ტომას კანული 'ნოემბრის ცხრიანიდან'

WSOP-ის მეინ ივენთის ფინალური მაგიდის მონაწილეები, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ნოემბერში, კვლავ შეიკრიბებიან და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა და $7.680.021 დოლარის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. 'ჯეოპოკერი' პერიოდულად გაგაცნობთ ფინალური მაგიდის მონაწილეთა ბექგრაუნდს, ისტორიას, მიღწევებსა და მომავალ გეგმებს. 

მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე, რომელიც 8 ნოემბერს Penn & Teller Theatre-ში აიღებს სტარტს, ტომას კანული, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად ცნობადი მოთამაშე იქნება პოკერის მოყვარულთათვის. ეს ფაქტი, კანულის მიღწევებს არაფერს აკლებს. მთავარი ისაა, რომ როცა ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობ, როგორებიც არიან ანტონიო ესფანდიარი, სორელ მიცი, ჯეფ გროსი, ბრაიან რასტი და ყველა მათგანის შემოტევას უმკლავდები, ნამდვილად იმსახურებ მეინ ივენთის ფინალურ მაგიდას და პოკერის მოყვარულთა ყურადღებას. 

23 წლის მოთამაშე, ნიუ ჯერსიდან, $52.235 დოლარის მოგებას ფლობს პოკერის კარიერის განმავლობაში. მათ შორისაა 2013 წლის ვენეციური Deep Stack Extravaganza Main Event-ზე აღებული 26-ე ადგილი და $13.473 დოლარი და 2014 წლის WSOP Circuit Harrah's Philadelphia, სადაც მან მე-8 ადგილი აიღო. კანული, ძირითადად, ონლაინ ქეშ გეიმებს თამაშობს, თუმცა მას WSOP-ის გამოცდილებაც აქვს - ის, 2014 წლის მეინ ივენთის მეორე დღეს, ჩიპების რაოდენობით, მე-4 პოზიციას იკავებდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა ნებისმიერი მოთამაშისთვის. სამწუხაროდ, შარშან ის ტურნირს 691-ე ადგილზე გამოეთიშა, თუმცა ფულში შესვლა მაინც მოახერხა და $18.406 დოლარი მიიღო. 

"ეს ყველაფერი დაუჯერებელია - თქვა კანულიმ ინტერვიუში, - ჩემი ოცნებები აშკარად ცხადში ხდება. იღბლის დახმარებას, რა თქმა უნდა, ვგრძნობ. მართალია, მთელი ტურნირის განმავლობაში ოლ ინ სიტუაციაში მხოლოდ ერთხელ მოვხვდი, მაგრამ ყველა ის დარიგება მოვიგე, სადაც წინ ვიყავი და რომლის მოგებაც მეკუთვნოდა. ის რაც ახლა ჩემ გარშემო ხდება დაუჯერებელია, ამაზე უკანასკნელი 6 წელია ვოცნებობ. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისა და ოჯახისთვის ეს ყველაფერი დიდი სიხარულის მომტანია."

როგორც გითხარით, მას, მეინ ივენთის გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა - "2 წლიანმა გამოცდილებამ WSOP-ზე საკმაო თავდაჯერებულობა და ცოდნა მომცა. ახლა ზუსტად ვიცი, რა მჭირდება იმისთვის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირზე გადავრჩე. გადარჩენის ფაქტორი, მეინ ივენთზე, უმთავრესია! ვცდილობდი, რომ ყველა დარიგება განსხვავებულად მეთამაშა, დიდი რისკები არ ამეღო და რაც მთავარია - ერთი დიდი დარიგების იმედად არ ვყოფილიყავი. უკანასკნელი პერიოდი, ჩემთვის, საკმაოდ მძიმე და დაძაბული აღმოჩნდა, ამიტომაც ფინალურ მაგიდამდე ხანგრძლივი შესვენების აღებას ვგეგმავ."

ფინალურ მაგიდაზე, ტომას კანულის 12.25 მილიონი ჩიპი ექნება, რაც 31 ბიგ ბლაინდია. ასეთი სტეკით ის მე-6 პოზიციას იკავებს.

რუმები

ქართული უცხოური