სუპერ ჰაი როლერის პირველი დღის 5 ყველაზე დიდი დარიგება

ორშაბათს, სუპერ ჰაი როლერის სერიის ფარგლებში, კაზინო ‘არიაში’ გაიმართა ჰაი როლერ ქეშ გეიმი - თამაში, რომელსაც მთელი პოკერის სამყარო ელოდა. მინიმალური ბაი ინი $250.000 დოლარს შეადგენდა, ბლაინდები - $400/$800/$200.

ქეშ გეიმი, რომელშიც ისეთი სახელები შეგხვდებათ, როგორებიცაა დოილ ბრანსონი, ფილ აივი, ანტონიო ესფანდიარი, ჯონი ჩენი, ჟან-რობერ ბალანდი და ჯენიფერ ტილი, უკვე სამი დღეა მიმდინარეობს და დღეს მთავრდება. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე დიდ დარიგებას, რომელიც დიდ სახელებსა და დიდ თანხებს აერთიანებს.

ყველას უყვარს გაყოფილი ბანკი

პირველი დიდი დარიგება, ანტონიო ესფანდიარის მაგიდასთან დაჯდომიდან ერთ საათში მოხდა, როცა ესფანდიარის $2.200-იან ბეთს, ჯენიფერ ტილიმ $7.500 დოლარიანი რეიზით უპასუხა, რასაც სმოლ ბლაინდიდან ბობ ბრაითისა და ორიგინალი რეიზერის, ესფანდიარის ქოლი მოჰყვა. 6K5 ფლოპის შემდეგ თამაში კიდევ უფრო დაიძაბა - ბობ ბრაითმა $16.000-იანი ბეთით ინიციატივის მოპოვება გადაწყვიტა, მაგრამ ესფანდიარის ქოლის შემდეგ, ჯენიფერ ტილიმ $45.000-მდე გაზარდა, რასაც ბრაითმა ფოლდით, ხოლო ესფანდიარიმ $116.000 დოლარიანი რირეიზით უპასუხა. ჯენიფერ ტილის რამდენიმე წუთი დასჭირდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. საბოლოოდ მან $236.000 დოლარი მაგიდაზე შეიტანა, რაზეც ესფანდიარიმ მომენტალურად უპასუხა.

 

ესფანდიარი: AQ

ტილი: KQ

თითქმის თანაბარი შანსების პირობებში, მოთამაშეები თერნის და რივერის ორჯერ დარიგებაზე შეთანხმდნენ. ბანკის პირველი ნახევარი, 6K548 ბორდით ესფანდიარიმ მოიგო, ხოლო მეორე ნახევარი, 6K59Q - ტილიმ.

 

დოილ ბრანსონის და ჯენიფერ ტილის დაპირისპირება

თამაშიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, ჯენიფერ ტილიმ კვლავ ჩაიგდო ხელში ინიციატივა და შუა პოზიციიდან $2.500-მდე გაზარდა, რაზეც გვიანი პოზიციიდან ჯონი ჩენისგან, სმოლ ბლაინდიდან ფილ აივისგან და ბიგ ბლაინდიდან დოილ ბრანსონისგან ქოლები მიიღო. ოთხმა მოთამაშემ 654 ფლოპი მიიღო.  პირველი ორი მოთამაშის ჩექის შემდეგ, ტილიმ $4000 დადო, რამაც ჩენს და აივის დარიგებიდან გასვლა აიძულა. ბრანსონმა კი $14.000 დოლარიანი ჩეკ-რეიზი ითამაშა, რასაც ჯენიფერ ტილის $45.000 ტრიბეტი მოჰყვა. ბრანსონმა კვლავ რირეიზი გააკეთა, რამაც ტილი ისევ რთული გადაწყვეტილების წინაშე დააყენა. საბოლოოდ, ჯენიფერის ოლ ინის შემდეგ, $569.400 დოლარიანი ბანკი შეიკრა.

ტილი: 23

ბრანსონი: 78

ორივე მოთამაშეს სთრეითი ჰყავდა. ტილისთვის ეს ტიპიური ქულერი აღმოჩნდა. მისი გამარჯვების ერთადერთ შანსად ორი ჯვრის ამოსვლა, ან ბანკის გაყოფისთვის 78 რჩებოდა. მოთამაშეები თერნის და რივერის სამჯერ დარიგებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ სამივეში გამარჯვება დოილ ბრანსონმა მოიპოვა, რამაც მისი სტეკი $791.000 დოლარამდე გაზარდა.

 

მეთიუ კირკის სადილამდე დაკარგული ნახევარი მილიონი

ე.წ. ‘დინერ ბრეიქამდე’, სანამ მოთამაშეებს რესტორანში განვტირთვის საშუალება მიეცემოდათ, ავსტრალიელმა მეთიუ კირკმა ორი $250.000 დოლარიანი ბაი ინი დაკარგა. პირველი მათგანი მან, ბობ ბრაითთან წააგო, როცა J73 ფლოპზე ბრაითის $28.000 დოლარიან რეიზს ოლ ინით რირეიზით უპასუხა.

 

ბრაითი: AA

კირკი: QJ

თერნმა და რივერმა, კირკისთვის სრულიად არაფრისმომცემი 3 და K მოიტანეს და ავსტრალიელი იძულებული გახდა დამატებითი $250.000-იანი ბაი ინი მოეთხოვა.

