დენიელ ნეგრანუს კიდევ ერთი შანსი

2015 წლის World Series Of Poker National Championship-ის 122 მონაწილიდან, მხოლოდ 7 დარჩა, მათ შორის, არც მეტი არც ნაკლები, WSOP 6 სამაჯურის მფლობელი, CardPlayer Magazine-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელი, კანადელი დენიელ ნეგრანუ. WSOP-ის მეინ ივენთზე მე-11 ადგილიდან გამოვარდნიდან ზუსტად 2 კვირის შემდეგ, მსოფლიო პოკერის სუპერვარსკვლავი მეშვიდე სამაჯურის მოგებას შეეცდება. 

ნეგრანუსთან ერთად, ფინალურ მაგიდაზე, პოკერის საკმაოდ წარმატებული მოთამაშეები იბრძოლებენ. მათ შორისაა ტურნირის ჩიპ ლიდერი, 2013 წლის WSOP-ის $1.500 დოლარიანი ჰოლდ'ემ ივენთის გამარჯვებული ლონი ჰარვუდი. დააახლოებით 3.6 მილიონიანი სტეკი, მას, ოქროს სამაჯურის მოგების ყველაზე დიდ შანსს აძლევს. 

ჩიპების რაოდენობით, ფინალურ მაგიდაზე, მეორე ადგილს დერილ ფიში იკავებს, რომელიც ამ ტურნირზე, თებერვალში გამართული 2015 WSOP Circuit Palm Beach Kennel Club-ის მეინ ივენთის მოგების შემდეგ მოხვდა. ტურნირის შორტ სტეკი ალექსანდრუ მასეკია, რომელიც რეკორდული რაოდენობის,  WSOP Circuit-ის 8 ბეჭდის მფლობელია. 

ტურნირზე, 100 მოთამაშისთვის, $1 მილიონიანი გარანტირებული პრაიზ პული იყო დაანონსებული, თუმცა 22 მოთამაშის მიერ გადახდილმა $10.000 დოლარმა, საპრიზო ფონდი კიდევ უფრო გაზარდა და დამატებითი $220.000 დოლარი მოიტანა. 

ივენთი პირველად ტარდება Harra's Cherokee-ში, რაც კიდევ ერთი ისტორიული მოვლენის დასაბამი იქნება - ტურნირის გამარჯვებული პირველი იქნება, რომელმაც WSOP-ის სამაჯურის მოგება ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მოახერხა. 

რუმები

ქართული უცხოური