვევაში შენ არამხოლოდ თმობ დარიგებას, არამედ წარმოიქმნება მეორე პრობლემა - შენ ვერ იკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას. მსგავს სიტუაციაში მუდამ ჩნდება კითხვა: იქნებ შემეძლო ამ დარიგების მოგება? იწყებ დარდს იმაზე, რომ ჩანხარ სუსტი სხვა მოთამაშეებისთვის და გეწყება შიშები, რომ ყველა გამოიყენებს შენს სისუსტეს.
შეიძლება უფრო ცუდიც მოხდეს - ოპონენტმა აჩვენოს ბლეფი და შენ უფრო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდე, ვიდრე დაფარული კარტის პირობებში. შენ ამ დროს არამხოლოდ დაჩაგრული ხარ, არამედ მოტყუებული, ვიღაცამ გაჯობა გონებით და ახლა ის შენს ჩიპებს ალაგებს მაგიდის მოპირდაპირე მხარეს. გეწყება შიში, რომ ყველა ელოდება შენთან დარიგებაში შემოსვლას, რათა მსგავსად გამოიყენოს შენი სუსტი მხარე და დაგჯაბნოს აგრესიით.
ზუსტად აქ შევჩერდეთ. ამ აზრების 90% ტრიალებს გონებაში, როცა მოტყუებული ხარ მაგიდასთან. მაგრამ ამ ამბის ზედმეტად განცდა და განსაკუთრებული ყურადღების დათმობა ზუსტად იმას გამოიწვევს, რაც მოწინააღმდეგეს სურს. მაგიდასთან მსხდომი სხვა მოთამაშეები სავარაუდოდ აქტიურად იქნებოდნენ ჩაფლულები თავიანთ ტელეფონებში, ან თუ ონლაინ ხდებოდა იგივე, გადართულები სხვა მაგიდებზე. ისინი ნამდვილად არ უთმობენ ისეთ ყურადღებას ამ დარიგებას, როგორსაც წაგებული მოთამაშე ვარაუდობს. მათ არ უნახავთ დაფოლდილი ხელი, არ იციან სწორი ფოლდი იყო თუ არა. არც იმის გარანტია აქვს ვინმეს, რომ ისინიც მსგავსად არ მოიქცეოდნენ ასეთ სიტუაციაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი დარიგების გამო მათი თამაში საგრძნობლად შეიცვალოს წაგებული მოთამაშის მიმართ.
ჩვენ ვღიზიანდებით და ვიძაბებით, როცა მოტყუებულები ვრჩებით მაგიდასთან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეც უნდა ხდებოდეს, ჩვენ უნდა მოვტყუვდეთ. შეიძლება არსებობს მსოფლიოში მოთამაშე, რომელსაც არასდროს შეშინებია ბლეფის და არ დაუყრია კარტი, მაგრამ სავარაუდოდ ასეთი ადამიანი თამაშში ყველაზე წარუმატებლედ და ბანკროტ მოთამაშედ შეიძლება ჩავთვალოთ. თუ შენ არ დაყრი კარტს ბლეფის წინააღმდეგ, შენ იძულებული იქნები გადაიხადო ყველა ველიუ ბეთი, რის შემთხვევაშიც წააგებ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე საეჭვო სიტუაციის დროს გამოჩენილი სიფრთხილის გამო.
სინამდვილე ასეთია: შენი ოპონენტების უმეტესობა არ ბლეფობს იმდენს, რამდენსაც შენ ვარაუდობ; და მოთამაშეების უმეტესობა, აკეთებს იმაზე მეტ ქოლს, ვიდრე საჭიროა. სავარაუდოდ შეიძლება ოპტიმალურზე ხშირად იყო მიდრეკილი ფოლდისკენ, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდ რეიზებზე ქოლი არ ჩაითვლება შენი თამაშის მთავარ სისუსტედ.
როდესაც შენ ღებულობ ქოლის გადაწყვეტილებას ოპონენტის დიდ ბეთზე, შენ ფიქრობ მის სავარაუდო ხელებზე. რაც შეგიძლია გაითვალისწინო ამ დროს არის ინფორმაცია მის შესახებ, როგორ მოქმედებდა წინა დარიგებებში, რა ხდებოდა მაგიდაზე ამ დარიგებამდე. მორჩა! ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ივარაუდო მისი "ჰენდ რეინჯი", უხეში ალბათობა იმის თუ რა უჭირავს მოწინააღმდეგეს ხელში.
რა თქმა უნდა ამის თქმა გაცილებით ადვილია, ვიდრე შესრულება. ანალიზში ასე დაოსტატებას წლები სჭირდება. მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შენ არ თამაშობ მოწინააღმდეგის კონკრეტული ორი კარტის წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ კარტის წინააღმდეგ, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს ხელში. ასე რომ მისი ბლეფის გამხელა არაფერს ამბობს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. რასაც ჩვენ ვხედავთ ოპონენტის მიერ ნაჩვენებ კარტებში არის ის, რომ მას შეიძლება გაეკეთებინა ბლეფი და მან მართლაც იბლეფა. უმეტეს შემთხვევაში ის ჩვენ გვიგებდა. რეალურად ჩვენი ეჭვი უმეტესად იხრებოდა მისი ბლეფისკენ და სწორედ ამიტომ ვყოყმანობდით დიდი ხნის განმავლობაში, გაგვეკეთებინა თუ არა ქოლი. ძალიან რთულია უამრავ სავარაუდო კომბინაციას შორის ამოარჩიო ბლეფის ვარიანტი.
ასეთი შემთხვევის შემდეგ საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება ისეთივე უაზროა, როგორც უკმაყოფილება მაშინ, როცა შენ მოხვდი ოლ ინ სიტუაციაში King High ფლეშით Ace High ფლეშის წინააღმდეგ.
თუ მე მაჩვენებენ ბლეფს, ეს არ მაგრძნობინებს დისკომფორტს, არ მიჩენს ნეგატიურ ფიქრებს. მე მხოლოდ მცირედი დოზით ვკარგავ ოპონენტის, როგორც მოთამაშის პატივისცემას, რადგან ის ფიქრობს, რომ ერთჯერადად ნაჩვენები კარტით ის შეცვლის ჩემი თამაშის სტილს და მომავალ გადაწყვეტილებებს.
ენდრიუ ბროკოსი