
'ძალიან წინ, ან ძალიან უკან' ულიმიტო ჰოლდემისთვის ჩვეულებრივი, აბოსულუტურად დამახასიათებელი სიტუაციაა. ახალბედა, გამოუცდელ მოთამაშეებს, გაცილებით ხშირად წარმოუდგენიათ მსგავსი სიტუაცია, ვიდრე ის რეალურად ხდება. მაგრამ გამოცდილი მოთამაშეები, მეტ-ნაკლებად უკეთ იცნობენ როდის არიან წინ ან უკან, ოპონენტების ისტორიის, მაგიდის დინამიკის, ბორდის ტექსტურისა და სხვა წვრილმანი ფაქტორების გათვალისწინებით.
ზოგჯერ, პრეფლოპ დაპირისპირების გამო, ბევრი მსგავსი არჩევანის წინაშე დგება. ვთქვათ, მოთამაშეს ჰყავს KK და ის და მისი ოპონენტი რეიზ-რირეიზ სიტუაციაში არიან. მისი ფიქრები ხშირად მიდის სწორედ 'ძალიან წინ, ან ძალიან უკან' სიტუაციამდე, როცა ოპონენტს შეიძლება ორი ხელი ჰყავდეს - AA, ან AK. 'ძალიან წინ/ძალიან უკან' ფიქრები უფრო ხშირია პოსტ ფლოპ, როცა, მაგალითად KK-ით მყოფი მოთამაშე ხედავს ფლოპს A8
3
და მის ბეთზე მოწინააღმდეგე ქოლს აკეთებს. სინამდვილეში, KK-ის მფლობელი მოთამაშე 9 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ იქნება უკან. რა თქმა უნდა აქ ითვლება მხოლოდ ტუზის წინააღმდეგ თამაში და უგულებელყოფილია ისეთი ხელები, როგორიცაა: 88,33, ან 83.
კიდევ ერთი 'ძალიან წინ/ძალიან უკან' მდგომარეობა წამოიჭრება მაშინ, როცა ფლოპზე არც ფლეშ დროა, არც სთრეით დრო, მაგრამ ბორდი გაწყვილებულია. ასეთი სიტუაციები, ვფიქრობ, იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას, რადგან საშუალოდ, ყოველი 6 დარიგებიდან ერთხელ ბორდი წყვილდება. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვიქნებით მსგავსი ფიქრებით.
მაგალითი: გყავთ AJ
და გვიანი პოზიციიდან აკეთებთ რეიზს. ფლოპი რიგდება 9
4
9
. ოპონენტი აკეთებს ჩექს, როგორ იქცევით თქვენ? აგრძელებთ აგრესიას, რადგან ფიქრობთ, რომ ოპონენტი აცდა ფლოპს, თქვენც აცდით ფლოპს, პრეფლოპ ინიციატივა თქვენი იყო. თქვენს აგრესიას ის ქოლით პასუხობს. თერნზე ამოდის 7
. და ახლა რაღა უნდა ქნათ? იმის შანსი, რომ მოწინააღმდეგემ ფლოპზე, ორი არაწყვილი კარტით, ტრიპსი დაიჭიროს 73-დან ერთია. თქვენ შეიძლება მართლა წახვიდეთ იმ ფიქრებისკენ, რომ მოწინააღმდეგეს მართლაც 9 უჭირავს ხელში. მით უმეტეს, თუ თერნზე გაკეთებულ ბეთზეც ქოლით გიპასუხათ, ასეთი ვარაუდის გამართლების შანსები იზრდება. ან მას შეიძლება სულაც რაიმე წყვილი უჭირავს, რომელიც თქვენს აცდენილ კარტებს უგებს.
დენ ჰარინგტონი, წიგნში Harrington on Cash Games, მსგავსი სიტუაციებისთვის გვირჩევს პოტ კონტროლს - "თუ თქვენ აღმოჩნდით 'ძალიან წინ, ან ძალიან უკან' სიტუაციაში, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი მოიგოთ, ან ძალიან ბევრი დაკარგოთ, თქვენ არ ხართ ვალდებული დიდი ფული ჩადოთ ბანკში. თქვენს ბეთებს უპასუხებენ ის ხელები, რომლებიც აშკარად გიგებენ. სამაგიეროდ თქვენს ბეთებს არ უპასუხებს არცერთი ისეთი ხელი, რომელიც რაიმე ფასეულობას წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად აგებს თქვენს კარტთან. ასე რომ ბეთინგი მსგავს სიტუაციაში სულაც არაა ბევრი ფულის მომტანი. ის ან საერთოდ არ მოიტანს ფულს, ოპონენტი ფოლდს გააკეთბს, ან წაგაგებინებთ დიდ თანხას."
ამავდროულად, დენიელ ნეგრანუ თავის წიგნში More Hold'em Wisdom for All Players, განიხილავს ბლეფის თემატიკას მსგავსი სცენარის დროს. მას მაგალითად მოჰყავს დარიგება, როცა ერთი მოთამაშე აკეთებს რეიზს Q9
, ხოლო მეორე პასუხობს 9
7
-ით. T
T
5
ფლოპზე კი იწყება ჩექ-რეიზ-რირეიზ თამაში. მარტივად რომ ვთქვათ, ორივე მოთამაშე, მოწინააღმდეგის სისუსტეზე ჩაბღაუჭებული, ცდილობს ძალის დემონსტრირებას. ნეგრანუს აზრით, ეს იყო უმაღლესი დონის თამაში ორივეს მხრიდან. ნეგრანუს აზრით, 'ძალიან წინ/ძალიან უკან' სიტუაციებში შერეული თამაში საუკეთესო არჩევანია.
შემდეგ სესიაზე დააკვირდით სიტუაციებს, როცა ბორდი წყვილდება და დააკვირდით თქვენი ოპონენტების რეაქციებს. უმეტეს შემთხვევაში, აგრესიაზე, ისინი უპასუხებენ 'ავტოპილოტზე' დაყენებული რეაქციით და გადაყრიან კარტს. იქნება გამონაკლისები, როცა ისინი ან თავად შეგიტევენ, ან აგრესიაზე აგრესიითვე გიპასუხებენ და ეს გამონაკლისები ნიშნავს შემდეგ: ოპონენტი ან ძალიან კარგია, ან მას ნამდვილად 73 დარიგებიდან 1 შემთხვევა აქვს, როცა ნამდვილად სწორი კარტი მიიღო.