ბრაიან ჰასტინგს მულტი-ექაუნთინგში ადანაშაულებენ
ბრაიან ჰასტინგსს, რომელმაც წელს უკვე ორი WSOP-ის სამაჯურის მოგება მოასწრო, დევიდ 'Bakes' ბეიკერი მულტი-ექაუნთინგში ადანაშაულებს. ჰასტინგსი, პოკერსტარსზე, ცნობილია თავისი ლეგენდარული ნიკით '$tinger88'. თუმცა ეს მეტსახელი 2013 წლიდან არ გააქტიურებულა. ბეიკერი ამტკიცებს, რომ ჰასტინგსმა თავისი დაბრუნება რამდენიმე პოკერსტარსის პროს გაანდო, თუმცა არა ბეიკერს. მისი მტკიცებით, ჰასტინგსი ახალი მეტსახელით, 'NoelHayes'-ით თამაშობს. ბეიკერსი ტვიტერზე წერდა, რომ SCOOP-ისა და $100/$200 8-გეიმსის თამაშის დროს, ამ ნიკით მას ისეთი ვიღაც ეთამაშებოდა, ვინც ძალიან კარგად იცნობდა მის თამაშს.
ბრაიან ჰასტინგსს, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი სპეკულაციას გავს, მაგრამ თუ ბეიკერსის ნათქვამი დადასტურდება, ბრაიან ჰასტინგსის რეპტუაციას ჩრდილი მიადგება. მას სავარაუდოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება 2015 წლის WSOP-ის სამაჯურებზე გაკეთებულ ბეთებთან დაკავშირებითაც.
ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან ჯეისონ მერსიერი, დენ სმიტი და ანტონი გრეგი, სწორედ მის წინააღმდეგ გააკეთეს ფსონები WSOP-ის დაწყებამდე, რადგან მათი აზრით, ჰასტინგსს 2013 წლის შემდეგ, პოკერსტარსის უმაღლეს ლიმიტებზე აღარ უთამაშია, რაც, სავარაუდოდ, მისი უნარების შესუსტებას შეუწყობდა ხელს. ამის საწინააღმდეგოდ კი 'NoelHayes' ძალიან აქტიური ნიკია ბოლო პერიოდის მაღალი ლიმიტის ქეშ გეიმებზე. ამ ნიკს წარმატებები აქვს ტურნირებშიც - SCOOP-ის 23-ე ივენთი, რომლის ბაი ინი $2.100 დოლარს შეადგენდა, 'NoelHayes'-მა მეოთხე ადგილისთვის $142.000 დოლარი მიიღო.
'პოკერლისტინგთან' მიცემულ ინტერვიუში, სანამ პოკერის სერიებზე პირველი ხელი დარიგდებოდა, ჰასტინგსი სწორედ ამ ფაქტს უსვამდა ხაზს - "მე რამდენიმე წელია ონლაინ დიდ თამაშებში არ მიმიღია მონაწილეობა. ოპონენტებს კი ამის გამო ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. მე სწორედ იმ დონის ჩვენებას ვაპირებ, რომელსაც ისინი არ ელოდებიან."