ნიუ ჯერსიში ონლაინ გეიმინგის შემოსავლები იზრდება

მიუხედავად ონლაინ პოკერში შემცირებული შემოსავლებისა, ნიუ ჯერსიში, ონლაინ კაზინოებისა და ზოგადად ონლაინ გეიმინგის შემოსავლები, 2015 წლის მაისის მონაცემებით, გაზრდილია. ადგილობრივი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის მონაცემებთან შედარებით, რომელიც მაშინ $10.469.933 დოლარს წარმოადგენდა, 2015 წლის მაისის მონაცემები 19.1%-ით არის გაზრდილი და ამჟამად ის $12.474.586 დოლარს შეადგენს.

PartTimePoker-ის ანალიზის მიხედვით, შემოსავლების ასეთი ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ 2015 წლის მაისში ონლაინ კაზინოს შემოსავლები, მთლიანი ონლაინ გეიმინგის 84.56%-ს შეადგენდა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი, 2014 წლის მაისისთვის, 79.40% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ონლაინ გეიმინგის შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა, ონლაინ პოკერს, შტატის მასშტაბით, კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ პოკერის შემოსავლები, 2015 წლის მაისის მონაცემებით $1.928.105 დოლარს შეადგენდა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე, დიდ საფრთხედ და ჩავარდნად არ შეიძლება ჩაითვალოს. ეს იმით აიხსნება, რომ წლის ამ პერიოდში, როცა ტემპერატურა იზრდება და ამინდი უმჯობესდება, მოყვარული, არაპროფესიონალი მოთამაშეების გარკვეული ნაწილი გაცილებით ხანგრძლივი პერიოდით წყდება კომპიუტერს, ვიდრე ზამთრის ამინდებში, და გაცილებით დიდ დროს ატარებს სახლის გარეთ. ასე რომ, ასეთი ცვლილება საგანგაშოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

რეალურად რაც შემაშფოთებელია, არის წინა წლის მონაცემები იგივე სეზონზე, როცა 2014 წლის მაისისთვის ონლაინ პოკერის შემოსავლები $2.273.657 დოლარს, ანუ 15.2%-ით მეტს შეადგენდა, ვიდრე წლევანდელი მაჩვენებლები.

გარდა ონლაინ გეიმინგისა, პროგრესი შეინიშნება ლაივ კაზინოების შემოსავლების მხრივაც. 2015 წლის მაისისთვის, კაზინოების შემოსავლებმა $208.605.859 დოლარი შეადგინა, რაც 4.4%-ით მეტია 2014 წელს მიღებულ შემოსავალზე, რომელიც მაშინ $199.908.822 დოლარს წარმოადგენდა.

 

რუმები

ქართული უცხოური