იაპონიაში, კანონპროექტი კაზინოების შესახებ, კიდევ ერთხელ გადაიდო

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, პოკერის მოყვარულთა წრეებში, აქტიურად ჟღერდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ მოახლოებულ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან ერთად, რომელიც იაპონიაში ტარდება, ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდებოდა პოკერის შესახებ რეგულაციების დაწესებას. თუმცა ამ იდეის პერსპექტივა სულ უფრო და უფრო სუსტდება, რამდენადაც იაპონიის პარლამენტის მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

ქვეყნის პერმიერ მინისტრის, შინზო აბესა და უმცირესობაში მყოფი სხვა პარტიების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, ამჟამად, იაპონიაში კაზინოების წინააღმდეგ მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. თუმცა, სათამაშო ბიზნესის ექსპერტების მოსაზრებით, რეგულირებული აზარტული თამაშები, ქვეყნის მასშტაბით, $40 მილიარდ დოლარამდე მოგებას მოიტანდა. 

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც შინზო აბეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია უარს ამბობს სათამაშო ბიზნესის ლეგალიზებაზე, არის მმართველ პარტიასთან კოალიციაში მყოფი ბუდისტური პოლიტიკური გუნდის 'კომეიტოს' ძლიერი კრიტიკა. მათი აზრით, იაპონიაში აზარტული ბიზნესის ლეგალიზება ნეგატიურ გავლენას მოახდენს იაპონელ მოსახლეობაზე, ხოლო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დამოკიდებულება აზარტული თამაშზე კიდევ უფრო გაიზრდება. 

როგორც ვთქვით, პარლამენტისთვის აპრილში წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებას, იაპონელი მოთამაშეები იმედის თვალით უყურებდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, შინზო აბეს პარტიისთვის, აზარტული თამაშების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე მნიშვნელოვანი, უმცირესობაში მყოფ პარტიებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა. 

მიმდინარე საპარლამენტო სესია, 24 ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა იგი 27 სექტემბრისთვის გადაიდო. ამ პერიოდის განმავლობაში, პარლამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს. The Japan Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, იაპონელ მოთამაშეებს კვლავ გაუჩნდათ იმედი - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, წლის დასრულებამდე პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს სათამაშო ბიზნესის შესახებ, თუმცა მიმდინარე სესია მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმობა. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანა აზარტული ბიზნესის ლეგალიზებას მოახდენს, ექსპერტთა ვარაუდით, ლას ვეგასისა და მაკაუს შემდეგ, იაპონია მსოფლიო გემბლინგის მესამე უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი წერტილი გახდება. 

რუმები

ქართული უცხოური