როგორ უმკლავდება ბედ ბითებს ანტონიო ესფანდიარი?

ყოველწლიურად, დიდ ტურნირებსა თუ ქეშ გეიმებზე, მაყურებლებს დიდი დარიგებების ნახვის საშუალება გვაქვს. დიდი დარიგება კი ბედ ბითებისა და ქულერების გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა ბევრი ასეთი დიდი ხელი, პოკერის მთავარ კონცეფციებს უყრის თავს და სანახაობას ერთიორად საინტერესოს ხდის. სიმართლე რომ ვთქვათ, საქმე არამხოლოდ სანახაობაშია. მთავარი, სწორედ დიდი დარიგების შემდეგ იწყება - შემდეგი დარიგება! როგორ ახერხებენ მოთამაშეები შეინარჩუნონ თავდაჯერებულობა, სიმტკიცე, თამაშის ჟინი, სტაბილურობა და თუნდაც ფიზიკური გამძლეობა, ათასობით დოლარის წაგებისა და მოგების შემდეგ? 

ერთ-ერთი ასეთი დიდი დარიგება, $1.500 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე მოხდა,  ბერნი ბოუთმენსა და ანტონიო ესფანდიარის შორის. ტურნირზე, რომლის პრაიზ პულიც $2.583.900 დოლარს შეადგენდა, 1914 მოთამაშიდან, მესამე დღის მაგიდებზე მხოლოდ 115 მათგანმა მიაღწია. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული იქნებოდა ტურნირის ამ ეტაპზე გასვლა. დარიგება მე-18 ლეველზე მოხდა, ბლაინდები - 2.500/5.000, ანტე 500. 'ბატონიდან' მოთამაშემ 11.000-ით გახსნა თამაში, სმოლ ბლაინდზე მყოფმა ბოუტმენმა 30.000-იანი 3ბეტი გააკეთა, ხოლო ესფანდიარიმ - 64.000 4ბეტი. 'ბატონმა' რა თქმა უნდა, კარტი გადაყარა. ბოუტმენმა ასეთ სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი 5ბეთი გააკეთა, რასაც ესფანდიარის ოლ ინი მოჰყვა. 

ბოუტმენი: KK

ესფანდიარი: AA

ბოუტმენი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეს ჰოლდემში ერთ-ერთი ისეთი სიტუაციაა, რომლის არიდებასაც ყველა ცდილობს, მაგრამ თითქმის ვერავინ ახერხებს. მაგრამ რეალურ კოშმარში ესფანდიარი აღმოჩნდა, როცა ფლოპზე 55K დაიდო. ვერც თერნმა და ვერც რივერმა ესფანდიარის დახმარება ვერ შეძლო და მისი სტეკის უდიდესი ნაწილი ბოუტმენმა წაიღო. ის, რასაც ბოუტმენი უნდა გაენადგურებინა, ესფანდიარის დაატყდა თავს. ეს დამანგრეველი ბედბითი იყო. განსაკუთრებით რთული, ასეთი დარიგების გადატანა, ტურნირზეა, სადაც ჩიპების დამატების საშუალება არ გაქვს, განსხვავებით ქეშ გეიმისგან. მოთამაშეების უმეტესობას, გარდა ჩიპების გამო შექმნილი სირთულისა, სხვა, ტილტთან და ნერვიულ დაძაბულობასთან დაკავშირებული პრობლემებიც უჩნდებათ. მაგრამ როგორ იქცევა ასეთ დროს ისეთი დონის მოთამაშე, როგორიც ანტონიო ესფანდიარია?

"უმთავრესი კონცეფტი, რომელიც ყველამ უნდა გაიაზროს, არის ის, რომ როცა დარიგება დამთავრებულია, შენ არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია, - თქვა მოგვიანებით ესფანდიარიმ, - ეს ახლა შენზეა დამოკიდებული, რამდენად გინდა მენტალურად გაწონასწორებული იყო? რა გირჩევნია: მისცე შენ ემოციებს გასაქანი, თუ ჩაიკლა გონებაშივე? მთლი ზაფხულის განმავლობაში, ვცდილობ რაც შეიძლება უემოციოდ ვითამაშო. ასე რომ რამდენადაც მტკივნეული იყო ეს დარიგება, იმდენად არ მივეცი მას საშუალება ემოქმედა ჩემზე. მაქსიმალურად ვეცადე, საერთოდ არ მეგრძნო ეს ტკივილი. იმ დღეს, როცა დასაძინებლად დავწექი, ბოლო წამამდე ამ ხელს განვიცდიდი, მაგრამ უშუალოდ დარიგების შემდეგ, საერთოდ გავთიშე ემოციები და ოდნავი ყურადღებაც არ მიმიქცევია. უცნაურია, მაგრამ ადამიანს შეუძლია ეს არჩევანი გააკეთოს."

