ჯონ ჯუანდა EPT მეინ ივენთს იგებს
აქამდე ჩატარებულ EPT მეინ ივენთებს შორის, ყველაზე ხალხმრავალი ივენთი, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ჯონ ჯუანდამ მოიგო. ამისთვის მას 1.694 მონაწილის უკან ჩამოტოვება და ფინალურ მაგიდაზე 12 საათიანი ბრძოლა დასჭირდა. შედეგიც შესაბამისია - €1.022.593 ევრო.
აქამდე, ჯონ ჯუანდას, უკვე ჰქონდა EPT-ის მეინ ივენთის მეორე ადგილზე გასვლის გამოცდილება. მაშინ მან ფინალური ჰედს-აპი დევიდ ვემპლის წინააღმდეგ წააგო. უკანასკნელი მოგებით, ჯუანდა, ყველაზე წარმატებული მოთამაშეების მსოფლიო რეიტინგში მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდა, $17 მილიონ დოლარზე მეტი მოგებით.
ფინალური მაგიდა დენის შაფიკოვის ჩიპლიდით დაიწყო. პირველი მოთამაშე, რომელმაც მაგიდა დატოვა, რუსი ვიქტორ ბოგდანოვი იყო - ის ფრედერიკ იენსენის AK-ს უკანმყოფი A7-ით დაუპირისპირდა და სახლში €104.000 ევროთი დაბრუნდა. რამდენიმე დარიგების შემდეგ კი, ჯუანდამ AK-ით, დიდი კოინფლიპი მოიგო ანდრეას სამუელსონის QQ-ის წინააღმდეგ და ჩიპების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
შემდეგი მონაწილე, რომელმაც ტურნირი დატოვა მარიო სანჩესი იყო, რომელმაც რივერზე სტრეტით იენსენის ოლ ინი მიიღო, თუმცა დანიელ პროფესიონალს ნატსი ფლეში ჰყავდა. ზუსტად შემდეგ დარიგებაზე, მომავალ გამარჯვებულს, ლიბანელი ამირ ტუმა QJ-ით დაუპირისპირდა, მაგრამ კოინფლიპის ბედი ამჯერადაც ჯუანდას მხარეს გადაიხარა და მისმა 33-მა უპირატესობა შეინარჩუნა. დაახლოებით 40 დარიგების შემდეგ, რეინერ კემპეს დროც მოვიდა, რომელმაც AK-ით შაფიკოვის KQ-სთან წააგო - სანაცვლოდ მეხუთე ადგილი და €320.400 ევრო შეხვდა.
4 ფინალისტს შორის, ჩიპ ლიდერი კვლავ შაფიკოვი იყო, მაგრამ ბედბითის გამო, მან, დიდი დანაკლისი განიცადა - შაფიკოვი AA-ით, იენსენის TT-ს დაუპირისპირდა. მისდა სამწუხაროდ, რივერზე T დაიდო, რამაც შაფიკოვის სტეკს დიდი ზიანი მიაყენა. ამ რივერმა, უკრაინელი მოთამაშისთვის, ყველაფერი შეცვალა - რამდენიმე დარიგების შემდეგ, მან, QT-ით ოლ ინი გააკეთა, რაზეც ჯუანდამ A6-ით უპასუხა და უკრაინელი მეოთხე ადგილზე თამაშს გამოთიშა.
შაფიკოვის გავარდნის შემდეგ, დარჩენილმა სამმა მოთამაშემ შეთანხმება მიიღეს და საპრიზო ფონდი, იმ მომენტისთვის არსებული ჩიპების რაოდენობის მიხედვით გაინაწილეს. მესამე ადგილი ფრედერიკ იენსენს შეხვდა. დარიგება საკმაოდ საინტერესო იყო: თერნზე, ჯუანდას ჩეკ-რეიზის შემდეგ, მომავალმა გამარჯვებულმა, ფულ ჰაუსით, რივერზე ოლ ინი გააკეთა. იენსენმა ზუსტად 6 წუთი დახარჯა გადაწყვეტილების მისაღებად და გადაწყვიტა, რომ მისი მეორე წყვილი დარიგების მოსაგებად საკმარისი იყო.
გადამწყვეტი ჰედს-აპი ჯონ ჯუანდასა და სტივ ვორბარტონს შორის გაიმართა. ახალგაზრდა ბრიტანელმა მოთამაშემ, ჩიპების სიმცირის მიუხედავად, დიდი დარიგების მოგება მოახერხა, რამაც გახსნილი თამაშის საშუალება მისცა. თუმცა ვორბარტონს ჩიპებით მანიპულირებისთვის დიდი დრო აღარ დარჩენია - მისი 88 ჯუანდას QQ-სთან დამარცხდა. საბოლოოდ, მან, სამეულის შეთანხმების საფუძველზე დამტკიცებული თანხა - €941.613 ევრო მიიღო.