ფილ აივი 'ბორგატას' უჩივის

WSOP-ის 10 სამაჯურის მფლობელი, ლეგენდარული მოთამაშე ფილ აივი, ატლანტიკ სიტიში განთავსებულ, კაზინო 'ბორგატას' უჩივის. საჩივრის მიზეზი უკვე კარგად ცნობილი ისტორიაა - კაზინო 'ბორგატა' აივის და მის პარტნიორს ე.წ. 'edge sorting'-ში ადანაშაულებს, რისი გამოყენებითაც მოთამაშეებმა $9.6 მილიონი დოლარი მოიგეს. საჩივარი, სასამართლოში, მიმდინარე წლის 22 ივლისს შევიდა. 

აივი და მისი პარტნიორი, ჩენ ინ სუნი, ამტკიცებენ, რომ მათი ქმედება აბსოლუტურად ლეგალური სტრატეგიის ნაწილი იყო, რომელიც ბაკარას თამაშის დროს გამოიყენეს. ისინი არ ეხებოდნენ იმ კარტებს, რომლებსაც უკან რაიმე ასიმეტრია ეტყობოდათ. მათი განცხადებით, ეს,  კაზინოს წინააღმდეგ რაიმე უპირატესობის მოპოვების მცდელობა იყო, რომელსაც ნებისმიერი გემბლერი შეეცდებოდა. 

აივისა და მისი პარტნიორის მთავარი მოთხოვნა, კაზინოს მიმართ, მათი იურიდიული მომსახურების დაფარვაა, რაც სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს დაიხარჯა. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, რომ კაზინომ აანაზღაუროს მათი ზარალი, რაც სასამართლო პროცესის განმავლობაში მიადგათ. მათი მტკიცებით, კაზინო კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცა, რადგან კარტები, რომლებიც თამაშში გამოიყენებოდა, კაზინოს თანამშრომლებმა გაანადგურეს. ამ გარემოების გამო კი, მოთამაშეებმა, კარტები, როგორც მტკიცებულება, ვერ გამოიყენეს. საჩივარში განმარტებულია: წინა პროცესზე, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებების სახით წარმოსადგენი მასალა, კაზინოს მიერ განადგურებულ იქნა, რის გამოც ბრალდებულმა მხარემ ვერ მოახერხა შესაფერისი არგუმენტაციის სასამართლოსთვის მიწოდება, რამაც ხელი შეუშალა ჭეშმარიტების დადგენას. 

მართლაც, 2012 წელს, კაზინო 'ბორგატამ' ყველა სათამაშო ბანქო გაანადგურა, რომელსაც კაზინო აქამდე იყენებდა. ამ გარემოების გამო კი, მოსამართლემ, აივისა და სუნის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა, მტკიცებულებების არარსებობის გამო. ჩვენ შეგატყობინებთ როგორ განვითარდება სასამართლო პროცესის შემდგომი მოვლენები. 

რუმები

ქართული უცხოური