ამის შემდეგ მეთიუ კირკი თითქოს გამოცოცხლდა. მან ხშირი რეიზები, დიდი ბანკების შეგროვება და აგრესიული თამაში დაიწყო. ერთ-ერთ დარიგებაში, ჟან-რობერ ბალანდის $4000-იან რეიზს, ფილ აივიმ, კატოფის პოზიციიდან,  $15.000-იანი რირეიზი მოაყოლა. მეთიუ კირკმა ქოლით უპასუხა, ხოლო ბალანდი იძულებული იყო კარტი გადაეყარა. 6s9s2d ფლოპზე კირკმა $25.000 დოლარიანი ჩექ-რეიზი ითამაშა. თერნმა და რივერმა, მაგიდაზე, 8 და 7 დადეს. ბორდზე უკვე სავარაუდო სთრეითი აშკარა იყო. კირკმა დარჩენილი $83.000 დოლარი მაგიდაზე შეიტანა, რაზეც აივიმ მომენტალურად ქოლით უპასუხა და QT გადმოატრიალა. კირკი კი იძულებული იყო, თავისი კარტი დილერისთვის მიეწოდებინა.

 

არც ფილ აივია დაუმარცხებელი

გვიან ღამით, როცა მაგიდასთან 6 მოთამაშე დარჩა, ბრაითის $4000 დოლარიანი რეიზისა და ჟან-რობერ ბალანდის ქოლის შემდეგ, აივიმ $16.000-მდე გაზარდა. მეთიუ კირკმა კი თამაშის ინციატივა თავის თავზე აიღო და აივის $50.000-იანი რირეიზით უპასუხა. ფილ აივიმ, თითქმის დაუფიქრებლად, მომენტალურად შეიტანა თავისი დარჩენილი ჩიპები, თითქმის $180.000 დოლარი, მაგიდის ცენტრში, რაზეც კირკმა ასევე სწრაფი ქოლით უპასუხა.

 

აივი: QQ

კირკი: AK

რამდენადაც ამ შემთხვევაშიც ანდერდოგი მეთიუ კირკი იყო, აივიმ მას მიანდო გადაწყვეტილება, რამდენჯერ დაერიგებინათ თერნი და რივერი. მოთამაშეები 2 დარიგებაზე შეთანხმდნენ და ორივე ბორდზე დილერმა A დადო. $474.000 დოლარიან ბანკში გაორმაგებამ, მეთიუ კირკს, დაკარგული ორი ბაი ინის შემდეგ, მცირე შვება მოუტანა. აივი კი $661.000-მდე ჩამოვიდა.

 

ჟან-რობერ ბალანდის მრისხენება და ესფანდიარის “J მძღ...“

სათამაშო დღის ერთ-ერთი ბოლო დარიგება ყველაზე უცნაური, შთამბეჭდავი და ხმაურიანი გამოდგა. ესფანდიარის $3.000 დოლარიან რეიზს, ჟან-რობერ ბალანდმა, სმოლ ბლაინდიდან, $14.000 დოლარიანი ტრიბეტით უპასუხა. მაგრამ Big One for One Drop-ის გამარჯვებულმა უკან არ დაიხია და $44.000-იანი რირეიზით სიტუაციის მართვას შეეცადა. ბალანდმა მშვიდად მიიღო რირეიზი.

J35 ფლოპზე, ესფანდიარის $50.000-იან ბეთს, ბალანდმა ჩექ-რეიზით შეუტია და ბანკში დარჩენილი $247.000 დოლარი ჩადო. ესფანდიარიმ მომენტალურად მიიღო მოწინააღმდეგის რირეიზი და ბალანდს ცუდი ამბავი შეატყობინა.

ბალანდი: AA

ესფანდიარი: J5

„ისევ ანტონიოს წინააღმდეგ ვარ, - ამბობდა კარტის გახსნის შემდეგ ბალანდი, - ვიცოდი რომ ‘J მძღ...’ გყავდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი ნაგავი გექნებოდა. როგორ შეგიძლია ასეთი იღბლიანი იყო და ასეთი ნაგავი ხელებით ორი წყვილი მიიღო?“

„ეს ასე ხდება ბოლო 20 წელია“ - მშვიდად უპასუხა ესფანდიარიმ

სანამ ბალანდი წუწუნებდა და ესფანდიარი იმის გარკვევას ცდილობდა, რამდენჯერ სურდა ანდერდოგს თერნის და რივერის დარიგება, დილერმა შეცდომით თერნის კარტი დადო - 8. ფეხზე წამომდგარი ბალანდი, მხოლოდ ამ დროს მოვიდა აზრზე, თუ რა ხდებოდა და უიმედოდ და თითქმის ინსტინქტურად თქვა „ორჯერ“. ეს სიტყვა უკვე მხოლოდ რივერზე ვრცელდებოდა. დილერმაც არ დააყოვნა და რივერზე 8 დადო, რამაც ბალანდს ორი წყვილი და ბანკის პირველი ნახევრის მოგების საშუალება მისცა.

„კიდევ კარგი დროზე ვთქვით“ - ღიმილით ჩაილაპარაკა ესფანდიარიმ. ბალანდი კიდევ უფრო უკმაყოფილო ჩანდა. მას რომ ხმა არ ამოეღო და წუწუნი გაეგრძელებინა, მთლიან ბანკს მოიგებდა, მაგრამ მეორედ დარიგებულმა რივერმა - 6-მა მხოლოდ ბანკის ნახევრის, ანუ თავდაპირველი თანხის დაბრუნების საშუალება მისცა. 

რუმები

ქართული უცხოური