ელი ელეზრას წარმატებული ზაფხული გრძელდება
ელი ელეზრამ, 2015 წლის World Series Of Poker-ზე, უკვე მესამე ფინალურ მაგიდაზე ითამაშა და საქმე ბოლომდე მიიყვანა - მან 48-ე ივენთი, $1.500 დოლარიანი სევენ-ქარდ სტადი მოიგო, $112.591 დოლარით პირველ ადგილზე.
"სამაჯურის მოგება სტადში, თამაშში, რომელითაც დღეს ისე აღარ ინტერესდებიან, როგორც ადრე, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს!" - ამბობს ელეზრა. ეს მის კარიერაში მესამე სამაჯურია. წინა ორი მას მოგებული აქვს 2007 წელს, სევენ-ქარდ სტად ჰაი-ლოუში ($198.984) და 2013 წელს, 2-7 ტრიპლ დროუ ლოუბოლში ($173.236).
ებრაული წარმოშობის მოთამაშე, უმეტესად, ცნობილია ისეთი სატელევიზიო გადაცემებით, როგორებიცაა Poker After Dark, High Stakes Poker, Million Dollar Cash Game და ა.შ. მიუხედავად სატურნირო წარმატებებისა, ის დღესაც, თავის თავს ქეშ გეიმერად მიიჩნევს. თუმცა ბევრი სხვა მოთამაშისგან განსხვავებით, არ უღალატა პოკერის ტრადიციებს და ზაფხულს ლას ვეგასში, WSOP-ის ივენთებზე ატარებს. "მე ყოველ დღე მივდივარ 'არიაში' და 'ბელაჯიოში' სათამაშოდ. ყველას უკვირს და მიზეზი ფულის მოგება ჰგონიათ. სინამდვილეში მე პოპულარობა მინდა, შეჯიბრი და დაძაბულობა მომწონს, რაც თამაშს ახლავს."
ელეზრა, ძირითადად ისეთ ქეშ გეიმებს თამაშობს, რომლებსაც შერეული თამაშის სტრუქტურა აქვთ, ეს კი საუკეთესო პრაქტიკაა. შედეგიც სახეზეა: ფინალური მაგიდა $1.500 რაზის ივენთზე და ფინალური მაგიდა ულიმიტო 2-7 დრო ლოუბოლზე, სადაც მან მეექვსე ადგილი დაიკავა. ელეზრას ბოლო საპრიზო ადგილი, ჰოლდემის ივენთზე, 2012 წლით თარიღდება, სწორედ იმ მიზეზით, რომ ის სხვა თამაშებზე უფრო გადაერთო და უნდა ითქვას, წარმატებითაც. "მე საკმაოდ მიმართლებს ბოლო წლებში, - ამბობს ელეზრა, - გარდა გამართლებისა, ვფიქრობ, საკმაოდ კარგადაც ვთამაშობ. ჰოლდემი ძალიან გართულდა. აქ უამრავი ახალი და ძლიერი მოთამაშეა. ამიტომაც გადავწყვიტე იმ თამაშებში ჩავერთო, სადაც დანამდვილებით ვიცი, რომ კარგი ვარ."
ელეზრამ, უკანასკნელი სამაჯური 237 მოთამაშეს შორის მოიპოვა. ალან კანინგჰემის მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ, ელეზრას ჩიპების სამმაგი დეფიციტით მოუწია ჰედს-აპ თამაში ბენჯამი ლეიზერის წინააღმდეგ, თუმცა 2 საათიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, 10 ბიგ ბლაინდიდან, ჩიპ ლიდერის პოზიცია დაიკავა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. ეს ტურნირი ელეზრასთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ თამაშს მისი 21 წლის შვილი ესწრებოდა. "მას წარმოდგენა არ აქვს ამ თამაშზე. ისიც კი არ იცის ტუზი უგებს მეფეს თუ პირიქით. მან პირველად მნახა დიდ ტურნირზე, რომელიც მოვიგე. ეს მართლაც ძალიან კარგი შეგრძნებაა."
ისიც უნდა ითქვას, რომ ერთი სამაჯური და სამი ფინალური მაგიდა, ელი ელეზრას წყურვილს ვერ დააკმაყოფილებს. როგორც ის ვარაუდობს, პოკერის სერიების დასრულებამდე, მას კიდევ რამდენიმე ფინალური მაგიდის თამაშის საშუალება ექნება.