ესფანდიარი, დამწყებ მოთამაშეებს, სწორედ იგივეს გაკეთებას ურჩევს - "სცადეთ ემოციის თამაშს გარეთ დატოვება. თუ თქვენ სწორად ითამაშეთ და მაინც წააგეთ, უნდა გაიაზროთ, რომ ამის გამოსწორება შეუძლებელია. თქვენ არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლიათ, ამიტომაც მარტივად გადადით შემდეგ დარიგებაზე. ზოგადად, მე ცნობილი ვარ ბედბითების ადვილად გადატანით. ამ ზაფხულს, ცუდ დარიგებებს გაცილებით უკეთ ვუმკლავდები. მაგრამ ამის მიუხედავად, მეც მიჭირს მსგავსი უსამართლო დარტყმების გადატანა. რამდენიც არ უნდა ვეცადო, სადღაც სიღრმეში, სულ ვგრძნობ, რომ მტკივა. მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ წარსულში არაფრის შეცვლა არ შემიძლია." 

ესფანდიარიმ, მართლაც მთელი მონდომება ჩადო ბედბითის გადასატანად და ცუდი დარიგების შემდეგ კვლავ მოახერხა გარკვეული სტეკის მოგროვება. თუმცა საბოლოოდ მე-40 ადგილზე გავიდა. ბოუტმენმა კი ჩიპლიდერის რანგში თამაში ფინალურ მაგიდაზე გააგრძელა. "ჩვენ სამში, თამაშის დროს, საკმაო ისტორია დაგროვდა, - ამბობს ბერნი ბოუტმენი, - 'ბატონზე' მყოფი მოთამაშე ძალიან აქტიური იყო. მე გამუდმებით ვცდილობდი მის 'დაჩაგვრას' და მუდმივ ზეწოლას ვახორციელებდი. ანტონიოსთვის ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, ესფანდიარი ჩემ წინააღმდეგაც აქტიურად თამაშობდა. რამდენჯერმე პრეფლოპ რირეიზი გამიკეთა, ხოლო ფლოპზე უკვე მე შევუტიე და სამჯერ ჩეკ-რეიზი ვითამაშე. ასე რომ დინამიკა, ჩვენ სამში, საკმაოდ დაძაბული იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დარიგება, ნებისმიერი დინამიკის პირობებში, მაინც დიდი გამოვიდოდა - კარტებიც ხელს გვიწყობდა და პოზიციებიც შესაბამისი გვქონდა. მე შორტ სტეკით დავიწყე თამაში და ამ დარიგების შემდეგ, საგრძნობლად დავწინაურდი. მაგრამ თითონ დარიგება ძალიან რთული იყო - ერთ მომენტში საშინლად ვიგრძენი თავი და რამდენიმე წამში ყველაფერი შეიცვალა. დიდი ხელის მოგება ყველას უხარია, მაგრამ მე საერთოდ არ აღმინიშნავს ეს გამარჯვება. ძალიან ვუთანაგრძნობდი იმ მომენტში ანტონიოს. მე ზუსტად ვიცი რა საშინელებაა ასეთი ქულერით წაგება. მე მის წინაშე ვალში ვარ, მაგრამ არაუშავს, ჩვენ მეგობრები ვართ. ვფიქრობ, სტეიკზე დავპატიჟო და ამით მოვუბოდიშო."

ბედბითები გამუდმებით ხდება. ის რაც თქვენთვის 'ქულერია' სხვისთვის 'ჰითერად' იქცევა და პირიქით. ტურნირებში, ასეთი დარიგებები, განსაკუთრებით მძიმე და ვიღაცისთვის სასიხარულოა, რადგან ისინი, ფაქტიურად, ტურნირის ბედს წვეყტენ. რამდენადაც კლიშედ არ უნდა ჟღერდეს, ეს პოკერია. თუ მოთამაშეს წარმატებული კარიერის შექმნის სურვილი აქვს, მან პირველ რიგში, ასეთ მძიმე დარტყმებთან გამკლავება უნდა ისწავლოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სათქმელად გაცილებით ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. 

რუმები

ქართული უცხოური