'პოკერსტარსი' კალიფორნიაში პოკერის ლეგალიზაციისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს
გასულ თვეში, 'პოკერსტარსმა' ახალი ვებ-საიტი - californians4ipoker.com შექმნა, რომლის მთავარი მიზანი კალიფორნიაში პოკერის ლეგალიზაციის მოთხოვნაა. ახლა კი, მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა ახალი ინიციატივა წამოიწყო - Let California Play! რომელიც მიზნად ისახავს პოკერის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან პოპულარიზაციას.
ამ ზაფხულს, 'პოკერსტარსი' შეუერთდება რამდენიმე ლოკალურ რუმს. ისინი ერთობლივი ძალებით გეგმავენ ლაივ ტურნირების ჩატარებას, რომელიც კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას პოკერის მოყვარულების მოთხოვნის შესახებ. 'პოკერსტარსის' ტური, რომელიც Let California Play-ის ფარგლებში ჩატარდება, უამრავ ცნობილ მოთამაშეს ელოდება, მათ შორის 'პოკერსტარსის' პროფესიონალებს - დენიელ ნეგრანუს, ვანესა სელბსტს, კრის მანიმეიკერს, ჯეისონ სომერვილს და ლივ ბურეს. ისინი ადგილობრივ პროფესიონალებს დაუპირისპირდებიან. აქციის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველასთვის ნათელი გახდეს: თუ შტატში პოკერის ლეგალიზაცია მოხდება, ამით ყველა მოგებული დარჩება - ქარდ რუმებიც, ლაივ კაზინოებიც და მომხმარებლებიც.
"ძალიან მნიშვნელოვანია პოკერის პროფესიონალი მოთამაშეების აქტიურობა, - ამბობს დენიელ ნეგრანუ, - ჩვენ ხმა უნდა მივაწვდინოთ კანონმდებლებს და გავაგებინოთ, რომ კალიფორნიაში თამაში ლეგალური უნდა გახდეს." აქცია Let California Play! 17 ივლისს აიღებს სტარტს და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
"პროფესიონალ მოთამაშეებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ, - თქვა Amaya Inc.-ის წარმომადგენელმა ერიკ ჰოლრაიზერმა, - ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება ფართო მასებს მივაწვდინოთ ჩვენი მარტივი მესიჯი: მიეცით კალიფორნიას თამაშის საშუალება!"
"მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის პირველი გაჩერება ჩვენთან იქნება, - ამბობს სან დიეგოში არსებული ერთ-ერთი ქარდ-რუმის გენერალური დირექტორი ნიკ სალემი, - ჩვენ სავსე დარბაზს ველოდებით. უკვე გავიგეთ, რომ ადგილობრივი მოთამაშეები მოუთმენლად ელიან ლივ ბურესა და ჯეისონ სომერვილის წინააღმდეგ ძალების მოსინჯვას. სამომავლოდ ჩვენ გვინდა, რომ ამერიკაში პოკერის შესახებ წარმოდგენა შეიცვალოს. ჩვენ უნდა მოგვეცეს ლეგალურად თამაშის საშუალება, რათა მომხმარებელის და კაზინოების უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრებოდეს."